By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

ჩუმი მტერი, რომელიც თქვენი კუჭის ჯანმრთელობას ანადგურებს -ჰელიკობაქტერია

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 14, 2025 5:51 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ჩუმი მტერი-ჰელიკობაქტერია
#post_seo_title
გაზიარება

ჰელიკობაქტერია – ჩუმი მტერი, რომელიც თქვენი კუჭის ჯანმრთელობას ანადგურებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
შესავალი
ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ბაქტერიული ინფექციის გამომწვევია, რომელიც აზიანებს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს. ის განსაკუთრებით ვრცელია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და ხშირად ვითარდება ბავშვობაში.
საქართველოში ინფიცირების დონე ძალიან მაღალია – დაახლოებით 60–70% მოსახლეობის ორგანიზმში ფიქსირდება ეს ბაქტერია. თუმცა, ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რადგან ინფექცია შესაძლოა წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
როგორ ვრცელდება ჰელიკობაქტერია?
  • პირიდან პირის გზით – ერთ ჭიქას, კოვზს ან დაუბანელ ხელს შეუძლია გადაცემის გზა გახდეს
  • დაბინძურებული წყლით ან საკვებით
  • ოჯახური კონტაქტით – ერთ სახლში მცხოვრები ადამიანები ხშირად ერთად ინფიცირდებიან
  • ჰიგიენის დაბალი დონე, განსაკუთრებით ბავშვებში
რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
ჰელიკობაქტერია შეიძლება იყოს მთელი რიგი კუჭ-ნაწლავის და სისტემური დაავადებების გამომწვევი:
• ქრონიკული გასტრიტი და დუოდენიტი
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
• კუჭის კიბო
• MALT ლიმფომა
• ფუნქციური დისპეფსია
• გაურკვეველი რკინადეფიციტური ანემია
• იდიოპათიური თრომბოციტოპენია
• კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (აკნე, როზაცეა, ქრონიკული ურტიკარია)
რა არის სუნთქვითი ტესტი და რატომ ითვლება “ოქროს სტანდარტად”?
ურეაზას სუნთქვითი ტესტი — არაინვაზიური, უსაფრთხო და ზუსტი მეთოდია, რომელიც აფიქსირებს ბაქტერიის მიერ გამოყოფილ ფერმენტს — ურეაზას. პროცედურის დროს პაციენტი სვამს შარდოვანას შემცველ ხსნარს, რის შემდეგაც ხდება ამიაკისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვა ამოსუნთქულ ჰაერში.
• პროცედურა გრძელდება 15–20 წუთი
• არ არის მტკივნეული და პაციენტს არ აქვს შეზღუდვები მისი შემდეგ
• მიანიშნებს, არის თუ არა ბაქტერია ორგანიზმში
ვინ უნდა გაიკეთოს ეს ტესტი?
სუნთქვითი ტესტი რეკომენდებულია, თუ:
• გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
• ატარებთ ატროფიული გასტრიტის ან დისპეფსიის დიაგნოზს
• ოჯახში გქონიათ კუჭის კიბოს ისტორია
• გაქვთ ქრონიკული რკინადეფიციტური ანემია ან თრომბოციტოპენია
• გაქვთ ქრონიკული კანის ანთებითი დაავადებები
• იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლებს ხანგრძლივად
• ოჯახის წევრს დაუდგინდა ჰელიკობაქტერია
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტი ტარდება დილით, უზმოდ.
გაითვალისწინეთ:
  • 4 კვირის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები
  • 14 დღით ადრე შეწყვიტეთ ანტაციდების და პროტონული ინჰიბიტორების მიღება
  • 3 დღით ადრე მოერიდეთ ალკოჰოლს, პარკოსნებს და ღეჭვას
  • 3 საათით ადრე არ მოწიოთ თამბაქო
  • ტესტის დღეს კარგად გაიწმინდეთ კბილები და პირის ღრუ
შეიძლება თუ არა სუნთქვითი ტესტი ჩაანაცვლოს გასტროსკოპია?
არა. ორივე ტესტს აქვს განსხვავებული დანიშნულება:
• სუნთქვითი ტესტი განსაზღვრავს, არის თუ არა ბაქტერია
• გასტროსკოპია ვიზუალურად აფასებს ლორწოვან გარსს, აღებს ბიოფსიას და აფიქსირებს წყლულს ან სიმსივნეს
ორივე გამოსაკვლევი ხშირად გამოიყენება ერთად.
როგორია მკურნალობა?
ერადიკაციული თერაპია მოიცავს:
• 2 ანტიბიოტიკს (კლარითრომიცინი + ამოქსიცილინი ან მეტრონიდაზოლი)
• პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს (ომეპრაზოლი ან პანტოპრაზოლი)
• ხანგრძლივობა: 10–14 დღე
• შემდეგი კონტროლი – სუნთქვითი ტესტით 4 კვირის შემდეგ
მკურნალობის შეწყვეტამ ან თვითნებურმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ჰელიკობაქტერია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საზოგადოებრივი საფრთხეა. მისი ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა შეიძლება იყოს ფატალური გართულებების – წყლულის, ანემიის ან კიბოს – თავიდან აცილების გასაღები.
დროა, ჰელიკობაქტერია აღვიქვათ სერიოზულ ინფექციად, და არა უბრალო უსიამოვნებად.“
წყაროები:
• WHO – Helicobacter pylori factsheet
• Maastricht VI Consensus Report
• NCDC – საქართველოში კუჭის კიბოს სტატისტიკა
• კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ – დოქტორი მაგდა ასათიანი
• National Cancer Institute (NCI)
• EHMSG Europe
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – სანდო ჯანმრთელობის გზამკვლევი: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჰელიკობაქტერია #სუნთქვითიტესტი #კუჭისწყლული #კუჭისკიბო #შენიექიმი #sheniekimi #შენიამბები #აქხარისხია @highlight SheniEkimi.ge • შენი ექიმი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

FacebookTwitter
TAGGED:რომელიც თქვენი კუჭის ჯანმრთელობას ანადგურებს -ჰელიკობაქტერიაჩუმი მტერი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა
შენი ექიმი

 საქართველოში არსებული დამხმარე საშუალებებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პროტეინის ფხვნილების ფარული რისკები: მკაცრი რეგულაციის აუცილებლობა საქართველოში
შენი ექიმი

 საყვარელო სპორტის მოყვარულებო -გამოიკვლიეს და შედეგი იყო შემაშფოთებელი,  რა არის სინამდვილეში პროტეინის ფხვნილში, რომელსაც ყოველდღე სვამთ?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მისი მიზეზი მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს - გენიტალური ქავილი მამაკაცებში
შენი ექიმი

მისი მიზეზი მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს – გენიტალური ქავილი მამაკაცებში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მუცლის შებერილობა-ბუნებრივი საშუალება
შენი ექიმი

გაწუხებთ მუცლის შებერილობა? ამაში ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?