By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

ვაქცინებმა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა…

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 3, 2026 11:29 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ახალი კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1974 წელს გლობალური იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა დაიწყო, ამ თარიღიდან დღემდე, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

პროგრამის მიზანი იყო, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა ბავშვისთვის; მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მუდმივად არის გამოწვევები, შედეგი აშკარად ნათელია — ბოლო 50 წელიწადში თავიდან აცილებული მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მათი უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

„აღმოვაჩინეთ, რომ ამ 50-წლიან პერიოდში, სრული სარგებლის 60 პროცენტი წითელას ვაქცინაციაზე მოდის, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სიცოცხლეთა გადარჩენაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის ტელეთონის ბავშვთა ინსტიტუტის ინფექციონისტი ენდრიუ შატოკი.

შედეგები დროული შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინაცია, რაც არა მხოლოდ ვაქცინირებულებს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, არამედ ჩვენი საზოგადოებების ყველაზე მოწყვლად წევრებს, მათ შორის ბავშვებს, მოხუცებს და იმუნიტეტშეზღუდულ პირებს.

რამდენიმე თვის წინ, ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ აშშ ახლოს იყო სახიფათო გარდამტეხ წერტილთან, რომლის იქითაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე ჩამოდის, რომ არავაქცინირებული ადამიანები აღარ არიან დაცული ვაქცინირებული საზოგადოების მიერ; ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

ასეთივე შემაშფოთებელია გლობალური ტენდენციაც. 2021 წელს, წითელას წინააღმდეგ არ აიცრა რეკორდული რაოდენობის ბავშვი, რამაც მომდევნო წელს მთელ მსოფლიოში გამოიწვია ამ ინფექციური დაავადების მრავალი აფეთქება; მათ შორის აშშ-ში — ქვეყანაში, სადაც 2000 წელს წითელა ამოძირკვულად გამოცხადდა.

ექსპერტთა ვარაუდით, ვაქცინაციის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი შემცირების მიზეზი უფრო ვაქცინებით კმაყოფილება და აპათიაა, ვიდრე ყოყმანი.

ამ პრობლემის ნაწილი შეიძლება ის იყოს, რომ როდესაც ვაქცინა დაავადების პრევენციაში მუშაობს, სულ უფრო ცოტა შემთხვევებსა და გავრცელებას ვხედავთ, რაც გვავიწყებს იმ რისკებს, რაც ვაქცინაციის ჩავარდნას აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინები საკუთარი წარმატების მსხვერპლია.

ყვავილი პირველი და ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვაქცინებმა გლობალურად ამოძირკვა. ამ დაავადების ბოლო შემთხვევა მსოფლიოში 1977 წელს დაფიქსირდა.

2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამები გარეული პოლიოვირუსის ამოძირკვის კიდეზეა ავღანეთსა და პაკისტანში — ორ ქვეყანაში, სადაც პოლიომიელიტი ჯერ კიდევ ენდემურია, მაგრამ რჩება გამოწვევები.

წლის დასაწყისში, კვლევით დადგინდა, რომ შოტლანდიაში საშვილოსნოს ყელის კიბოს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც თინეიჯერობისას ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა გაიკეთეს. შედეგად, ეს ქვეყანა ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ამოძირკვის გზას ადგას.

მკვლევართა დასკვნით, გლობალურად ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირებაში 40 პროცენტი ვაქცინაციის დამსახურებაა. წვლილის შემტან სხვა ფაქტორებს შორის არის სანიტარიის გაუმჯობესება, ჯანდაცვა და სუფთა სასმელ წყალზე წვდომა.

„გასული 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის წყალობით, 2024 წელს, ათ წელს ქვემოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვს 40 პროცენტით მეტი აქვს შანსი, რომ თავის შემდეგ დაბადების დღეს შეხვდეს“, —ამბობს კვლევის ავტორი ენდრიუ შატოკი.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ყველა ინფექციის პრევენციას ვერ ახდენს, ისინი დრამატულად ამცირებს დაავადების სიმწვავეს და საავადმყოფოში მოხვედრის შანსებს.

ამასობაში, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვაქცინების შექმნის მეთოდთა გაუმჯობესებაზე; ცდიან ვაქცინების ახალ ტექნოლოგიებს, რათა დაგვიცვან კიდევ უფრო მეტი ინფექციური დაავადებისგან და კიბოსგანაც კი.

კვლევა The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია telethonkids.org.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi
FacebookTwitter
TAGGED:ვაქცინებმა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
შენი ექიმი

12 დეკემბერი საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის (Universal Health Coverage) დღეა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას მოგვცემს - ბექა მიქაუტაძე
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას მოგვცემს – ბექა მიქაუტაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტეტანუსი - მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით
შენი ექიმი

ტეტანუსი, ფაქტები, რა უნდა იცოდეთ – ტეტანუსი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებაა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა გადაწყდა? - პრემიერ-მინისტრთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

რა გადაწყდა? – პრემიერ-მინისტრთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?