საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განიხილეს გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები. ამერიკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ხოლო აშშ-ს მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის გაუმჯობესებისთვის. ეს შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისკენ. პრაქტიკული რჩევა: ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებს და გაითვალისწინეთ, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
„საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“
მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სამინისტრო #შეხვედრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ლაბორატორიული და ადამიანური რესურსების გაძლიერების საკითხებს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლებმა უწყების მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რათა ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხი კიდევ გააუმჯობესოს.
შეხვედრას , ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, უოლტერ რიდის არმიის კვლევის ინსტიტუტის და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
