By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა – დაავადებას ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემატოზური დაზიანება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: იანვარი 30, 2025 2:10 pm
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა
#post_seo_title
გაზიარება

კეთრი

ზოგადი მიმოხილვა: კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. მას ასევე უწოდებენ ჰანსენის დაავადებას, რომელმაც 1873 წელს Mycobacterium leprae-ის  იდენტიფიცირება მოახდინა. დაავადებას ახასიათებს კანის, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და პერიფერიული ნერვული სისტემის გრანულემატოზური დაზიანება. დიაგნოსტიკის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ითრევს ძვალკუნთოვან აპარატს, მხედველობისა და შინაგან ორგანოებს. დაავადება ძირითადად ორი კლინიკური ფორმით ვლინდება:
– ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრი: გამოვლინდება ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთებისა და კანქვეშა წარმონაქმნების სახით. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და დუნდულები. ასევე ახასიათებს ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი, წარბების ცვენა და ყალიბდება ე.წ. ,,ლომის სახე’’.
– ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილური) კეთრი: ვლინდება იშვიათად ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია, დამახასიათებელია ტკივილი, კუნთების სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების მუტილაცია (დანეკროზებული კიდურის ან სხეულის სხვა ნაწილის თვითნებური მოცილება) და სიბრმავე.
– აღწერილია ე.წ შუალედური (გარდამავალი) და არადიფერენცირებული ფორმის კეთრიც.
შუალედური ტიპის კეთრს აქვს ორივე ფორმისთვის მახასიათებელი კლინიკური სურათი და უფრო ლაბილურია. არადიფერენცირებული კეთრი ხასიათდება ჰიპოპიგმენტური ლაქების არასწორი საზღვრებით, მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ტუბერკულოიდური, შუალედური ტიპის ან ლეპრომატოზული დაავადება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) 1990 წელს ჩამოყალიბებული ლეპრის/კეთრის საელიმინაციო მიზნის შედეგად 1985-დან 2011 წლამდე აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 5.4 მილიონიდან შემცირდა 219075-მდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 6 რეგიონის 138 ქვეყნიდან მიღებული გლობალური ლეპრის/კეთრის სტრატეგიის მონაცემების თანახმად 2015 წლის დასაწყისში  რეგისტრირებული იყო 176176 შემთხვევა. ამავე წელს კი 211973 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი. 1990 წლისთვის კეთრით დაავადებული 21 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ ბაქოში და ასტრახანში მოქმედ ლეპროზორიუმებში. საქართველოში 1991 წლიდან კეთრი აღარ დაფიქისრებულა. კეთრი ამჟამადაც პრობლემურია ბრაზილიისა და ინდოეთისთვის, სადაც დაავადებულთა უმრავლესობაა აღრიცხული. დაავადება იშვიათია 3 წლამდე ბავშვებში. დაახლოებით 50 შემთხვევამდეა აღრიცხული  1 წლამდე ბავშვებში. კეთრი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დაავადებაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაავადებულთათვის საცხოვრებლად ცალკე, სხვა მოსახლეობისგან იზოლირებული ტერიტორიები იყო გამოყოფილი. კეთრით დაავადებულთა განკურნება ქრისტეს მიერ სახარებაშიცაა აღწერილი.
მთლიანობაში მსოფლიოში კეთრით დაინფიცირების რისკი მოზრდილი ასაკის ადამიანებში დაბალია, ვინაიდან 95% -ზე მეტს უკვე აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია. 2011-2015 წწ. მსოფლიოში კეთრის 1000 ახალი შემთხვევა აღირიცხა: 
– აფრიკაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნიგერია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.
– აზიაში: ბანგლადეში, ინდოეთი, ინდონეზია, მიანმარი, ნეპალი, ფილიპინები, შრილანკა.
– სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილია.
 გამომწვევი აგენტი: გრამ-დადებითი Mycobacterium leprae, რომელიც მიეკუთვნება Mycobacteriaceae-ს ოჯახს, Mycobacterium-ის გვარს. იგი სწორი, ან ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. ის 1-7 მკმ სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანისაა. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი გრანულაცია. Mycobacterium leprae ახდენს გლიცერინის და გლუკოზის უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა მჟავასა და სპირტისადმი გამძლეობა, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ლეპრით (კეთრი) დაინფიცირების ერთ-ერთ რისკ ფაქტორად ითვლება Mycobacterium leprae-ით დაავადებული ადამიანთან ხანგრძლივი, მჭიდრო კონტაქტი და არა უბრალოდ შეხება. მულტიმედიკამენტოზური თერაპიის დაწყებისთანავე პაციენტები ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენენ. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს მიკობაქტერიებს. ყველაზე ხშირია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის მეშვეობით. დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის მდგრადობას, არამედ ხშირად ხელს უწყობს კეთრის გამომწვევის გააქტიურებას, რომელიც მანამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
რეზერვუარი: ითვლება, რომ მხოლოდ ადამიანია რეზერვუარი. ნანახია ბუნებრივად დასნებოვნებული ცხოველი არმადილო (საქართველოში არ ბინადრობს). ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად, არმადილოსგან ბუნებრივად მოხდა დაავადების გადაცემა ადამიანებზე. კეთრის ექსპერიმენტებისთვის გამოიყენება შიმპანზეები.
გადაცემის  გზები:  დაავადების გადაცემა ხდება დაავადებული ადამიანის ცხვირის გამონადენის მოხვედრით სხვა ადამიანის კანზე და სასუნთქ გზებში, რასაც როგორც წესი მჭიდრო კონტაქტისას აქვს ადგილი. არაპირდაპირი გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა. დაავადება არ გადადის: ხელის ჩამორთმევისას ან ჩახუტებისას, ორსულობის პერიოდში ნაყოფზე, სქესობრივი კონტაქტით. გაითვალისწინეთ რომ: ბაქტერიების ნელად მზარდი ბუნებისა და დაავადების სიმპტომების გვიანი გამოვლენის გამო, ინფექციის წყაროს დაზუსტება ზოგჯერ ვერ ხერხდება.
ინკუბაციური პერიოდი: მერყეობს 9 თვიდან 20 წლამდე, საშუალოდ 4 წელი ტუბერკულოიდური (ოლიგობაცილარული) კეთრისთვის და 2 წელი – ლეპრომატოზული (მულტიბაცილარული) კეთრისთვის.
გადამდებლობის პერიოდი: გამომშრალი ცხვირის სეკრეტში ბაცილა ცხოვრობს 7 დღემდე, სხეულის გარეთ არსებულ გამონადენში – 36 საათზე მეტ ხანს, ხოლო ტროპიკული კლიმატის პირობებში – 9 დღემდე.
მიმღებლობა: დაავადება გვხვდება ორივე სქესის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კვლევების მიხედვით მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მამაკაცები 2 – ჯერ მეტად ავადდებიან ვიდრე ქალები.
კონტროლის ღონისძიებები:
a. პრევენციული ღონისძიებები: კეთრის პრევენცია დამოკიდებულია დაავდებაზე სავარაუდო პირების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობაში დროულ ჩართვაზე. დაავადებული პირების, მათი ოჯახის წევრების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე მულტიმედიკამენტოზურ თერაპიაში ჩართვა. საყოფაცხოვრებო კონტაქტში მყოფი პირების მონიტორინგი. ამბულატორიული მკურნალობის შესაბამისად, პაციენტი ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს მხოლოდ დეფორმაციების ქირურგიული კორექციისათვის, ანესთეზიით გამოწვული წყლულების და მწვავე კეთროვანი რეაქციების სამკურნალოდ.
b. კონტროლი: კეთრზე ეჭვის მიტანისას შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, შემთხვევის შეტყობინება უმეტეს ქვეყნებში სავალდებულოა.
c. პაციენტის იზოლაცია არ არის რეკომენდირებული ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს სტიგამტიზაცია. დაავადებაზე საკარანტინო რეჟიმი არ ვრცელდება, თუმცა კონტაქტების და ინფექციის წყაროს გამოკვლევა მიზანშეწონილია.
d. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: არ შეესაბამება
e. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გამოიწვევს მკურნალობის შეფერხებას, გავლენას ახდენს დაავადების გავრცელებაზე.
საერთაშორისო ღონისძიებები:  კეთრით დაავადების შემცირების მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა ,,2016-2020 წწ გლობალური პროგრამა“ რომლის საფუძველიც არის 3 ძირითადი კომპონენტი:
– სახელმწოფითა ჩართულობის გაზრდა პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფით;
– შევაჩეროთ კეთრი და მისი გართულებები;
– შევაჩეროთ დაავადებულთა დისკრიმინაცია და ხელი შევუწყოთ მათ სოციალიზაციას.
2016 წლის რედაქციით შემუშავებულია  კეთრთან ბრძოლის სახელმძღვანელო. 
დამატებითი, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ: http://www.who.int/lep/  და http://www.who.int/tdr/diseases/leprosy/default.htm
#drpkhakadze #აქხარისხია
FacebookTwitter
TAGGED:კეთრი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ენციკლოპედია

გრიპი შესაძლოა გახდეს სერიოზული პრობლემა, როდესაც თქვენი ასაკი 65 წელზე მეტია

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ალკოჰოლი ვერ დაგიცავთ COVID-19-ისგან
ენციკლოპედია

ალკოჰოლი ვერ დაგიცავთ COVID-19-ისგან

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები
ენციკლოპედია

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით აქტივობებს სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსებზე

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?
ენციკლოპედია

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?