By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ფიტნესი

რატომ 10, 12 თუ 15 გამეორება?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 1, 2026 12:57 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
Two men in a gym: one bench-pressing a dumbbell, the other bending to pick up a dumbbell from a rack.
#post_seo_title
გაზიარება

რატომ 10, 12 თუ 15 გამეორება?

დრო, რომელსაც კუნთი ატარებს დაძაბვაში, განსაზღვრავს — გაიზრდება ის, თუ გახდება გამძლე.

თითოეული გამეორება ვარჯიშის დროს არ არის უბრალოდ „ციფრების დათვლა”. ის დროის სარკეა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელი ენერგეტიკული სისტემა მუშაობს კუნთში და რომელი ტიპის ბოჭკოები იღებენ მაქსიმალურ სტიმულს.

სწორედ ამ ლოგიკიდან წარმოიშვა „10, 12 ან 15 გამეორების” კლასიკური სქემები. ეს შემთხვევითი რიცხვები არ არის — ისინი კუნთის ფიზიოლოგიის სიღრმიდან მოდიან.

ენერგიის სამი წყარო

ადამიანის კუნთი ენერგიას იღებს სამი სისტემიდან. თითოეული მუშაობს კონკრეტული დროის ფანჯრისთვის და არცერთი არ არის „უკეთესი ან უარესი” — უბრალოდ განსხვავებულ მიზნებს ემსახურება.

ფოსფაგენური სისტემა (ATP-CP) — ენერგიის პირველი 10 წამი. მაქსიმალური ძალა, ფეთქებადობა. ამ დროს მუშაობს ტიპი II-X — სწრაფი, ძლიერი, თეთრი ბოჭკოები.

გლიკოლიზური სისტემა (ლაქტატური) — 15-20 წამიდან 1 წუთამდე. სწორედ ეს ინტერვალი არის კუნთის ჰიპერტროფიისთვის „ოქროს ზონა”. ამ ზონაში მუშაობს პრიორიტეტულად  II-A ტიპის — შუალედური ბოჭკოები.

აერობული სისტემა (ოქსიდაციური) — 2 წუთის შემდეგ და მეტი. ჟანგბადით მდიდარი გამძლეობითი მუშაობა. ჩართულია I ტიპის — ნელი, წითელი, მიტოქონდრიების მდიდარი ბოჭკოები.

„ერთი გამეორება = 2–4 წამი. ათი გამეორება = 20–40 წამი.

ეს დრო სწორედ გლიკოლიტური სისტემის ზონაშია.”

— ფიზიოლოგიური მათემატიკა

ადამიანის ჩონჩხის კუნთი არ არის ერთგვაროვანი ქსოვილი. მასში ორი განსხვავებული ტიპის ბოჭკო თანაარსებობს — თითოეული განსხვავებული ფიზიოლოგიით, განსხვავებული ენერგეტიკით, განსხვავებული დანიშნულებით. ამ ორი ბოჭკოდან, ერთი იყოფა ქვე ტიპად (2-ა და 2-X ბოჭკოებათ)

ტიპი I — ნელი, წითელი, გამძლე. ინარჩუნებს სხეულის პოსტურას და ავითარებს გამძლეობას. მარათონელების კუნთი 60–75%-ით სწორედ ასეთი ბოჭკოებით შედგება.

ტიპი II-A — შუალედური, ადაპტირებადი. ამ ბოჭკოებს შეიძლება „ცვალებადი” ვუწოდოთ — მათ შეუძლიათ მიიღონ ან ნელი, ან სწრაფი მახასიათებლები ვარჯიშის ტიპზე დამოკიდებულებით.

ტიპი II-X — სწრაფი, თეთრი, ძლიერი. სპრინტერების კუნთის 60–75% ასეთია.

ტრენერის გასაღები

გამეორების რაოდენობა არის ხელსაწყო, ხოლო მიზანი — კუნთის დაძაბვის კონკრეტული დრო. 10 გამეორება 2-წამიან ტემპში  20 წამიან დატვირთვას ვიღებთ; იმავე 10 გამეორება 4-წამიან ტემპში — 40 წამი გამოგვივა. ეს სრულიად განსხვავებული ფიზიოლოგიური რეაქციებია.

რატომ სწორედ ეს რიცხვები?

მოდით, დავთვალოთ. თუ ერთი გამეორება საშუალოდ 2–4 წამს იკავებს (1–2 წმ აწევა, 2 წმ დაშვება), მაშინ:

1–5 გამეორება = 4–20 წამის დაძაბვა. ამ დროში მუშაობს ფოსფაგენური სისტემა და პრიორიტეტულად იძაბებიან  II-X  ტიპის ბოჭკოები. შედეგი — ძალოვანი ადაპტაცია: უპირველესად ნერვული სისტემა ვარჯიშდება, უფრო მეტი მოტორული ერთეული რეკრუტირდება (ირთვება მუშაობაში).

6–12 გამეორება = 24–48 წამის დაძაბვა. ეს არის ოქროს სტანდარტი  კუნთის ჰიპერტროფიისთვის. ჩართულია გლიკოლიტური სისტემა, ხდება იონწყალბადის და   ლაქტატის დაგროვება — ეს ყველაფერი სტიმულია კუნთის ზრდისთვის.

15+ გამეორება = 60+ წამის დაძაბვა. პრიორიტეტულად აერობული სისტემა, მუშაობს –  I ტიპის ბოჭკოები. იზრდება  კაპილარიზაცია, მიტოქონდრიების ჰიპერპლაზია, ცხიმის ოქსიდაცია. ეს არის კუნთოვანი გამძლეობის ზონა.

მიზნის ცხრილი

მიზანი გამეორება დატვირთვა (% 1RM) დაძაბვის დრო (TUT)
ძალა 1–5 >85% 4–20 წამი
კუნთის ჰიპერტროფია 6–12 67–85% 24–48 წამი
გამძლეობა 15+ <67% 60+ წამი

 

 კუნთის ჰიპერტროფია

რატომ სწორედ 6–12 გამეორება? სამი ფაქტორი თანხვდება:

  • ლაქტატური სისტემის სრული ჩართვა — ჰორმონების (ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი) გამოყოფა.
  • ორივე ტიპის ბოჭკოების (II-A და II-X) მაქსიმალური რეკრუტირება.
  • მეტაბოლური სტრესი — კუნთში შექმნილი ჰიპოქსია, ლაქტატი, შეშუპება. ეს სამივე არის მძლავრი ბიოქიმიური სიგნალი კუნთის ზრდისთვის.

ტემპის სამი რიცხვი

ვარჯიშის დროს გამოიყენება „ტემპის ფორმულა” — სამი (ზოგჯერ ოთხი) რიცხვი, რომელიც აღნიშნავს თითოეული ფაზის წამს:

2-0-2  →  2 წმ აწევა, 0 პაუზა, 2 წმ დაშვება.

3-1-3  →  3 წმ აწევა, 1 წმ პაუზა ზედა წერტილში, 3 წმ დაშვება.

4-2-1  →  4 წმ დაშვება (ნელა), 2 წმ პაუზა ქვედა წერტილში, 1 წმ აწევა.

ერთი და იგივე 10 გამეორება 2-0-2 ტემპში 40-წამიან დაძაბვის დროს (TUT) ქმნის.

ექსცენტრიული ფაზა — ძალა

კვლევები აჩვენებს: წონის ნელი დაშვება (ექსცენტრიული ფაზა) უფრო ძლიერი ჰიპერტროფიული სტიმულია, ვიდრე აწევა (კონცენტრიული). მიკროტრავმები, რომლებიც კუნთში ექსცენტრიული ფაზის დროს წარმოიქმნება, არის ზრდის მთავარი სტიმული.

„აწიე ძალით, ჩამოუშვი გონებით.”

— პროფესიონალი ტრენერის რჩევა

წონის კლების ლოგიკა

15+ გამეორება დაბალი წონით (<67% 1RM) ახანგრძლივებს დაძაბვის დროს 60 წამამდე და ზოგჯერ მეტიც. ეს ააქტიურებს აერობულ სისტემას — ჟანგბადის საშუალებით ხდება ცხიმის ოქსიდაცია მიტოქონდრიებში.

თუმცა, მხოლოდ გამეორების რაოდენობა არ იწვევს წონის დაკლებას. გადამწყვეტი ფაქტორებია:

  • კალორიული დეფიციტი — მეტი დახარჯე, ვიდრე მიიღე.
  • საერთო მოცულობა — ვარჯიშის ჯამურად შესრულებული სამუშაო.
  • კუნთოვანი მასის შენარჩუნება — ცილის ადეკვატური მიღება.

ამიტომ კომპლექსური მიდგომა — ძალა + ჰიპერტროფია + გამძლეობა — უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ „მრავალი გამეორება”.

FacebookTwitter
TAGGED:12 თუ 15 გამეორება?რატომ 10
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

„ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ვარჯიშები
შენი ფიტნესი

კვლევამ აჩვენა, რომ ძალისმიერი ვარჯიში სპეციფიკურად ააქტიურებს MKK3b/6 → p38 → MK2 → mTORC1 სიგნალიზაციის კასკადს. ეს გზა იწვევს ცილის სინთეზს და კუნთოვანი ბოჭკოების ზრდას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი - რა არის მიოკინები?
შენი ფიტნესი

 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი – რა არის მიოკინები?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი ფიტნესი

კერძო კლინიკებში DRG მოდელით მუშაობა პრობლემურია“ – ონკოქირურგები ტარიფების ცვლილებას ითხოვენ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?