ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „ნამდვილად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ როგორც ადრეული დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის...

მიხეილ სარჯველაძე: „ნამდვილად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ როგორც ადრეული დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის დაფინანსება გავხადოთ სისტემური და იქცეს საყოველთაო სტანდარტული ჯანდაცვის პროგრამის ნაწილად“

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე – ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევებიც.

ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდში კვლევები, ეს იქნება ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური თუ სხვა, ჩვენი ბენეფიციარებისთვის რეალურად არის ხელმისაწვდომი. ამასთან, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება ულიმიტოდ, სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის სტატუსისა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროგრამის წარმოდგენილი გაფართოების შემდეგ, ყოველთვიურად მზარდია დაფინანსების მოთხოვნების რაოდენობა – 2025 წელს იგივე 2023-თან შედარებით 77%-ით არის გაზრდილი ონკოპაციენტების მკურნალობისთვის გაწეული ჯამური ხარჯი, ხოლო 1 ბენეფიციარზე დანახარჯის ზრდა, ამავე პერიოდში, 50%-ს აჭარბებს.

„ნამდვილად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ როგორც ადრეული დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის დაფინანსება გავხადოთ სისტემური და იქცეს საყოველთაო სტანდარტული ჯანდაცვის პროგრამის ნაწილად.

არის ასეთი პრაქტიკა, რომ მაგალითად, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, აუცილებელია ასე ვთქვათ, მონიტორინგის რეჟიმში ყოფნა. ამისთვის კი საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამა თუ იმ ინსტრუმენტების გათვალისწინებით ხელმისაწვდომობა ნამდვილად არსებობს, თუმცა, შეიძლება განხილვა, რომ ეს იქცეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სისტემურ ნაწილად. ნამდვილად არ არის ისე, რომ პაციენტები და ზოგადად, ონკოლოგიის თემა დარჩენილია უყურადღებოდ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონკოთერაპიის კურსს, წლის განმავლობაში, ასრულებს საშუალოდ 3 000 ბენეფიციარი, რომელთაც ესაჭიროებათ შემდგომი მეთვალყურეობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შორის 60%-ზე მეტი შეადგენს იმ კატეგორიებს, ვისაც საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული კომპონენტით ეკუთვნით რუტინული, თუ CT გამოკვლევები შეუზღუდავად.

„სხვა მოწყვლადი ჯგუფების გამოკვლევების დაფინანსება მუდმივად განიხილება რეფერალური კომისიის მიერ, ხოლო ბენეფიციარების ნაწილი სარგებლობს კერძო სადაზღვევო სქემებით. კვლევების ნაწილი ხელმისაწვდომია სკრინინგის ფარგლებშიც.

  "აკრედიტაცია კანადის" მრჩევლების მორიგი ვიზიტი "ნეონატალოგიურ ცეტრ N ქირონ+"-ში - კლინიკა ემზადება აკრედიტაციისთვის 

ვფიქრობ, შეიძლება, რომ თუკი ამჟამად ასეთი ტიპის კვლევები ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ამის ნაცვლად ეს გავხადოთ სტანდარტული დაფინანსების ნაწილად. თუმცა, აქ მხედველობაში იქნება მისაღები ის, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება შესაბამისი დიფერენცირების გარეშე, ყველასთვის თანაბრად მისაწვდომობის უზრუნველყოფა (მაგალითად მათთვის, ვინც სოციალურად შეძლებულია, თუ დაუცველია, მათთვის, ვისაც აქვს კერძო დაზღვევა და არ აქვს და ა.შ.). აქ საფიქრალია, როგორი უნდა იყოს პროგრამის დიზაინი ასეთი დამატებითი შესაძლებლობის გაჩენისთვის.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში – კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ვინმეს შეიძლება, ამის წარმოჩენის სურვილი და მცდელობა ჰქონდეს. ნამდვილად ვითარდება ეს სისტემა; კარგად ვითარდება, მაღალი ტემპით ვითარდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს ამ მიმართულებით აქვს საკმაოდ კარგი წარმატებები. ბოლო 10 წლის განმავლობაში პროგრესიც საკმაოდ შთამბეჭდავია და საქართველოს აქვს საკმაოდ კონკურენტული შესაძლებლობები, მათ შორის უპირველესად მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების სახით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights