ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

Георгий Пхакадзе: Не позволим закрыть страну

23 Октября, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе в своем включении в Facebook заявил, что не поддерживает очередное закрытие страны, а единственный способ предотвратить “локдаун” – это вакцинация.

«Мы все должны сделать всё возможное, чтобы никому не позволить закрыть эту страну. Вы хотите, чтобы страну закрыли? Я не хочу! Чтобы не объявили “локдаун”, нужно привиться Pfizer! Чем больше человек привьются, тем меньше людей попадет в реанимационное отделение.

Возможно, кото-то и устраивает закрытие, но я не знаю такого человека в здравом уме, кому может быть на руку “локдаун”?!», – заявил Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-ne-pozvolim-zakrit-stranu/

გიორგი ფხაკაძე: „ძალიან კარგი სიახლე – ამ ვერაგი ვირუსის კონტროლი შესაძლებელია…“

31 მაისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„ძალიან კარგი სიახლე:
პირველად პანდემიის ადრეული პერიოდის შემდეგ (2020 წლის მარტიდან), მსოფლიოში აღირიცხება 1,500-ზე ნაკლები #COVID19 კოვიდის გამო სიკვდილიანობა დღეში

ამ ვერაგი ვირუსის კონტროლი შესაძლებელია გააგრძელეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა რეკომენდაცია:
მიიღეთ სწორი ინფორმაცია სანდო წყაროებიდან (მაგსლუთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH ან Giorgi Pkhakadze გიორგი ფხაკაძესგან )
გაიკეთე ვაქცინაცია აუცილებლად. არ დაგავიწყდეთ კოვიდ ვაქცინების ბუსტერები პროტოკოლის მიხედვით.
ხშირად გაიწმინდეთ/დაიბანეთ ხელები.
გამოიყენეთ საპონი და წყალი, ან სპირტზე დაფუძნებული ხელის სარეცხი საშუალება.
#
გამოიყენეთ სამედიცინო/ქირურგიული ნიღბები (“ფხაკაძის” პირბადე არის ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში საქართველოში ხელმისაწვდომ ფასში)
აირჩიეთ ღია, კარგად ვენტილირებადი ადგილები და აერიდეთ დახურული სივრცეები.
გახსენით ფანჯარა, თუ შენობაში ხართ და გაანიავეთ დახურული სივრცე.
დარჩით სახლში, თუ თავს ცუდად გრძნობთ.
იყავით პოზიტიური
ყვრლაფერი კარგად იქნება

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

VERY GOOD NEWS:
For the first time ever since the early part of the #pandemic (March 2020), the world is recording less than 1,500 #COVID19 deaths per day

Continue with all the #publichealth recommendations:
Get the right information from trusted sources. #GetVaccinated
#GetBoosted
Clean your hands often.
Use soap and water, or an alcohol-based hand rub.
#WearAMAsk, medical/surgical masks.
Choose open, well-ventilated spaces over closed ones.
Open a window if indoors.
Stay at home if you feel unwell.
Stay positive



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



„ერთხელ ვთქვი სპერმაზე და ეს თემა დღემდე ვერ ამოწურეს…“

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ზოგიერთები ჩემს ხუმრობებს ვერ იგებენ. ერთხელ ვთქვი სპერმაზე და ეს თემა დღემდე ვერ ამოწურეს. მე ვთქვი, – კოვიდგადატანილთა გარკვეულ პროცენტში სპერმის ხარისხის სხხვადასხვა სახის პრობლემებია, ამიტომ სანამ კოვიდი დაგემართებათ, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო. მე მგონი, კარგი საქმე გავაკეთე ერის გენოფონდისთვის. ამ განცხადებიდან 9 თვის შემდეგ მომიწევს ბევრის ნათლიობა, თუ იმ დროს ვიქნები საქართველოში“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„არ დაიწყოთ თვითმკურნალობა! ეს სახიფათოა!..“-გიორგი ფხაკაძე

19/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე წერს:

„მოკლედ და კონკრეტულად – გრძელი კოვიდი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი საფრთხეა.

რატომ?!
მოსახლეობის 30%-ზე მეტმა გადაიტანა ეს ვირუსი.

გამოსავალი:

სამედიცინო პირბადე;

2-მეტრიანი დისტანცია;

“ფაიზერის” ვაქცინა;

ეს ვერაგი ვირუსი არის დასამარცხებელი;

1890 რუსული “გრიპი”;

1918 ესპანური “გრიპი”;

2020 ჩინური “გრიპი”;

ვხედავთ, რომ არის ბევრი საერთო რამ ამ “გრიპებში”:

გავრცელების დიდი არეალი;

გაზრდილი სიკვდილიანობა;

დატოვებული სხვადასხვა დაავადებები;

გრძელი კოვიდი არის მისახედი.


გამოსავალი:

კოვიდ გადატანილი პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰკონდეს მკურნალ ექიმთან (მინიმუმ 1 წელი);

არ დაიწყოთ თვითმკურნალობა! ეს სახიფათოა!

რეინფიცირების ალბათობა არის გადატანიდან 5-6 თვეში!

სამედიცინო პირბადე;

2 მეტრიანი დისტანცია;

“ფაიზერის” ვაქცინა“, –


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



წყაროები:

https://www.nature.com/articles/s41591-021-01283-z

https://www.economist.com/…/researchers-are-closing-in…

https://presse.inserm.fr/…/long-covid-60-of…/42865/

Georgian Public Health Expert shares good news – Dr Giorgi Pkhakadze

26 May, 2021

Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General, Dr Giorgi Pkhakadze, says in his Facebook post that the Moderna coronavirus vaccine is effective against COVID-19 in teenagers aged 12 and over.

”This terrible virus will be beaten!

Before this, a medical facemask is the best possible self-defense tool for everyone having received or not received jabs,” Dr. Pkhakadze wrote.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/georgian-public-health-expert-shares-good-news/

„2020 წლის 14 დეკემბერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეს მე მივმართე საქართველოს…

08/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„2020 წლის 14 დეკემბერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეს მე მივმართე საქართველოს საზოგადოებას და ავტეხე განგაშის ზარი, რათა ხარისხიანი სამედიცინო პირბადე ყოფილიყო ხელმისაწვდომი საქართველოში. მარტო 660,000 მეტმა ადამიანმა ნახა და 1,200,000 ინერნეტ (impressions) გამოხმაურება ჰქონდა ამ კონკრეტულ ვიდეო მიმართვას.

მაშინ, 2020 წლის 14 დეკემბერს, საქართველოში იყიდებოდა უხარისხო პირბადეები და საშუალო ფასი იყო 1.2 ლარი.

დღეს, 2021 წლის 5 აგვისტოს, საქართველოში ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო პირბადე 0.12 ლარად

დღეს, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს სჭირდება ერთიანობა! გავერთიანდეთ და “გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადეები ყველგან და ყოველთვის”

გადავარჩინოთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი უბანი, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედამიწა“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159756068795579




MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ეს 12 ადამიანი არის მსოფლიო დონის ტერორისტი. მათ მიერ შექმნილი…“-გიორგი ფხაკაძე

15/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მსოფლიოში ყველაზე `დიდი” ანტივაქსერების სია არც ისე დიდია – მხოლოდ 12 ადამიანი. მაგრამ მათ ინტერნეტში შექმნეს მსოფლიოს ანტივაქსერული “კონტენტის” 65%.

ეს 12 ადამიანი არის მსოფლიო დონის ტერორისტი. მათ მიერ შექმნილი ინფორმაცია უფრო ბევრი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ვიდრე ყველაზე ცნობილი ტერორისტები!
საქართველოს ანტივაქსერთა სია ნეტა რამხელაა?! “, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


მსოფლიოში ყველაზე “დიდი” ანტივაქსერების სია არც ისე დიდია – მხოლოდ 12 ადამიანი. მაგრამ მათ ინტერნეტში შექმნეს მსოფლიოს ანტივაქსერული “კონტენტის” 65%.
ეს 12 ადამიანი არის მსოფლიო დონის ტერორისტები. მათ მიერ შექმნილი ინფორმაცია უფრო ბევრი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ვიდრე ყველაზე ცნობილი ტერორისტები!
საქართველოს ანტივაქსერთა სია ნეტა რამხელაა?!

Researchers have found just 12 people are responsible for the bulk of the MISLEADING CLAIMS & OUTRIGHT LIES about #COVID…


მეტის ნახვა

https://www.facebook.com/pkhakadze/posts/10160203225835579





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„400 500 დოზას ჰქონდა პრობლემა – ვაქცინაციისას სერიის ნომერი უნდა მიაწეროთ საბუთზე“ – გიორგი ფხაკაძე

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მიდგომა, – „ოღონდ რაიმე ვაქცინა გავაკეთოთ“, არასწორია. „ოღონდ“ არ შველის, გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა. ქართველებს რომ ვეუბნები, დაინფიცირების შემდეგ 14 არ გახვიდე და კიდევ 10 დღე მოერიდე ხალხს, რას აკეთებს ქართველი მე-14 დღის საღამოს? შლის პურმარილს და მეგობრებთან ქეიფობს, კოვიდი გადავიტანეო, ასე ავრცელებს ვირუსს.

იგივეა ვაქცინებთან მიმართებაში, რომ იძახიან, ნებისმიერი ვაქცინა გავაკეთოთო. ქართველი რომ იმ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებს, უპირბადოდ ქეიფს და „ნაშებში“ სიარულს დაიწყებს, ვაქცინირებული ვარო. უნდა გავითვალისწინოთ ქართული მენტალიტეტი. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს.

ასევე, საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ფაქტორია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა. უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო.

რომ ჩამოიტანო ეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევს სიკვდილობა, მძიმე ფორმები, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.

16 მაისს ინდონეზიაში ჩავიდა „ასტრაზენეკას“ ერთ-ერთი სერია, აღმოჩნდა, რომ ამ სერიაში 400 500 დოზას ჰქონდა პრობლემა. ამიტომ გეუბნებოდით, რომ ვაქცინაციისას სერიის ნომერი უნდა მიაწეროთ საბუთზე-თქო. ახლა მაინც გაითვალისწინეთ.

რატომ ვლაპარაკობ ამდენს?! თუ ჩემი ამ საინფორმაციო კამპანიით ერთი ადამიანი მაინც გადარჩება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან! მე ექიმი ვარ და უფლებაც არ მაქვს, სხვანაირი იყო. მე ბევრი სტუდენტი მყავს არა მარტო საქართველოში, ისინი მიყურებენ და ეს პროფესიული პასუხისმგებლობაა!

ყველაფერი ფული არ არის. არ მინდა ახლა იმ 22 „სიფტზე“ და ასე შემდეგ ფულის საკეთებელ სქემებზე საუბარი, მესმის, ცოლი გყავთ, საყვარელი, საყვარლის შვილი…წადით ბიზნესში და იქ გააკეთეთ ფული. არ მოიპაროთ. როცა საქმეს არ აკეთებთ და ხელფასს იღებთ, ეს ქურდობაა!

ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ახალგაზრდები საუკეთესო განათლებით, ნიჭით, ცოდნით, უნარით, ბრილიანტი ბავშვები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ!“- აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვინც პირველი დოზა გაიკეთა, 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე…

28/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითომ ვაქცინაცია. სინამდვილეში არც ერთს არ აკეთებენ.

რაც შეეხება კოვიდპასპორტს, ეს მსოფლიო აფიორაა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე რომ წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.

შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა „ასტრაზენეკა“, მეორემ „ფაიზერი“ და მესამემ ჩინური ვაქცინა. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე – 70%, მესამე – დაახლოებით – 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანებთან როგორ ვიქცევით, კოვიდი ვინც უკვე გადაიტანა? – არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.

რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.

თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.

რაც შეეხება ინდოეთს, არაერთი კვლევა ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.


ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და უსაფრთხოა. ხუთ შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.

ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.

ჩემი რჩევა საზოგადოებას – ვირუსს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ – მე არ მეშინია შენი. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ შენ არ გავრცელდე და არ გამრავლდე. მე შეგაჩერებ შენ. ჩემს ოჯახში, ჩემს სადარბაზოში, ჩემს უბანში, ჩემს ქვეყანაში ვერ გამრავლდები. მორჩა!

იფიქრეთ ახალ ცხოვრებაზე, ძველი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გადაეწყვეთ!


ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი. „საქართველოს აკრედიტაციის იბნიციატივა“ ამიტომაც წამოვიწყე, პროცესი რთულად, მაგრამ წინ მიდის. ეს გვჭირდება ყველას ერთად!

იფიქრეთ ბევრი, რაც მეტს იფიქრებთ, უკეთეს გამოსავალს ნახავთ!
კიდევ ერთი პრობლემა – წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, – ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ:
– თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.
ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია, – ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება.

მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთეთ!“


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:
„უახლოეს მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია, რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა, ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“.

29 აპრილიდან 17 მაისამდე, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდება.

ყველა საქალაქთაშორისო მოგზაურობა დაექვემდებარება ნებართვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს 50%-იანი ტევადობით.

ეს განცხადება თურქეთი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სამსაათიანი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანკარაში გააკეთა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვთქვი, რომ რევოლუციებისკენ მოწოდებით პოლიტიკოსები აქეზებენ ახალგაზრდებს – ხანდახან მარტო…“

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ხანდახან მარტო სათაურებს კითხულობენ, ან მარტო ერთ ფრაზას ამოიღებს ჩემი ლაივიდან. ამას წინათ პოლიტიკოსებზე ვილაპარაკე და ვერ მიხვდნენ, რა იყო ჩემი ბრაზის მიზეზი. მე ვთქვი, რომ რევოლუციებისკენ მოწოდებით პოლიტიკოსები აქეზებენ ახალგაზრდებს, მოაწყონ თავყრილობები, ამით კი ვირუსი ვრცელდება. რეალობაა, რომ ეპიდემიის კუთხით პროცენტულად საქართველოში ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა. ეს რეალობა პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ.

ჩემი პოლიტიზირება არავის გამოუვა, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს. ნაცები ქოცს მეძახიან, ქოცები – ნაცს, ჩემზე ზოგი ამბობს, მიშიასტიაო, ზოგი – მთავრობისტიაო. ხალხო, არავისი არა ვარ, მე ვარ ფხაკაძე. გიორგი ფხაკაძე არის ფხაკაძისტი… ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად იყო ადამიანი და არავისტი არ იყო?!

პოლიტიკოსები თითქმის ყველანი კორუმპირებულები არიან და ადამიანებით მანიპულირებენ. საბოლოოდ წაგებულია ხალხი, პოლიტიკოსები რჩებიან მოგებულნი და უამრავ ქონებას აგროვებენ. საიდან? მე რომ კარგი სახლ-კარი მაქვს, 24 საათი თავაუღებლად ვმუშაობ, ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან. ეს პოლიტიკოსები ამდენს სად შოულობენ?! და ისინი ხალხზე ფიქრობენ?! მეტი არაა ჩემი მტერი!

პოლიტიკაში ვერავინ ვერ ჩამითრევს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს! ქართული პოლიტიკის კი ვერაფერი გავიგე, ისეთი ამბებია“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights