ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

გადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი გიორგი ფხაკაძე იქნება – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს…

30/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


გადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე იქნება.

გადაცემის წამყვანი, ია ფარულავა გიორგი ფხაკაძის სახლში იმყოფებოდა, ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.

გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი მართლაც ულამაზესია.

პროფესორ, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ზღაპრულად გამოიყურება. გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლის ფოტოები ჟურნალმა ინტერიერმა“https://www.facebook.com/interierimagazine/posts/2085324031798269

ორი წლის წინ გადაიღო.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა:

„ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.


შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“.

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ორწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში 28 სექტემბერს დაბრუნდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი! – ვაქცინაციის მთავარი მიზანია, კორონავირუსის…“

07/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

„ვაქცინაციის სპექტაკლი, რაც საქართველოში ხდება, – სხვა სიტყვას ამ პროცესს ვერ ვუწოდებ. მითიური, ყველასთვის გასაიდუმლოებული 82 ექსპერტის მიერ დაწერილი ვაქცინაციის გეგმა ფაქტიურად არის სადღეგრძელო.“


მისი თქმით, ჩინური ვაქცინა სანან არ მიიღებს ჯანმოსგან, ევროპის წამლის სააგენტოს, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ თანხმობას, გიორგი ფხაკაძე 24 საათი ილაპარაკებს, რომ ეს არის ნაგავი ვაქცინა! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!


„ვაქცინაციის გეგმაში ბევრი ლაფსუსია, განსაკუთრებით გამოვყოფ ერთს. ჩაწერილია, რომ ვაქცინაციის პროცესში ძლიერი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას დაეყრდნობიან, არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის.
ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი – მოზამბიკი, ზიმბაბვე თუ კორუმპირებული უნგრეთი? ყველამ იცის, რომ უნგრეთმა ჩინური ვაქცინა იმიტომ აღიარა, რომ ამაში ფული აიღეს. არ შეიძლება, უნგრეთი ჩვენთვის მაგალითი იყოს!
საქართველოში ჩინური ვაქცინა ვინც შემოიტანეთ და იჩალიჩეთ, გგონიათ, არაფერს ვიტყვი?! გარდა იმისა, რომ რუსეთი „გვაწვება“ და ჩვენს დაჩოქებას ცდილობს, ახლა გინდათ, ჩინეთმაც დაგვაჩოქოს?!
გაფრთხილებთ! ჩინური ვაქცინა სანან არ მიიღებს ჯანმოსგან, ევროპის წამლის სააგენტოს, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ თანხმობას, გიორგი ფხაკაძე 24 საათი ილაპარაკებს, რომ ეს არის ნაგავი ვაქცინა! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!
ვითომ პროვაქსერები რომ გამოდიან და გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მათთან მაქვს შეკითხვა:
სანამ რამეს იტყოდეთ, მიპასუხეთ, გაქვთ განათლება ან ხარისცხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში? იცით „გავი“ როგორ გამოიყურება? ვაქცინებზე გიმუშავიათ?
ღმერთმა ქნას, საქართელოში ჩამოტანილმა ორივე ჩინურმა ვაქცინამ გაამართლოს, – თუ ჯანმოს და ძლიერი მარეგულირებლები ამ ვაქცინებს აღიარებენ, ეს იქნება საქართველოსთვისაც შვება, ოღონდ სანამ ეს ვაქცინები აღიარებული არ იქნება, დაუშვებელია მათი გამოყენება.
ნუ ვიჩქარებთ. საქართველოში ვაქცინაციის პროცესში თუ რაიმე გასაფუჭებელი იყო, უკვე ყველაფერი გააფუჭეს და აწი მაინც ნუ ვიჩქარებთ!
არ დავიღლები განმეორებით, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა. პიროვნულად არავის ვეხები. კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ საკითხს უნდა მიხედონ;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადამიანებს უყურებს, როგორც ცხვრის ფარას. არ თვლიან საჭიროდ, ვაქცინაციისას მიუთითონ ვაქცინის ნომერი. მათ არ გააკეთეს საინფორმაციო კამპანია, არ ჩაუტარეს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს რეალური ტრენინგები და ა.შ. ვერ დაალაგეს სისტემა, ხალხს არ უსმენენ.
ვიმეორებ, აუცილებელია, ვაქცინაციის დანადასტურებელ საბუთში მიეთითოს ვაქცინის სერიული ნომერი, მომავალში რაიმე გართულების შემთხვევაში ინფორმაცია იოლად მოსაძიებელი რომ იყოს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ქვეყანაში რემდესივირი რომ შემოიტანეს და ამდენი ფული გადაყარეს, ამაზე პასუხი ვინმეს მოეთხოვა?!


„შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა როცა შემოვიდა, ორშაბათს საჯაროდ ვითხოვე, პარასკევამდე, სანამ მოკვლევა დამთავრდებოდა, შეეჩერებინათ. არ დამიჯერეს, ქვეყანაში მსხვერპლიც დადგა. ეს მსხვერპლი არ იყო ვაქცინის ბრალი, ეს ვაქცინაციის პროცესის არასწორი მართვის, არასწორი მენეჯმენტის შედეგი იყო.
ბევრი ლანძღვა მივიღე, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ერთი ადამიანიც რომ გადარჩეს, ეს უკვე ბედნიერებაა!
ამ ეტაპისთვის ცნობილია, „ფაიზერი“ არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა. უკვე არის კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის ასაკიდან დასაშვებია.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ვითარება ასეთია:
იყო არ იყენებს გერმანია – 60 წლის ქვევით, საფრანგეთი და კანადა – 55 წლის ქვევით, ჰოლანდიამ საერთოდ შეჩერა. აშშ-ს 170 მლნ დოზა აქვს საწყობში, მაგრამ არ იყენებს, რადგან არ არის აღიარებული.
ვერ გამაჩუმებთ, დღეში 15-ზე მეტი ნიუსი იბეჭდება ქართულ მედიაში, დღეში ორი ლაივი მაინც მაქვს. მეგობრებო, არ მიგატოვებთ, ყოველდღე მოგაწვდით ახალ ამბებს!
ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!
თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა, ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ.
უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით!
მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად:
60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქცევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებიც არის.
ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, არ მაინტერესებს პოლიტიკა, შორს ვარ, ვარ თავისუფალი და მინდა, დავრჩე თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად. გეუბნებით იმას, რაც არის სწორი ჩემი თვალსაზრისით და ინფორმაციით.
ადამიანები, რომლებიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამენ, ხშირად ბულინგის მსცვერპლნი არიან. ეს არის დაუშვებელი, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, საუბარი, დიალოგი და ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ.
ვამბოდი და კიდევ ვამბობ, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალთა, უკვე ორი კვირაა დაწყებულია.
საქართველოში, საუკეთესო დაცვის საშუალებაა სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან ზემოთ, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა, ნუ ივლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოერიდეთ თავყრილობებს!
ნუ დაისტრესებით. სტრესი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. იყავით პოზიტიურები!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. 19 მარტს, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.
ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prof Pkhakadze shares good and bad news with public

14 December, 2021

Public Health Expert Prof Giorgi Pkhakadze says in his social media post that the effectiveness of two Pfizer vaccine doses has been reduced to 33%.

”The bad news is that the effectiveness of (protection they can provide) two Pfizer jabs has fallen to 33%, with South African and British studies showing this; however, the good news is that they cut the hospitalization risks to 70%.

Use medical face-masks now!

Whoever can afford is strongly advised against missing their third booster shots,” Dr Pkhakadze wrote.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/prof-pkhakadze-shares-good-and-bad-news-with-public/

გიორგი ფხაკაძე საჩუქარს გვიმზადებს – საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ინიციატივით გამოდის

22 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ინიციატივით გამოდის.

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით ხვალისთვის გარკვეულ საჩუქარს გვიმზადებს.

1 .პოლიტიკის ნაცვლად ჯანდაცვაზე ვილაპარაკოთ. ბოლო პერიოდის ამბებმა, ბატონი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ გვაჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დიდი გამოწვევა გვაქვს. გამოწვევაა ის, რომ ჯანდაცვის სისტემას რეფორმა სჭირდება.

2. გავიმეორებ, მე პოლიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკაში ვერავინ ჩამითრევს,

3. ციხის საავადმყოფოს მაგალითმა დაგვანახა, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემებია. ჯანდაცვის სისტემას სჭირდება დიდი რეფორმა. თუ რევოლუციაზე ვლაპარაკობთ, რევოლუცია სწორედ ჯანდაცვის სისტემაშია გასაკეთებელი.

4. მდგომარეობა, რაც დღეს არის ჯანდაცვის სისტემაში, შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს. მიუღებელია, ადამიანს სჭირდებოდეს სამედიცინო სერვისი და ვერ იღებდეს. მხოლოდ სააკაშვილს კი არა, ნებისმიერ პატიმარს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ადეკვატური სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.

5. პატიმრის სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რესურსებიც უნდა დახარჯოს. მე რომ მკითხო, ციხის საავადმყოფო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა უნდა იყოს.

6. ბატონი სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.ამდენი კონსილიუმი რომ შეიკრიბა, იქნებ დაწერონ კარგი ანგარიში ციხის საავადმყოფოში არსებულ ჩავარდნებზე, თუ რა რეკომენდაციებს გაუწევენ სახელმწიფოს და ვითარების გამოსასწორებლად რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი.

7. ამის შემდეგ კი სახელმწიფომ უნდა გამოყოს ბიუჯეტი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გამართოს ციხის საავადმყოფო. მე რაც შემეძლება, დავეხმარები. ხომ შეიძლება, რაღაც პოზიტიური შედეგი მივიღოთ ამ შიმშილობის რეზონანსული საქმიდან. პოზიტივი იქნება ის, რომ მივხედოთ სახელმწიფო საავადმყოფოებს, კერძოებს ვერაფერს ვუხერხებთ.

8. გავაკეთოთ ისე, რომ მეორეჯერ ასეთი პრობლემის წინაშე არ დავდგეთ. ყველა პატიმარი პატიმარია, არა აქვს მნიშვნელობა, რა დააშავა. მათ უნდა მიეწოდოთ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები.

9. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ციხის საავადმყოფოში მუშაობა იოლი არ არის. იქ არიან მკვლელები, ქურდები, ბანდიტები, არასრულწოვნების გამაუპატიურებლები და ა.შ. ათას მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულნი, ასევე მცირე გადაცდომის მქონენიც. სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან იქ და ექიმისთვის მათთან მუშაობა ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ამის გამო ციხის საავადმყოფოში მომუშავე მედპერსონალს ყველაზე მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეს, საუკეთესო პირობები უნდა ჰქონდეთ ექიმებს და ექთნებს, რომ შეძლონ პაციენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდება.

10. გავიმეორებ – ექიმისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ვინ არის პაციენტი. ექიმი უმკურნალებს და შემდეგ, საავადმყოდოს გარეთ უკვე სასამართლო და სხვა უწყებები მიხედავენ, ეს ექიმის საქმე არ არის.

11. ისევე, როგორც ჩემი საქმე არ არის, მე რომ მეკითხებიან, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია სააკაშვილზეო. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია – ბატონი მიხეილ სააკაშვილი პატიმარია. მე კი იურისტი არ ვარ, რომ ვთქვა, სწორია თუ არასწორია. ეს ჩემი საქმე არ არის. რაც შეეხება ჯანდაცვას, მარტო ბატონ მიხეილს კი არა, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ჯანდაცვა, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და თუ არ გვაქვს კარგი ჯანდაცვა, ამასაც უნდა მივხედოთ.

12 .საერთოდაც, ჯანდაცვაში ბევრი ჩავარდები გვაქვს. ადამიანს თუ აქვს რომელიმე მძიმე დაავადება, საქართველოდან სამკურნალოდ უცხოეთში მიდის, მაგალითად, თურქეთში, ევროპაში. რატომ? ხომ ჩვენი მოქალაქეა. ფული თუ არა აქვს, უნდა მოკვდეს?!

13. არის რაღაც პრინციპი, რაზეც საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ. რაღაცეები მოვიკლოთ, შეიძლება, ფასადების, ფანტანების ან სხვა პროექტების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ გვქონდეს კონსენსუსი, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი. რაც არ უნდა მოხდეს, უნდა დავეხმაროთ ადამიანს. რისი მკურნალობაც საქართველოში შესაძლებელია, გავაძლიეროთ, რომელსაც ვერ ვმკურნალობთ, საზღვარგარეთ გავუშვათ.

14. ეს პრობლემებია მოსაგვარებელი, ჩვენი კი რაზე ვლაპარაკობთ? პოლიტიკა, ფული. ადამიანზე არავინ ლაპარაკობს.

15. ყველაფერი შესაძლებელია. როცა რაღაცის გულწრფელად გჯერა, ის მოხდება. ახლა სიახლეები მინდა გაგიზიაროთ.

16. უშუალოდ საქართველოსთვის რამდენიმე პროექტი წამოვიწყე. ერთ-ერთია სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია, რომელიც გარკვეულ ცვლილებას განიცდის 2022 წლისთვის, ახალი სტანდარტები იქნება. მქონდა შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრს გავუზიარე ჩემი მოსაზრება. სამინისტროს გავაცანი გაწეული მუშაობა, ყველაფერი საჯაროა, რომელმა ორგანიზაციებმა მიიღო აკრედიტაცია, რა გეგმები გვაქვს. შევთავაზე, რომ არ მინდა არავის ფული, არც თანამდებობა, უანგაროდ დაგეხმარებით. რასაც თქვენ ვერ აკეთებთ, მე გაგიკეთებთ და როცა თქვენ გაძლიერდებით, გადაგაბარებთ და თქვენ გააგრძელეთ-მეთქი. ვნახოთ, პასუხს ველოდები, წერილი მიწერილია, შეხვედრა შედგა. რა ვიცი, ფიქრობენ. იმეედია, 2025 წლამდე არ მომიწევს ლოდინი.

17 .ჩემი მეორე პროექტია უწყვეტი სამედიცინო განათლება. ყოველი მეორე ადამიანი მწერს, რომ ჩვენი ჯანდაცვა არ ვარგა, რომ ჩვენი ექიმები არ არიან ისეთი დონის, როგორც უცხოეთში და ა.შ.. იცით რა?! თუ სპეციალისტი არ განვითარდა, თანამედროვე მიღწევებს თუ არ გაეცნო, თუ არ გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლება, თუ არ აიღო კრედიტქულა, პროფესიულად როგორ გიზრდება?!

18. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზე უწყვეტი სამედიცინო განათლების ალტერნატიული, მარტივი საშუალება, რომ მოხდეს აქცელერაცია და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესი დაჩქარდეს. დაახლოებით 500 სპეციალისტმა უკვე მიიღო ჩვენი კრედიტქულები.

19. მოგმართავთ, დავაჩქაროთ ეს პროცესი…ნუ გამოვეკიდებით რაღაც ილუზიებს, ამერიკული სტანდარტი და ა.შ.. რეალურად ზიმბაბვეს დონეზე არ გვაქვს ჯანდაცვა. შევთავაზე კონკრეტული პროექტი, კონკრეტული გზა და თან ვაკეთებ. გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, იმედია, მალე მიიღებენ.

20. მესამე ძალიან მაგარი პროექტის პრეზენტაცია იქნება ხვალ, ახლა ვაანონსებ. არიან ძალიან მაგარი ქართველი ახალგაზრდები, არის ძალიან მაგარი სტარტაპი, ონლაინ დამიკავშირდნენ, ვთანამშრომლობთ რამდენიმე თვეა. თბილისში ჩამოსვლისას შევხვდი. აქვთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები, გავაკეთე გარკვეული კორექტირება რაღაც-რაღაცეების.

21. ერთადერთი პირობა მქონდა, ვუთხარი, დაგეხმარებით, მაგრამ რაღაც კომპონენტი მინდა, იყოს უფასო, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს ეხება ელექტრონულ ჯანდაცვას. ჯანდაცვაში სიტუაციის გამოსასწორებლად ქვეყნისთვის აუცილებელია ელექტრონული ჯანდაცვა. ეს არის ელექტრონული ჯანდაცვის პროექტი, დეტალებს ხვალ მოგიყვებით.

22. ეს არის ქართველების მიერ საქართველოში საქართველოსთვის გაკეთებული პროექტი. თქვენ იცით, რომ მე მაქვს საქართველოში არაერთი საავადმყოფოს მართვის გამოცდილება და ეს ყველაფერი გათვალისწინებული და ქართულ რეალობას მორგებულია.

23. შევაჯამოთ, საქართველოსთვის გავაკეთე სამი პროექტი:

1. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია;

2. უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა;

3. ელექტრონული ჯანდაცვა.

24. თქვენ ხვალ მიიღებთ ჩემგან მორიგ საჩუქარს ჯანდაცვის სფეროში. თუ ჩემი ორგანიზაციის აკრედიტაცია იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის (სხვათა შორის, 4 საავადმყოფომ უკვე მიიღო), უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტქულები იყო სამედიცინო პერსონალისთვის, ეს ახალი ინიციატივა გეხებათ უშუალოდ თქვენ, ჩემს მაყურებლებს. თქვენ შეძლებთ ამის გადმოწერას და გამოყენებას. თქვენთვის იქნება უფასო და ასევე გავაკეთე, რომ კლინიკების ჩართულობის კომპონენტი ამ ნაწილში ყოფილიყო უფასო.

25. მეტი რა გავაკეთო ერთმა ადამიანმა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას და უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ნეგატიური რაღაცეების გაკეთება ადვილია, ლანძღვა – ყველაზე იოლია, აი, საქმის გაკეთებაა რთული. საქმე გავაკეთოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




Грузинских антиваксеров финансирует Россия? – дискуссия в соцсетях Грузии (кому то явно насолил :) )

5 ноября 2021



Георгий Пхакадзе, который представляет себя экспертом и советником ВОЗ в Женеве и часто публикует в соцсетях обращения к согражданам в Грузии на тему ковида и вакцинации, на этот раз поделился с ними еще одной «истиной».


Красная армия в Тбилиси. Грузия. 1921

В одном из своих «лайвов» он заявил, что все антиваксеры в Грузии получают финансирование от российских организаций и в своей пропаганде используют информацию с российских вебсайтов.

Пхакадзе — одно из тех немногих «лиц», кто за весь период пандемии регулярно обращается к населению Грузии и на родном грузинам языке досконально «объясняет» все угрозы и последствия вируса, порой поддерживая линию правительства, порой сгущая краски и критикуя нынешнюю власть за неправильное отношение к ковиду и вакцинации. Одновременно занимается критикой китайских вакцин как самых неэффективных и пропагандой препаратов Pfizer.
Если первоначально большинство пользователей соцсетей поддерживали его «откровения» и одобряли посты, то в дальнейшем реакции на них стали резко негативными. Отрицательно отреагировали в соцсетях и на последнее «сообщение» Пхакадзе об антиваксерах и их «связях» с Россией.
«А тебя что интересует, война с Россией или здоровье людей??? Причем здесь Россия? Самое большое движение антиваксеров сегодня в Италии, Греции и других странах. При этом у России самая лучшая и качественная вакцина! «Спутник V» (так он написал) ты не распознал, лжец?» — обратился к Пхакадзе пользователь Г. А. А.
«Ты развратное существо!!! Сейчас ты нас агентами России сделал, тех, кто не хочет прививаться?! Ты (нецензурно)! Тебя действительно надо разорвать пополам! И, наверное, тебе этого не избежать, где бы ты ни был», — добавил Н. П.
«Эх, ты, Пхакадзе, сама Россия сегодня в плохом положении. Там тоже есть такие, как ты. И такие, как Гамкрелидзе (руководитель Национального центра по контролю заболеваний Грузии). Там дела похуже происходят, локдауны и все такое. И оказывается, что еще Россия финансирует антиваксеров? И кто тебя родил такого? Иди-ка отсюда, навесь на себя медали п***стов и бегай взад-вперед», — написал З. С.
«Эту лабораторию Лугара должна захватить Россия, и тогда проявится белая и черная ж***. Ты, недоносок, безопасность страны не охраняется так, как это здание смерти. Кто и почему так тщательно защищает его?» — заметил С. К. и осыпал Пхакадзе нецензурной бранью.
«Конечно, если я не хочу прививаться, за мной стоит Россия. Но таких, как я, много! И за кем будешь бегать?» — поинтересовалась у автора «откровения» пользователь М. М.
«Нет, ты п***, мы прямо из-за границы получаем информацию. Америка, Италия, Франция, Германия и еще целый ряд стран. Русские сейчас только проснулись, а мы уже столько всего изучили, что диссертацию можем защитить… А ты вообще…», — добавила Л. М. Г.
«Да ты совсем спятил? В Греции тоже русские хозяйничают?!» — возмутилась Н. Д.

5 ноября 2021 Ирина Инашвили


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://regnum.ru/news/society/3415771.html

„ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, იმას უკვე ვაქცინაცია არ უნდა დაახლოებით 5 თვე, იმიტომ რომ…

27/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, უნდა დავრწმუნდე, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური, გიორგი ფხაკაძე მზად არის ვაქცინა გაიკეთოს“, – განაცხადა საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიკი, არასწორია. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და წამალი არ დაამტკიცა.

ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში, მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში, ალბათ, ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. არ არის მთლიანად, ბოლომდე დამტკიცებული ვაქცინები, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც დავიღალე პირბადით სიარულით. ან ჩვენ ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ ხუთი წელი, ან არის მეორე საშუალება, ეს არის ვაქცინაცია, უნდა იყოს საყოველთაო, ერთადერთი, ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, მსოფლიოს 70-80% თუ იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს.

ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, იმას უკვე ვაქცინაცია არ უნდა, იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის. ფაიზერის ვაქცინის ბევრი კომპონენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გახსნილი. მაგალითად ბავშვებში, ვიცით, რომ 18 წლამდე ადამიანებისთვის და ფეხმძიმეებისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინა, არ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„აბსურდის თეატრი დაიწყო…“ – გიორგი ფხაკაძე „მედია კრიტიკას“ პასუხობს

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე „მედია კრიტიკას“ პასუხობს:
„მოკლედ, რა გითხრათ … აბსურდის თეატრი დაიწყო…
„ნაცები“ ხომ მლანძღავენ, ახლა „ოცნების“ პიარი დაემატა.

ისეთი „რეკლამა” გამიკეთეთ, მეტი რომ არ შეიძლება

რამე შეკითხვა თუ გაქვთ და თუ მაგის თავი გაქვთ, დამირეკეთ, შემეკითხეთ ….

მოკლედ ორივე არის …… გაგრძელება თქვენზე იყოს “

https://mediacritic.ge/article/antivakseruli-gantskoba-da-kartuli-media?fbclid=IwAR1M2hbPQlbSIevNP-0vccvOoursE0XsaiUDzdq6OjPWS3tdsxqMKsZT7LU – დაიბეჭდა სტატია, სადაც გიორგი ფხაკაძეა საუბარი – „საზოგადოებისთვის დღემდე ბურუსით არის მოცული გიორგი ფხაკაძის აკადემიური და კარიერული ბიოგრაფია, თუმცა მედიის საშუალებით ის მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე“.
„თავისუფალი ექსპერტის“ სტატუსი ფხაკაძეს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ინფორმაციის ფართო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს, რაც ხშირად დამაბნეველი ხდება, მით უმეტეს, რომ ბოლო ხანს ექსპერტი უკვე აშკარად ანტივაქსერულ განცხადებებსაც აკეთებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კიდევ ერთი კარგი ამბავი… მხოლოდ ძლიერ ეფექტური ვაქცინები დაგვიცავენ“ – გიორგი ფხაკაძე

24/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კიდევ ერთი კარგი ამბავი
ფაიზერი მაღალეფექტური ვაქცინაა.
მეც ფაიზერით ავიცერი.
კოვიდის დელტა (ინდური) ვარიანტი არის ვერაგი და ძირითადად ეს ვარიანტი არის პასუხისმგებელი ბოლო ერთი თვე თუ სადმე არის ძლიერი აფეთქება აზიიდან ამერიკამდე …
საქართველოსთვის მე მინდა „ფაიზერი“ ან „მოდერნას“ ვაქცინა, ვინაიდან დელტა ვირუსი ვერაგია და მხოლოდ ძლიერ ეფექტური ვაქცინები დაგვიცავენ ჩვენ.
ჯანმრთელობას გისურვებთ “ -წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Pfizer ამბობს, რომ COVID ვაქცინა ძალიან ეფექტურია დელტას ვარიანტის წინააღმდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველად ინდოეთში იდენტიფიცირებული, დელტა ხდება კორონავირუსის გლობალური დომინანტი ვარიანტი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



წყარო:
https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/pfizer-says-covid-vaccine-highly-effective-against-delta-variant-2021-06-24/?fbclid=IwAR0e7Ie1x-0b2kZIlDne-Q-ozxAGD6ZZ4N5JLFAV9TYRMO6-SW4BmkmKN3k



„სათქმელი მეტი აღარაფელი მაქვს…. გაფრთხილებთ… შეიარაღდით ცოდნით და ფრთხილად იყავით“ – გიორგი ფხაკაძე

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„2020 წლის 4 დეკემბერი, ჟენევა. ახლა მითხარით, თითქმის 6 თვე გავიდა და რამე შემეშალა, ან რამე ტყუილი ვთქვი, ან რამეში “ავცდი”?!

იცით, სათქმელი მეტი აღარაფელი მაქვს…. გაფრთხილებთ, რჩევებს გაძლევთ და საპასუხოდ ვიღებ ….

თქვენგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ, შეიარაღდით ცოდნით და ფრთხილად იყავით“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო – ხელოვნური კვება (ბავშვებისთვის) https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159728856035579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„როგორ ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი, უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“ – „ახალი ინიციტივა“

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.
„ახალი ინიციტივა – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“.

ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ – „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ ორ კვირაში თითო ორგანიზაცია აკრედიტაციას მიიღებს.
რაც შეეხება ტურისტულ სექტორს, – საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის: 1.კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება, 2.კოვიდ უსაფრთხო გიდი, 3.კოვიდ უსაფრთხო ტურები, 4.კოვიდუსაფრთხო რესტორანი, 5.კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.
ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია – „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი. ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.
„ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩევსნ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!
ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ვინც არიან ტურიზმის სფეროში ჩართულები. ეს ჩემი დამატებითი თავის ტკივილია, მაგრამ რას ვიზამთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights