By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს…

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: თებერვალი 5, 2025 4:11 pm
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
11 წუთიანი წაკითხვა
ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
#post_seo_title
გაზიარება

ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

სინესტე

ნესტი შენობებში აქტუალური პრობლემაა, რომლის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით: ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთში, ჩრდილოეთ  ამერიკასა  და იაპონიაში  შენობების შიგნით ნესტი მერყეობს 10-დან 50%–მდე.  გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგალითად ხეობები, მდინარეები და სანაპიროები) ტენიანობა კიდევ უფრო მაღალია.

დადგენილია, რომ ნესტი და ობი წარმოადგენს შენობების შიგნით არსებული ჰაერის უხარისხობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი პოპულაციის ჯანმრთელობაზე. ევროპის რეგიონში ოჯახების 20%-ზე მეტი ბინადრობს ისეთ საცხოვრებელში, სადაც ნესტი და ობი მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისათვის. ამ პრობლემის შემცირებისა და აღკვეთის ღონისძიებები უკვე შემუშავებულია, თუმცა არსებობს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიების გაძლიერების საჭიროება. ევროპის რეგიონის წევრ სახელმწიფოთა გათვითცნობიერებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2010 წელს შემუშავებულ იქნა შენობებს შიგნით არსებული ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელო.

 ობი და მისი თვისებები

ობი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან და წარმოადგენს მცირე ორგანიზმებს, რომლის პოვნა შესაძლებელია როგორც შინ, ისე გარეთ. ობი შეიძლება იყოს: შავი, თეთრი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ვარდისფერი. სოკოების სახეობის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, დაახლოებით 10–300 ათასამდე მერყეობს.

ობი ყველაზე კარგად იზრდება სითბოსა და ნესტიან გარემოში, ხოლო მისი გამრავლება და გავრცელება ხდება სპორების მეშვეობით. ობის სპორები გამძლეა კლიმატური პირობებისადმი. Cladosporium, Penicillium, Alternaria და Aspergillus მიკროსკოპული სოკოებია, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების (შენობის, ქაღალდის, ტყავის, საკვები პროდუქტების და სხვ.) ზედაპირზე. ახასიათებთ საჰაერო მიცელიუმის ინტენსიური განვითარება. იწვევენ ზედაპირების გაფუჭებას, მცენარეების ზოგიერთ დაავადებას, ხოლო ზოგიერთი მათგანი (მაგ., Aspergillus flavus) გამოყოფს ძლიერ ტოქსინებს.

 ნესტითა და ობით გამოწვეული პრობლემები

დახურულ სივრცეში ობისა და მისგან გამოწვეული ბიოლოგიური აგენტების ზრდა დამახასიათებელი ატრიბუტია საცხოვრებელი სახლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღინიშნება სინესტე და არის არასაკმარისი ვენტილაცია. დახურულ სივრცეში ჰაერის ხარისხის პრობლემა ცნობილია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი  რისკ-ფაქტორი დაბალ- საშუალო- და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. საცხოვრებელ სახლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჰაერის დაბინძურება მძიმე ზეგავლენას ახდენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, მათი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. ოთახებში მცირე ნესტიც კი ზრდის ასობით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებისა და ობის სოკოების გავრცელების შესაძლებლობას. სხვადასხვა კლიმატურზონებში ჩატარებული ეპიდკვლევების შედეგების მიხედვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დიდ დროს ატარებდა სახლში და იმყოფებოდა ნესტიან გარემოში, აღენიშნებოდა რესპირატორული სიმპტომები, ალერგიული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ინფექციები, ასთმა და იმუნოლოგიური რეაქციები.

არსებობს კლინიკური მტკიცებულებები იმისა, რომ ობსა და ნესტთან დაკავშირებული მიკრო აგენტების ზემოქმედება ზრდის ისეთი იშვიათი დაავადებების რისკს, როგორიცაა: ჰიპერსენსიტიური პნევმონია, ალერგიული ალვეოლიტი, ქრონიკული რინოსინუსიტი და ალერგიული სოკოვანი სინუსიტი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკური შეფასებით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების 8–20% ასოცირებულია ნესტისა და ობის ზემოქმედებასთან.

მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ აშშ–ში ასთმით დაავადებულთა 21,8 მილიონი შემთხვევიდან  4,6 მლნ. შემთხვევა დაკავშირებულია სინესტისა და ობის ზეგავლენასთან.

ასევე, აღსანიშნავია აშშ-ის ოჰაიოს შტატში ასთმით დაავადებულ ბავშთა შორის 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ბავშვებში, რომლის მშობლებმაც  რეკომენდაციის გათვალისწინებით, სინესტით გამოწვეული დაზიანებები აღადგინეს გამოშრობით, გათბობით, ვენტილაციითა და საჰაერო კონდენცირების სისტემის დამონტაჟებით, ობის რაოდენობა 50%–დან 70%–მდე შემცირდა, რესპირატორული დაავადებები შესაბამისად შემცირდა 50%–ით, ხოლო მათში, ვინც მხოლოდ ასთმის საწინააღმდეგო რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, რესპირატორული დაავადებები შემცირდა 15%–ით.[[1]] ნესტისგან გათავისუფლებულ სახლებში სასწრაფო დახმარების ვიზიტებიც შემცირდა საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით. ზემოაღნიშნული კვლევის შედეგი კიდევ უფრო ადასტურებს ადრე აღწერილ სტატისტიკურ მტკიცებულებას, რომ სინესტე და ობი ზრდის რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს.

ადგილები სადაც მაღალია ობის ზემოქმედება

  •   ანტიკვარიატის მაღაზია
  •   სათბურები
  •   საუნები
  •   ფერმები
  •   წისქვილები
  •   სამშენებლო ტერიტორიები
  •   ყვავილების მაღაზიები
  •   საზაფხულო კოტეჯები

ადამიანის ორგანიზმში ობის მოხვედრის მექანიზმი

ბუნებაში ობი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის განაპირობებს მკვდარი ფოთლების დაშლას; თუმცა, მცირე ზომის სპორები მუდმივად მოგზაურობენ ქარის საშუალებით. შესაბამისად, ადამიანები ყოველდღე განიცდიან ობის ექსპოზიციას. მცირე რაოდენობით ობის სპორები უვნებელია, მაგრამ როდესაც ისინი ხვდებიან მათთვის ხელსაყრელ გარემოში, როგორიცაა ნესტიანი ადგილები, იწყებენ ზრდას. სხვადასხვა ზედაპირზე გაზრდილი სპორები ხვდებიან ჰაერში, საიდანაც რესპირატორული გზით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს ზრდის, განსაკუთრებით ობისადმი მგრძნობიარე ადამიანებში.[2]

     ობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები

  • ჩვილები და ბავშვები
  • მოხუცები
  • დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები (აივ ინფექციით, ღვიძლის დაავადებით, ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები)
  • პაციენტები ფილტვის ქრონიკული დაავადებით (ასთმა, ბრონქიტი და სხვ.)
  • პირები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორგანოების ტრანსპლანტაცია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

შენობის შიდა ზედაპირებზე მუდმივი ნესტი და მიკრობების ზრდა უნდა იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

სინესტისა და მიკრობების ზრდის ინდიკატორს წარმოადგენს კონდენსატის პროცენტული მაჩვენებელი შენობების ზედაპირებზე; ხილული ობი; დამახასიათებელი ობის სუნი და წყალგაყვანილობის დაზიანების, გაჟონვის ან შეღწევის ნიშნები. ტენიანობის მართვა მოითხოვს ტენიანობის და ვენტილაციის სათანადო კონტროლს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი სინესტე, კონდენსატი ზედაპირებზე და ჭარბი ტენიანობა სამშენებლო მასალებში.  ეფექტური ჰაერის ვენტილაცია მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს შენობის მთელ ფართობზე.

შენობების მესაკუთრეები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ ჯანსაღი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი ტენიანობა და ობის წარმოქმნა. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან წყალგაყვანილობის, გათბობის, ვენტილაციის სისტემისა და სხვადასხვა ტექნიკის ისე დამონტაჟებაზე, რომ არ გამოიწვიოს ნესტისა და ობის წარმოქმნა.

რეკომენდაციები სხვადასხვა რეგიონისათვის, კლიმატის შესაბამისად, სხვადასხვაა. შენობებში ნესტის წარმოქმის თავიდან ასაცილებალად აუცილებელია მუდმივი საკონტროლო ღონისძიებების გატარება.

სინესტე და ობი განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი ჯანმრთელობის რისკები იმ ღარიბ მოსახლეთა ჯგუფებში, რომელთაც ისედაც გაზრდილი აქვს ავადობის ტვირთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ:

  • მიკროორგანიზმები გავრცელებულია ყველან, სადაც არის მტვრის ნაწილაკები და სინესტე; ობი შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ ზედაპირზე, მაგრამ სათანადო მასალის გამოყენება თავიდან აგვაცილებს ნესტის შეღწევადობას და ობის განვითარებას;
  • წყლის მცირე რაოდენობაც კი სხვადახვა მასალის ზედაპირზე მიკროორგანიზმების (სოკოები, აქტინომიცეტები და სხვადასხვა ბაქტერიები) გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა;
  • მიკრობების ზრდასთან ერთად დიდი რაოდენობით წარმოიქმნება სპორები,  ალერგენები, მიკოტოქსინები და ენდოტოქსინები;
  • სამშენებლო მასალებმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ნესტის წარმოქმნაში და უარყოფითად   იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • ბუნებრივი მოვლენების (როგორიცაა  ძლიერი წვიმები და წყალდიდობები), ამინდის ექსტრემალური პირობებების დროს ნესტი ჰაერის საშუალებით აღწევს შენობებში, რაც ხელს უწყობს კონდენსატის წარმოქმნას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით  ობითა და ნესტით გამოწვეული მავნე შედეგების თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა შენობასა და შიდა ინტერიერის ზედაპირებზე ნესტის წარმოქმნის პრევენცია ან მინიმუმამდე შემცირება შემდეგი მეთოდებით:

  • აუცილებელია თავიდან ავიცილოთ და შევამციროთ ნესტი და მიკრობების ზრდა  შენობის შიგნით დახურულ სივრცეში, რათა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • იმისათვის, რომ სინესტისა და ობისგან გამოწვეული პრობლემებიაღმოიფხვრას, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს თავიდანვე, შენობის პროექტირებისა და აშენების  დროს;
  • კარგად აშენებულ, დაპროექტებულ და კეთილმოწყობილ შენობებზე უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი შესაბამისი წესების დაცვით, რათა არ მოხდეს ჭარბი ტენიანობის შეღწევა; აუცილებელია გამართული სავენტილაციო სისტემა.
  • მშენებლობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო, ასევე უნდა იქნას უზრუნველყოფილი სათანადო წყალმომარაგება, გათბობა და ვენტილაცია, რათა არ წარმოიქმნას ობი და ნესტი;
  • ადგილობრივი ხელისუფლება მკაფიოდ განსაზღვრული მანდატით უნდა იყოს უფლებამოსილი, უნდა გააჩნდეს ბიუჯეტი და/ან ფინანსური რესურსები, რათა იმუშაოს შენობების ობისა და სინესტის პრობლემებზე; უნდა უზრუნველყოს სერვისი შენობების მომსახურებისთვის;
  • საჭიროა მოსახლეობის შესაბამისი რისკ-ჯგუფების განსაზღვრა და ინფორმაციის მიწოდება ადამიანის ჯანმრთელობაზე ნესტისა და ობის გავლენის შესახებ. კონკრეტული ინფორმაცია სწორად უნდა იყოს შემუშავებული ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ასთმით, ალერგიითა და რესპირატორული დაავადებებით დაავადებულნი, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ბავშვები და მოხუცები;
  • დაავადებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა მთავარი გამოწვევაა სამედიცინო პერსონალისათვის. ალერგიული ან რესპირატორული დიაგნოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს შიდა გარემოში არსებულ ნესტთან. სამედიცინო პერსონალი გაცნობიერებული უნდა იყოს დახურულ სივრცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შიდა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაგრამ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და შეფასება ძნელია რამდენიმე მიზეზის გამო: შიდა სივრცეების მრავალგვარობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება და, კერძო საცხოვრებლების შემთხვევაში, მთავრობის შეზღუდული უფლებამოსილება ინტერვენციებზე. პრაქტიკულად ხაზგასმულ იქნა სინესტისა და ობის პრობლემების პრევენციის, შემცირებისა და შერბილების სხვადასხვა მიდგომები და ქმედებების მექანიზმები. ჯანმოს მიერ განსაკუთრებით ხაზგასმულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ნესტისა და ობის განვითარებაზე. მათ შორისაა საინფორმაციო კამპანიების ჩატარება დევიზით  “გააკეთე ეს შენით“.

მნიშვნელოვანია საინფორმაციო საქმიანობები, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობაზე სინესტისა და ობის გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდისაკენ.

 

როგორ უნდა შევამციროთ ობის ექსპოზიციის დონე

მგრძნობიარე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც მაღალია ობის გავრცელების რისკი. თუ სახლში ობია, საჭიროა მისი გაწმენდა და გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ წარმოიქმნება. მყარი ზედაპირებიდან მისი მოშორება შედარებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობი ახალი გაჩენილია. საჭიროა შენობას სწრაფად 24–დან 48 საათის განმავლობაში მოცილდეს ობი და გაიწმინდოს სინესტისაგან. ხშირად უნდა გაიღოს კარებები და ფანჯრები.

სპეციფიკური რეკომენდაციები

  • გააკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა
  • კონდენციონერი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტენიანობის დაბალი დონე
  • საჭიროა სავენტილაციო სისტემის, მათ შორის კი  გამწოვი ვენტილაციის გამოყენება
  • გამოიყენეთ ობის ინჰიბიტორი საღებავები
  • გაასუფთავეთ სააბაზანოები ობის ნარჩენებისაგან
  • არ დააგოთ ხალიჩა სააბაზანოებსა და სარდაფებში
  • გადააგდეთ ან შეცვალეთ დასველებული და ნესტით გაჟღენთილი ხალიჩები
  • მნიშვნელოვანია ობის მოსპობა სასწავლო-სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლის დროსაც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები:
  1. არ შეეხოთ ობსა და ობიან ნივთებს შიშველი ხელებით.
  2. არ უნდა მოხვდეს ობი და ობის სპორები თქვენს თვალში
  3. არ შეისუნთქოთ ობი, გამოიყენეთ პერსონალური დამცავი საშუალებები (სათვალე, ხელთათმანები და სხვ.)[3] [4]

2009 წლის 9–10 თებერვალს, გერმანიაში ქალაქ ბონში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა შეხვედრაზე, შემუშავდა რეკომენდაციები ნესტისა და ობის შემცირებასთან დაკავშირებით.[3] რაც შეეხება საქართველოს, დღეის მდგომარეობით ადამიანის ჯანმრთელობაზე  სინესტისა და ობის გავლენის შემსწავლელი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, აქედან გამომდინარე, არ არის შემუშავებული ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოს შესაბამისად განსაზღვრული ნორმები, საჭიროა მათი დროული შემუშავება და ასახვა ჰაერის ხარისხის მარეგულირებელ შესაბამის ეროვნულ ნორმატიულ დოკუმენტებში.



 

[1] http://www.iaqscience.lbl.gov/

[2] http://www.webmd.com/women/home-health-and-safety-9/mold-mildew?page=1#2

 

[3] Technical and policy recommendations to reduce health risks due to dampness and mould / WHO Regional Office for Europe. – DK-2100 Copenhagen Ø, Denmark 2010.

[4] WHO guidelines for indoor air quality : dampness and mould / WHO. – Copenhagen Ø, Denmark : WHO Regional Office for Europe, 2009.

 

#drpkhakadze #აქხარისხია
TAGGED:ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს...
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
ენციკლოპედია

რა არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
ენციკლოპედია

ტყვია ორგანიზმში ხვდება შემდეგი გზებით

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში
ენციკლოპედია

საქართველოში აივ ინფექციის ეპიდემია ძირითადად კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში (ინმები, კსმ ქალები და მსმ-ები)

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
ონკოლოგიურ დაავადებათა ტვირთი მსოფლიოში
ენციკლოპედია

ჯანმო-ს ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის არსებული დონე გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?