By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ბლოგი

პარკინსონი, ალცჰაიმერი… – როგორ ავლენს სიზმრები ტვინის დარღვევებს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 29, 2023 9:24 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

06/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

30 წლის განმავლობაში იზაბელ არნულფი, პარიზის პიტიე-სალპეტრიერის საავადმყოფოს ძილის დარღვევების კლინიკის ხელმძღვანელი, სწავლობდა ძილს და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს.


შეიძლება თუ არა ხშირი კოშმარები იყოს გაფრთხილება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების შესახებ?


დეპრესიის დროს სიზმრები ძალიან ნეგატიურია, ასახავს დეპრესიული ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას დღის განმავლობაში. ეს პარალელი გამოავლინეს 2000-იანი წლების დასაწყისში მკვლევარმა დიტერ რიმანმა და მისმა კოლეგებმა. ანტიდეპრესანტებით ნამკურნალები დეპრესიული პაციენტების სიზმრების გაანალიზებით, მათ აღმოაჩინეს, რომ მკურნალობის დაწყების შემდეგ, ამ სიზმრების შინაარსი სულ უფრო და უფრო ბნელი ხდებოდა და პაციენტების განწყობა უმჯობესდებოდა.


ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ სიზმრების საერთო ტონი ასახავს პაციენტის დეპრესიულ მდგომარეობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი არც ისე მარტივია, რადგან მკურნალობის პირველ კვირებში ანტიდეპრესანტები ხშირად თრგუნავენ REM ძილს – ფაზას, როდესაც ყველაზე მეტად ვხედავთ სიზმრებს – და ჩვეულებრივ, პაციენტებს სჭირდებათ ერთი თვე, რომ კვლავ გაიხსენონ თავიანთი სიზმრები. ძნელია იმის გაგება, თუ რა კავშირი აქვს სიზმრებსა და დეპრესიას.


ძილის ქცევის აშლილობის დროს, პაციენტები ცდილობენ განახორციელონ მოქმედებები სიზმარში: ზოგი ჭამს წარმოსახვით სენდვიჩს ძილის დროს, ზოგი კი საწოლში ებრძვის უხილავ მოწინააღმდეგეებს. ეს მოქმედება, როგორც წესი, გამოწვეულია ტვინის ღეროს დაზიანებით, რაც ნიშნავს, რომ მათი მოძრაობები, რომლებიც ხშირად შეფერხებულია ჩვეულებრივ სიზმარში, არ იბლოკება ძილის დროს. რაც შეეხება გააზრებულ სიზმრებს, ასეთ დროს ადამიანები რეალურად აღიარებენ, რომ ძილში სიზმრებს ხედავენ.


დეპრესიული ადამიანების ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ ისინი დილით უფრო სევდიანად იღვიძებენ, ვიდრე საღამოს, მაშინ როცა, ჩვეულებრივ, პირიქით ხდება: ჩვენ უფრო ბედნიერები ვართ, როცა ვიღვიძებთ, ვიდრე ვიძინებთ. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ძილი და სიზმრები ემსახურება ნეგატიური ემოციების შესუსტებას და რომ ეს პროცესი დისფუნქციურია დეპრესიის მქონე ადამიანებში.


მეთიუ უოკერი, ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლოგიის პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლი, ვარაუდობს, რომ ძილისა და სიზმრების ფუნქცია არის დღის ემოციური მოგონებების დაქვეითება. უოკერის აზრით, სიზმრები არის ერთგვარი გონებრივი თეატრი, სადაც ჩვენ განვიხილავთ განსაცდელებს, რომლებიც მოხდა ჩვენთან, მაგრამ ინტეგრირებულია მეტ-ნაკლებად გიჟურ სცენარებში.


გამოდის, რომ ნეგატიური სიზმრები კარგია ჩვენთვის?


დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ფრთხილად იყავი; ითვლება, რომ კოშმარებში ეს სასარგებლო მექანიზმი იმ დონემდე ფუნქციონირებს, რომ სიზმარს წყვეტს და აღვიძებს მძინარე ადამიანს, ამიტომ ემოციური ინტეგრაციის პროცესი ბოლომდე ვერ მიდის.


ზოგადად, კოშმარების მრავალი ფორმა არსებობს, რომელსაც განსხვავებული წარმოშობა აქვს და რომელთა დიფერენცირებასაც ექიმი შეძლებს. ახალგაზრდები, რომლებიც ღამით ყვირიან და ზოგჯერ საწოლიდანაც დგებიან, ექვემდებარებიან ღამის შიშებს, აშლილობას, რომელიც ძილში სიარულის მსგავსია, მაგრამ არ არის დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან.


კოშმარები გარდაუვალი არ არის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ფიქრი, რომ კოშმარების შეჩერებისთვის საკმარისია ყველაფერი კარგად წარიმართოს, როცა დღის განმავლობაში ფხიზლები ვართ. ცუდი ღამეები თავად წარმოშობს უსიამოვნო განცდას დილით და შემდეგ ადამიანებს ეშინიათ ძილის და იგივე სცენარის გამეორების, რაც ამ მანკიერ წრეს ინარჩუნებს.


არსებობს თუ არა სიზმრები, რომლებიც დაგეხმარებათ ნეიროდეგენერაციული დაავადებების დიაგნოსტირებაში?


„აჟიტირებული სიზმრები“ – ისეთები, რომლებშიც პაციენტები ბაძავენ ყველაფერს, რასაც სიზმარში განიცდიან – დამახასიათებელია RBD-სთვის. ამ აშლილობის მქონე პაციენტების 80 პროცენტზე მეტს უვითარდება ნეიროდეგენერაციული პათოლოგია RBD-ის დაწყებიდან 10-15 წლის განმავლობაში.


ყველაზე ხშირად ეს არის პარკინსონის დაავადება. სინამდვილეში, სიზმრების დროს, როცა ტვინი ვერ აფერხებს მოძრაობებს, არის ნიშანი იმისა, რომ ტვინი უკვე იწყებს დაზიანებას, რადგან [ეს ფენომენი] გამოწვეულია ტვინის ღეროს იმ უბნის დაზიანების შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ აფერხებს მოძრაობას. ამიტომ ეს არის ძალიან ძლიერი გამაფრთხილებელი ნიშანი.


რაც შეეხება ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მათ ნაკლებად ახსოვთ სიზმრები. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მათი ქერქი პირველ რიგში დაზიანებულია, ძილის დამახასიათებელი შაბლონები ნაკლებად შესამჩნევია ელექტროენცეფალოგრამებზე, რაც ართულებს კვლევას. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ არ არსებობს ფიზიკური მოქმედება ძილში, განსხვავებით RBD პაციენტების სიზმრებისგან.


აქედან გამომდინარე, სიზმრები ჩვენი ფსიქიკური და ნევროლოგიური ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მიუხედავად იმისა, რომ თემა სიღრმისეულად არ არის გამოკვლეული, უფრო და უფრო მეტი ექიმი დაინტერესებულია ამით, რადგან სიზმრებით, შესაძლოა დიაგნოზის დასმაც გაადვილდეს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://primetime.ge/news/mecniereba/parkinsoni-altshaimeri-rogor-avlens-sizmrebi-tvinis-darghvevebs



FacebookTwitter
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ბლოგი

“ცოლი არ მყოლია, მაგრამ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში”

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

„რომ ჩამოვიდე, მე ტყუილი და კორუფცია არ შემიძლია, მაშინვე ავლაპარაკდები პრობლემებზე. ხოდა…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

საჭიროა, თუ არა, ვაქცინის მესამე დოზა?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგი

“ჩემი დიდი ბაბუა, ბაბუა და მამა მასონები იყვნენ” – გიორგი ფხაკაძის “აღიარება”

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?