სამშაბათი, აპრილი 21, 2026

გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის მე-2 დოზით აიცრა

23/07/2021


პროფესორი გიორგი ფხაკაძე დღეს საფრანგეთში „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.


როგორც თავად ამბობს, თავს შესანიშნავად გრძნობს. მოუწოდებს მეგობრებს, არ თქვან უარი აცრაზე და, ამასთან ერთად, ატარონ სამედიცინო პირბადე.


„Super! merci beaucoup! ყველაფერი კარგად იქნება“ – ამ სიტყვებით გადაუხადა მან მადლობა მედპერსონალს, ქართველებს კი წარმატება უსურვა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-saphrangethshi-phaizeris-me-2-dozith-aitsra/


„რომ დავინახე უკან მწვადებით, ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა …“ – გიორგი ფხაკაძის პირდაპირ ეთერში…

15/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე და მამა პეტრე კოლხი სიღნაღში, ლალი მოროშიკინასთან, სასტუმროში იმყოფებოდნენ სტუმრად.


გიორგი ფხაკაძის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე ჩართვისას, პირდაპირ ეთერში კურიოზი მოხდა. კადრში, უკანა ფონზე ლალი მოროშკინა გამოჩნდა დიდი თეფშით მწვადით . (იხ. ვიდეო)


„მეგობრების რესტორანში წავედით, მე ვეხმარებოდი სუფრის გაწყობაში. გიორგი არ მოასვენეს ჟურნალისტებმა. იმდენი ხანი აყენებდა კადრს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჩასართავად, ვიფიქრე, ისევ ემზადებოდა და ჩავიქროლე ცხელ-ცხელი მწვადით… როდესაც დავაფიქსირე, – კადრში ვარ, დავიბენი და ახლა უკან ჩამოვიქროლე. გიორგი მთელი დღის Მშიერი იყო და მწვადი უცივდებოდა. ეტყობა ჩემმა ქვეცნობიერმა ასე “უჯიკა” დროზე დაესრულებინა ეთერი“,-ამბობს ლალი მოროშკინა.


„ლალი ეკრანზე რომ დავინახე უკან მწვადებით დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი, ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა … 5 წამში ისევ გავაგრძელე პირდაპირი ეთერი…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ვაქცინაცია და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა – კოვიდი, აცრა და უშვილობა

12/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ბევრი მწერს, უმეტესად მამაკაცები, – ხალხს ეშინია, ვაქცინა რომ გაიკეთონ, შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა თუ შეექმნათ, ამბობენ, შვილი აღარ გვეყოლებაო…

სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს. კვლევები ბოლომდე ჯერ არ არის დამთავრებული, არავინ არ იცის. რომ გითხრათ, – ყველაფერი კარგად იქნება, ტყუილს ვერ ვიტყვი!


ჩემმა სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს, მამაკაცების რეპროდუქციულ ჯანმრთელობის შესახებ, განსაკუთრებით სპერმის ხარისხზე.

მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა რამდენიმე კვლევა, ადამიანებმა, ვინც გადაიტანეს კოვიდი, მათი სპერმის ხარისხი კარგი ხარისხის არ არის, გარკვეული მიზეზების გამო. ბევრი კვლევა ჩატარდა და „განგაშის ზარი“ დაირეკა.

რა უნდა გააკეთოთ?!

ჩემი რჩევაა, ამ სიტუაციაში, ერთადერთი რაც ჩემი რეკომენდაცია შეიძლება იყოს, ხალხო, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, მიდით, ა, ახლა არის დრო“… – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე

ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160111616805579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„საბოლოო რეკომენდაცია ამ საკითხზე იქნება 18 მარტს – საქართველომ უნდა იფიქროს, საიდან ჩამოიტანოს…

16/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საბოლოო რეკომენდაცია ამ საკითხზე იქნება 18 მარტს.
იმედია, იქნება დადებითი რეკომენდაცია!
საქართველომ კი უნდა იფიქროს, საიდან ჩამოიტანოს მომავალში ვაქცინები (ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ასეთი დეტალური, გამჭვირვალე პროცესი არა აქვს)
ვისწავლოთ შეცდომებზე!…“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე და პოსტს იზიარებს:
Saba Shkubuliani


„ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) აცხადებს რომ არ არსებობს კავშირი “AstraZeneca”-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.
EMA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ემერ კუკის განცხადებით, სააგენტო დარწმუნებულია, რომ “AstraZeneca”-ს ვაქცინის სარგებელი გაცილებით აჭარბებს მისი გვერდითი ეფექტების რისკს.
მისივე განცხადებით, თრომბოემბოლიის შემთხვევები არ აღემატება მოსახლეობაში ზოგადად არსებულ შემთხვევებს.
ამ დროისათვის, ევროპის მასშტაბით “AstraZeneca”-ს ვაქცინით 17 მილიონამდე ადამიანია აცრილი.


ოქსფორდის უნივერსიტეტისა და “AstraZeneca”-ს ვაქცინის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში დაფიქსირდა თრომბის წარმოქმნა.
მარეგულირებელ ორგანოთა განცხადებით, ეს ქმედება უბრალოდ სიფრთხილისთვის მიღებული ზომაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ შემთხვევებთან ვაქცინა რაიმე კავშირშია. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ვაქცინის გამოყენება გრძელდება.
თრომბი ბუნებრივად წარმოიქმნება და სულაც არ არის იშვიათი. 10 მარტის მონაცემებით, ევროპაში ვაქცინირებულ ხუთ მილიონ ადამიანს შორის თრომბი 30 ადამიანში დაფიქსირდა, უფრო ნაკლებში, ვიდრე მოსალოდნელია ბუნებრივად, არავაქცინირებულ ადამიანებში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ანტივაქსერების სექტის ყველაზე დიდი საფრთხე აღმოვჩნდი საქართველოში – ფხაკაძე

02/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თავის თავს ანტივაქსერების ყველაზე დიდ საფრთხეს უწოდებს.


„ჟენევაში 90% ინფიცირებული არის არავაქცინირებული . დეზინფორმაცია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა. ეს კომუნიზმი რა საშინელებაა, დაინგრა 30 წლის წინ მაგრამ ეს «совковый» მენტალიტეტი ყველგან ამოყო თავი ამერიკაშიც, ისრაელშიც და ყოფილ საბჭოთა ბლოკში.

ანტივაქსერების სექტის ყველაზე დიდი საფრთხე აღმოვჩნდი საქართველოში. საიდან ვიცი? გადახედეთ რა ვიდეოებს და რა პოსტებს ავრცელებენ ჩემზე ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ სამართლის მთქმელი ამ სექტისთვის არის მიუღებელი. ჩემი პასუხია დღეს – 81….“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/antivaqserebis-seqtis-kvelaze-didi-safrtkhe-aghmovchndi-saqartveloshi-fkhakadze/


„ახლა გეტყვით, სიმართლე რა არის…“-გიორგი ფხაკაძე

28/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე:


„ინდური შტამი არის იგივე ბრიტანული შტამი, ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვრცელდება უფრო ახალგაზრდებში და ბავშვებში. უჰანის ვირუსი უკვე დამარხულია. თითქმის აღარ არსებობს საქართველოში. ძირითადად ბრიტანული შტამია გავრცელებული.


როცა ვთქვი, საქართველოში უკვე იყო გავრცელებული ბრიტანული შტამი, მთავრობა ჯიუტად ამბობდა, არ იყო გავრცელებული, ერთი თვის შემდეგ კი აღიარეს, რომ იყო..

ინდურ შტამთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია. სიკვდილიანობასთან დაკავშირებით იგივე მაჩვენებელია, მკურნალობაც იგივეა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.


რაც შეეხება ვაქცინებს. ერთი თვის წინ არანაიარი კვლევა არ არსებობდა ინდური შტამის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა კვლევის პროცესი, არ იყო შედეგები დადებული. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მარტო 1000 ადამიანზე.


ეს პატარა კვლევა გვეუბნება:

1.„ფაიზერის“ ვაქცინა არის უფრო ეფექტური როგორც ბრიტანული, ასევე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არის 94%, ინდური შტამის წინააღმდეგ არის 88% ეფექტურობა. მეორე დოზას როცა გაიკეთებთ, – დაცულობა არის ორი კვირის შემდეგ.

2. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაშიც არის იგივე, მეორე დოზას როცა გაიკეთებთ, – დაცულობა არის ორი კვირის შემდეგ. საუბარი არის ასევე, – სამი კვირის შემდეგ დგება ეს დაცულობა. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტურობა არის 66%, თუ 100 ადამიანი გაიკეთებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, 66 ადამიანი იქნება დაცული, 44 ადამიანი არ იქნება დაცული ბრიტანული შტამისგან.


ინდურ შტამთან მიმართებაში კვლევამ აჩვენა, რომ არის 60%, – 100 ადამიანი გაიკეთებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, 60% იქნება დაცული, 40% არ იქნება დაცული.

სხვა „გოგლი-მოგვლი“ ვაქცინების შესახებ არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.


როცა ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინაც კარგია, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი კვლევა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული. „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა“, – არ გვინდა ასეთი კვლევები!


ის ვარაუდები, რომლებიც არსებობს ამჟამად ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, ხომ ნახეთ სეიშელის მაგალითი სახეზეა, ასევე გაერთიანებული ემირატების კვლევები (იქ აწარმოებენ იმ ვაქცინას, რომელიც საქართველოშია ჩამოტანილი). იქ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი!

ჩათვალეთ, რომ გიორგი ფხაკაძე ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ყველაზე დიდი ანტივაქსერი.


ძლიერ მარეგულირებლებზე თუ ვლაპარაკობთ საქართველოში, ძლიერი მარეგულირებელი არის აშშ. აშშ-ში კი არის ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონი და ჯონსონი. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან იქნება კოვიდპასი. ვინაიდან ძალიან ბევრი ყალბი ტესტები იყო ევროკავშირში და ევროკავშირის გარეთ.


საქართველოში, ერთ-ერთი კლინიკა თურმე ყიდის კოვიდპასპორტებს, ეს არის დანაშაული! კოვიდტესტები არის უფასო!

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ იორკს ტაიმსის სააგენტოებმა სათაურად დაწერეს, რომ ვირუსი შეიძლება იყოს მთელი ცხოვრება. ეს არის ტყუილი. ამ ყალბ ინფორმაციას რატომ არ ბლოკავთ? მე რომ გადამეკიდეთ!
ახლა გეტყვით, სიმართლე რა არის:
2007 წელს დაიბეჭდა ძალიან საინტერესო სტატია, ადამიანი, რომელიც გადაიტანს ნებისმიერი ტიპის ვირუსს, არის შანსი, თეორიასთან არის უფრო ახლოს, რომ ადამიანის ძვლის ტვინში ინახება ეს ინფორმაცია, პრაქტიკულად ჩვენ ამას ვსწავლობთ და მთელი ცხოვრების მანძილზე, შეიძლება 10 წელიწადი და უფრო დიდი ხანი ეს ინფორმაცია არის ჩვენში და ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ანტისხეულები.


ამ 2007 წლის სტატიის საფუძველზე გაკეთდა ძალიან პატარა კვლევა – 77 ადამიანზე. კვლევა ამბობს, რომ ადამიანებმა, ვინც გადაიტანა კოვიდი, შესაძლებელია ვირუსმა ჩვენი ორგანიზმი ისწავლოს და ანტისხეულები ჩვენს ორგანიზმში იყოს 10 წელი და მეტი. გამიხარდებოდა, ეს სიმართლე რომ იყოს. ჩვენ გვაქვს არაერთი ქეისი, რომ არის რეინფიცირება. ფაქტია, რომ ძალიან დიდი რეინფიცირების შემთხვევები არ არის. 2007 წლის თეორიას რაღაც საფუძველი აქვს, მაგრამ რეალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მე ამაზე ფოკუსირებას არ გავაკეთებდი. ყველა მთავარი მომენტი, იგივე კვლევაში ნახეთ, ინგლისურად წერია, რომ ის ადამიანები, ვინც ვაქცინა გაიკეთა, მათზე ეს არ ვრცელდება, შესაძლებელია, ვინც გაიკეთა ვაქცინა, 6-დან 12 თვემდე მოუწევს.
ჩინურ ვაქცინაზე ვნახეთ, რომ გაერთიანებულ ემირატებში სამი თვის შემდეგ კიდევ იკეთებენ უკვე მესამე დოზას, იმიტომ ვერ ქაჩავს. – რატომ? – ამას ნუ მეკითხებით! – გაერთიანებული ემირატებში შეეკითხეთ მკვლევარებს და საზოგადო ჯანდაცვის ექსპერტებს!
სამედიცინო პირბადეზე დაცვის კარგი საშუალება არ არსებობს!
ვირუსებს ახასიათებს მუტაცია, ეს ნორმალური პროცესია!
ხუმრობით ვთქვი, შეიძლება ქართული შტამიც იყოს, მეგრულიც, გურულიც და კახურიც… რაც ხდება ახლა ქვეყანაში, მეშინია, იმერული ვირუსიც არ დაგვემართოს… ვირუსის გავრცელებას სჭირდება ბევრი ხალხი, თუ არ იქნება ვირუსის გავრცელება, მუტაციაც არ იქნება. ალბათ თვითმიზანი გვაქვს, რომ გვქონდეს ჩვენი „ეროვნული შტამი!“


ერთი რამე ახასიათებს ამ შტამებს. გარკვეული მიზეზების გამო უფრო ძლიერი შტამი შთანთქავს მეორე შტამს. ბრიტანულმა შტამმა აჯობა ფრანგულ შტამს.
ინდური შტამი ვრცელდება უკვე ბრიტანეთში ძალიან აგრესიულად, ვინაიდან „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა არის მარტო 60%.


ვისაც გაქვთ ქრონიკული დაავადებები, აუცილებლად უნდა აიცრათ, რადგანაც კოვიდს ვერ გადაიტანთ.
თუ აიცრებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საქართველოში, დაცული ხართ 66%-ით, ვინაიდან ქვეყანაში გავრცელებული არის ბრიტანული შტამი, ინდური შტამის შემთხვევაში იქნება 60%.
ყველაფერი იქნება კარგად! დამშვიდდით, დაწყნარდით, შაიარაღდით სწორი ინფორმაციით!!!“ – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა -როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი“

02/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს ვაქცინაციაზე, ელექტრონულ სისტემაზე, ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე.


„საქართველოში ხალხი აკეთებს თავის საქმეს, მედია აკეთებს თავის საქმეს და იმედია, ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა. როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი, – არ გვინდა ვაქცინა! მე კი ვთქვი, – ვინც ყველაზე მეტად ყვირის, რომ ვაქცინა არ უნდა, ახლა ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, – სად არის ვაქცინა?! მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი (ამ ქვეყნებში მთლად კარგად ვერ არის საქმე ამ კუთხით), ზოგს აქვს ჩინური ვაქცინა, ზოგს რუსული ვაქცინა და ა.შ. კუბაშიც გააკეთეს ორი ვაქცინა.


200-მდე ვაქცინა მუშავდება და რომელი გაამართლებს ბოლომდე, ჯერჯერობით ფინიშამდე არც ერთი არ არის მისული, ყველა ვაქცინა არის, როგორც სასწრაფო გადაუდებელი გამოყენებისთვის, არც ერთი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. ყველა ვაქცინა არის კლინიკური კვლევის ნაწილი. თუ გინდა, განახორციელო, კარგი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ვაქცინაცია დღევანდელ დღეს, ქვეყანაში, უნდა იყოს ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემა, უნდა იყოს ძალიან კარგი ელექტრონული სისტემა, სადაც შეგიძლია აღრიცხო ყველა პაციენტი (თუ რა უკუჩვენებებია და ა.შ.).


ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინა არის ფაიზერის ვაქცინა, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, არა უშავს, ძალიან კარგი არ არის. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა გამოჩნდა, ყველა ელოდებოდა და ძალიან კარგი ამბავია. როგორც უკვე ვთქვი, 2021 წელს ჩვებ გვექნება დაახლოებით 100 ვაქცინა, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. საქართველოში უნდა შამოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა, ვინაიდან, რომელი ვაქცინაც არ არის დამტკიცეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მატერიალური, არც ტექნიკური ბაზა, რომ ვაკონტროლოთ ამ ვაქცინების ტექნიკური პარამეტრები. პრაქტიკულად, ვაქცინები გახდა პოლიტიკური მომენტი.


დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეტევამ დაავადების ცენტრთან. ჩემი სათქმელი ვთქვი და გამგები გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება. სახელმწიფო მოხელე არის დაქირავებული მოქალაქეების მიერ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე არის ანგარიშვალდებული მოქალაქეეების წინაშე. საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული.


ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული. ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159997785665579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის ვაქცინით აიცრა

14/06/2021


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.


როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.


გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, სასურველია, ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/06/giorgi-phkhakadze-saphrangethshi-phaizeris-vaqtsinith-aitsra/



„ვირუსი შესაჩერებელია…. რა გვიცავს…. რა არის შედეგის მომტანი?!“ – გიორგი ფხაკაძე

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღეს ბრიტანეთში ამ ვერაგი ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა!

დღეს საქართველოში 31 ოჯახში კოვიდმა დიდი უბედურება შემოიტანა!

ყველა ვაქცინა ერთნაირი არ არის… მაგრამ ყველა ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობას…

გაუფრთხილდი სიცოცხლეს !

ეს ვირუსი შესაჩერებელია….

რა გვიცავს…. ?

სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ … – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

აუცრელი მედპერსონალი უფრო საშიშია, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები! მიხედეთ ვაქცინაციას – გიორგი ფხაკაძე

18/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის„ ვაქცინის ეფექტურობაზე და არსებულ კორონავირუსის ვარიანტებზე წერს.


„დღეს საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 82% უკვე აცრილია 2-ჯერ

დღეს საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების მოქმედი თანამშრომლების 100% არის აცრილი. საქართველოში არაპროფესიონალები მართავენ ვაქცინაციის პროცესს.


მსოფლიოში არის აღიარებული კოვიდ ვაქცინა (ფაიზერი) და ეს “პროფესიონალები” მსჯელობენ, კიდევ რომელი ექსპერიმენტული ვაქცინაა კარგი თუ ცუდი. ანუ ექსპერიმენტულ ვაქცინებზეა საუბარი. სირცხვილია და არაეთიკური საქციელია. თქვით სიმართლე.

კოვიდგადატანილებს “უფრო კარგი იმუნიტეტი აქვთო”, ეს ხომ საერთოდ ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილია. თუ გადაიტანეთ კოვიდი და არ მოკვდით, თუ გადაიტანეთ და პოსტკოვიდური სინდრომი არ დაგემართათ (ანუ სუნის/გემოს დაკარგვა, სპერმის ხარისხის დაკარგვა, ფილტვების ფუნქციის დაკარგვა ….) ამ შემთხვევაში შესაძლოა, უფრო კარგი კარგი იმუნიტეტი გქონდეთ …. ანუ თუ გადარჩით, კი, კარგი იმუნიტეტი გექნებათ, მაგრამ, ვაი, ასეთ იმუნიტეტს. არაპროფესიონალიზმი კლავს.

აუცრელი ექიმი, აუცრელი ექთანი, აუცრელი სანიტარი, სამედიცინო დაწესებულების აუცრელი თანამშრომლები არიან უფრო საშიშნი, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები.

ამოვიდა ყელში ამდენი უცოდინარი ვითომ ექსპერტი, ვითომ სპეციალისტი და ვითომ სამშობლოს პატრიოტი. გეყოთ პოლიტიკური მანიპულაციები (ეს ყველას ეხება). მიხედეთ ვაქცინაციას.

ამერიკელი ხალხი არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და მალე გაიგებთ კარგ ამბავს (ჩვენ რამე სისულელე თუ არ გავაკეთეთ) და იმდენი ფაიზერი იქნება ქვეყანაში, რამდენიც იქნება საჭირო“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/autsreli-medpersonali-ufro-sashishia-vidre-alqaidas-teroristebi-mikhedet-vaqtsinatsias-giorgi-fkhakadze-vaqtsinatsiis-martvaze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights