მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგიის განხორციელებაზე. შეხვედრაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა, განხილული იყო ინფექციების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში. მონაწილეებმა იმსჯელეს მიღწევებზე და გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან. თამარ გაბუნიას თქმით, ეს სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში უნდა განხორციელდეს, რაც მოიცავს სხვადასხვა უწყებების თანამშრომლობას. საქართველო მზად არის შეუერთდეს გლობალურ მოძრაობას ამ მიმართულებით.
სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სამინისტრო #შეხვედრა
ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულებით ეფექტიანობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. როგორც თამარ გაბუნიამ, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს.
ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
