ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

“წადით სოფლებში… სუფთა ჰაერზე იცხოვრეთ, განცალკევებით” – გიორგი ფხაკაძე

12/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თავის მორიგ ლაივჩართვაში მოსახლეობას, ვისაც აქვს ამის საშუალება, განცალკევებით ცხოვრებისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ დღეს თავის დასაცავად, ბუნებასთან ახლოს, სოფლებში ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა.

გიორგი ფხაკაძე: – მე, საფრანგეთში, სახლში ვარ ჩაკეტილი. მოვაგვარე საქმე ისე, რომ ონლაინ ვმუშაობ. იშვიათად გავდივარ გარეთ. თუ გავდივარ, ტყეში ვსეირნობ, სადაც ნაკლები ხალხია. ფრთხილად ვარ, წელიწადი გავიდა და არაფერი ამიკიდებია. ღმერთმა დამიფაროს…

თუ გვინდა თავი დავიცვათ, ერთ-ერთი საშუალებაა ვიყოთ განცალკავებული. ამის დაცვა კორპუსებში რთულია. ქალაქის ცენტრში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ყველაზე კარგია განცალკავებული ცხოვრება – ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. თუ ამის საშუალება გაქვთ, ამაზე ბედნიერება რა არის.

როგორც სვანეთი, რაჭა და სამხცე-ჯავახეთია, ევროპაში მსგავსად მთიან ადგილებში დასახლება გაძვირდა და 30 პროცენტით აიწია ფასი, რადგან ასეთ ადგილებში ცხოვრების მოთხოვნა გაიზარდა. მაგალითად, ნიუ-იორკიდან, მანჰეტენიდან ხალხი ასეთ ადგილებში გარბის საცხოვრებლად.

პატრიარქიც ამას მოგვიწოდებს. მისი სიტყვებია, წადით სოფლებშიო. მან იცის, რას ამბობს. მძიმე დრო მოდის, ეკონომიკურად. ჩვენი ქვეყნის ხაზინა ექვს თვეში დაცარიელდება. ამიტომ ვისაც გაქვთ ამის საშუალება, წადით ბუნებასთან ახლოს, განცალკევებით იცხოვრეთ.

მე კი არ გაძალებთ. მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ნატურალური რძე, საუკეთესოა. ძნელია სოფელში ცხოვრება. საზღვარგარეთ მონური, ვირებივით შრომა გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც სოფელში მუშაობას. ჩემი მეგობრები, ვინც საქართველოში სოფლის მეურნეობაში არიან, მეუბნებიან, მუშა ხელი არ არისო. ქართველს თავის სოფელში მუშაობა არ უნდა. არადა, ახლა ამის დრო მოვიდა…

შეურაცხყოფად არავინ მიიღოთ. სოფელში სუფთა ჰაერზე ცხოვრება ძალიან დიდი ფუფუნებაა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsadit-soflebshi-sufta-haerze-itskhovret-gantsalkevebit-giorgi-fkhakadze/


„ველოდები, რომ ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ” – გიორგი ფხაკაძის მოწოდება ხელისუფლებისა და…

13/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის პირველი პარტიის საქარველოში შემოტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


ფხაკაძე ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხალხთან ერთად ხართ; ველოდები,რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ

პოლიტიკური სპექტრიდან:

პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრთა კაბინეტის წევრები;

ჯანდაცვის სფეროდან:

ჯანდაცვის მინისტრი;
ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა;
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები.

ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!! სიტყვებიდან საქმეზე გადადით!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, დღეს, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/velodebi-rom-vaqtsinas-pirdapir-etershi-gaiketeben-giorgi-fkhakadzis-motsodeba-khelisuflebisa-da-jandatsvis-sferos-tsarmomadgenlebs/


რომელ ვაქცინას გაიკეთებს გიორგი ფხაკაძე – გაეროს ქართველი მრჩეველი ამ დრომდე არ…

13/03/2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა თუ არა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში და რომელ ვაქცინას ანიჭებს ის უპირატესობას – ამ კითხვებით “პრაიმტაიმი” გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა.

როგორც მან განაცხადა, ამ დრომდე მას ვაქცინა არ გაუკეთებია, რადგან ჯერჯერობით მისი ასაკის ადამიანები საფრანგეთში არ აუცრიათ, რაც შეეხება შვეიცარიას, სადაც ქართველი პროფესორი მუშაობას, იქ ვაქცინის საკმარისი მარაგი არ აქვს. თუმცა, გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გაიკეთებს იმ ვაქცინას, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა შეარჩევს, რადგან ის შვეიცარიის ხელისუფლებას ენდობა.

“სამწუხაროდ, ვაქცინა ამ დრომდე არ მაქვს გაკეთებული, რადგან საფრანგეთში ჩემი ასაკის ადამიანებს ჯერ არ ცრიან, ხოლო ჟენევაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის.

მოგეხსენებათ, შვეიცარიაში დიპლომატიური სტატუსით ვიმყოფები, ვმუშაობ, ამიტომ ავიცრები, როგორც შვეიცარიის მოქალაქე და ეს მაშინ მოხდება, როცა ჩემი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება.

– რომელი ვაქცინით აიცრებით?
– იმ ვაქცინით ავიცრები, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა გადაწყვეტს, რადგან მე შვეიცარიის მთავრობას ვენდობი.

– როგორია თქვენი პროგნოზი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით?
– ძალიან რთულია წინასწარ ამ საკითხზე საუბარი, რადგან ამ დროისთვის რაც ნამდვილად ვიცით, ერთადერთი ისაა, რომ შეიძლება ვირუსის გავრცელება შევამციროთ თუ სამედიცინო პირბადეს გამოვიყენებთ, დავიცავთ ორმეტრიან სოციალურ დისტანციას, ხელებს ხშირად დავიბანთ…

ვაქცინები და ახალი პრეპარატები კიდევ გამოჩნდება. კომპლექსურად ეს ყველაფერი კი მოგვცემს საშუალებას, რომ პანდემია შევასუსტოთ, მაგრამ გარანტიას ამის შესახებ ჯერჯერობით ვერავინ მოგვცემს, რადგან ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, კიდევ შესწავლის პროცესში ვიმყოფებით და პერიოდულად ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაწყდებით.

– ახალ შტამებთან დაკავშირებით, რას იტყვით, როგორია გავრცელების საფრთხე?
– ბრიტანული შტამით ჟენევაში 80 პროცენტია ინფიცირებული, აღნიშნული შტამი სწრაფად გავრცელებადია, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში. ბრიტანული შტამის გავრცელების გაკონტროლება კლასტერებზე მკაცრი მიდევნებით არის შესაძლებელი. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ინფიცირებულები გამოვლინდეს და ამით ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

– როგორ აფასებთ საქართველოში ​ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედ შეზღუდვებს?
– მოსახლეობა დაიღალა ჩაკეტვით, დეპრესიული ფონი საკმაოდ გაიზარდა, გახშირდა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. საჭიროა კომენდანტის საათის შენარჩუნება, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი თავშეყრა და ადამიანთა კონტაქტი, მაგალითად, საფრანგეთში, კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება, კაფე-ბარებიც დაკეტილია.

– რას იტყვით ასტრაზენეკას ვაქცინაზე?
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ ამ ვაქცინის ეფექტიანობა 20 პროცენტია, თუმცა ამ შტამის წინააღმდეგ ეს ეფექტიანობა და სიკვდილიანობის შემცირება მაინც დადებითი ეფექტია, რადგან უარესს ნამდვილად სჯობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/romel-vaqtsinas-gaiketebs-giorgi-fkhakadze-gaeros-qartveli-mrcheveli-am-dromde-ar-atsrila/



რომელი ვაქცინით აიცრება გიორგი ფხაკაძე

15/03/2021

რომელი ვაქცინით აიცრება გიორგი ფხაკაძე – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს.


„პირადში შეკითხები ბევრია და საჯაროდ დავწერ, ყველა ჩემი მეგობრისა და ჩემი გვერდის ყველა ვიზიტორის გასაგონად:


როცა რიგი მომიწევს (ჯერ 44 წლის ვარ ), აუცილებლად ავიცრები #covid19 კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული!

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მტკიცებით მედიცინაზე დამყარებულ, გონიერ და უსაფრთხო გადაწყვეტილებებს!“.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაცია დღეიდან, 15 მარტიდან დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/romeli-vaqtsinit-aitsreba-giorgi-fkhakadze/


„სწორი მაგალითი… ფხაკაძის ეფექტი პრაქტიკაში – პრზიდენტის ვაქცინაციას გიორგი ფხაკაძე ეხმიანება

18/03/2021

„სწორი მაგალითი“,- ასე ეხმიანება იმუნიზაციებისგლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სალომე ზურაბიშვილის ვაქცინაციას და სოციალურ ქსელში წერს.


„სწორი მაგალითი. სწორი გზავნილი… ფხაკაძის ეფექტი პრაქტიკაში … ასეა სულ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

ვიდეო – სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსისვაქცინით აიცრა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ფხაკაძემ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხალხთან ერთად ხართ; ველოდები,რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/stsori-magaliti-fkhakadzis-efeqti-praqtikashi-przidentis-vaqtsinatsias-giorgi-fkhakadze-ekhmianeba/


„ასტრაზენეკას” ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული 55 წლამდე ადამიანებში”

19/03/2021

გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, “ფეისბუქზე”, დღევანდელ ლაივჩართვაში სიახლით წასდგა საზოგადოების წინაშე. მან თქვა, რომ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ასტრაზენეკას გამოყენება, ჯერჯერობით, დასაშვებია 55 წლის ზევით.

გიორგი ფხაკაძე: – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება შეიძლება. საფრანგეთის მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასტრაზენეკა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 55 წლის ზევით. ამ ასაკის ქვევით, მისი გამოყენება, დროებით, არ შეიძლება.

ამიტომ ვამბობდი, ჯერჯერობით, შეაჩერეთ ვაქცინაცია-მეთქი. ესე იგი, ვიცოდი რაღაც. გავიძახოდი, გვაცადეთ პარასკევამდე-მეთქი. რომ დაგეცადათ, ხომ გადარჩებოდა ჩვენი გოგო, ეს ახალგაზრდა, 27 წლის გოგო?!..

ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად გაჟღედა და ვთქვი.

ჩვენი პრეზიდენტი ფრანგია და გამოიყენეთ ეს. მან სწორად გაიკეთა ვაქცინა. ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც სწორად მოიქცა.

ახლა რეკომენდაციები:

ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ალკოჰოლის მიღება არც იმუნიზაციიდან ორი კვირის შემდეგაა დასაშვები. საერთოდაც, მეორე დოზამდე სასურველია ალკოჰოლი არ მიიღოთ.

არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ.

ყველაზე საშიშია იმუნიზაციის გაკეთებიდან პირველი 15 წუთი. ეს დრო დაწესებულებაში უნდა გაატაროთ. უნდა იჯდეთ და დააკვირდეთ, რამე ცვლილება ხომ არ გაქვთ. თუ რამეს შეატყობთ, იმ წუთასვე უნდა შეატყობინოთ პერსონალს. შემდეგ კიდევ 30 წუთი დარჩით დაწესებულებაში. მერე უკვე შეიძლება სიცხე და ცოტა ტკივილი გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ სიცხე გაგრძელდა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/astrazenekas-vaqtsina-aravitar-shemtkhvevashi-ar-unda-iqnes-gamokenebuli-55-tslamde-adamianebshi-giorgi-fkhakadze/


„ეშმაკობას გასწავლით, როგორ გამოჩნდეთ მეტი“ – გიორგი ფხაკაძე აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პარტიებს

21/03/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე პოლიტიკოსებს, რომლებიც აქციის მომხრეები არიან, მწვავედ აკრიტიკებს.


„ეშმაკობას გასწავლით, 2-მეტრიანი დისტანციით რომ გააკეთო მიტინგი, რა მოხდება იცით? თუ 100 კაცს მოიყვან, გეგონება, რომ 2 000 კაცია მოსული და ვიდეოს დრონით რომ გადაიღებ, უფრო მეტი კაცი გამოჩნდება. პოლიტ-კორექტურობაც უნდა გასწავლოთ? თქვენს პატრონს, უბედურს.

არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, რომ მიტინგს მოაწყობს, არ არის სახალხო პარტია, ესენი არიან ოფიციალური მკვლელები. აპრილის მესამე კვირაში უნდა იყოს მესამე ტალღა, მაგრამ თქვენ ხელს უწყობთ დაჩქარებაში. თქვენ, პოლიტიკოსები თუ რამეში ვერ მორიგდით, მე რა შუაში ვარ, მე ვარ მოქალაქე. ვინმე ფიქრობს ხალხზე? რა დროს მიტინგია ხალხო“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვაში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/eshmakobas-gastsavlit-rogor-gamochndet-meti-giorgi-fkhakadze-aqtsiis-organizator-politikur-partiebs-mimartavs/


საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, ჩემი სიტყვები გაიხსენეთ ორ კვირაში – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას…

21/03/2021

საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, – ამის შესახებ პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვისას საუბრობს.


იხილეთ ვიდეო: მესამე ტალღა დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

„საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო – დიახ, გიორგი ფხაკაძე მისი ე.წ „აფერისტული განათლებით და ექსპერტიზობით ფიქრობს. ტალღის დაწყება არ ნიშნავს, რომ ქვეყანას 10 000 ადამიანი უნდა ჰყავდეს ინფიცირებული. ტალღა ნელ-ნელა გეპარება. ჩემი სიტყვები გაიხსენეთ 2 კვირაში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartveloshi-mesame-talgha-daitsko-chemi-sitkvebi-gaikhsenet-or-kvirashi-giorgi-fkhakadze-mosakhleobas-mimartavs/


“მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი!” – გიორგი ფხაკაძე ექთნის გარდაცვალების მიზეზებზე

22/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს სისტემის მსხვერპლს უწოდებს.


მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან ვაქცინა არაფერშუაშია და მთავარი პრობლემა საავადმყოფოების სათანადო მოუმზადებლობაა.

“ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული! გაანადგურეთ ქვეყანა! 82 ადამიანის სია გამოაქვეყნოს ჯანდაცვის სამინისტრომ! 82 ადამიანი, ექსპერტი, ვინც იღებდა მონაწილეობას ვაქცინაციის პროგრამაში, ვინც დაწერა ვაქცინაციის პროგრამა, მაგათი სახელები, გვარები, თანამდებობა და განათლება გამოაქვეყნეთ! ერთი სადოქტორო მაინც თუ აქვთ?! ექსპერტი ნიშნავს, მინიმუმ, სადოქტორო უნდა გქონდეს დაცული. გეუბნებით – ეს არის დასასრულის დასაწყისი! მეგი არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი! ეს არის კორუფციის მსხვერპლი! ეს არის დაუდევრობის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიზების მსხვერპლი! ეს არის სუს-ის მსხვერპლი! ეს არის პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი! ყველანი ხართ დამნაშავე! ვაქცინა არაფერ შუაშია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის!”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/megi-ar-aris-vaqtsinis-mskhverpli-giorgi-fkhakadze-eqtnis-gardatsvalebis-mizezebze/


“უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა!”

22/03/2021

“მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროში ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში სისტემური პრობლემებია, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო, როცა მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში.

“სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა ქვეყანაში! ყველა არის გაბოროტებული, სამედიცინო სფეროში საერთოდ გაბოროტებულია უმრავლესობა, განსაკუთრებით – მმართველობის გუნდში! მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში. სახელმწიფო სამსახურში ერთი კომუნისტი არ უნდა იყოს! მე რომ მკითხო, არც პარლამენტში უნდა იყოს! ხომ იცით, რაც მოხდა!.. ვინც ხართ დამნაშავე!

ჩამოვთვლი, რაც იყო შეცდომები: 82 ექსპერტო, რომლებმაც ე.წ. ვაქცინაციის გეგმა გააკეთეთ, ხომ გითხარით, რომ ეს არის „სადღეგრძელო“, არ არის მზად საავადმყოფოები, 551 მულტიპროფილური საავადმყოფო რომ იქნება საქართველოში, დაფიქსირდით! ყოფილი მინისტრები რომ ხართ, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები, თქვენ ხართ დამნაშავეები! – გაანადგურეთ ეს ქვეყანა! როცა იყავით სათავეში, რატომ არ გააკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი?! უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა! „კარგი“ რეფორმა გააკეთეთ, გააგრძელეთ!.. ფულს აკეთებენ ბიჭები! გამოდიან და ამბობენ, ჯანდაცვის ექსპერტები ვართო, გადახედეთ ტელევიზიებს, ერთ ტელევიზიას თავისი ექსპერტი ჰყავს, მეორე ტელევიზიას – თავისი.”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/utskveti-sameditsino-ganatleba-ganadgurda-2004-tslidan-mikheil-saakashvili-rom-movida-deda-utira-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights