შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის – შაქრიანი დიაბეტის სახესხვაობა, რომელსაც ახასიათებს ინსულინის არასაკმარისი სინთეზი ან ორგანიზმის მიერ მისი არაადეკვატური გამოყენება.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
· სისხლში ინსულინის უკმარისობა;
· კუჭკვეშა ჯირკვლის და ღვიძლის დაავადებები;
· ჭარბი წონა.
სიმპტომები
· წყურვილი, პირის სიმშრალე;
· პოლიურია;
· გულის რევა, ღებინება;
· კანის ქავილი;
· ქვედა კიდურების დამბლა;
· საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა;
· გაზრდილი გაღიზიანებადობა;
· სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;
· მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში შაქრის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ქსოვილების ინსულინორეზისტენტულობის ცვლილება;
· გლუკოზის სინთეზის შეფერხება;
· სპეციალური დიეტის დაცვა;
· ანტიდიაბეტური პრეპარატები;
· ინსულინოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც სრულად გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:
· ცხიმიანი ხორცის სახეობები;
· ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები;
· კონსერვები;
· ცხიმიანი რძის პროდუქტები;
· თხილი და მზესუმზირა;
· საკონდიტრო ნაწარმი, მურაბები, თაფლი;
· ალკოჰოლური სასმელები.
ზომიერი დოზით მიიღება:
· უცხიმო ხორცი, თევზი;
· უცხიმო რძის პროდუქტები;
· მარცვლოვნები;
· პურ-ფუნთუშეული.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· თირკმლის უკმარისობა;
· კანზე სტაფილოკოკური ინფექციები;
· მხედველობის დაქვეითება;
· იმპოტენცია;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰონორეა;
· ნევრლოგიური დარღვევები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლი;
· დაბალანსებული კვების ქონა;
· რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;
· სხეულის ნორმალური მასის ქონა.
შაქრიანი დიაბეტი (მეორე ტიპის)
შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის)
შაქრიანი დიაბეტი 1 ტიპის – შაქრიანი დიაბეტის ნაირსახეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის შემცველობის აწევით და ინსულინის ნაკლებობით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ჭარბი წონა;
· კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
· ხშირი ნერვული სტრესი;
· ჰორმონალური ცვლილებები.
სიმპტომები
· ძლიერი წყურვილი;
· გულის რევა, ღებინება;
· სხეულის მასის სწრაფი დაკარგვა;
· მადის არქონა;
· ხშირი შარდვა.
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
· წვივების კუნთების კრუნჩხვები;
· სასქესო ორგანოების ქავილი;
· გულის არეში ტკივილი;
· კანის ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონის დასადგენად.
მკურნალობა
· ინსულინოთერაპია;
· სპეციალური დიეტის დაცვა;
· ფიზიკური ვარჯიშები.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
· ცხიმიანი ხორცი, თევზი;
· კონსერვები, შებოლილი პროდუქტები;
· მაიონეზი, არაჟანი;
· შოკოლადი, ნაყინი, მურაბები;
· პური, მაკარონის ნაწარმი;
· ბურღულეული;
· კარტოფილი;
· ტკბილი ხილი.
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა და კონტროლი, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· თირკმელების უკმარისობა;
· სიბრმავე;
· კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· არტერიული წნევის აწევა;
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· ქვედა კიურების დამბლა;
· ათეროსკლეროზი;
· დიაბეტური ტერფი;
· ჰიპოგლიკემიური კომა.
რისკის ჯგუფი
· ბავშები და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები;
· სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები;
· ადამიანები, ვისაც ანამნეზში სისხლძარღვების დაავადებები აქვთ.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სწორი კვება და ძღომამდე ჭამისგან თავის შეკავება;
· ცხოვრების აქტიური სტილის ქონა;
· სისხლში გლუკოზისა და ინსულინის შემცველობის კონტროლი;
· სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება.
შარპის სინდრომი
შარპის სინდრომი – წარმოადგენს სისტემურ პოლისინდრომულ დაავადებას, რომელიც მოიცავს წითელი მგლურას, სკლეროდერმიის და დერმატომიოზიტის გამოვლინებას.
მიზეზები
· ორგანიზმში იმუნოლოგიური ცვლილებები;
· ვირუსული ინფექცია;
· სტრესი;
· ტრავმები;
· გადაციება.
სიმპტომები
· სკლეროდერმული ცვლილებები;
· ალოპეცია;
· დიოკსიდური მგლურა;
· კანის პიგმენტაცია;
· ღვიძლის, ელენთის, ლიმფური კვანძების გადიდება;
· ტემპერატურის აწევა;
· მტევნების შეშუპება;
· მიოზიტი;
· სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
· აკროსკლეროზი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· რევმატოლოგის კონსულტაცია;
· სისხლის ანალიზი;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· რენტგენი.
მკურნალობა
· მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
· პრედნიზოლონის დაბალდოზიანი კურსი;
· მეტოტრეკსატი;
· ანტაციდური პრეპრატების მიღება;
· დიეტა;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· მიოკარდის ინფაქრტი;
· ღვიძლის უკმარისობა;
· ინსულტი.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე სპეცილური პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.
შარდკენჭოვანი დაავადება – შარდის ბუშტის და შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროს მათში გროვდება ქვები
შარდკენჭოვანი დაავადება – შარდის ბუშტის და შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროს მათში გროვდება ქვები.
შარდკენჭოვანი დაავადება (ანუ შარდკენჭების დაავადება) არის შარდის ბუშტისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ამ ორგანოებში გროვდება სხვადასხვა სახის ქვები. ეს მდგომარეობა ფართოდ გავრცელებული და შეიძლება ბევრი უსიამოვნება და პრობლემს გამოიწვიოს. დაავადება ხშირად იწვევს ტკივილს, შარდის სითხეების ცვლილებებს და სხვა სიმპტომებს.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· შარდის გამომყოფი გზების ანთებით პროცესები;
· ცხელ კლიმატში ცხოვრება;
· არასწორი კვება;
· გარკვეული პრეპარატების მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს
· წელის ტკივილი, რომელიც დატვირთვის დროს მწვავდება;
· ტკივილი და წვა შარდვისას;
· შარდის გამოყოფის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად დიგანოსტიკისას ექიმი-უროლოგი ნიშნავს:
· სისხლის და შარდის ანალიზს;
· შარდის ბუშტის და თიკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· შარდის ბუშტის და თირკმელების რენტგენს;
· ექსკრეტორულ უროგრაფიას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· შარდმდენ პრეპარატებს;
· ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
· ქვების დამშლელ პრეპარატებს.
· ქირურგიულ ჩარევას (აუცილებლობისას);
· ულტრა-ბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლას.
დიეტა
მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:
· მჟავას შემცველი პროდუქტები – მჟაუნა, კარტოფილი, ფორთოხალი, მწვანე სალათი;
· ღვიძლი, თირკმელები, ხორციანი კერძები;
· რძის პროდუქტები, ცომეული, ხორცი, თევზი, მცენარეული ზეთი.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს:
· ჰიდრონეფროზს;
· პიელონეფრიტს;
· თირკმლის უკმარისობას.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;
· შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ყოველდღიურად წყლის საკმარისი რაოდენობის მოხმარება;
· დაბალანსებული დიეტის დაცვა;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა.
დასკვნა
შარდკენჭოვანი დაავადება შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო და ტკივილგამწვავებელი იყოს, მაგრამ ადრეული დიაგნოზით და სწორად მკურნალობით მისი მართვა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება სიმპტომებს და დროულად მიმართოთ ექიმს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისთვის.
შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა (ინკონტინენცია) – დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება შარდის შეუკავებლად გამოყოფა.
ფორმის მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· სტრესული შარდის შეუკავებლობა;
· რეფლექტორული შარდის შეუკავებლობა;
· ღამით შარდის შეუკავებლობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
· ყაბზობა;
· ქრონიკული ხველა;
· ხერხემლის ტრავმები;
· ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა;
· ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდეგ თეძოს კუნთების მოდუნება;
· თეძოს ორგანოების თანდაყოლილი დეფექტი;
· ნერვული სისტემის დაავადებები.
ღამით შარდის შეუკავებლობის მიზეზები შეიძლება იყოს:
· შარდის ბუშტის მცირე ზომა;
· ნერვული აშლილობა;
· ბავშვისთვის ქოთანზე ან ტუალეტში მოშარდვის ნაადრევად სწავლება;
· საშარდე სისტემის ინფექციები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შარდვის ხშირი მოთხოვნილება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· შარდის ანალიზი, დათესვა;
· საშარდე გზების ულტრა-ბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· ცისტოსკოპია.
მკურნალობა
· არამედიკამენტოზური მეთოდები;
· მედიკამენტოზური მეთოდები;
· ქირურგიული მეთოდები
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გარკვეული დროის შუალედებში შარდის ბუშტის დაცლა;
· კოფეინის შემცველი ალკოჰოლისა და სასმელის დალევისგან თავის შეკავება;
· მოწევაზე უარის თქმა;
· თეძოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება.
შარდის ბუშტის ატონია
შარდის ბუშტის ატონია წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც არ ფიქსირდება ჩონჩხის კუნთების ან შინაგანი ორგანოების ნორმალური ტონუსი. აღნიშნული დაავადება შეიძლება გახდეს ნერვული სისტემის პრობლემების, ორგანიზმის ინფექციური დაავადების მიზეზი. ასევე შეიძლება გამომჟღავნდეს შიდა სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების პათოლოგიისას და ა.შ.
მიზეზები
დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს:
· კუმშვადი კუნთების ბოჭკოების წარმოქმნაზე ნერვული სისტემის არასაკმარისი ზემოქმედება;
· ზურგის ტვინის გავის მიდამოს ტრამვა;
· წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
· ხერხემლის დეგენერაციული დაავადება;
· ზურგის ტვინის უკანა ქერქის დაზიანება.
შარდის ბუშტის ატონია ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადების მიზეზია ხშირი ცისტიტი.
შარდის ბუშტის ატონიის სიმპტომები
დაავადების სიმპტომებს აქვთ შემდეგი გამოვლინება:
· გაუკონტროლებელი შარდდენა;
· შარდის შეკავება;
· შარდის სუსტი ნაკადი;
· შარდვა მოთხოვნილების გარეშე.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი პროცედურების ჩატარება:
· უროლოგთან გამოკვლევა;
· ვიწრო პროფილის სპეციალისტთან ვიზიტი (ნერვოპათოლოგი, გინეკოლოგი, სექსოპათოლოგი, ქირურგი და ა.შ.);
· საშარდე სისტემის ულტრა-ბგერითი დიაგნოსტიკა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· შარდის საერთო ანალიზი.
შარდის ბუშტის ატონიის მკურნალობა
მკურნალობისას ტარდება შემდეგი მანიპულაციები:
· ნეიროგენული ფუნქციის თერაპიისთვის წამლების მიღება (მიოტროპული სპაზმოლიტიკური რელაქსანტები)
· ანტიქოლინერგიული პრეპარატები, ბეტა-ანდრენობლოკატორები;
· Е ვიტამინის მიღება;
· სახალხო მედიცინის საშუალებების გამოყენება;
· სპეციალური კათეტერების გამოყენება.
საშიშროება
დაავადებასთან საბრძოლველად მთავარია მისი წარმოშობის მიზეზის გრკვევა. სხვა შემთხვევაში, როცა ძირითადი მიზეზი განუკურნებელია, შესაძლოა ჰიგიენის თანამედროვე საშუალებების გამოყენება, რომ ლოკალურად მოხდეს ასტონიის შედეგების ლიკვიდირება.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის საჭიროა პრვენციული ზომების მიღება დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს პირველ პრობლემასთან. ქალებისთვის მაგალითად ეს შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის წესების დაცვა და გადაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა.
შაკიკი
შაკიკი – ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ძირითადად ლოკალიზებული თავის ერთ მხარეს. კისრის შაკიკი წარმოიშობა კისრის სახსრების ანთების შედეგად.
აურა შაკიკის დროს – ეს არის ფაქტორი, რომელიც წინ უსწრებს თავის ტკივილის დაწყებას.
გამოიყოფა შაკიკის ორი სახეობა:
· კლასიკური (აურით);
· საერთო (აურის გარეშე).
შაკიკი ქალებში ვლინდება 30-50 წლის ასაკში. ბავშვებში გვხვდება 5 წლიდან.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· არტერიების შევიწროვება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· სისხლძარღვების არათანაბარი გაფართოვება;
· ნერვული სისტემის ნეიროვასკულარული აშლილობა;
· სეროტონინის მიმოცვლის სისტემური დარღვევა.
დაავადება შეიძლება პროვოცირებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
· ალკოჰოლური სასმელით;
· ძლიერი სტრესით;
· მტვრიან ან სიგარეტის კვამლიან შენობაში ყოფნით;
· ჰორმონალური დარღვევებით (ქალებში).
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
· თავის ტკივილი;
· გულის რევა;
· ხმაურისა და მძაფრი სინათლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.
კლასიკური შაკიკის აურა შეიძლება გამოვლინდეს:
· თვალებში ნაპერწკლების გაჩენით;
· კიდურების სისტუით და მათი ანემიით;
· გარკვეული სუნის შეგრძნებით;
· შენელებული საუბრით.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზი;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· ელექტროენცეფალოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობის დასტაბილურება;
· ნერვული სისტემის მუშაობის დასტაბილურება;
· გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება.
რიგ შემთხვევებში ინიშნება გასაუმტკივარებელი პრეპარატები.
საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· თავის ტვინის შეშუპება;
· ტვინის აბსცესი;
· მენინგიტი;
· ანევრიზმა;
· ენცეფალიტი;
· ჰიდროცეფალია.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· მეგაპოლისების მაცხოვრებლები;
· ქალები (მენსტრუაციის პერიოდში);
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული კვება;
· მოწევაზე უარის თქმა;
· დღე-ღამეში მინიმუმ 7-8 საათი ძილი.
ყურადღების და ჰიპერაქტივობის დეფიციტის სინდრომი
ყურადღების და ჰიპერაქტივობის დეფიციტის სინდრომი – ნევროლოგიურ-ქცევითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნორმალური განვითარების მოშლა.
მიზეზები
ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ნეირონების ბალანსის დარღვევა;
· უარყოფითი გარემო;
· სამშობიარო ტრავმები;
· დედის მიერ ფეხმძიმობისას გადატანილი ტრავმები, ინფექციური დაავადებები;
· ახალშობილობის პერიოდში მაღალი ტემპერატურების გადატანა.
სიმპტომები
· ყურადღების დაქვეითება;
· სასკოლო პროგრამის ათვისები სპრებლემა;
· საუბრისას კონცენტრაციის არქონა;
· უგუნებობა;
· გულმავიწყობა;
· ზედმეტი მოძრაობა;
· მოუსვენრობა;
· იმპულსურობა;
· გაღიზიანებადობა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქოლოგი, რისთვისაც საჭიროა: პაციენტთან გასაუბრება, მიზეზების დადგენა, სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება.
მკურნალობა
· ფსიქოაქტიური პრეპარატები;
· ანტიდეპრესანტები;
· ვიტამინოთერაპია;
· ფსიქოლოგთან ვიზიტი.
საშიშროება
დაავადების დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში გართულება შეიძლება გახდეს ბავშვის გონებრივი ჩამორჩენა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ოჯახური კონფლიქტის წარმოქმნისას ფსიქოლოგთან ვიზიტი;
· ყურადღების განვითარებისთვის ბავშვისთვის თამაშების ჩატარება ადრეული ასაკიდანვე;
· ფეხმძიმობის დროს სიფრთხილის გამოჩენა.
ყბაყურა
ყბაყურა – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია რნმ-ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებსა და ნერვულ უჯრედებს.
სიმპტომები
· ყურქვეშა, ყბისქვეშა, ენის ქვეშა სანერწყვე ჯირკვლების ანთება;
· თავის ტკივილი;
· ციებ-ცხელება;
· პირის სიმშრალე;
· სხეულის მაღალი ტემპერატურა;
· ყურების ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ყურქვეშა სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზი;
· ყელის ნაცხის ანალიზი;
· იმუნო-ფერმენტული ანალიზი;
· კანშიდა სინჯი ალერგენით.
მკურნალობა
· სიცხის დამწევი პრეპარატები;
· წოლითი რეჟიმი;
· თბილი კომპრესები;
· ფიზიოთერაპიული პროცედურები;
· სადეზინტოკსიკაციო პრეპარატები.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომლის დროსაც რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· თეთრი პური;
· ცხიმები;
· მაკარონი;
· კომბოსტო.
რაციონში უნდა შედიოდეს:
· ბრინჯი;
· შავი პური;
· კარტოფილი;
· რძისა და მცენარეული პროდუქტები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს:
· სეროზული მენინგიტი;
· ენცეფალიტი;
· ორქიტი;
· მწვავე პანკრეატიტი;
· ართრიტი;
· პროსტატიტი;
· ნეფრიტი;
· მიოკარდიტი.
რისკის ჯგუფი
· 2-14 წლის ბავშვები, ძრითადად ბიჭები;
· 25 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებსაც არ ჩატარებიათ ყბაყურას ვაქცინაცია;
· სკოლების, ბაღებისა და საავადმყოფოების პერსონალი.
პროფილაქტიკა
· ვაქცინაციის ჩატარება;
· იმუნური სისტემის გამყარება.
ყაბზობა, შეკრულობა – რა იწვევს ყაბზობას და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?
ყაბზობა – დეფეკაციის პრობლემა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული ფორმა. ხშირად დაავადება აღენიშნებათ ბავშვებს და მოხუცებს. ყაბზობა ნიშნავს შეკრულობას, განავლის ნაწლავებში ხანგრძლივ დაყოვნებას, გაძნელებულ ან არასრულ დეფეკაციას.
ჯანმრთელ ადამიანს კუჭის მოქმედება დღე-ღამეში 1-2–ჯერ უნდა ჰქონდეს, ასევე ნორმად ითვლება ორ დღეში 1-ჯერ ნაწლავების დაცლაც. ყაბზობად ითვლება მდგომარეობა, როცა კუჭის მოქმედება 48 საათით ან უფრო მეტი ხნით ვერ ხდება, ან ხდება გაძნელებულად და არასრულად.
მიზეზები
დაავადებას იწვევს:
· დეფეკაციის მუდმივად შეკავება;
· ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
· მოსადუნებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება;
· მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტის იშვიათი გამოყენება;
· მუცლის ღრუს კუნთების მოდუნება;
· სითხის შეზღუდული მიღება.
სიტუაციური ხასიათის ყაბზობის მიზეზები:
· ფეხმძიმობა;
· სტრესი, ფსიქოემოციური აშლილობა;
· მოგზაურობა, გარემოს შეცვლა;
· რთულად მოსანელებელი პროდუქტების მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დიდი ხნის განმავლობაში გაუვალობა;
· სწორ ნაწლავში სიმძიმის შეგრძნება;
· ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში;
· მეტეორიზმი;
· ჭარბი გაზების დაგროვება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი და ნიშნავს:
· შარდის და კალას ანალიზს;
· ირიგოგრაფიას;
· ირიგოსკოპიას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· კოლონოსკოპიას;
· ანორექტომეტრიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· მოსადუნებელ პრეპარატებს;
· სანთლებს;
· ოყნებს.
ყაბზობა დიდებსა და ბავშვებში ერთნაირად იკურნება, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ ბავშვის კვების რეჟიმი.
ყაბზობის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რომ მოხდეს გართულებების თავიდან არიდება. გახანგრძლივებულმა ყაბზობამ შესაძლოა გამოიწვიოს: ნაწლავის პერფორაცია, პროქტოლოგიური პრობლემები (ბუასილი), სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ფეკალური ჩაჭედვა (მშრალი, მაგარი განავლის სწორ ნაწლავში დაგროვება). ჩივილების და ანამნეზის საფუძველზე ექიმი ადგენს გამოკვლევის მეთოდს, შეიძლება დაინიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოგრაფია ბარიუმით, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, კოლონოსკოპია და სხვა.
საშიშროებადაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგ გართულებებს:
· ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
· რექტოანალური პათოლოგიები;
· ნაწლავის კედლების იშემია;
· მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება;
· მსხვილი ნაწლავის გადიდება;
· სწორი ან მსხვილი ნაწლავის კიბო.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მოხუცები;
· ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ რთული ოპერაციები;
· ქალები ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში;
· ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ჯდომა უწევთ;
· ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროული მკურნალობა;
· მცენარეული ბოჭკოს შემცველი საკვები პროდუქტების გამოყენება;
· ყოველდღიურად სითხის საჭირო რაოდენობის მიღება.











