ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარისიახლეებირა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას გამოწვევებთან გასამკლავებლად - საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში...

რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას გამოწვევებთან გასამკლავებლად – საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად და ისტორიული პროგრესის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა, კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას

მწეველობის გავრცელება კვლავ მაღალია (24.8%), ხოლო მოზარდებში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება გაორმაგდა ბოლო ხუთ წელიწადში და 14%-ს მიაღწია.

განსაკუთრებით საყურადღებოა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობა, – ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ასახელებს იმ გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც, მათი ცნობით, აუცილებელია გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად და ისტორიული პროგრესის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა, კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 100,000-ზე მეტით შემცირდა, საერთაშორისო დონორების, მათ შორის, გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლა და შიდა რესურსების კლება მიღწეულ შედეგებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ბოლო მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება საქართველოში, ბოლო ათწლეულში ცხრა პროცენტით შემცირდა, რითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა, თუმცა, პროგრესის ფონზე საგანგაშოა ახალი ტენდენციები:

მწეველობის გავრცელება კვლავ მაღალია (24.8%), ხოლო მოზარდებში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება გაორმაგდა ბოლო ხუთ წელიწადში და 14%-ს მიაღწია. განსაკუთრებით საყურადღებოა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობა. გლობალური ფონდის დაფინანსებით, 2018 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრში მოწევის შეწყვეტის სერვისის კუთხით უმნიშვნელოვანესი პროგრამა ხორციელდებოდა. შედეგად, ამ ჯგუფში მწეველობა 2025 წელს, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 46%-დან 37%-მდე შემცირდა.

„გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის გამო, ამ სერვისების მდგრადობის საკითხი სრულიად გაურკვეველია. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ათასობით პაციენტის ჯანმრთელობას, რადგან ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისის მომავალი გაურკვეველია“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა. მიმდინარე წელს თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების სამოქალაქო მონიტორინგის დაფინანსება 33%-ით შემცირდა მაშინ, როცა მონიტორინგის დახმარებით ბიუჯეტში ყოველწლიურად 4-5 მილიონი ლარი შედის. მხოლოდ გასულ წელს, რეგულაციების (მათ შორის სტანდარტიზებული შეფუთვის) არაჯეროვანი აღსრულების გამო, ქვეყანამ ხუთ მილიონ ლარამდე დაკარგა. პარალელურად, უკვე წელზე მეტია, ჩავარდნილია საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიები, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ბავშვებისა და ახალგაზრდებისკენ მიმართული აგრესიული, უკანონო ინტერნეტრეკლამით პასუხობს. მიუხედავად 2019 წელს დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების უმოქმედობის გამო, მოწევის შეწყვეტის საშუალებები კვლავ დღგ-თი იბეგრება და ჯერაც არ შეუტანიათ ესენციური მედიკამენტების სიაში. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს მოწევისთვის თავის დანებების მსურველი მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.

  ჩიკუნგუნიას გლობალური აფეთქება: საფრთხე საქართველოშიც იზრდება? - გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას აქვეყნებს

არსებული მიღწევების შესანარჩუნებლად და ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მონიტორინგის გაძლიერება: სამოქალაქო მონიტორინგით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოცვა შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფით. 2. საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია: ელ. სიგარეტებისა და ახალი პროდუქტების მავნებლობის შესახებ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება. 3. საგადასახადო ცვლილებები: ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანების დამტკიცებით მოწევის შეწყვეტის სამკურნალო საშუალებების იმპორტის დღგ-სგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება 4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა: მოწევის შეწყვეტის საშუალებების შეტანა ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში. 5. ბიუჯეტი 2027: ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისების შესანარჩუნებლად შესაბამისი დაფინასებით უზრუნველყოფა.

საქართველოს აქვს უნიკალური გამოცდილება რეგიონში, თუმცა შიდა რესურსების შემცირება და დონორი ორგანიზაციების გასვლის შემდგომი გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომავალს“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights