ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „წლიდან წლამდე ონკოლოგიის დაფინანსების ზრდის მთავარი მიზანი და დანიშნულება თანაგადახდების...

მიხეილ სარჯველაძე: „წლიდან წლამდე ონკოლოგიის დაფინანსების ზრდის მთავარი მიზანი და დანიშნულება თანაგადახდების წილის მაქსიმალურად შემცირებაა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს ე.წ. „ჯიბიდან გადახდა“ არ უწევდეს, ან თუ მაინც მოუწევს, იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, რაც მანამდე იყო“

„კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.“ ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, 2025 წელს ამ ხარჯებმა შეადგინა 383 მლნ ლარი, რასაც ემატება ე.წ. რეფერალიდან გაწეული ხარჯები, რაც 2025 წელს შეადგენდა 30 მლნ ლარზე მეტს.

„მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიც კორელაციაშია, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თანხა და ფული აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია.
2025 წელს ამ ხარჯებმა შეადგინა 383 მლნ ლარი, რასაც ემატება ე.წ. რეფერალიდან გაწეული ხარჯები, რაც 2025 წელს შეადგენდა 30 მლნ ლარზე მეტს. 2013 წელს იცით რამდენი იყო ეს ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტში?! – ეს იყო 4.7 მლნ ლარი და წელს გავცდით 400 მილიონ ლარს, რა თანხის არ დახარჯვაზეა ლაპარაკი, მგონი ყველასთვის ნათელია. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2014 წლიდან, ეს ხარჯი ერთბაშად 4 მილიონიდან გახდა 36 მილიონი ლარი. ასე გრძელდებოდა სულ – უწყვეტად იზრდებოდა ეს ხარჯები და როგორც აღინიშნა, არის ჯამში 400 მილიონზე მეტი. ბუნებრივია, ეს გაგრძელდება, ბუნებრივია, იმის პარალელურად, რასაც ჰქვია ეფექტიანობაზე ზრუნვა, ეფექტიანობაზე მუშაობა“ – მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაფერს აქვს ახსნა, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებებით მივიდა პროგრამა ასეთ ზრდამდე. მისი განცხადებით, წლიდან წლამდე ონკოლოგიის დაფინანსების ზრდის მთავარი მიზანი და დანიშნულება თანაგადახდების წილის მაქსიმალურად შემცირებაა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს ე.წ. „ჯიბიდან გადახდა“ არ უწევდეს, ან თუ მაინც მოუწევს, იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, რაც მანამდე იყო.
„რიცხვები, თავისთავად სცემს ყველა სპეკულაციას პასუხს, სპეკულაციების სპეციალისტებად ჩამოყალიბებულ ჩვენი ოპოზიციონერების ნებისმიერ სკეპტიციზმს ცივ წყალს ასხამს. როდესაც ვამბობთ, რომ 400 მილიონი ლარია ონკოლოგიის დაფინანსება და, დაახლოებით, 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ამდენად არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს რომ მოქალაქეს ნაკლების გადახდა უწევს ჯიბიდან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით მკურნალობა. ეს დადგენილია გაიდლაინებით, პროტოკოლებით, სათანადო პროცედურებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფოს ინიციატივით, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, პერმანენტულად ინერგება ალტერნატიული, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდები, შესაბამისად, იცვლება ექიმების მიდგომები და პაციენტების განწყობაც.
მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად, ექიმები და პაციენტები, ცალკეულ შემთხვევებში, ანიჭებენ უპირატესობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელ, ალტერნატიულ ან დამატებით სამკურნალო საშუალებებს. არის ასეთი რამ მსოფლიოში – სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით მედიკამენტების სივრცეში, დამახასიათებელია სწრაფი განვითარების, ბევრი ალტერნატივის არსებობის პირობებში, აზრთა სხვადასხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ხშირად პაციენტის განწყობა სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ განსხვავებული იყოს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჯგუფის უკლებლივ ყველა მედიკამენტის უზრუნველყოფა არ იქნებოდა სწორი ამოცანა, მთავარი არის რომ ჯგუფის საჭირო მაღალი ხარისხის მედიკამენტი და მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი, რასაც სახელმწიფო აკეთებს კიდეც“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში მაინც რეაგირებს და ეხმარება პაციენტებს, უმსუბუქებს მათ მიერ არჩეული პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, დამატებითი, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე ხელმისაწვდომობას.
„ეს ხორციელდება იმის პარალელურად, რაც არის სტანდარტულად, მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი და თუ მაინც არჩევანი არის დამატებით საშუალებაზე, აქაც, ბუნებრივია, სახელმწიფო გარკვეული ფორმით მხარში უდგას მოქალაქეს. ეს ხორციელდება რეფერალური დაფინანსების გზით, მაგრამ ასეთ შემთხვევებში არჩეული ალტერნატიული საშუალებების დაფინანსება ექცევა ლიმიტების ქვეშ და ეს სავსებით ბუნებრივია. ეს ლიმიტები დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. თუ პაციენტი სახელმწიფოსგან შეთავაზებული მკურნალობის საშუალებებისა და მეთოდების ნაცვლად ირჩევს ალტერნატიულს, აქ სახელმწიფო სხვადასხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებით (მაგალითად სოციალური ფაქტორები), მაგრამ მაინც, ეხმარება პაციენტს კონკრეტული გონივრული მოცულობით“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო პროგრამის ალტერნატიული მკურნალობის ლიმიტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პაციენტსა და მის მიერ არჩეულ სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობის სივრცეა, რომელიც სცილდება სახელმწიფოსგან ფასების რეგულირების შესაძლებლობათა ფარგლებს.
„ვიმეორებ, ვსაუბრობთ ალტერნატიულ არჩევანზე, რომელსაც აკეთებს პაციენტი ან ექიმი და აკეთებენ იმისგან განსხვავებულად, რაც სტანდარტულად დადგენილია სახელმწიფო პროგრამით და რაც წარმატებულად ფუნქციონირებს. ამ მხრივ, სახელმწიფოს დანახარჯები ნამდვილად არ არის უმნიშვნელო. სახელმწიფო ახერხებს სოლიდურად დახმარებას, მაგრამ რაკი ვსაუბრობთ ალტერნატივებზე, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეს აბსოლუტურად ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, არც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია.
ამასთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების და მათთან შეჯერებული პოზიციების მიხედვით, პერიოდულად ხდება მსგავსი შემთხვევების ანალიზი და ხშირად გამოყენებული და მაღალი დადებითი ეფექტის მქონე მკურნალობის ახალი მეთოდების ინკორპორირება ხორციელდება სამკურნალო პროტოკოლებში, შემდეგ კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აქვე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, არათუ გაეზარდათ ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“, არამედ გატარებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული ხარჯები შეუმცირდათ.
„რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები იმის წარმოჩენას, რომ თითქოსდა, პაციენტს უწევს „ჯიბიდან გადახდა“ უფრო მეტის, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები: პირველი – 2025 წელს ონკოლოგიურ პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ დაიხარჯა იმდენი, რამდენიც არასდროს დახარჯულა საქართველოში. აქვე ვიტყვი, რომ გვაქვს გაუმჯობესებული მაჩვენებლებიც ონკოლოგიის მართვის წარმატებულობის და ეფექტიანობის მიმართულებითაც (აქ არის ხარისხობრივი მკურნალობის გაუმჯობესების მომავალი პერსპექტივაც და ამ დრომდე მიღწეული წარმატებებიც). მეორე – „ჯიბიდან გადახდები“ საქართველოში, ბოლო წლების ანალიტიკის თანახმად და ავტორიტეტული კვლევებია ეს, სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ზრდის ფონზე, რადიკალურად არის შემცირებული – კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაზე ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“ არის, დაახლოებით, განახევრებული – ანუ ის, რასაც მოქალაქეები ჯამში იხდიდნენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არის იმის ნახევარი, რასაც 5 წლის წინ იხდიდნენ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights