მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას და პაციენტების მკურნალობის დაფინანსების გაუმჯობესებას. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო შეძლებს ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას უფრო დაბალ ფასად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფინანსების ხარჯვის ეფექტურობას. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უფრო მეტ პაციენტს მიიღოს საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები. პრაქტიკული takeaway: თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები საჭიროებენ მედიკამენტებს, მალე მათი მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სამინისტრო #კანონი
“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო, ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით, შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.
ნათქვამია ინფორმაციაში.
