ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი ხშირად იწვევს ხელების კანკალს და ფეხების კრუნჩხვას. სიმპტომები მოიცავს ასევე აღგზნებადობას და არითმიებს. თუ გაქვთ კუნთების სპაზმი და ტრემორი, შესაძლოა, ახლო პერიოდში ფაღარათი ან ალკოჰოლი მიიღეთ, რაც ელექტროლიტების, მათ შორის მაგნიუმის, დაკარგვას იწვევს. ასევე, შაქრიანი დიაბეტი ხშირად არის მაგნიუმის ნაკლებობის მიზეზი. მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად მნიშვნელოვანია მაგნიუმით მდიდარი საკვების, როგორიცაა ლობიო, თხილი, მზესუმზირა და ისპანახი, მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გადაცემა „მთავარი დიაგნოზი“
რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი
საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:
„ჰიპომაგნიმია ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს. ის ხშირად ვლინდება ხელების კანკალით და ფეხების კრუნჩხვით, ან აღგზნებადობით, არითმიებით და ა.შ. თუმცა კუნთების სპაზმი და ხელების ტრემორი, ყველაზე ხშირია.
თუ გაქვთ კუნთების კრუნჩხვა და ხელების კანკალი, ხომ არ გქონიათ ახლო პერიოდში ფაღარათი. ამ დროს ადამიანი კარგავს ელექტროლიტს და მათ შორის, მაგნიუმსაც. ხომ არ მიგიღიათ ალკოჰოლი, ისინი ასევე შარდმდენებია და ჩვენი სხეულიდან გამოაქვს ელექტროლიტები. ამიტომაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იწყება ტრემორი.
გაიხსენეთ, რომ არ სვამთ რაიმე წამალს, მაგალითად წნევის მარეგულირებელს, ეს საშუალებები არის შარდმდენი პრეპარატები და ამიტომ მათაც გამოაქვთ სხეულიდან მაგნიუმი.
შაქრიანი დიაბეტი ასევე ხშირი მიზეზია მაგნიუმის ნაკლებობის. მაგნიუმის შესავსებად არსებობს უამრავი საშუალება, რადგან თუ დეფიციტია, მისი შევსება მხოლოდ მედიკამენტის გზით ხდება. თუ ტრემორი და სპაზმი ხშირია, ეცადეთ მიეჩვიეთ მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღებას, ესაა ლობიო, თხილი, მზესუმზირა და ისპანახი“.
