By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

გამოავლინეს ის მთავარი საკვები ნივთიერებები, რომლებიც თავის ტვინის დაბერებას ანელებს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივნისი 3, 2024 1:09 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარება

დაბერებასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესების გარკვევა დიდხანს სიცოცხლეში და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ახალი კვლევაში, მეცნიერებმა ჩვენი თავის ტვინის დაბერების სიჩქარე კვების რაციონში შემავალ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს დაუკავშირეს.

ილინოისის უნივერსიტეტისა და ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თავის ტვინის სკანირებების შედეგები შეადარეს 65-75 წლის ასაკის 100 მოხალისის მიერ მიღებულ საკვებ ნივთიერებებს. ეძებდნენ კავშირს გარკვეულ საკვებ ნივთიერებებსა და თავის ტვინის ნელა დაბერებას შორის.

გამოვლინდა ტვინის დაბერების ორი სხვადასხვა ტიპი. ნელი დაბერება დაკავშირებული აღმოჩნდა ხმელთაშუზღვიური რაციონის მსგავს საკვებთან, რაც როგორც წინა კვლევებმაც აჩვენა, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი სხეულისთვის.

„შევისწავლეთ კონკრეტული საკვები ბიომარკერები, მაგალითად, ცხიმოვანი მჟავების პროფილები, რომლებიც, როგორც კვების მეცნიერებაშია ცნობილი, პოტენციურად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს კი ემთხვევა დარგში არსებულ ვრცელ კვლევებს, რომლებიც წარმოაჩენს ხმელთაშუაზღვიური რაციონის დადებით ეფექტებს ჯანმრთელობაზე“, — ამბობს ილინოისის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი არონ ბარბი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლევრები დამოკიდებული არ იყვნენ მონაწილეთა მიერ მათი კვების რაციონის აღწერაზე. ამის ნაცვლად, ისინი სისხლის ნიმუშებს იღებდნენ და საკვების ბიომარკერებს სწავლობდნენ; ეს კი მყარი სამეცნიერო მტკიცებულებაა იმისა, რას სვამდნენ და ჭამდნენ ეს ხანშიშესული პირები.

ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მაგალითად შედის თევზსა და ზეითუნის ზეთში და ანტიოქსიდანტები, მაგალითად, ისპანახსა და ნუშში შემავალი ვიტამინი E — ნიმუშებში გამოვლენილ სასარგებლო ბიომარკერებს შორის იყო. ასევე გამოვლინდა კაროტინოიდები — სტაფილოსა და გოგრაში არსებული მცენარეული პიგმენტები, რომლებიც, წინა კვლევების მიხედვით, სხეულში ანთებას ანელებს და უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. ნელა დაბერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი აღმოჩნდა ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით შედის კვერცხის გულში, ორგანულ ხორცში და ნედლ სოიაში.

ტვინის დაბერება მკვლევრებმა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებებითა და კოგნიტური შეფასებებით მოახდინეს. ამ მიდგომებმა წარმოადგინა პრაქტიკული გონებრივი სისწრაფის სურათი და ნეირონების კონფიგურაციის უფრო დახვეწილი დეტალები.

„ამან უფრო მყარი გაგება მოგვცა ამ ფაქტორთა კავშირის შესახებ. ერთდოულად ვამოწმებთ თავის ტვინის სტრუქტურას, ფუნქციასა და მეტაბოლიზმს, რაც წარმოაჩენს პირდაპირ კავშირს ტვინის ამ მახასიათებლებსა და კოგნიტურ შესაძლებლობებს შორის“, — ამბობს ბარბი.

სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები იმისა, რომ კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის დაბერების პროცესში. ყოველი ახალი კვლევა უფრო მეტ ცნობას გვაწვდის იმაზე, რამდენად ახლოს არის ჩვენი ტვინი დაკავშირებული სხეულის ყველა სხვა ნაწილთან და ფუნქციასთან.

კვლევა დროის მცირე მონაკვეთში მიმდინარეობდა და საკმარისი არ არის მიზეზ-შედეგობრიობის დასამტკიცებლად. თუმცა, ასეთივე დასკვნებამდე მივიდა 2023 წელს ჩატარებული კვლევა, რომელშიც მონაწილეებს 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ასევე დაადგინა კავშირი ხმელთაშუაზღვიურ კვების რაციონსა და კოგნიტური გაუარესების დაბალ მაჩვენებელს შორის.

მკვლევრებს სურთ, მათი შემდეგი ნაბიჯი იყოს კლინიკური ცდები დროის დიდ მონაკვეთში, რათა ნახონ, როგორ გავლენას შეიძლება ახდენდეს კვება თავის ტვინის დაბერებაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ კვების რაციონში შეტანილმა მარტივმა ცვლილებებმა შეამციროს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკი, როგორიც არის ალცჰაიმერი.

კვლევა npj Aging-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.unl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

 

FacebookTwitter
TAGGED:გამოავლინეს ის მთავარი საკვები ნივთიერებებირომლებიც თავის ტვინის დაბერებას ანელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

21-ე საუკუნის პანდემია - როგორ ზემოქმედებს გაჯეტების გამოყენება ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე
შენი ექიმი

21-ე საუკუნის პანდემია – როგორ ზემოქმედებს გაჯეტების გამოყენება ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
მეცნიერებაშენი ექიმი

კვლევა: როგორ მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე, როდესაც ძიძებთან იზრდებიან ან საბავშვო ბაღში ნაადრევად მიჰყავთ 

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პანკრეასის მკურნალობის ახალი მეთოდი
შენი ექიმი

პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა იცვლება ასაკთან ერთად?
შენი ექიმი

ახალი კვლევა – რა იცვლება ასაკთან ერთად? ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?