ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

„კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით? – სტატისტიკა, მეცინიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს….

24 სექტემბერი, 2021

#drpkhakadze

„დღე მსოფლიოში 6 მილიარდი დოზა კოვიდ ვაქცინა არის გამოყენებული 3.4 მილიარდ ადამიანზე

თითქმის დედამიწის ნახევარი არის ვაქცინირებული

კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით?

ყველა მაჩვენებლებით და ყველა მტკიცებულებებით (ნაკლებ ეფექტური ვაქცინების ჩათვლით) ვაქცინაცია არის უსაფრთხო

რავი, სტატისტიკა, მეცინიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს ამას რაღა უნდა დაუმატო?“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




„ამას რომ კითხულობ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ მოქალაქეს?! მოკლეს ათიათასობით მოქალაქე…“

11 მარტი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accréditation Sans Frontières

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამას რომ კითხულობ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ მოქალაქეს?!

ჩემი რეაქცია არის მარტივი, ის ოფიციალური პირები, რომლებმაც გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტი, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ,

ერთი რამ არ მესმის, სად არის ანგარიშვალდებულების მექანიზმი?!

არაპროფესიონალები მართავენ პროცესს, მოკლეს ათი ათასობით მოქალაქე, გაფლანგეს ასობით მილიონი ლარი და თითქოს არაფერი,

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სფეროს გაგებაში არ არის,

როდემდე?“


შესაძლოა, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

-„სამწუხაროა, ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე მოთხოვნა ასეა დაცემული. ამ ტემპით თუ წავიდა აცრები, არის რისკი, რომ აუთვისებელი დარჩეს. ასეთი ვაქცინა გვაქვს მაღალი დაცვით და მოსახლეობის აქტივობა დაბალია.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





ერთ კვირაში წარვადგენ ალტერნატიულ გამისავალს. დიახ, გამოსავალი არსებობს…“-გიორგი ფხაკაძე

4 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:

„სწორი და დაბალანსებული ხედვა ქართული ბიზნესის მხრიდან.

ვინაიდან ქართული ბიზნესი ითხოვს ტექნიკურ დახმარებას და სახელმწიფო ჯერ არ არის მზად. ერთ კვირაში მე წარვადგენ ალტერნატიულ გამისავალს. დიახ, გამოსავალი არსებობს, თუ ამის რეალური სურვილი იქნება.

მომავალ კვირას ჩემს მიერ წარდგენილი პირველი ქართული, დამოუკიდებელი ელექტრონული პლატფორმა, ზუსტად ისეთი, რასაც ითხოვს ქართული ბიზნესი და ზუსტად ის, რაც სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს

გამოსავალი არსებობს, თუ მას ეძებ“ .


საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს:

„ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის უფლება ამ ქვეყანას არ გააჩნია. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპების არსებობის პირობებში უაღრესად მძიმე შედეგებამდე მისვლა გარდაუვალია. ერთი მხრივ, ამ ტიპის პროგნოზების მოსმენა და მეორე მხრივ, უმოქმედობა ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დანაშაული შენი თანამოქალაქეებისა და შენი ქვეყნის წინაშე“.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა.

„თუმცა, დღეს, საჭიროა, გამოვუცხადოთ ბევრად უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს, ვინაიდან საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების ვალდებულებასა და უკიდურეს საჭიროებას.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, წამახალისებელი მექანიზმები თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაჩქარებული ვაქცინაციისათვის. მიგვაჩნია, – ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია სავალდებულო ზომების შემოღება, ვინაიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა არ არის საკმარისი პანდემიის დასამარცხებლად. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად“, – ამბობს სოსო ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ახლა კიდევ ჩინეთიდან წამოვიდა წნეხი – ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!“ – გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

„გისურვებთ ჯანმრთელობას, იყავით კარგ ხასიათზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გისურვებთ გამძლეობას!

პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის გამოსვლას მოვუსმინე, ჩემთვის ნათელი გახდა, როგორც თეთრი და შავი, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან გვაქვს წნეხი, ახლა კიდევ ჩინეთიდან წამოვიდა წნეხი.

ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, – ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, ეს საჯაროდ თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღეს კი დავინახეთ სულ სხვა სურათი.“


მისი თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა. ვაქცინა რომელიც ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ არის გაკეთებული, ყველა ინფორმაცია არის საჯარო, ყველა ინფორმაცია არსებობს. როგორც კი რაიმე უკუჩვნება (ქავილი, გაწითლება) დაემართება ვაქცინის შემდეგ ადამიანს, მაშინვე რეგისტრირდება, ყველაფრის გასარკვევად.


„არის კიდევ მართლა ძლიერი მარეგულირებლის მიერ დარეგისტრირებული ვაქცინა.

ქვეყანაში შემოიტანეს ჩინური ვაქცინა, რაც პრინციპში სწორიც არის, შემოტანა არ არის პრობლემა. ისრაელი და აშშ-იც ასე მოიქცა. აშშ-ში შეტანილია 170 მილიონი ასტრაზენეკას ვაქცინა, მაგრამ ასტრაზენეკას ვაქცინა არ არის რეგისტრირებული ამერიკაში. საწყობში აქვთ და ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისრაელიც ასე მოიქცა, შეიტანეს ფაიზერისდა მოდერნას ვაქცინა და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, მანამდე დასაწყობებული იყო“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინსტრომ თქვა, რომ შემოიტანდნენ და დაასაწყობებდნენ, სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ უსაფრთხოა, შეგიძლიათ გამოიყენოთ.


„მინდა ვისაუბრო იმ 82 მავნებელ ორგანიზაციაზე თუ ადამიანზე, ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოში ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მთელი უბედურება დევს ამ დოკუმენტში, „სადღეგრძელოები“ რომ არის დაწერილი. იქ არის ერთი პუნქტი, სადაც მითითებულია, – ძლიერი მარეგულირებლის მიერ და არ არის მითითებული, რომელი ძლიერი მარეგულირებელია. ზიმბაბვე რატომ არ არის ჩადებული, მე ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად ვიცნობ. მაქვს შეკითხვა, რატომ არის მითითებული რომელი ძლიერი მარეგულირებელია?!

ახლა აღმოჩნდა, თურმე უნგრეთი არის ძლიერი მარეგულირებელი და საფრანგეთი არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! გერმანია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ხომ ხვდებით, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე?!

ის 82 ადამიანი, ვიცი რომ მიყურებს და მისმენს, თუ არ მიყურებენ, გეტყვიან რასაც ვამბობ, ხომ იცით, რომ თქვენ ხართ მავნებლები, ყველა, ვინც მონაწილეობდით ვაქცინაციის გეგმის შედგენაში, თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული!

არ ვარ პოლიტიკოსი, რატომ მაიძულებთ, გიორგი ფხაკაძე გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს! – არ გავაკეთებ და პოლიტიკაში არ ჩავერთვები თქვენს ჯინაზე, ვერ ჩამითრევთ!

დიდი დღესასწაულია კათოლიკურ სამყაროში, აღდგომის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩაკეტილია საფრანგეთი.

მე ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩინური ვაქცინა როცა შემოიტანეს, ვთქვი, რომ გაგიჟდნენ და ვთქვი, რაც იყო სათქმელი!

არ უნდა ჩავერიო საქართველოს ვაქცინაციის პროცესში, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი კორუფაცია, ამდენი ვითომ პოლიტიკოსობა და ვითომ პატრიოტიზმი, ამ ყველაფერმა დაღუპა ეს ქვეყანა!

ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები! – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, ახლა, საქართველოში ექსპერტებს აქვთ ძალიან კარგი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად ექსპერტები არიან თუ არა! ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!


„გადახედეთ, რა ხდება ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით ლათინო ამერიკაში, გადახედეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორც ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუ ცოტა ინგლისური იცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მე მაკრიტიკებთ და მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ. ახალგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყველა რანგის ყოფილი ჩინოვნიკები, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის! ჩემი სათქმელი მე ვთქვი! თუთიყუშივით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ! ახლა გამოდით და მოსახლეობას აუხსენით, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით! გაიჭედებიან, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა თქვან! რა სქმებია დალაგებული, ვინ იყიდა და რატომ იყიდა, ვინ აიძულა, რატომ გადავიხადეთ ხუთჯერ უფრო მეტი, თქვით! პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ახსენით, ეს რატომ ხდება!

ვატყობ, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ კუთხით! როგორ შეიძლება ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალო?!

თქვენ ხართ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ე.წ. ექსპერტები!

მე მაინტერესებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ საქართველოსათვის, ვაკეთებ იმას, რაც ვერავინ შეძლო! პირბადეების ფასი ხომ დაგიწიეთ! პირბადეების ხარისხი რომ აგიწიეთ! ხომ გაკეთდა ეს საქმე!

ქვეყანაში ვაქცინის საკითხი ვერ მოაგვარეთ!

დღეში ათას ადამიანზე მეტი მწერს.

ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი. ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერი მარეგულირებელი, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტეს, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენონ ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენონ. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!

ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!

ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი!

თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!

გახსოვდეთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი თუ ვინმე გაიძულებთ, უჩივლეთ სასამართლოში! ძალიან თუ გაიძულეს, მართლა რევოლუაცია უნდა მოაწყოთ!

არავის აქვს უფლება თქვენს ჯანმრთელობაზე აწიოს ხელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!“


მისივე თქმით, მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!


„ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!

ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!

ეს ქვეყანა გაყიდულია!

რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!

იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!

ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!

ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!

ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!

ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!


„თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!

საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!

„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!

მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშია.

რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!

ქვეყანაში პირბადეების საკითხი ვერ დაალაგეთ და ვაქცინის ხარისხს დაალაგებთ?!

ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!

ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!

ქვეყანაში დაწყებულია მესამე ტალღა, ქვეყანა ჩასაკეტი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ!

გადაწყვეტილებები ჩაკეტვასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რატომ არის ეს გაკეთებული!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მე რომ ვყოფილიყავი, გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყველა შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ შეზღუდვებზე თქვენით მანიპულაცია გააკეთონ, ისინი არიან ყველაზე დიდი მავნებლები!

რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!

ძალიან, ძალიან მიყვარხართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს! თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Георгий Пхакадзе: Позаботьтесь о себе вовремя

16 Декабря, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе пишет в соцсети о дефиците вакцин и призывает население вовремя сделать “бустерную дозу”.

«В Германии дефицит вакцин (Pfizer Modernа), (мы говорили об этом неделю назад).

Позаботьтесь о себе вовремя и сделайте “бустерную дозу” (Pfizer или Moderna)», – написал Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-pozabottes-o-sebe-vovremya/

„ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი…

26/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



https://www.accreditation.ge

„ საქართველოში ჯანდაცვის რეფორმები ყოველთვის იწყებოდა და ჩერდებოდა. ხალხს რა უნდა, არავინ ეკითხებოდა. მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის თანხვედრა არასდროს ყოფილა. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყეთ ინიციატივა, – „საქართველოს აკრედიტაცია“. სამ დღეში უკვე გაკეთდა ვებგვერდი. ლოგოდ ავირჩიე ქართლის დედა, როგორც ხარისხის კონტროლის სიმბოლო. ქართლის დედა კარგს ხვდება ღვინის ფიალით და კეთილგანწყობით, ცუდს კი – მახვილით. ეს არის აკრედიტაციის კონცეფციაც – ვინც ყველაფერს კარგად აკეთებს, უნდა შევაქოთ, ვინც ცუდად – მკაცრად დაისაჯოს. ჯანდაცვაში, გარდა იმისა, რომ სტანდარტები და ხარისხია საჭირო, უმთავრესია ნდობა, – ადამიანი უნდა ენდობოდეს სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აბარებს. აკრედიტაციის ინიციატივის წამოწყება 99% არის ხალხის იდეა, თქვენი კომენტარებიდან წამოსული. თქვენ წერთ, ჩამოვიდეს გიორგი ფხაკაძე. ჩამოვიდე და რა, გავხდე ჩინოვნიკი?! რომ ჩამოვიდე, მე ტყუილი და კორუფცია არ შემიძლია, მაშინვე ავლაპარაკდები პრობლემებზე. ხოდა, ჩემნაირი ადამიანი მანდ ვის რად უნდა? ასეთ ვითარებაში ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რაც აქედან შემიძლია გავაკეთო და რაც თქვენ გჭირდებათ – ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი ხარისხის ჯანდაცვის სისტემა ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებით; ზოგიერთმა ამ ინიციატივის გამო არაკომფორტულად იგრძნო თავი, მაგრამ ძალიან ბევრს გაუხარდა, მათ შორის, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, ექიმს, ექთანს, სანიტარს; მე არ ვარ სახელმწიფო. ეს არის ხალხის ნდობის სერტიფიკატი; „საქართველოს აკრედიტაცია“ არის ქართული და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაცია. „საქართველოს აკრედიტაციის სერტიფიკატი“ გაიცემა პარიზში დარეგისტრირებული ორგანიზაციის, „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ მიერ. იურიდიულად ეს იქნება ფრანგული დოკუმენტი და უფრო წონიანი, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რადგანაც ამ სერტიფიკატს ექნება ხალხის ნდობა.


ეს სერტიფიკატი არის ნებაყოფლობითი, მაგრამ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას – სამედიცინო დაწესებულებას ეს სერტიფიკატი თუ არა აქვს, ესე იგი, იქ ხარისხის საქმე რიგზე ვერ არის და პაციენტი იქ არ უნდა მივიდეს.


ჩემს ვებგვერდზე https://www.accreditation.ge – განთავსებულია სამედიცინო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის გავლის პირობები; ასევე არის განყოფილება – „შეაფასე დაწესებულება“. მეილზე 24 საათში 75 კონკრეტული საჩივარი შემომივიდა საავადმყოფოების მისამართით, თუმცა იურიდიულად მათ ვერ გავასაჯაროებ. ამ საკითხის მოსაგვარებლად მოვიფიქრე შემდეგი: – შეფასების განყოფილება გავაკეთე, როგორც ბლოგი, სადაც თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან ფეისბუქით ან იმეილით, და ა.შ. თქვენ ნებისმიერი, თუნდაც სხვა სახელით და გვარით გახსნილი ანგარიშიდან შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია, რომელსაც მე საჯაროდ განვიხილავ; ამ ბლოგში გადმოგზავნილ ინფორმაციებს მივაწვდით სავადმყოფოებს. პასუხს თუ არ გასცემენ, ნიშნავს, რომ უარყოფით შეფასებას ეთანხმებიან. ვინმეს თუ შეგიძლიათ აპლიკაციის გაკეთება, დაგვეხმარეთ, და ეს ბლოგი გადავა აპლიკაციაში – „საქართველოს აკრედიტაცია“ გვაქვს სიახლე – შპს „ულტრამედმა“ გამოთქვა სურვილი, გაიაროს აკრედიტაცია. ეს არის პირველი ნაბიჯი და დიდი მადლობა მას ამისთვის. როგორც დაგპირდით, ამ პირველობისთვის შპს „ულტრამედს“ ყოველდღე ჩემს ლაივებში ექნება უფასო რეკლამა; რამდენიმე კლინიკა უკვე ფიქრობს, გაიაროს აკრედიტაცია. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ბევრი გადადგამს; ნუ გეშინიათ, ყველანი ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჯანდაცვაში უმთავრესია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; ჩვენ უნდ ვუფიქროთ არა რამდენი საწოლი გვავს, არამედ რამდენი კარგი, ხარისხიანი, უსაფრთხო საწოლი გვაქვს ქვეყანაში; ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თითოეულ ექიმის, ექთანს, სანიტარს ღირსეული ანაზღაურება და შრომის პირობებივჰქონდეს; ველოდები მოხალისეებს და არასამთავრობოებს, რომლებიც იქნებიან დაინტერესებული თანამშრომლობისათვის, ძალა ერთობაშია. იდეა გვაქვს ერთი – ჩვენ გვინდა მშვიდი და ჯანსაღი სამშობლო! ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატება“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ადამიანის იმუნიტეტი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ამას “ხატავენ” ვიღაც-ვიღაცები … ეს არის საკმაოდ..

17:20, 7 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„მოკლედ და კონკრეტულად, აიცერით რა და ნუ ა…….თ
ადამიანის იმუნიტეტი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ამას “ხატავენ” ვიღაც-ვიღაცები … ეს არის საკმაოდ რთული სისტემა.
კოვიდი არსად არ წასულა და, უბრალოდ, სახლში ნუ შეუშვებთ, რა

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

This is just a reminder that the #immunesystem is NOT just neutralizing #antibodies. We are again seeing lots of news reports about waning neutralizing antibodies without proper context.

Neutralizing antibodies are very useful because they bind to a pathogen in a manner that blocks #infection. However, there are several other cells that are also useful in clearing infection & protecting us from serious consequences of #COVID19 if you become infected – including non-neutralizing antibodies, memory #Bcells, memory CD8 #Tcells, CD8 T-cells. #Immunology
#GetVaccinated #GetBoosted


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



Public Health Expert warns public against buying COVID-19 drugs and vaccines online – Dr Pkhakadze

28 December, 2020

Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General Dr Giorgi Pkhakadze says that COVID-19 vaccines must be free and voluntary.

Dr Pkhakadze also warns citizens against buying medicines and vaccines online. “Do not buy medicines and vaccines online under any circumstances. All this is fake,” he said, adding that the WHO has refused to approve any medicines or vaccines so far.

Additionally, the public health expert informs that vaccination has already started in Europe, and the Moderna vaccines has already been used in the US together with the Pfizer vaccine. “These vaccines have been approved. We should pay very close attention to this process. We are in the frontline now,” he said and stressed that vaccination would prove effective if only 70-80% of the global population is vaccinated.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/public-health-expert-warns-public-against-buying-covid-19-drugs-and-vaccines-online/

„ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა – საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც…

25/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, საშინელ სისტემაში რომ მუშაობენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


„ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომლებიც დაინტერსებულია საქართველოში ჯანდაცვის ამ პატარა ნაწილის დალაგებას შეუწყოს ხელი. საზვარგარეთ მცხოვრები ქართველები დამიკავშირდნენ, ფინანსური დახმარებაც კი შემომთავაზეს!

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას;

ჯანდაცვის სფეროში ხარისხზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ – პრიორიტეტი უნდა გახდეს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი;

მე არაერთი წელი ვმუშაობდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ახლოს ვიცნობ პრობლემებს, ამასთან არაერთი ათეული წელი ვმუშაობ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – გადავწყვიტე, ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად გამოვიყენო.

მეგობარ ექსპერტებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომლითაც საქართველოში ხარისხის დამკვიდრება უნდა დავიწყოთ;

ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული, არაბიზნესორიენტირებული, არამედ პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის სისტემა;

ეს ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპასა და აშშ-ია.

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები იქნება აკრედიტირებული ჩვენს მიერ. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს და ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამაში მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს;

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი საავადმყოფო უნდა იყოს შავ სიაში, რომელია საშიში მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის და მას არ უნდა მიმართონ. ასევე უნდა გამომავლინოთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებები. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომელია კარგი და რომელი – ცუდი?!


იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას არა ზევიდან, არამედ ქვევიდან – ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა;

მთავარია პაციენტი, ექიმი, მედდა, სანიტარი და კლინიკის ტექნიკური პერსონალი.

იქნება ბევრი სირთულე, დაბრკოლება, მაგრამ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის აწევას და სამართლიანი ფასების დადგენას.

თუ გექნებათ სურათები და ვიდეომასალა, გამოგზავნეთ, ატვირთეთ.


ინფორმაცია გადააგზავნეთ – https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR19yBno-0BVleC4q-TzzOLm2SL32FuOtdvwLYggCZOJXMiA-L7UdosbcYY


თქვენ თუ ჩათვლით, საავადმყოფოს შესახებ თქვენი ინფორმაცია და თქვენი შეფასება არის კონფიდენციალური. პირობას გაძლევთ, ვნახავ მხოლოდ მე. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შესახებ გაავრცელოთ ინფორმაცია და თქვენი სახელისა და გვარის მითითება არ გსურთ, ინფორმაცია (კმაყოფილი ხართ, სამედიცინო დაწესებულებით? – მიუთითეთ სააავადმყოფოს სახელი, შეაფასეთ 1-დან 5-მდე) გამოაგზვანეთ ელ-ფოსტზე- info@accreditation.ge. ამ ინფორმაციას მე გამოვაქვეყნებ თქვენს მაგივრად.
აქ არ არის საუბარი, ვიღაცა გაკოტრდეს ან დაიხუროს. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია“,- აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ჩემნაირები კი, რომ ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას… ან მე მივდივარ, ან ისინი მიდიან“-გიორგი ფხაკაძე

15 თებერვალი, 2022

#drpkhakadze #paris #france

„ეს არის პირდაპირი ჩართვა თქვენთვის. სიყვარულის დღეა. მინდა მოგილოცოთ, ყოველივე კარგი გისურვოთ, ვისაც გაქვთ სიყვარული, მინდა ეს სიყვარული იყოს უფრო ძლიერი და უფრო მაგარი. ვისაც არ გყავთ სიყვარული, აუცილებლად ნახოთ სიყვარული, რომ იყოთ თქვენს სიყვარულთან ერთად. თუ დაიჭერთ, არ გაუშვათ. თუ ძებნის პროცესში ხართ, სწრაფად მოძებნეთ..

მთავარია, იყოთ კარგად, იყო ბედნიერად, მოეფერეთ ერთმანეთს. სიყვარული ისეთია, ზოგჯერ მიდის, ზოგჯერ მოდის, ზოგჯერ ჩერდება, ზოგჯერ გაბრაზებს, ზოგჯერ იცვლება, მაგრამ მაინც კარგია. თქვენ სიყვარულს მოეფერეთ, ჩაეხუტეთ. თუ გაქცევათ, სხვა მოძებნეთ, ბოლოს და ბოლოს…

ზოგ ადამიანს არ აქვს სიყვარული, მაგრამ ხომ გქონდათ როდესღავ ეს სიყვარული. შეიძლება წლები, დღეები გავიდეს და მაინც გახსენდება ეს გრძნობა, ტკბილი მოგონებებიც კარგია. შეიძლება სკოლის სიყვარული იყოს, შეიძლება უნივერსიტეტის სიყვარული იყოს, შეიძლება თანამშრომლის სიყვარული იყოს.

მე რომ მახსენდება ჩემი ცხოვრება, – უიმე დედა, ყველა კონტინენტზე. ზოგი არის, რომ მთელი ცხოვრება ჰყავს ერთი, მშურს თქვენი, რომ შეგიძლიათ ერთ ადამიანთან იყოთ ძალიან დიდი ხანი.

ჩემნაირები კი, რომ ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას. ახლა კორონამ კი გამაჩერა ევროპაში. მაქსიმუმ ორი წელიწადი რომ ვჩერდები, შემდეგ ან მე მივდივარ, ან ისინი მიდიან.

სიყვარული მაგარია, ყოველი საათი, ყოველი წუთი, ყოველი წამი, როცა გყავს ადამიანი გვერდით, შეირგეთ.

სიყვარული თუ გადაგვარჩენს. მიწისძვრა იყო, კიდევ კარგი, რომ გადავრჩით. ვაჩუქოთ სიყვარული ერთმანეთს. უნდა ვიფიქროთ, რომ ერთ წამში ყველაფერი შეიცვალოს. მიწისძვრის დროს ხომ იფიქრეთ, – რა მეშველება, რამხელა სისულელეა, რაც ხდება ირგვლივ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანთან იყო ახლოს და მოეფერო იმ ადამიანს, ჩაიხუტო. რის გამო ვჩხუბობთ და ვკლავთ ერთმანეთს.

ცხოვრება მართლა ძალიან ხანმოკლეა.

ერთ რამეს ვიტყვი, მე რასაც ვაკეთებ, ლაივებს რომ ვრთავ და მე თქვენ გაძლევთ ინფორმაციას, გიზიარებთ სიახლეებს, ესეც არის პატარა სიყვარული.

თუ გყავთ სიყვარული, ხელი არ გაუშვათ, თუ არ გყავთ, მოძენეთ და თუ ვეღარ იძებნება ან არ იძებნება, მაშინ ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო, ქვევრვში გაკეთებულ ღვინოს არაფერი სჯობს.

მე მჯერა, რომ სიყვარულმა შეიძლება ადამიანი გაადარჩინოს. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება სიყვარული. გვიყვარდეს ერთმანეთი, გავამრავლოთ ერი. მოვეფეროთ ერთმანეთს, გეყოთ ნეგატივები!..“ – განაცხადა „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights