By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ? – ბავშვთა სიკვდილიანობის 16%-ის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი ძუძუთი კვებაა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 7, 2024 7:18 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
8 წუთიანი წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ? - ბავშვთა სიკვდილიანობის 16%-ის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი ძუძუთი კვებაა
#post_seo_title
გაზიარება

UNICEF-ის შეფასებით, მიმდინარე კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად, ბავშვთა სიკვდილიანობის 16%-ის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი ძუძუთი კვებაა.

რა ხდება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოუწოდებს ხელისუფლებას, საზოგადოებასა და ექიმებს, მეძუძური დედების მხარდაჭერა გააძლიერონ. ეს მოიცავს ძუძუთი კვებისთვის ხელსაყრელი ეროვნული ჯანდაცვის სისტემების შექმნას, ქალების უფლების პატივისცემას ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე, ამასთანავე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული, ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ კვირას აღინიშნება. მიმდინარე წლის თემა ძუძუთი კვების საყოველთაო მხარდაჭერას ეხება. ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მითი ძუძუთი კვების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, ძუძუთი კვება სცადონ. აღნიშნულ თემაზე BBC-მ ორ ექსპერტს მიმართა, რათა ყველაზე გავრცელებული მითები განეხილათ. ესენი არიან ალისტერ სატკლიფი, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ზოგადი პედიატრიის პროფესორია და კატრიონა უეიტი, რომელიც კლინიკური ფარმაკოლოგიისა და გლობალური ჯანმრთელობის პროფესორია ლივერპულის უნივერსიტეტში.

მითი #1: ძუძუთი კვება, როგორც წესი, მტკივნეული პროცესია

პროფესორ უეიტის თქმით, ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, რადგან თავდაპირველი დისკომფორტი სავსებით ნორმალურია და საწყის ეტაპზე, ქალს შეიძლება ძუძუსთავები ეტკინოს. თუმცა, ზოგადად, ძუძუთი კვება არ უნდა იწვევდეს ძლიერ ტკივილს ან თუნდაც, რაიმე შესამჩნევ დისკომფორტს. უსიამოვნო შეგრძნება იმის მანიშნებელია, რომ ძუძუსთავები ინფიცირებულია, ან შესაძლოა, ბავშვი სწორად არ წოვს. თუმცა ძუძუთი კვება თავიდან შეიძლება მიჩვევას საჭიროებდეს. ეს ეხება განსაკუთრებით იმ დედებს, რომლებიც ამ მიმართულებით ახალბედები არიან. თუ კვება მაინც ძლიერ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, მაშინ ეს ნამდვილად არის ექიმთან კონსულტაციის გავლის მიზეზი.

მითი #2: ძუძუთი კვება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ, თორემ მერე გვიანი იქნება

პროფესორ სატკლიფის თქმით, ძუძუთი კვება კარგია როგორც დედის, ისე – ჩვილის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერული მონაცემების მიხედვით, ძუძუთი კვების დაწყების პერიოდი ამა თუ იმ მკაცრი ვადით არ არის განსაზღვრული. თუმცა ცნობილია ბევრი დადებითი შედეგი, რომელიც ძუძუთი კვების დაუყოვნებლივ დაწყებას თან ახლავს. ამ მიმართულებით, ყველაზე ცალსახაა თავად ბავშვის კვება. ამასთანავე, ჩვილის მიერ ძუძუს წოვა ხელს უწყობს დედის ორგანიზმში საშვილოსნოს შეკუმშვის პროცესს და მშობიარობის შემდგომ, საშვილოსნოდან სისხლდენის თავიდან აცილებას ან შენელებას. გარდა ამისა, დაბადების პირველივე დღეებში დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთიერებას – კოლოსტრუმს. ის ცილებით მდიდარია და სწორედ აქედან იწყება ლაქტაცია.

მითი #3: მეძუძურმა დედებმა მედიკამენტები არ უნდა მიიღონ

პირველი კითხვა, რომელიც ასეთ დროს ჩნდება: არის თუ არა ეს წამალი ბავშვისთვის? პროფესორ უეიტის განმარტებით, ბევრი პრეპარატი ბავშვის ორგანიზმში მართლაც შედის დედის რძით, თუმცა – ძალიან დაბალი კონცენტრაციით. ამიტომაც, როდესაც ექიმი ამა თუ იმ წამალს  დაგინიშნავთ, ჰკითხეთ, თავსებადია თუ არა ის ძუძუთი კვებასთან. ბავშვს ხომ ჯანმრთელი დედა სჭირდება.

ბევრი გავრცელებული მედიკამენტი, იქნება ეს ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტი თუ ტკივილგამაყუჩებელი, ძუძუთი კვების დროს, ზოგადად, დასაშვებია. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პრეპარატები, რომლებიც ლაქტაციის პერიოდთან შეუთავსებელია. როგორც წესი, ისინი განკუთვნილია ძალიან კონკრეტული სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად, როგორიცაა კიბო. არსებობს სხვა პრეპარატებიც, რომლებიც მეტ სიფრთხილეს საჭიროებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ქალს, რომელსაც ძუძუთი კვების დროს უნიშნავენ მედიკამენტს, უნდა ჰქონდეს საშუალება დაუსვას შეკითხვა ექიმს, რომელმაც ესა თუ ის პრეპარატი გამოწერა. სიფრთხილეა საჭირო გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ, მაგალითად, როგორიცაა ვაზოკონსტრიქტორები (სისხლძარღვების შემავიწროებელი ნერვული ბოჭკოები), რადგან მათ რძის რაოდენობის შემცირება შეუძლიათ.

მითი #4: ძუძუთი კვების დროს უარი უნდა თქვათ სანელებლიან ან ცხარე საკვებზე

პროფესორ უეიტის თქმით, არ არსებობს საკვები, რომელიც დედამ ძუძუთი კვების დროს არ უნდა მიირთვას. თუმცა დედის რძის გემო და მისი ზუსტი შემადგენლობა ქალის კვების რაციონზე ნამდვილად არის დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალმა შეიძლება გარკვეული კანონზიმიერება შეამჩნიოს. პროფესორ უეიტის პირადი გამოცდილებით, როცა ლაქტაციის პერიოდში მან შეამჩნია, რომ ფორთოხლის წვენის ან ციტრუსოვანი ხილის მიღების შემდეგ, ბავშვი ღიზიანდებოდა. თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით, ძუძუთი კვების დროს არცერთი საკვები არ არის მავნე.

მითი #5: არ შეიძლება ძუძუთი კვება, თუ ქალი ავად არის

პროფესორ სატკლიფის თქმით, ეს მითია. ბუნებრივი კვების მეთოდს მხოლოდ აივ ინფექციის ან ჰეპატიტის მქონე ქალებმა არ უნდა მიმართონ. ეს ვირუსები შეიძლება კვების გზით გადაეცეს და მსგავსი სამწუხარო გამოცდილება ცნობილია. თუმცა სხვა შემთხვევაში, ავადმყოფ დედას შეუძლია გააგრძელოს ძუძუთი კვება, რადგან მისი სხეული აწარმოებს ანტისხეულებს, რომლებიც ბავშვს იცავს. უკიდურესად იშვიათია შემთხვევები, როდესაც დაავადება ბავშვს მეძუძური დედისგან გადაეცემა.

მითი #6: თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი გადაჩვევა გაგიჭირდებათ

პროფესორ უეიტის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვის მხოლოდ ძუძუთი კვებას 6 თვის განმავლობაში უწევს რეკომენდაციას, დამატებითი საკვები კი მხოლოდ ამის შემდეგ არის სასურველი.  რაც შეეხება ბუნებრივ კვებას, რამდენ ხანს გააგრძელებს, ეს დედაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, თუ რა ასაკში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. ზოგიერთ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ბავშვების უმეტესობას ერთიდან ორ წლამდე პერიოდში ბუნებრივ კვებას სრულად აშორებენ. თუმცა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, მაგალითად, როგორიცაა უგანდა, ძუძუთი კვება ორი და სამი წლის ასაკშიც გრძელდება. თუმცა გლობალურად, ბევრ ქვეყანაში დეკრეტული შვებულება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ დედებმა შვილები კვებონ მხოლოდ ძუძუთი იმ დრომდე, რამდენსაც WHO გვირჩევს.

ძუძუთი კვება არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც დედამ შეიძლება გაუკეთოს ახალშობილს. დედის რძე უნიკალური და უკონკურენტო საკვებია ჩვილისთვის, რაც უზრუნველყოფს მის ზრდასა და განვითარებას. გარდა ამისა, ძუძუთი კვების პროცესში დედასა და შვილს შორის წარმოიქმნება განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად ამყარებს მათ ურთიერთობას. გიორგი ფხაკაძე შესაბამისი კვლევის შედეგებზე მიუთითებს და დედებს რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს არაგადამდები დაავადებების რისკს.

„კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

გიორგი ფხაკაძე შესაბამისი კვლევის შედეგებზე მიუთითებს და დედებს რეკომენდაციით მიმართავს:

„რეკომენდაცია დედებისთვის:

– დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.

– ამყოფეთ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში.

– განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე ან უფრო დიდხანს“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ძუძუთი კვების მნიშვნელობა: WHO-ს რეკომენდაციები:

– დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში
– ამყოფეთ ჩვილი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში
– განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე და მეტხანს დამატებით კვებასთან ერთად
– ამყოფეთ ჩვილები ექსკლუზიურად დედის რძეზე ყოველგვარი დანამატების გარეშე (წყლის ჩათვლით)
– აუცილებელია ჩვილების ძუძუთი კვება მოთხოვნისამებრ,
დღისით და ღამით
– ძუძუთი კვების შესახებ რჩევები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე.
World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

ძუძუთი კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალშობილების ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის. WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი გვაწვდოს მიზანმიმართული რეკომენდაციები, რათა მშვენიერი ცხოვრების სტანდარტი დავიცვათ და ზრუნვა უკეთესი იყოს ახალშობილებზე.

ძუძუთი კვების ხანგრძლივობა

WHO რეკომენდირებს, რომ ახალშობილებს ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ ძუძუთი კვება უნდა მიეწვდოს. ამის შემდეგ, მიაწვდოს მყარ საკვებს და ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ორ წლამდე, ან თუ შესაძლებელია, უფრო ხანგრძლივად. ეს მიდგომა ხელს უწყობს ახალშობილების optimal განვითარებას და ჯანმრთელობას.

ძუძუთი კვების სარგებელი

  1.  ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ყველა საჭირო ნუტრიენტით და იმუნური სისტემის გაძლიერებით ახალშობილებს.
  2. ძუძუთი კვება ხელს უწყობს დედასა და ბავშვს შორის ემოციური კავშირის გაღრმავებას.
  3.  ძუძუთი კვება ამცირებს ინფექციების, ალერგიებისა და ქრონიკული დაავადებების რისკს.
  4. დედამ უნდა შეინარჩუნოს ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა, რაც ხელს შეუწყობს ძუძუთი კვების ხარისხს.
  5. მჭიდროდ და რეგულარულად ძუძუთი კვება ხელს უწყობს რძის რაოდენობის გაზრდას და ბავშვის საკვები მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
  6. გირჩევთ, რომ ახალშობილმა დაიწყოს მყარ საკვებთან წვდომა ექვსი თვის შემდეგ, რაც ძუძუთი კვების გაგრძელებისას ხდება.

#drpkhakadze

FacebookTwitter
TAGGED:რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ? - ბავშვთა სიკვდილიანობის 16%-ის გამომწვევი მიზეზი არასაკმარისი ძუძუთი კვებაა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

"აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით, მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი მიიღეს" - სასამართლომ 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
შენი ექიმი

„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ – „ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტკივილგამაყუჩებლებზე“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ექიმი

ექსპერიმენტი ამართლებს – მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ლაბორატორიული ვირთხა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როგორია მენოპაუზის პირველი სიმპტომები
შენი ექიმი

მენოპაუზის 5 ყველაზე უცნაური და ფარული მიზეზი – ამის შესახებ არ იცით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს
შენი ექიმი

ბავშვთა ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება დაკავშირებულია ყურადღების დარღვევებთან, ძილის პრობლემებთან, ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან და ზოგიერთ შემთხვევაში კოგნიტური განვითარების შეფერხებასთან

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?