მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ “კონსილიუმ მედულას” ნევროლოგთა პროფესიონალური დახმარებით სრულიად უფასოდ
კონსილიუმ მედულა ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა
ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი
თუ ფიტნესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი გიზიდავთ, ფიტნეს ტრეკერები თქვენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს.
ისინი აკონტროლებენ:
- გავლილ ნაბიჯებს;
- მანძილს;
- დამწვარ კალორიებს;
- გულისცემას;
- ძილს და ა.შ.
ფიტნეს ტრეკერები ტექნოლოგიური წინსვლის დიდი ნაწილია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა და დღეს პროფესიონალი ათლეტები და უბრალოდ ვარჯიშის მოყვარულებიც საკუთარი შედეგების მონიტორინგისთვის აქტიურად იყენებენ.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტრეკერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სმარტ საათები სარგებლობს და ნავარაუდებია, რომ სეგმენტურად მისი წილი 2031 წლამდე 16.6%-ით გაიზრდება. ადამიანებში ჯანმრთელობისა და ფიტნესის კუთხით ცნობიერების დონის ზრდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სმარტ საათების ინდუსტრიის ზრდას ხელს შეუწყობს.
ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო
ბუნებრივია ისმის კითხვა, – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა? ერთ-ერთი Მთავარი მიზეზი ის არის, რომ მომხმარებელს რაოდენობრივი მონაცემები/რიცხვები აინტერესებს და საკუთარი შედეგებისა და მიღწევების კონტროლი სიამოვნებს. გარდა ამისა, წინა ათწლეულებთან შედარებით, საკუთარი მონაცემების კონტროლი მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული და მიზნების პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა.
ამასთან, ფიტნეს საათების ინტერაქციული ბუნება ვარჯიშს უფრო სახალისოს ხდის. მაგალითად, Ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მრავალფუნქციური მოწყობილობა გახსენებთ, რომ ადგომის და მოძრაობის დროა. შეგიძლიათ დღიური აქტივობის მიზანიც დაისახოთ და მათი შესრულებით კმაყოფილება განიცადოთ. საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესებით კი თვითკმაყოფილების შეგრძნებაც იზრდება და, თეორიულად, თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ პროაქტიულ ნაბიჯებსაც დგამთ.
რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე – რა პრობლემებს უქმნის ქალის გულს ნევროზი და დეპრესია
რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე;
რა სიმპტომებია ძირითადად გამოხატული;
გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს კარდიოლოგი ნინო ჟვანია:
„ორგანიზმი ზამთრის შემდეგ დაღლილია, ამ პერიოდის მანძილზე ადამიანი ნაკლებს მოძრაობს, ნაკლებად გადის გარეთ, ნაკლებად იღებს მზის სხივებს. მზის სხივები ჰორმონი სეროტონინის გამომუშავებას უწყობენ ხელს. ეს სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ხელს უწყობენ დოფამინის გამომუშავებას, რომელიც ასევე სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ამიტომ ადამიანი დეპრესიისადმია განწყობილი“, – განაცხადა კარდიოლოგმა ნინო ჟვანიამ.
მისი თქმით, ზამთრის მანძილზე ნაკლები რაოდენობით ვიღებთ ხილს, ბოსტნეულს, რომლებიც ვიტამინებს შეიცავს.
„ზაფხულისთვის მრავალი დაავადების გამწვავება ხდება. ეს მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს არ ეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ალერგიაცა. არტერიული ჰიპერტენზია მწვავდება, წნევა იმატებს, სტენოკარდიის შეტევები ხშირდება.
დადგინდა, რომ ნევროზი, ანუ ნერვული დაძაბულობა, სტრესი ქალბატონებში მიკროვასკულარულ სტენოკარდიას განაპირობებს, ქალები და მამაკაცები სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ.
ქალებში მეტი რაოდენობით გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც კორონარულ სისხლძარღვებს ავიწროებს და ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ე.წ. მიკროვასკულარული სტენოკარდია, რაც წვრილი სისხლძარღვების შევიწროებას მოიცავს. დიაგნოსტირებაც ძალიან ძნელია“, – აღნიშნა ნინო ჟვანიამ.
პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია: ვირუსი, ბაქტერია ან სოკო
პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია:
- მშრალი, შემაწუხებელი ხველა, რომელიც გრძლედება ნახველიანი ხველით (მომწვანო, მოყვითალო ან იშვიათად, სისხლიანი ნახველით)
- ცხელება, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე მეტი
- ოფლიანობა, შემცივნება
- გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა
- ჰაერის უკმარისობა, ქოშინი
- ტკივილი გულ-მკერდში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის დროს
- მადის დაქვეითება
- სისუსტე
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები
- 65 წელს გადაცილებული პირები
- ორსულები
- იმუნოდეფიციტის მქონე პირები
- ბრონქული ასთმა
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი)
- შაქრიანი დიაბეტი
- გულის უკმარისობა
- თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
- გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიამ:
- პლევრიტი
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა
- ფილტვის შეშუპება
- სეფსისი
რას იწვევს უსიმპტომო პროტეინურიისა და ჰემატურიის სინდრომს გლომერულების დაავადებები
უსიმპტომო პროტეინურიისა და ჰემატურიის სინდრომი
უსიმპტომო პროტეინურიისა და ჰემატურიის სინდრომს გლომერულების დაავადებები იწვევს (გლომერულები უწვრილესი სისხლძარღვების გროვებია თირკმელში, რომელთა ფორებშიც სისხლი იფილტრება). მისთვის დამახასიათებელია ცილისა და სისხლის მცირე რაოდენობის მუდმივი ან ხანგამოშვებით გამოყოფა (კარგვა) შარდით.
ამა თუ იმ მიზეზით გაკეთებულ შარდის ანალიზში ზოგჯერ მცირე რაოდენობით ცილა (პროტეინურია) ან სისხლი (ჰემატურია) შეიძლება აღმოაჩნდეს ადამიანს, რომელსაც სხვა რაიმე სიმპტომი არა აქვს. შარდის ნიმუშში დეფორმირებული სისხლის წითელი უჯრედების ან მათი ცილინდრების აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ სისხლი შარდში გლომერულებიდან არის გადმოსული. ცილინდრები და პროტეინურია შეიძლება ახლად გადატანილი, არადიაგნოსტირებული ნეფრიტული სინდრომის შემდეგადაც იყოს, გამოჯანმრთელების პერიოდში. ასეთ შემთხვევაში ექიმმა რამდენიმე კვირაში ან თვეში ხელახლა უნდა გამოიკვლიოს პაციენტი იმაში დასარწმუნებლად, რომ ცვლილებები სრულიად გაქრა.
თუ ცილინდრები შარდში და პროტეინურია მაინც რჩება, მიზეზი, როგორც წესი, ქვემოთ დასახელებული სამი დაავადებიდან ერთ-ერთია: პირველი – იმუნოგლობულინი A ნეფროპათია, ნეფრიტის ვარიანტი, რომელსაც იმუნური კომპლექსების (ანტიგენისა და ანტისხეულის) თირკმლებში ჩალაგება იწვევს. ის ზოგჯერ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს, არ ღრმავდება, ზოგჯერ კი ძალიან მძიმედ და თირკმლების უკმარისობაც იწვევს; მეორე დაავადებაა მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი), რომელიც პროგრესირებს და მანაც შეიძლება თირკმლების უკმარისობა გამოიწვიოს; მესამეა თხელი ბაზალური მემბრანის დაავადება (კეთილთვისებიანი ოჯახური ჰემატურია), რომელიც მემკვიდრეობითია, მას გლომერულის ერთ-ერთი ნაწილის – ბაზალური მემბრანის გათხელება იწვევს. ის მსუბუქად მიმდინარეობს, არ პროგრესირებს. დიაგნოზი, როგორც წესი, თირკმლების ბიოფსიის შედეგებს ეფუძნება, თუმცაღა ეს კვლევა იშვიათად ტარდება, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამა თუ იმ განკურნებადი დაავადების დიაგნოზი დაისმება.
უსიმპტომო პროტეინურია-ჰემატურიის მქონე პაციენტები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ექიმს უნდა გაესინჯონ და შარდის ანალიზი ჩაიტარონ. თუ შარდში ცილის ან სისხლის რაოდენობა იზრდება, ან რაიმე სპეციფიკური დაავადების სიმპტომები ჩნდება, სხვა ანალიზებიც შეიძლება გახდეს საჭირო. შემთხვევების უმრავლესობაში დაავადება არ ღრმავდება, მისი მიმდინარეობის ხანგრძლივობა ლიმიტირებული არ არის.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
თვალის გავრცელებული დაავადებები
თვალის გავრცელებული დაავადებები
კატარაქტა
როგორც დიაგრამაზე შეამჩნიეთ, მხედველობის დაქვეითების ლომის წილი სწორედ კატარაქტაზე მოდის. ეს პროცენტი განვითარებადი თუ ნაკლებგანვითარებული ქვეყნების ხარჯზეა.
ჯანმრთელი თვალის ბროლი წყლისა და წყალში ხსნადი ცილებისგან – პროტეინებისგან შედგება. კატარაქტა ბროლის ან კაფსულის შემღვრევაა. პროტეინების დაშლა ბროლის შემღვრევას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ბადურასაკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას.
განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტა დედისა და ნაყოფის ზოგიერთი დაავადების გამო თვალის არასწორი განვითარების შედეგია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ხანს დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. თუ წინათ 50 წლის ასაკში კატარაქტა იშვიათობა იყო, ახლა საკმაოდ ხშირია.
კატარაქტას განვითარებას ხელს უწყობს:
ნივთიერებათა ცვლის მოშლა (მაგალითად, დიაბეტი);
თვალის დაავადებები, ტრავმები, ანთებითი პროცესები;
თვალის ოპერაციის შემდგომი გართულებანი;
ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, თვალის ჰორმონული წვეთების) თვითნებური და გადაჭარბებული მიღება;
ულტრაიისფერი დასხივება;
თამბაქოს წევა.
კატარაქტის დროს მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობასა და ლოკალიზაციაზე. ადამიანს მხედველობა მაშინ აკლდება, როდესაც იმღვრევა ბროლის ცენტრალური ნაწილი. თუ შეიმღვრა ბროლის პერიფერია, კატარაქტისთვის დამახასიათებელი ნიშნები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.
კატარაქტის ერთ-ერთ ადრეულ საეჭვო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ხანდაზმული ადამიანი უეცრად ახლომხედველი ხდება და ასაკობრივი სათვალე, რომელსაც მანამდე იყენებდა მუშაობისას, აღარ სჭირდება.
კატარაქტის დროს პაციენტი ხშირად უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას, გამოსახულების გაორებას და გაბუნდოვანებას, ყველა საგანს თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს.
კატარაქტის მომწიფებასთან ერთად ჩივილებიც იმატებს, მხედველობის საკორექციოდ სათვალეც კი აღარ შველით, იზრდება სინათლისადმი მგრძნობელობა.
კატარაქტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი მაინც ქირურგიულია. უკვე აღარ არის საჭირო, თვეობით ან წლობით ველოდოთ კატარაქტის მომწიფებას, თუ პაციენტს აქვს სერიოზული დისკომფორტი მხედველობის გამო და მხედველობის დაქვეითება მხოლოდ ამ მიზეზით არის გამოწვეული. ოპერაცია ფაქტობრივად იდეალურ შედეგს იძლევა.
თვალის თანამედროვე მიკროქირურგია მაღალხარისხოვან აპარატურას საჭიროებს. ”ავერსის კლინიკაში” კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა ხორციელდება Infiniti-ს (ამერიკული ფირმა Alcon) ფაკოემულსიფიკატორით, რომელშიც თავმოყრილია თანამედროვე ტქნოლოგიიების ყველა მიღწევა. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და 15-20 წუთი მიმდინარეობს. ოპერაციის შემდეგ განაკვეთი ნაკერს არ მოითხოვს, რეაბილიტაციის პერიოდი მხოლოდ 1-2 კვირა გრძელდება.
დიაბეტური რეტინოპათია
უკვე ვიცით, რომ თუ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონე არ დასტაბილურდა და მკაცრი კონტროლი არ დაუწესდა, სისხლძარღვები მთელ ორგანიზმში ზიანდება. გამონაკლისი არც თვალის სისხლძარღვებია – დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის საკმაოდ ხშირ და მძიმე გართულებას წარმოადგენს. ამ დროს ბადურას სისხლძარღვები უფრო და უფრო მეტად ზიანდება და მხედველობა (განსაკუთრებით –ცენტრალური) თანდათან სუსტდება.
განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის რამდენიმე ფორმას. თავდაპირველად თვალის ფსკერზე ჩნდება წვრილი სისხლჩაქცევები და ფართოვდება ვენები. დაავადების განვითარებასთან ერთად დაზიანება ღრმავდება, სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს, თვალის ცენტრალური არე შუპდება, შორს წასულ შემთხვევაში კი შესაძლოა ბადურა საერთოდ ჩამოიშალოს.
მხედველობის დაკარგვა თავიდან რომ ავიცილოთ, ორი რამ არის აუცილებელი: პირველი – რაც შეიძლება კარგად ვაკონტროლოთ ძირითადი დაავადება და მოვახერხოთ, რომ სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში მერყეობდეს. მეორე – რაც შეიძლება ადრე გამოვავლინოთ თვალის ფსკერის პათოლოგიური ცვლილებები და თანამედროვე მეთოდებით ვუმკურნალოთ.
ბოლო ხანს დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობაში წამყვანი ადგილი ბადურას ლაზერკოაგულაციას ენიჭება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და ლაზერკოაგულაციის მეშვეობით ბადურას მკურნალობა ხელს უშლის დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას და საშუალებას გვაძლევს, მხედველობა პაციენტთა 80%-ს შევუნარჩუნოთ.
საზეპირო: თუ დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, ენდოკრინოლოგის ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებასთან ერთად რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს, მერე კი მასთან ზუსტად იმ პერიოდულობით იარეთ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, როგორსაც ექიმი გირჩევთ.
გლაუკომა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 40-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის 2%-ს და 70 წელს გადაცილებულთა 8%-ს მაღალი თვალშიგა წნევა აქვს; თვალისჩინდაკარგულთა 9-12%-ს გლაუკომის დიაგნოზს უსვამენ. ამ პათოლოგიით ყოველწლიურად 5 500-მდე ადამიანი ბრმავდება.
გლაუკომისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ხანდაზმულებისთვის რისკი გაცილებით მაღალია.
გლაუკომის რამდენიმე ტიპს განასხვავებენ, მათი უმრავლესობის მექანიზმი კი ზუსტად ისეთია, ზევით, თვალის აგებულებაზე საუბრისას რომ მოგახსენეთ: თვალშიგა წნევა იმატებს და თუ სასწრაფოდ კონტროლი არ დავუწესეთ, თვალის მნიშვნელოვან სტრუქტურებს დააზიანებს და უსინათლოდ დაგვტოვებს.
გლაუკომა ვერაგი დაავადებაა და ჩუმად ეპარება ადამიანს. თავდაპირველად პერიფერიულ მხედველობას ვკარგავთ, თითქოს მილში ან ვიწრო გვირაბში ვიცქირებოდეთ, თანდათანობით ცენტრალური მხედველობაც ქვეითდება და თუ დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, დასაკარგიც აღარაფერი რჩება. ისეც ხდება, რომ ველის შევიწროებას და მხედველობის დაქვეითებასაც ვერ ამჩნევენ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ საერთოდ ვეღარ ხედავენ.
გლაუკომის განვითარების რისკის ჯგუფში შედიან:
40 წელს გადაცილებულები;
გლაუკომით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ადამიანები.
დაავადების წამალი არ არსებობს, მაგრამ მართვა შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია პროცესის შეჩერება და შემდგომი დაზიანებისგან თვალის დაცვა, უკვე მიყენებულ ზიანს კი ვეღარ გამოვასწორებთ. დაკარგულ მხედველობას ვერანაირი მკურნალობა ვერ დაგვიბრუნებს. ერთადერთი, რაც გლაუკომის დროს თვალებს დაიცავს, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.
გახსოვდეთ:
. გლაუკომის გამო დაკარგული მხედველობა აღარ აღდგება.
. გლაუკომა, როგორც წესი, ფარულად მიმდინარეობს. მას ვერ ამჩნევენ, ვიდრე მხედველობა საგრძნობლად არ დაქვეითდება.
. გლაუკომის კონტროლი მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობით სავსებით შესაძლებელია.
. გლაუკომა ქრონიკული დაავადებაა და მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას მოითხოვს.
. თვალშიგა წნევის გაზომვა 40 წლის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო.
“ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სრულიად უსასყიდლოდ გაიზომოს თვალის წნევა. დიაგნოსტიკა ტარდება ყოველდღე.
მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია
60 წლიდან ცენტრალური მხედველობის მოშლის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ცვლილებები ყვითელი ხალის არეში, რასაც მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია ეწოდება. როგორც უკვე გითხარით, თვალის ეს ნაწილი ცენტრალურ მხედველობაზე აგებს პასუხს და გამოსახულების დეტალების გარჩევაში გვეხმარება. რა იწვევს მაკულის ასაკობრივ დეგენერაციას, უცნობია. შესაძლოა, ბრალი მიუღძვოდეს მზის სხივების, არასწორი კვებისა და სხვა მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებით ყვითელი ხალის სისხლძარღვებისა და სხვა ძირითადი სტრუქტურების დაზიანებას. ამ დროს ადამიანს უჭირს მხედველობის ველის ცენტრში არსებული დეტალების გარჩევა, წერა-კითხვა, სწორი ხაზები ირიბი ეჩვენება. პერიფერიული მხედველობა, წესისამებრ, არ იცვლება.
ასაკთან ერთად, აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ყვითელი ხალის დეგენერაციის რისკფაქტორებად მიიჩნევენ მოწევას, სისხლით ნათესავებში მსგავსი დაავადების არსებობას და კავკასიური რასისადმი კუთვნილებას.
დაავადების თავიდან ასაცილებლად ან განვითარების შესაფერხებლად ექიმები გვირჩევენ:
– უარი თქვათ თამბაქოზე;
– ივარჯიშოთ;
– შეინარჩუნოთ არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტეროლის დონის ნორმალური მაჩვენებლები;
– იკვებოთ ჯანსაღად, რაციონი ახალი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულითა და თევზით გაიმდიდროთ.
დანამდვილებით ვერც იმას ამბობენ, მოახდენს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ცხოვრების წესის შეცვლა გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე, მაგრამ რომ არაფერს გავნებთ და საერთო ჯანმრთელობას წაადგება, ეს ზუსტად იციან.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
რა შემთხვევაში უნდა იყვნენ ახალგაზრდები ყურადღებით და როგორ უნდა აიცილონ კატასტროფა თავიდან – რა ნიშნებით ვლინდება ინფარქტი
ახალგაზრდა ასაკში პაციენტებს კორონარული არტერიების დაზიანება აღენიშნებათ, საკმაოდ რთულად მიმდინარე ინფარქტი ემართებათ.
კარდიოქირურგმა, მიხეილ მეტრეველმა გადაცემაში „იმუნიტეტი“ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება დიდ პრობლემას ტოვებს.
„ქალები, ვიდრე ჰორმონალური დისბალანსი არ დადგება ორგანიზმში, 99%-ით არიან დაცულები. მამაკაცები გულის იშემიური დაავადებების მიმართ უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. აქვე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ გულის იშემიური დაავადებებისაგან ასაკი არც გვიცავს და არც განაპირობებს. ჩემს პრაქტიკაში, მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ჰქონიათ გამოცდილება, როცა 27, 30 წლის, ახალგაზრდა ასაკში გულის მიოკარდიუმის ინფარქტით მიუყვანიათ პაციენტი. ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება გაცილებით უფრო რთულ, დიდ პრობლემას გვიტოვებს, უფრო რთულად მიმდინარე პროცესი გააჩნია, ვიდრე ხანდაზმულ, 80 წელს გადაცილებულ ასაკში“, – ამბობს მიხეილ მეტრეველი.
მისი თქმით, ჯანმრთელ ნიადაგზე მწვავედ განვითარებული სისხლძარღვის ოკლუზია, დაკეტვა, საკმაოდ დიდ პრობლემას განაპირობებს.
„გულის იშემიური დაავადებას ბევრი სხვადასხვა საწინდარი აქვს. პირველი გენეტიკა და ქრონიკული დაავადებებია, მაგალითად, დიაბეტი, რთული ფორმები, მაღალი შაქარი, სხვადასხვა ტიპის ვასკულიტი, ანთებითი პროცესი, რომელიც გულის მკვებავ არტერიებს აზიანებს.
არასწორი ცხოვრების წესი ძალიან მომრავლდა. ახალგაზრდები, რომელიც ფასტფუდით იკვებებიან, აწუხებთ ჭარბი წონა და ნაკლებს მოძრაობენ. წყალს ნაკლებად სვამენ. დაშაქრულ გაზიან სასმელებს იყენებენ. არასწორი კვება და ჭარბი რაოდენობით თამბაქოს მოწევა განსაკუთრებით საზიანოა. ახალგაზრდა ასაკში, 90%-ში მიოკარდიუმის ინფარქტი ნარკოდამოკიდებულებასთანაა ასოცირებული. კლასიკურად, ინფარქტს წინ გულმკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი უძღვის. ასევე, ტკივილი მარცხენა ხელზე გადაეცემა. შესაძლოა, თითების დაბუჟება ახლდეს, ბეჭის ტკივილი გამოიხატოს და ასე შემდეგ. მარჯვენა კორონარული არტერიის დაკეტვის ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს გულძმარვა ეწყებათ და ტკივილი უფრო დიაფრაგმის მხარეს ლოკალიზდება. ატიპიურ სიმპტომტიკაში შეიძლება იყოს იგივე თითების დაბუჟება, მშრალი ხველა, ყბაში მოჭერა. ასევე, მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილი. კბილის ტკივილი არის უიშვიათესი სიმპტომი“, – განაცხადა კარდიოქირურგმა, მიხეილ მეტრეველმა.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება
საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება.
პირველ ეტაპზე აკრედიტაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.
ეროვნულ დამოუკიდებელ მააკრედიტირებელ ორგანოს ქმნის საქართველოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” და ფრანგული ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე” იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ევროპის მასშტაბით აერთიანებს ფიტნესკლუბებსა და ქმნის საერთაშორისო დონის უმაღლეს სტანდარტს ამ სფეროში.
აღნიშნული კვალიფიციური ორგანოს მიერ ფიტნეს კლუბისთვის მინიჭებული აკრედიტაციის სტატუსი თავდაპირვრლად ვალიდური იქნება 3 წელი და ეს პროცესი იქნება მუდმივად განახლებადი.
ჯერჯერობით ფიტნეს კლუბების აკრედიტაცია საქარველოში ნებაყოფლობითია, თუმცა გიორგი ფხაკაძე იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც მოხდა საავადმყოფოების შემთხვევაში, ფიტნეს დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხს სახელმწიფო სავალდებულოდ გახდის, რადგან არააკრედიტირებულ ფიტნეს კლუბებში უსაფრთხოება დაცული არ არის.
„სამწუხაროდ, ფიტნესკლუბები არ არის უსაფრთხო საქართველოში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია…” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ფხაკაძე მოუწოდებს ყველა ფიტნესორგანიზაციას საქართველოში, ჩაერთონ აკრედიტაციის პროცესში, რათა მათი სტანდარტი შეესაბამებოდეს ევროპის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, ეს კი როგორც მომხმარებლის, ასევე თავად ფიტნესკლუბების ინტერესშია.
„ჩემი დუმილის დრო დამთავრდა!… ვის “აბოლებთ?!” – გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესზე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ facebook live-ში საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესის შესახებ ისაუბრა:










