საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები საქართველოში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას მარტივი წესებით შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დოკუმენტი და ნებართვა აქვთ, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დოკუმენტის წარდგენა იქნება საჭირო. ამის შემდეგ მათ ავტომატურად მიენიჭებათ სახელმწიფო სერტიფიკატი. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ექიმების დაბრუნებას და მათი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას საქართველოში, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე. პრაქტიკული რჩევა: თუ თქვენ საზღვარგარეთ მუშაობთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რათა დაბრუნების შემთხვევაში მარტივად შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცველებს.
„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი.
გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე – კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
