ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა სასამართლოში გაასაჩივრონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე, თუმცა სიტუაცია საკმაოდ მკაფიოა. კონკურენციის სააგენტომ გამოავლინა ხელოვნურად გაზრდილი ფასები, რის შედეგადაც პაციენტები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ. ზოგჯერ ფასები სამ-ოთხჯერ იყო გაზრდილი, რაც ბიუჯეტის დამატებით ხარჯებს იწვევდა. კონკურენციის სააგენტომ ოთხი კომპანია დააჯარიმა, რადგან ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, რაც განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. მინისტრი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. პრაქტიკული რჩევა: ყოველთვის შეამოწმეთ მედიკამენტების ფასები და მიმართეთ ყურადღება, თუ რაიმე უცნაური ცვლილება შეამჩნევთ.
“შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.
„რასაკვირველია, შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ შეთანხმებულ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მეტი თანხის გადახდა მომხდარიყო. ნახეთ, რომ ზოგჯერ ფასი სამ-ოთხჯერ იყო გაზრდილი.
სამწუხაროდ,პაციენტებში მედიკამენტის გარეშე რჩებოდნენ, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტის ამოწურვა. ამას მოჰყვა რეაგირება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და იქ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაჯარიმება. ჩვენ ეს, ჯერ კიდევ მარტის თვეში წარვუდგინეთ სააგენტოს. კომპანიების მხრიდან კი, ვერ იქნა ვერავითარი არგუმენტი წარმოდგენილი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა და იმედი მაქვს, რომ ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ აღარ განმეორდება.
ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…”, – განაცხადა აზარაშვილმა.
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515