ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარიშენი ექიმისმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ -...

სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მივიღოთ

რა მხარდაჭერის მიღებაა შესაძლებელი სმენის დაქვეითების შემთხვევაში?

სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ.
სმენის დამხმარე ტექნოლოგიებში მოიაზრება სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები, სარეაბილიტაციო თერაპია ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის. ეს სარეაბილიტაციო თუ დამხმარე ტექნოლოგიები ზრდის ადამიანის დამოუკიდებლობასა და სიცოცხლის ხარისხს.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულია ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია განურჩევლად ასაკისა; ასევე, ერთი სმენის აპარატი ზრდასრულებისთვის და ორი სმენის აპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კოხლეარული იმპლანტის შემთხვევაში, მომსახურებაში სარეაბილიტაციო კურსიც შედის.
სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის დაქვეითების მქონე შშმ პირები (მათ შორის შშმ ბავშვები) და ხანდაზმული პირები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), რომელთაც აღენიშნებათ ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან საშუალო-მძიმე სმენის დაქვეითება (ე.წ. II-III ხარისხი).
ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის ან უმძიმესი (ე.წ. მე-4 ხარისხი) სმენის დაქვეითების მქონე შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) გაცემაც.
გარდა ამისა, ყრუ პირებისთვის გათვალისწინებულია ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებაც, რაც მოიცავს ჟესტური ენის თარჯიმნის მეშვეობით ინფორმირებას სახელმწიფო მომსახურებების შესახებ, ხოლო გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში – საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი), სკოლამდელი აღზრდის, სამედიცინო და რელიგიურ დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას.
კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. კოხლეარული იმპლანტაცია გეგმიური ოპერაციაა და თანაგადახდა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ხდება განსხვავებულად.
სად შეიძლება განაცხადის წარდგენა სმენასთან დაკავშირებული დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნის შესახებ?
სმენის დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნის შესახებ განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში:
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მისამართი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 9 (პირველი სართული).
2. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნისთვის?
სმენის დამხმარე საშუალებების მიღება გამარტივებულია 5 წლამდე ბავშვებისა და 65 წელს მიღწეული პირებისთვის. ამ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
5 წლამდე ბავშვებისთვის:
1. დაბადების მოწმობის ასლი.
2. მშობლის / მეურვის პირადობის მოწმობა და მისი ასლი.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
65 წელს მიღწეულ პირთა შემთხვევაში:
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი (ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენის დაქვეითების II-III ხარისხის).
5-დან 65 წლამდე პირებისთვის:
1. პირადობის მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
2. შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის დოკუმენტის ასლი (ფორმა №IV-50/4) ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი, სადაც მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი (ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენის დაქვეითების II-III ხარისხის);
სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება?
სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის არსებული დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ნომრებზე: 032 2348379; 591 600688
გარდა ამისა, იხილეთ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა,“ დანართი 1.2.4.
***
იცოდით?
მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს სმენის დაქვეითება. 430 მილიონს ესაჭიროება დამხმარე საშუალებების გამოყენება და შესაბამისი რეაბილიტაცია.
მილიარდზე მეტი ახალგაზრდა დგას სმენის მუდმივი დაქვეითების საშიშროების წინაშე, ხმაურთან ხანგრძლივი შეხების გამო.
საქართველოში, მოსახლეობის 6.5–8.1 პროცენტს აქვს სმენის დაქვეითების რაიმე ფორმა.
ბავშვობის ასაკში სმენის დაქვეითების შემთხვევების 60%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული მოქმედებით.
სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მივიღოთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი
სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მივიღოთ | sheniekimige
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან 2016 წლლიდან ვმუშაობ. პირველივე საინტერესო აღმოჩენა იყო რომ მწირი რესურსების მიუხედავად, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ტექნოლოგიები მისაწვდომია, თან კარგი ტექნოლოგიები, რომელსაც მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“-თეონა გვალია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights