ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვაფრთხილებს, რომ თუ ვირუსის სიმპტომები, როგორიცაა ხველა ან მაღალი ტემპერატურა გვაქვს, აუცილებელია თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან. ვირუსების გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტხანს გრძელდება, ან თუ ვგრძნობთ ცნობიერების დაბინდვას, ძლიერი სისუსტეს ან სუნთქვის გაძნელებას, მაშინ საჭირო იქნება დროული ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში. ვირუსების შემთხვევები ქვეყანაში იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვემორჩილოთ რეკომენდაციებს და ყურადღებით ვიყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.
„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
