By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სიახლეებისხვა-ამბები

კანონის ამოქმედებიდან პირველივე წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები 15-18%-ით, ხოლო ინსულტის მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა – თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 30, 2026 1:08 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
კანონის ამოქმედებიდან პირველივე წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები 15-18%-ით, ხოლო ინსულტის მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა - თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე
#post_seo_title
გაზიარება

28 წელია, საქართველო თამბაქოსგან თავისუფალ ეროვნულ დღეს აღნიშნავს. ამჯერად, მორიგ 29 მარტს ქვეყანა განსაკუთრებული გამოწვევებით შეხვდა – მიუხედავად ევროპული სტანდარტის კანონმდებლობისა,  თამბაქოს ინდუსტრია ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტებით ცდილობს იმ მიღწევების შეფერხებას, რასაც თამბაქოს კონტროლის რეფორმებით ბოლო წლებში მივაღწიეთ.

2017 წლის მაისში მიღებულმა და 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედებულმა კანონმა საქართველო მნიშვნელოვნად შეცვალა. დახურული საზოგადოებრივი სივრცეები თამბაქოს კვამლისგან თავისუფალია. როგორც ნავარაუდევი იყო, ცვლილებამ ასახვა პოვა დაავადებათა სტატისტიკაზე: კანონის ამოქმედებიდან პირველივე წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები 15-18%-ით, ხოლო ინსულტის მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.

კანონის წარმატების პარალელურად, გამოიკვეთა თამბაქოს ინდუსტრიის მძლავრი ლობირება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღების პროცესში. სწორედ ლობირების შედეგად რეგულაცია რამდენჯერმე გადავადდა და მხოლოდ 2025 წლის 1 აპრილს შევიდა ძალაში. მეტიც, დაფიქსირდა კორუფციული გარიგებების ნიშნები სავაჭრო ქსელებთან, სადაც ძველი შეფუთვის მარაგი ხელოვნურად გახანგრძლივდა, რათა კანონის აღსრულება მაქსიმალურად გაჭიანურებულიყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მიმდინარე წელი გამოაცხადა კამპანიით: „მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა“. სამიზნე სწორედ ის ახალი პროდუქტებია (ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო, ნიკოტინის საწუწნი ბალიშები), რომლებსაც ინდუსტრია „ნაკლები ზიანის“ მითით ყიდის.

გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის აეროზოლში დამატებით ნაპოვნია 56 ტოქსინი ან კანცეროგენი, რომელიც მწამროებელმა კომპანიამ დამალა. მათგან 22-ის დონე 200%-ით მეტია, ვიდრე ტრადიციული სისგარეტის კვამლში. 7 ნივთიერების კონცენტრაცია 1000%-ით (10-ჯერ) აღემატება სიგარეტის კვალმში მაჩვენებლებს.

ამასთან, გასახურებელი თამბაქო წარმოქმნის სრულიად ახალ ტოქსიკურ ნაერთებს, რაც ჩვეულებრივ სიგარეტში არ გვხვდება. მწარმოებლის მიერ „დავიწყებული“ ქიმიური ნივთიერებების დიდი ნაწილი ტოქსიკოლოგიურად ჯერ შესწავლილიც არ არის. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის სამიზნე ჩვენი შვილებია.

ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა მოზარდებშია. თამბაქოს ინდუსტრია აგრესიული მარკეტინგითა და ინფლუენსერების გამოყენებით პირდაპირ უმიზნებს 10-18 წლის მოზარდებს. ტკბილეულისა და ხილის არომატებით შეფუთული ნიკოტინი ბავშვებისთვის სატყუარაა. საქართველოში ბოლო 5 წელიწადში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაორმაგდა და 14%-ს გადასცდა.

კანონის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მის მუდმივ და მკაცრ მონიტორინგთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, ამასთან, მოსალოდნელია პროგრამის შეფერხება, რაც თუნდაც მცირე ხნით მნიშვნელოვნად დააზარალებს რეფორმების შედეგებს. დაფინანსების დეფიციტის გამო, პრაქტიკულად აღარ ტარდება საინფორმაციო კამპანიები, რის შედეგადაც საზოგადოების ცნობიერება დაბალია – მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რომ ელექტრონული სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ისევე აკრძალულია, როგორც თამბაქოს კლასიკური ნაწარმის მოხმარება. ამასთან ვერ ათვითცნობიერებენ, რომ რეგულაციების დარღვევის დაფიქსირებისას უნდა მიმართონ საპატრულო პოლიციას ან შემოსავლების სამსახურს. მონიტორინგის შესუსტება პირდაპირი სიგნალია თამბაქოს ინდუსტრიისთვის, რათა უფრო აგრესიულად დაარღვიოს კანონი, რაც საბოლოოდ საზოგადოების ჯანმთელობას მნიშვნელოვნად დააზარალებს და იმ მიღწევების შეუქმნის შეუქცევად პრობლემებს, რომელსაც წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ვინარჩუნებდით.

საქართველოს აქვს შანსი, შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს და დაისახოს ამბიციური მიზანი: 2040 წლისთვის თამბაქოს მოხმარების დონე 5%-ზე დაბლა ჩამოიყვანოს. ამისთვის აუცილებელია:

1. ელ. სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საწუწნი ბალიშების წარმოების, იმპორტისა და რეალზიაციის სრული აკრძალვა;

2. ყველა სახის ნაწარმში არმომატიზატორებისა და დანამეტების აკრძალვა;

3. ყველა ნაწარმის მიყიდვის ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდა;

4. 2015 წლის მერე დაბადებულთათვის ყველა ნაწარმის მიყიდვის აკრძალვა;

5. ყველა ნაწარმის საცალო რეალიზაციაზე ლიცენზიის შემოღება;

6. თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობა, რათა მათა აანაზღაურონ ის სამედიცინო და პრევენციული ხარჯები, რაც აუცილებელია ამ სენთან საბრძოლველად.

დასკვნის სახით: 29 მარტი არის შეხსენება თითოეული მოქალაქისთვის — ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის არჩევანი, ეს არის ინდუსტრიის მიერ დაგებული ხაფანგი და ურთულესი ნაროკდამოკიდებულება. დროა, ინდუსტრიის მითები მკაცრი პოლიტიკით ჩავანაცვლოთ ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად.

FacebookTwitter
TAGGED:კანონის ამოქმედებიდან პირველივე წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები 15-18%-ითხოლო ინსულტის მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა - თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

კობახიძდე
სიახლეებისხვა-ამბები

რას აცხადებს პრემიერი დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რუკების, კომპასისა და სანავიგაციო ხელსაწყოების ხედი მაგიდაზე ზემოდან
სიახლეები

ვინ აკეთებს „ერთიან ჯანმრთელობას“ ამ რეგიონში? ორგანიზაციების რუკა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

„დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“ – ზაზა ლომინაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სხვა-ამბები

გასწავლით, რა უნდა გაითვალისწინოთ სამუშაო სივრცეში ერგონომიკული დიზაინის შესაქმნელად – რჩევ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?