By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებიშენი ექიმი

„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: სექტემბერი 4, 2026 4:55 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის
„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის
გაზიარება

საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რაც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის. ეს მოხდა დათქმულ დროში. დაახლოებით, თვენახევარში. ჩვენ არა თუ თვალს ვადევნებდით პროცესს, არამედ სამინისტროს მხრიდან, ყველა პროცედურასა და აქტივობაზე ვიყავით ინფორმირებული, – აღნიშნულის შეახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია გვიშიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მარტივი გზა არ ყოფილა და პროცესს ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა. როგორც გვიშიანმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება პირდაპირ იტალფარმაკოსთან შედგა და პროცესში მედიკამენტის ხარისხის, უწყვეტი და დროული მოწოდების საკითხები იყო დაცული.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ჯანდაცვის მინისტრს, მის გუნდს. ეს არის მიღწევა – მოწინავე ქვეყნებს შორის დგომა, რაც უკავშირდება იმ მედიკამენტს, რომელიც დაავადებათა მართვის ეროვნულ პროგრამაში იქნება შეტანილი და ეს, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, უკვე რამდენიმე დღეში მედიკამენტი იქნება საქართველოში და ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტსა და ყველა მხარდამჭერს“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

მან მეორე პრეპარატთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი ხელმისაწვდომობის პროცესში სრულად იყოს დაცული მედიკამენტის ხარისხი, დროული და უწყვეტი მოწოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მედიკამენტის საკითხი და ვაფასებთ იმ დამოკიდებულებას, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი იჩენს. ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებიან საკითხს, რათა სრულად იყოს დაცული მედიკამენტის ხარისხი, დროული მოწოდება და მიწოდების უწყვეტობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ყველა მოთხოვნის დაცვით, მათ შორის, მოწოდების უწყვეტობისა და ხარისხის მიმართულებით. შესაბამისად, 7 სექტემბერს, დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ძალიან დიდი სიახლეებით ვხვდებით. გვესმის, რომ პროცესი დროში შესაძლოა შეფერხდა, თუმცა ძირითადი საკვანძო საკითხები მხარეებს შორის გადაწყვეტილია. ჩვენ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით ვართ ერთიანი და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთი პოზიცია გვაქვს. უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებას ხელი მოეწერება იმ პირობებით, რომლებიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს გაითვალისწინებს.

7 სექტემბერს, დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ჩვენ დიდი ზეიმით აღვნიშნავთ, რადგან საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის.

დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, კიდევ ერთხელ ამისთვის – თქვენს გუნდს და საქართველოს ხელისუფლებას. არა მხოლოდ ჩემი, არამედ მშობლებისა და პაციენტების სახელით, რადგან თქვენ შეძელით ის, რაც გარკვეული პერიოდის წინ შეუძლებელი იყო“, – აღნიშნა ზაქარია გვიშიანმა, ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელმა.

FacebookTwitter
TAGGED:„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტებირომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

Innotox® საქართველოში — რეგისტრაციის სტატუსი, სამართლებრივი ჩარჩო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები
შენი ექიმი

Innotox® საქართველოში — რეგისტრაციის სტატუსი, სამართლებრივი ჩარჩო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში
შენი ექიმი

სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ძახველი როგორც სამკურნალო მცენარე: სამეცნიერო მონაცემები და ტრადიციული გამოყენების ფორმები
შენი ექიმი

ძახველი როგორც სამკურნალო მცენარე: სამეცნიერო მონაცემები და ტრადიციული გამოყენების ფორმები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ლაბორატორიულ სადგამში ჩაწყობილი, ეტიკეტირებული სისხლის ნიმუშების სინჯარები ფერადი თავსახურებით
სიახლეები

თვითშეფასება: რა შეატყობინა თერთმეტმა ქვეყანამ ჯანმო-ს ზოონოზებზე, სურსათის უვნებლობასა და ლაბორატორიებზე — და რა აღმოაჩინა საქართველოს გარე შეფასებამ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?