By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

7 ნიშანი ბავშვის ქცევაში, რომელიც არის საგულისხმო გზავნილი მშობლისთვის დასაფიქრებლად

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 25, 2025 7:50 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
#post_seo_title
გაზიარება

ფსიქოთერაპევტ ეკა ჩემიას გზავნილი მშობლებს:

7 ნიშანი ბავშვის ქცევაში, რომელიც არის საგულისხმო გზავნილი მშობლისთვის დასაფიქრებლად
1. წვრილმანებზე ბრაზდება, მგრძნობიარეა, მკვეთრად რეაგირებს
რა ხდება?
ბავშვს აქვს შინაგანი დაუცველობის განცდა და დაბალი თვითშეფასება. მისი ემოციური სისტემა მუდმივ მზადყოფნაშია საფრთხის დასანახად.
რას აპროტესტებს?
საკუთარი „არასაკმარისობის“ განცდას – თითქოს სიყვარული უნდა დაიმსახუროს, და ამისთვის საკმარისად კარგი არ არის.
რა უნდა მიიღოს?
აღიარება და დამტკიცება იმისა, რომ ის უკვე ფასეულია.
რას გვეუბნება ქცევა?
„გთხოვ, მაჩვენე, რომ საკმარისი ვარ, თუნდაც არ ვიქცეოდე იდეალურად.“
როგორ ვეხმარებით?
არ შევადაროთ, არ გავაკრიტიკოთ. ყოველდღე 3-4-ჯერ ხაზგასმით ვახსენოთ მისი ძლიერი მხარეები -ქება არა მხოლოდ შედეგისთვის, არამედ მცდელობისთვისაც.
2. მშობლებს ყვირილით ,,აგებინებს” სათქმელს.
რა ხდება?
ბავშვის ტვინი მიჩვეულია მაღალ ტონზე ,,ურთიერთობას”. ყვირილი მისთვის ნაცნობი ნერვული სტიმულია.
რას აპროტესტებს?
ემოციურ დისტანციას – როცა მხოლოდ ხმაურით იღებს ყურადღებას, სიჩუმეში თავს მიუღებლად გრძნობს.
რა უნდა მიიღოს?
მშვიდი ყურადღება და ემოციური უსაფრთხოება, ზედმეტი ხმაურის გარეშე.
რას გვეუბნება ქცევა?
„მომხედე ისე, რომ არ დაგიყვირო.“
როგორ ვეხმარებით?
არ შევყვეთ მის ტონს, არ ვუყვიროთ პასუხად. ხშირად შევურიგდეთ, სანამ კონფლიქტი გაღრმავდება. სწავლება უნდა მოხდეს მშვიდ ფაზაში და არა ემოციური აფეთქების დროს.
3. ტირის, კივის, პანიკას განიცდის მარცხისას
რა ხდება?
დაბალია იმედგაცრუების მიმართ ტოლერანტობა. ტვინი ვერ იტანს წაგების განცდას, რადგან მარცხი მისთვის ნიშნავს სიყვარულის დაკარგვას.
რას აპროტესტებს?
შინაგან შიშს: „თუ არ მოვიგე, აღარ ვეყვარები არავის”
რა უნდა მიიღოს?
შეტყობინება, რომ სიყვარული და მიღება შედეგზე არ არის დამოკიდებული.
რას გვეუბნება ქცევა?
„დამარწმუნე, რომ წაგებაც უსაფრთხოა.“
როგორ ვეხმარებით?
შევუქოთ გამბედაობა, არა მხოლოდ მოგება. შევახსენოთ, რომ წაგება ადამიანური გამოცდილების ნაწილია.
4. გაბრაზებისას თავს ესხმის მშობელს
რა ხდება?
ემოციების რეგულაციის მექანიზმი დაუმუშავებელია და სახეზეა მაღალი იმპულსურობა.
რას აპროტესტებს?
შინაგან უსუსურობას. როცა ვერ მართავს ემოციას, ძალაუფლება გარეთ გამოაქვს.
რა უნდა მიიღოს?
ზღვარი და თანაგრძნობა ერთდროულად -„მე არ მოგცემ ნებართვას დამარტყა, მაგრამ მესმის, რომ გაბრაზებული ხარ.“
რას გვეუბნება ქცევა?
„მასწავლე, როგორ მოვიქცე, როცა ასე მძაფრად ვგრძნობ.“
როგორ ვეხმარებით?
მშვიდად ვაჩერებთ, არ ვდევნით, არ ვიგივდებით მის აგრესიასთან. ვასწავლით ემოციის ამოცნობას სიტყვით („გაბრაზებული ხარ, გესმის?“ მე ვგრძნობ შენს ბრაზს, მესმის შენი)
