ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

„ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი“

22/03/2021

საფრანგეთში მცხოვრები ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. აქვე, ის უახლოეს წარსულში ეპიდემიოლოგების ანაზღაურებაზე ავლებს პარალელს.


„ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი და იმიტომაც ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი. და რამდენი თანხა იყო და არის გადახდილი ჩვენს “ჩემპიონებზე“… ეს არის მსოფლიო პრობლემა. იქნებ მართლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vis-akhsovda-epidemioligi-qvekanashi-tveshi-mkholod-20-lari-iko-matze-klinikidan-gamokofili-giorgi-fkhakadze-prioritetebis-gadanatsilebaze-saubrobs/


გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს

24/03/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს, ამის შესახებ ის ვიდეოჩართვაში საუბრობს.


„ვებ-გვერდი უკვე გავაკეთე, ბლოგის ნაწილი. თუ თქვენ რომელიმე საავადმყოფოში იყავით, უნდა მიუთითოთ მისი სახელი და შეაფასოთ 5-ბალიანი სისტემით. კარგი – 5, ცუდია – 1. შემდეგ აგვიხსენით, რატომ არის კარგ ან ცუდი აღნიშნული საავადმყოფო.


თუ ფიქრობთ, რომ ინფორმაცია, რომელიც უნდა გააჟღეროთ ამ საავადმყოფოს შესახებ არის კონფიდენციალური და არ გინდათ, რომ ჩემს გარდა არავინ იცოდეს, პირობას ვაძლევ, რომ ვინც მენდობა და გამოაგზავნის ინფორმაციას, ჩემს გარდა ვერავინ ნახავს.

თქვენ გამოგზავნით იმეილზე და შემდეგ მე თქვენს ნაცვლად განვათავსებ. არ გინდათ „ვეფხისტყაოსანი“, მე არ ვარ სამხარაულის ექსპერტიზა, მოკლედ მოგვწერეთ. თუ გაქვთ ფოტო/ვიდეო მასალა, ესეც მიამაგრეთ. პოლიკლინიკაა ეს, სტომატოლოგიური კლინიკა, ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქებს ჯერ არა, მერე მივხედავ. ასე დავიწყებთ საავადმყოფოების გაშავებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბევრიც გამწვანდება. მწვანე საავადმყოფო კარგია, მწვანე – ცუდი, ყვითელი – გზაშია. წითელი კიდევ კარგია, უნდა გავაშაოთ, როგორც შავი სია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-saavadmkofoebis-gashavebas-itskebs/


გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი – გიორგი ფხაკაძის ახალი ინიციატივა

25/03/2021

დავიწყეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება, გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი, რომელია კარგი სამედიცინო დაწესებულება, – ამის ინიციატივით ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოდის.


„ვებგვერდი უკვე გავაკეთე, თუმცა დახვეწის პროცესშია. იქ არის ბლოგის ნაწილი. თუ თქვენ ეწვიეთ რომელიმე საავადმყოფოს, მოიწერეთ ინფორმაცია მასზე. უნდა მიუთითოთ საავადმყოფოს სახელი, მისამართი, შეაფასოთ 1-დან 5-მდე ქულით, ახსნათ, რატომაა კარგი ან ცუდი. თუ გაქვთ შესაბამისი სურათები ან ვიდეოები, მიაბით ამ ინფორმაციას.

თუ თვლით, რომ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური, მიუთითეთ ამის შესახებ, გადმოაგზავნეთ მეილზე და თქვენს ვინაობას ჩემს გარდა ვერავინ გაიგებს. შემდეგ ამ ინფორმაციას მე დავდებ ჩემი სახელით ვებგვერდზე.

ასე დავიწყებთ საავადმყოფოების შეფასებას. მწვანე საავადმყოფო კარგია, შავი – ცუდი, ყვითელი – სრულყოფის გზაზეა. იმედი მაქვს, ბევრი საავადმყოფო გამწვანდება. მარტო ცუდი ხომ არ არის, კარგიც გვაქვს და გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი, რომელია კარგი სამედიცინო დაწესებულება.


კვირაში ერთხელ მოხდება შეჯამება და თქვენი კომენტარების საფუძველზე გამოვაცხადებ შავი, მწვანე და ყვითელი საავადმყოფოების სიას. ხალხის შეფასებას მივაწვდით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც პასუხის გასაცემად 3 დღე ექნებათ.

უნდა იყოს გამჭვირვალობა, საჯაროობა და დიალოგი, თუ გვინდა, განვითარებისთვის პოზიტიური შედეგი დაიდოს. უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს კულტურა – როცა არსებობს შეკითხვები, უნდა დავსვათ და ამ შეკითხვებზე უნდა იყოს პასუხი გაცემული. საავადმყოფოების შავი სია გასაჯაროვდება და საზოგადოებას ეცოდინება, რომ იქ მისვლა არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში. სხვანაირად არ გამოდის, ხარისხს სხვანაირად ვერ მივაღწევთ.

საქართველოში ბევრი კარგი სამედიცინო დაწესებულებაა, რომლებიც ბევრ რესურსს ხარჯავენ, რომ კარგად იმუშაონ, მაგრამ არ უფასდებათ, რომ ხარისხში დებენ ფულს. გვერდზე შეიძლება იყოს საავადმყოფო, რომელიც ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავს, მაგრამ ისიც ანალოგიურად იღებს დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ადამიანები ერთგან ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებენ, მეორეგან – ცუდს და სახელმწიფოში ორივე ეს დაწესებულება ერთ დონეზეა. ეს არასამართლიანია. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რეალობა როგორია?!

თვითმიზანი ვინმეს დახურვა კი არ არის, აქ საუბარია ჯანსაღ კონკურენციაზე, ხარისხის სტანდარტებზე, რამაც ქვეყანაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ეს არის ბაზისური სტანდარტი, მინიმუმი.


როგორც კი ამ აკრედიტაციას 10 საავადმყოფო გაივლის, დავდებ შემდეგ სტანდარტს. შემდეგი სტანდარტი იქნება ვარსკვლავის მინიჭება. იქნება სულ 5 ვარსკვლავი. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, სამედიცინო დაწესებულებებმა მინიმალური ხარისხის ბარიერი უნდა გადალახონ.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მათი დახმარება მნიშვნელოვანია. პროცესში შეიძლება, მიმართულებების მიხედვით, კერძო კომპანიებიც ჩაერთონ, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტექნიკური აღჭურვილობა შემოაქვთ. დამიკავშირდით, რომ შევძლოთ ქვეყანაში ხარისხიანი ტექნიკური პროდუქციის შემოტანა.

ეს არის ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი. ჩვენ თუ არ დავიწყეთ, ამას არავინ გააკეთებს. ეს უნდა დავიწყოთ დღესვე. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და კორუფცია იქნება ნულოვან დონეზე. პირველ 10 დაწესებულებას, რომელიც გაივლის ამ აკრედიტაციას, გავუკეთებ უფასო რეკლამას ჩემს ფეისბუქზე, რომელიც ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩივის.

ვიცი, რომ სამედიცინო დაწესებულებები 5000 – 10 000 დოლარს ხარჯავთ სატელევიზო რეკლამებში. ეს ფული მოახმარეთ უშუალოდ პაციენტებს, სანიტრებს, ექთნებს, ექიმებს, სამედიცინო ტექნიკურ აღჭურვილობას.

მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ დაფრთხებით, ეს ყველაფერი თქვენთვისვეა საჭირო, რომ ბაზარზე სწორი და უსაფრთხო ოპერირება შეძლოთ. დაგეხმარებით, რომ ამ მინიმალური სტანდარტების გავლა შეძლოთ, არ არის ეს რთული.

შავ სიაში მყოფებს მაქსიმალურად დაგეხმარებთ, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ, თუ თქვენი სურვილი იქნება. თუ არ შეეცდებით სიტუაციის გამოსწორებას, ამ შავ სიას მაქსიმალურად გავასაჯაროებთ, ასეთი საავადმყოფოები პაციენტების გარეშე დარჩება და გაკოტრდება. მე არ მინდა , ეს მოხდეს. ეს არ არის ჩემი ინტერესი.

ჩემი მიზანია, რომ ექთანმა და ექიმმა იმუშაოს ერთ საავადმყოფოში და არა რამდენიმეში, ჰქონდეს კარგი, ღირსეული ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები, და პაციენტი კმაყოფილი იყოს.

გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, რესურსებს და ერთმანეთს, ძალა ერთობაშია. როგორც დავწიეთ პირბადეების ფასი და ავწიეთ ხარისხი. ასევე შევძლებთ, ავწიოთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი, ჯერ ამაში დამეხმარეთ და მერე ფასებსაც მივხედავთ…

სამედიცინო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი და მისაღები პაციენტებისთვის. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული. უნდა დაფასდეს თითოეული პროფესიონალი ექიმი, ექთანი, სანიტრი… მე ექიმი ვარ და სულ ვფიქრობ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ექიმები, ექთნები, სანიტრები, იმიტომ, რომ სისტემა არის მახინჯი… ეს უნდა გამოსწორდეს, ეს ჩვენი, ყველას, პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას შევძლებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ვებ-გვერდის ლინკი ↓

https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR2hapM5jsg760vDZo0NUrN-vwkhL_dgU4nLQfX-LQoO-pzGK5Y6_EtKoVc




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gaigos-sazogadoebam-vin-aris-kargi-eqimi-giorgi-fkhakadzis-akhali-initsiativa/



მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია – რას სიახლეს იტყობინება გიორგი ფხაკაძე

27/03/2021

„მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია: ძალიან ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა მზადყოფნა და ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა აკრედიტაციის პროცესში“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


რგოროც გიორგი ფხაკაძე ამბობს, კლინიკების შეფასება სპეციალურ ვებ-გვერდზე ინება შესაძლებელი.

„ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ვერავინ გააკეთა

ყველაფერი კეთდება უანგაროდ, ყველა მეხმარება სულით და გულით. ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ შეაფასებთ იმ საავადმყოფოებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, accreditation-ge.

განაცხადი შემოიტანეს: ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, ორმა პოლიკლინიკამ და ერთმა სააავადმყოფომ.


აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ვინმე დაჩაგრო და გააკოტრო. აკრედიტაცია ნიშნავს – გააუმჯობესო ხარისხი და სწორი მიმართულებით განვითარდნენ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოვიდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/maqvs-dzalian-kargi-da-sasikharulo-informatsia-ras-siakhles-itkobineba-giorgi-fkhakadze/


ზაფხული გვექნება კარგი, ყველა რეანიმაციული საწოლი იქნება თავისუფალი – ფხაკაძის პოზიტიური პროგნოზი

31/03/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში აპრილის თვე იქნება რთული, თუმცა თუკი მოსახლეობა დაწესებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ზაფხული ყველასთვის იქნება კარგი.

ფხაკაძე ვარაუდობს, რომ მაისის თვეში ქვეყანაში ყველა რეანიმაციული საწოლი განთავისუფლდება.

„ევროპაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, საქართველოც ევროპის ნაწილია. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, საფრანგეთში პორტუგალიაში, ჩეხეთში, ჩრდილოეთ კორეაში თუ არ არის ლოქდაუნი ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა ვუყუროთ იქ სადაც რეალური ინფორმაციის მართვა ხდება და არა დაფარვა. ყველა დიქტატორულ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა არის სადაც მალავენ ან ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს.

რეალობა ის არის, რომ ვირუსი იყენებს ამ საშუალებას და სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ის რაც არის.

დაახლოებით მაისის ბოლოს, როგორც იყო შარშან, ალბათ ყველა რეანიმაციული საწოლი იქნება თავისუფალი, მე მაგის ძალიან დიდი იმედი და ზუსტად ეს სიცხე, კარგი ამინდი, ზაფხულის სამი თვე იქნება კარგი პერიოდი, ნამეტანი არ გავგიჟდეთ, კარგად გამოვიყენოთ და მოვემზადოთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის.

ერთადერთი გზა, რაც არის ახლა არის ეს არის ორ მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე 5 წლიდან, ხელების ხშირი დაბანა, ტესტირება და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმა. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ – გავიხსნებით, დავიკეტებით და ისევ იგივე.

ფაქტია, რომ ვირუსი ისევ ამოდის ზემოთ. აპრილი იქნება რთული და იმედი არის, რომ უკვე მაისის მესამე კვირაში ჩაცხრება და ზაფხული გვექნება კარგი, გემრიელი, დავისვენებთ ზღვაზე. ოღონდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/zafkhuli-gveqneba-kargi-kvela-reanimatsiuli-satsoli-iqneba-tavisufali-fkhakadzis-pozitiuri-prognozi/





მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია – გიორგი ფხაკაძე ჩინური

02/04/2021

ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერმა, გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.


„ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ. სხვათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია.

როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა. ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ“, – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mets-mabraleben-rom-mets-var-antivaqseri-kargit-ra-namusits-kargi-saqonelia-giorgi-fkhakadze-chinuri-vaqtsinis-tsinaaghmdeg/


“მესამე ტალღა” ორი კვირის წინ დაიწყო! მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში! – გიორგი ფხაკაძე

02/04/2021

“ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია.

“იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში “მესამე ტალღა” დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი, არის ოთხი. გვაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ-პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში “მესამე ტალღა” ორი კვირის წინ დაიწყო. ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ.

ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ, ნოემბერში და ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mesame-talgha-ori-kviris-tsin-daitsko-mivighebt-imas-rats-gvqonda-noembershi-giorgi-fkhakadze/




საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

03/04/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო.

„იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში „მესამე ტალღა“ დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი, არის ოთხი. გვაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ-პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო.


ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ, ნოემბერში და ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში. დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartveloshi-mesame-talgha-ori-kviris-tsin-daitsko-giorgi-fkhakadze/


რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?! ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერზე

03/04/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მწვავედ აკრიტიკებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა არაპროფესიონალიზმთან ერთად დანაშაულია და ამის მოთმენა აღარ შეიძლება.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC), გეკითხებით, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა? თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ იგებთ საზოგადოების განწყობებს?

ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან? მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღაც მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია! რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?!

ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება! პირდაპირ ვამბობ – NCDC კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა! ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია!”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-araavtorizebuli-chinuri-vaqtsinis-shemotana-gagizhdit-khom-unda-damtavrdes-am-qvekanashi-kvelaferze-fulis-keteba-giorgi-fkhakadze/



ვინც ბღავის არ მინდა აცრაო, პირველებმა იმათ დაიწყეს ვაქცინის გაკეთებაზე „ჩალიჩი“ – გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

“ვაქცინაცია იცით რას ნიშნავს? როცა 4 მილიონი ვაქცინა შემოვა. ხედავთ ოთხ მილიონს?,, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი “ჩაწყობით” მიმდინარეობს.

“მთელი უბედურება ის არის, რომ ამდენი ვაქცინა ფიზიკურად არ არის. 200 ვაქცინიდან 3-მა მიიღო მარტო პრე-აკრედიტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ არაუშავსო, მაგრამ გადასარევი არცერთი არ არის, ყველა არის კვლევის სტადიაში. რისკები, რა თქმა უნდა არის, ბრიტანეთში კი რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღე კოვიდისგან ადამიანი არ გარდაცვლილა.

გაიხსენეთ, მე რომ გითხარით, ჩაწყობიბით იქნება ვაქცინები-მეთქი, ყველაზე მეტად ვინც ბღავის არ მინდა ვაქცინა, პირველებმა იმათმა დაიწყეს ვაქცინის გაკეთებაზე “ჩალიჩი”. ასეთი რაღაცებია, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შეიძლება შეცდე, მაგრამ განზრახ როცა აკეთებ ასეთ რაღაცას უნდა დაისაჯო”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vints-bghavis-ar-minda-vaqtsina-pirvelebma-imatma-daitskes-vaqtsinis-gaketebaze-chalichi-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights