მიხეილ სარჯველაძე საუბრობს სუროგაციის რისკებზე, რაც ქალების უცხოეთიდან მოწვევას უკავშირდება. მინისტრის თქმით, სუროგაციის პროცესში ბავშვის ბედზე კონტროლი რთულია, რაც ტრეფიკინგის რისკებს ზრდის. როდესაც უცხოელმა მშობელმა ბავშვი დაიბადა, შესაძლოა, მათ შორის არ იყოს ბიოლოგიური კავშირი. ეს კი ზრდის იმ შიშებს, რომ ბავშვს უცხოეთში ცუდი ბედი ელოდება. ქალების უცხოეთიდან მოწვევა მზარდია, რაც სუროგაციის კომერციულ პროცესებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ყურადღებით მოეკიდოს სუროგაციის საკითხს. პრაქტიკული რჩევა: თუ სუროგაციის პროცესში მონაწილეობა გსურთ, აუცილებლად გაეცანით ყველა შესაძლო რისკსა და სამართლებრივი ასპექტებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც შესაძლოა სუროგაციას ახლდეს თან.
როგორც მინისტრი გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს აღნიშნავს, ქვეყანაში სუროგაციას, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოელები მიმართავენ, ხოლო მათი ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი რთულია, რაც შესაძლო ტრეფიკინგის რისკებს ზრდის.
“როდესაც ბავშვი იბადება, მასზე უფლებამოსილების მქონე “მშობელი” შესაძლოა ბიოლოგიურ კავშირში საერთოდ არ იყოს ამ ბავშვთან. ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, როდესაც უცხოელზე გვაქვს საუბარი, ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები არსებობს. ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია. შეუძლებელია, კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს [სახელმწიფოს], რომ თვალს ადევნებდეს, როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპი. არადა, რისკები უზარმაზარია.
როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, ქალების ტრეფიკინგის უზარმაზარი რისკი არსებობს. ქალების უცხოეთიდან მოწვევის დინამიკა მზარდია. ისინი მსახურობენ, როგორც სუროგატი დედები. დღეს ქალების უმრავლესობა უცხოეთიდანაა ჩამოსული და მათი მეშვეობით ხორციელდება ბავშვის სუროგაციით გაჩენა. როდესაც ათასებზე მიდის საუბარი, როგორ შეიძლება, ინდივიდუალურ დონეზე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე გვქონდეს გარანტია, რომ არავითარი ტრეფიკინგი, არავითარი იძულება არ არის სახეზე? არსებობს ალტრუისტული და არაალტრუისტული – კომერციული სუროგაცია. ალტრუისტულის ნიღაბქვეშ შეიძლება იპარებოდეს კომერცია, ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა, ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