5. თავის დარტყმა, თავში რტყმა, ფხაჭნა, თვითდაზიანება
რა ხდება?
ბავშვი სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას ვერ იტანს თვითდასჯით ცდილობს შიდა ტკივილის შემსუბუქებას.
რას აპროტესტებს?
საკუთარ „ცუდად ყოფნას“.
რა უნდა მიიღოს?
მშვიდი მიღება და თანაგრძნობა, არა გამოტირება ან ყვირილი.
რას გვეუბნება ქცევა?
„მომეცი უფლება ვიყო ცუდად, ისე რომ არ დამსაჯო.“
როგორ ვეხმარებით?
გამორიცხეთ ნებისმიერი ქცევა, რომელიც სირცხვილს აძლიერებს. უნდა დავეხმაროთ ბავშვს თავისი გრძნობების სახელდებაში.
6. ფრჩხილების კვნეტა, თმის ახვევა, ტანსაცმლის წოვა
რა ხდება?
შინაგანი სტრესის დაგროვება, როცა ნერვული სისტემა ვერ ფილტრავს დაძაბულობას.
რას აპროტესტებს?
შეუმჩნეველ სტრესს: გადატვირთვას, მშობლის ემოციურ დაძაბულობას, გადაჭარბებულ მოლოდინებს.
რა უნდა მიიღოს?
ფიზიკური და ემოციური განტვირთვა.
რას გვეუბნება ქცევა?
„მომეცით დასვენების უფლება.“
როგორ ვეხმარებით?
დავამატოთ მოძრაობა, წყალი, მუსიკა, სითბო და ფიზიკური სიახლოვე (მაგ. ჩახუტება).
7. პროტესტი ყოველდღიურ მოთხოვნებზე
რა ხდება?
ბავშვს აკლია რეალური კონტაქტი და გავლენის განცდა ოჯახში.
რას აპროტესტებს?
ზეწოლას და შინაგან განცდას, რომ მის აზრს არ ითვალისწინებენ.
რა უნდა მიიღოს?
შესმენა და არჩევანის უფლება.
რას გვეუბნება ქცევა?
„მომისმინე, სანამ რაიმეს მაიძულებ.“
როგორ ვეხმარებით?
მშვიდი დიალოგით – „შეგიძლია ახლა გააკეთო თუ გინდა, ხუთ წუთში?“
შევუერთდეთ მის სამყაროს და არ ვცადოთ ძალით შევიყვანოთ ჩვენს წესებში.
თუ ეს ნიშნები თქვენს შვილშიც ამოიცანით გახსოვდეთ: ქცევა ყოველთვის გზავნილია და არა პრობლემა.
 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
TAGGED:7 ნიშანი ბავშვის ქცევაშირომელიც არის საგულისხმო გზავნილი მშობლისთვის დასაფიქრებლად
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რა ხდება სკოლაში - N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სხვა-ამბებიშენი ექიმი

რა ხდება სკოლაში – N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როგორ დავაღწიეთ თავი ამ მტანჯველ პრობლემას თავი - ამ მეთოდებით თავიდან აიცილებთ ადენოიდებს ოპერაციის გარეშე!
შენი ექიმი

როგორ დავაღწიეთ თავი ამ მტანჯველ პრობლემას თავი – ამ მეთოდებით თავიდან აიცილებთ ადენოიდებს ოპერაციის გარეშე!

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
COVID-19-ის NB.1.8.1 ახალი ვარიანტი
შენი ექიმი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი – რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ნიმბუსი“?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს პროგრესს, მაგრამ ვერ კურნავს დაავადებას - იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება“-ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე
შენი ექიმი

„ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს პროგრესს, მაგრამ ვერ კურნავს დაავადებას – იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება“-ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?