By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

„რიცხვები, თავისთავად სცემს ყველა სპეკულაციას პასუხს – ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი“ – სარჯველაძე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 29, 2026 4:42 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title
გაზიარება

კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიც კორელაციაშია, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თანხა და ფული აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია.

2025 წელს ამ ხარჯებმა შეადგინა 383 მლნ ლარი, რასაც ემატება ე.წ. რეფერალიდან გაწეული ხარჯები, რაც 2025 წელს შეადგენდა 30 მლნ ლარზე მეტს. 2013 წელს იცით რამდენი იყო ეს ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტში?! – ეს იყო 4.7 მლნ ლარი და წელს გავცდით 400 მილიონ ლარს, რა თანხის არ დახარჯვაზეა ლაპარაკი, მგონი ყველასთვის ნათელია. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2014 წლიდან, ეს ხარჯი ერთბაშად 4 მილიონიდან გახდა 36 მილიონი ლარი. ასე გრძელდებოდა სულ – უწყვეტად იზრდებოდა ეს ხარჯები და როგორც აღინიშნა, არის ჯამში 400 მილიონზე მეტი. ბუნებრივია, ეს გაგრძელდება, ბუნებრივია, იმის პარალელურად, რასაც ჰქვია ეფექტიანობაზე ზრუნვა, ეფექტიანობაზე მუშაობა“ – მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაფერს აქვს ახსნა, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებებით მივიდა პროგრამა ასეთ ზრდამდე. მისი განცხადებით, წლიდან წლამდე ონკოლოგიის დაფინანსების ზრდის მთავარი მიზანი და დანიშნულება თანაგადახდების წილის მაქსიმალურად შემცირებაა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს ე.წ. „ჯიბიდან გადახდა“ არ უწევდეს, ან თუ მაინც მოუწევს, იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, რაც მანამდე იყო.

„რიცხვები, თავისთავად სცემს ყველა სპეკულაციას პასუხს, სპეკულაციების სპეციალისტებად ჩამოყალიბებულ ჩვენი ოპოზიციონერების ნებისმიერ სკეპტიციზმს ცივ წყალს ასხამს. როდესაც ვამბობთ, რომ 400 მილიონი ლარია ონკოლოგიის დაფინანსება და, დაახლოებით, 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ამდენად არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს რომ მოქალაქეს ნაკლების გადახდა უწევს ჯიბიდან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით მკურნალობა. ეს დადგენილია გაიდლაინებით, პროტოკოლებით, სათანადო პროცედურებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფოს ინიციატივით, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, პერმანენტულად ინერგება ალტერნატიული, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდები, შესაბამისად, იცვლება ექიმების მიდგომები და პაციენტების განწყობაც.

მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად, ექიმები და პაციენტები, ცალკეულ შემთხვევებში, ანიჭებენ უპირატესობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელ, ალტერნატიულ ან დამატებით სამკურნალო საშუალებებს. არის ასეთი რამ მსოფლიოში – სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით მედიკამენტების სივრცეში, დამახასიათებელია სწრაფი განვითარების, ბევრი ალტერნატივის არსებობის პირობებში, აზრთა სხვადასხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ხშირად პაციენტის განწყობა სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ განსხვავებული იყოს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჯგუფის უკლებლივ ყველა მედიკამენტის უზრუნველყოფა არ იქნებოდა სწორი ამოცანა, მთავარი არის რომ ჯგუფის საჭირო მაღალი ხარისხის მედიკამენტი და მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი, რასაც სახელმწიფო აკეთებს კიდეც“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში მაინც რეაგირებს და ეხმარება პაციენტებს, უმსუბუქებს მათ მიერ არჩეული პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, დამატებითი, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე ხელმისაწვდომობას.

„ეს ხორციელდება იმის პარალელურად, რაც არის სტანდარტულად, მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი და თუ მაინც არჩევანი არის დამატებით საშუალებაზე, აქაც, ბუნებრივია, სახელმწიფო გარკვეული ფორმით მხარში უდგას მოქალაქეს. ეს ხორციელდება რეფერალური დაფინანსების გზით, მაგრამ ასეთ შემთხვევებში არჩეული ალტერნატიული საშუალებების დაფინანსება ექცევა ლიმიტების ქვეშ და ეს სავსებით ბუნებრივია. ეს ლიმიტები დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. თუ პაციენტი სახელმწიფოსგან შეთავაზებული მკურნალობის საშუალებებისა და მეთოდების ნაცვლად ირჩევს ალტერნატიულს, აქ სახელმწიფო სხვადასხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებით (მაგალითად სოციალური ფაქტორები), მაგრამ მაინც, ეხმარება პაციენტს კონკრეტული გონივრული მოცულობით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო პროგრამის ალტერნატიული მკურნალობის ლიმიტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პაციენტსა და მის მიერ არჩეულ სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობის სივრცეა, რომელიც სცილდება სახელმწიფოსგან ფასების რეგულირების შესაძლებლობათა ფარგლებს.

„ვიმეორებ, ვსაუბრობთ ალტერნატიულ არჩევანზე, რომელსაც აკეთებს პაციენტი ან ექიმი და აკეთებენ იმისგან განსხვავებულად, რაც სტანდარტულად დადგენილია სახელმწიფო პროგრამით და რაც წარმატებულად ფუნქციონირებს. ამ მხრივ, სახელმწიფოს დანახარჯები ნამდვილად არ არის უმნიშვნელო. სახელმწიფო ახერხებს სოლიდურად დახმარებას, მაგრამ რაკი ვსაუბრობთ ალტერნატივებზე, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეს აბსოლუტურად ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, არც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია.

ამასთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების და მათთან შეჯერებული პოზიციების მიხედვით, პერიოდულად ხდება მსგავსი შემთხვევების ანალიზი და ხშირად გამოყენებული და მაღალი დადებითი ეფექტის მქონე მკურნალობის ახალი მეთოდების ინკორპორირება ხორციელდება სამკურნალო პროტოკოლებში, შემდეგ კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, – განმარტა სარჯველაძემ.

აქვე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, არათუ გაეზარდათ ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“, არამედ გატარებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული ხარჯები შეუმცირდათ.

„რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები იმის წარმოჩენას, რომ თითქოსდა, პაციენტს უწევს „ჯიბიდან გადახდა“ უფრო მეტის, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები: პირველი – 2025 წელს ონკოლოგიურ პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ დაიხარჯა იმდენი, რამდენიც არასდროს დახარჯულა საქართველოში. აქვე ვიტყვი, რომ გვაქვს გაუმჯობესებული მაჩვენებლებიც ონკოლოგიის მართვის წარმატებულობის და ეფექტიანობის მიმართულებითაც (აქ არის ხარისხობრივი მკურნალობის გაუმჯობესების მომავალი პერსპექტივაც და ამ დრომდე მიღწეული წარმატებებიც). მეორე – „ჯიბიდან გადახდები“ საქართველოში, ბოლო წლების ანალიტიკის თანახმად და ავტორიტეტული კვლევებია ეს, სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ზრდის ფონზე, რადიკალურად არის შემცირებული – კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაზე ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“ არის, დაახლოებით, განახევრებული – ანუ ის, რასაც მოქალაქეები ჯამში იხდიდნენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არის იმის ნახევარი, რასაც 5 წლის წინ იხდიდნენ“, – დასძინა მინისტრმა.

FacebookTwitter
TAGGED:„რიცხვებითავისთავად სცემს ყველა სპეკულაციას პასუხს - ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი“ - სარჯველაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სტომატოლოგი - შიში
სამინისტრო

„სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ“ – აზარაშვილი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ხელოვნური ტკბილეულის ფარული რისკები - „ნულოვანი კალორია“ ≠ „ნულოვანი გავლენა“
ბლოგიშენი ექიმი

ხელოვნური ტკბილეულის ფარული რისკები – „ნულოვანი კალორია“ ≠ „ნულოვანი გავლენა“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
“Patient Education: The Cornerstone of Healthcare Reform in Georgia” “
შენი ექიმი

რომელ ქვეყნებში იღებენ ექიმები ყველაზე მაღალ ხელფასს — საერთაშორისო მონაცემები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

საკვების გზით ბოჭკოს მოხმარების გაზრდა აძლიერებს GLP-1-ის ბუნებრივად გამომუშავებას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?