By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
    • პრეპარატები
    • დანამატები
    • სამედიცინო მასალა
  • ექიმები
    • ყველა ექიმი
    • სტომატოლოგი
    • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
    • ვეტერინარი
  • კლინიკები
    • ყველა კლინიკა
    • ფარმაცია / აფთიაქი
    • რეაბილიტაციის ცენტრი
    • ესთეტიკური კლინიკა
    • სამედიცინო დაზღვევა
  • დაავადებები
    • ყველა დაავადება
    • ანალიზი / კვლევა
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
სხვა-ამბები

„პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დაჯარიმდა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 10, 2026 12:56 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანია, მათ შორის „ავერსი“ და „პსპ ფარმა“, კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების გამო დააჯარიმეს. ჯარიმის საერთო თანხა 52 მილიონი 797 ათას 934 ლარია. კომპანიები ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების შეთანხმებით მოქმედებდნენ, რაც კანონდარღვევად შეფასდა. სააგენტოს რეკომენდაციით, საჭიროა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ყურადღებით ადევნონ თვალი მედიკამენტების ფასებს და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს. ასე შეძლებთ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და ჯანმრთელობის დაცვას.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #სხვაამბები #ჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), ოთხი კომპანიის მიერ („ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც ოთხი კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.

„ავერსის“ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, „გეფას“ („ჯი პი სი“, „ფარმადეპო“) შემთხვევაში, ასევე 74 ფაქტს, „პსპ“-ს შემთხვევაში, 81 ფაქტს და „მერმისის“ შემთხვევაში, 29 ფაქტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა.

„შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი“, – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს აღ­ნიშ­ნულ­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­სა და და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, ასე­ვე, გა­მოვ­ლინ­და ეპი­ლეფ­სი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის ფაქ­ტე­ბი.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

“კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, “პსპ ფარ­მა“, “ავერ­სი“ “ფარ­მა­დე­პო“ „ჯი­პი­სი“ და „მერ­მი­სი“ 52 797 934 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­დნენ. კერ­ძოდ “პსპ ფარ­მამ“, “ავერ­სმა“ “ფარ­მა­დე­პომ“ “ჯი­პი­სიმ“ და “მერ­მის­მა“ ონ­კო­ლო­გი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით, იდენ­ტუ­რი ფა­სე­ბი წა­რად­გი­ნეს.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის მიზ­ნით, ად­გი­ლი ჰქონ­და შე­თან­ხმე­ბულ, კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბას.

კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მოკ­ვლე­ვა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის, ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდის, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის ფაქ­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე წელს, არა­ერ­თხელ გა­მო­ავ­ლი­ნა.

და­ფიქ­სირ­და 1000%, 2000% და 3000%-იანი ფას­ნა­მა­ტე­ბი და იდენ­ტუ­რი ფა­სე­ბი მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­ზეც რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბი არ იყო ამოქ­მე­დე­ბუ­ლი;

გა­მოვ­ლინ­და თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­სა და და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი;

გა­მოვ­ლინ­და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან, ეპი­ლეფ­სი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­ზე (დე­პა­კი­ნი ხრო­ნო), ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის შექ­მნის ფაქ­ტე­ბი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. უწყე­ბას თი­თო­ე­ულ დარ­ღვე­ვა­ზე ექ­ნე­ბა მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
FacebookTwitter
TAGGED:ჯარიმა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სხვა-ამბები

ფერად ბუშტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს – იმპორტიორი კომპანია გაყიდული ბუშტების უკან დაბრუნებას ითხოვს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა უნდა გაუკეთოთ, შესაძლო შედეგები - თუ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა
სიახლეებისხვა-ამბები

ქალმა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, მეორე შვილი გააჩინა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის აფეთქების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა
სიახლეებისხვა-ამბები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის აფეთქების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პატრიარქი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა - რა უთხრა პატრიარქმა შიო მესამემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს?!
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: „ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ დახმარებას, მხარდაჭერას. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, შედგება შეხვედრა, შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია“

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?