შარდის შეუკავებლობა (ინკონტინენცია) – დაავადება, რომლის დროსაც ვლინდება შარდის შეუკავებლად გამოყოფა.
ფორმის მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· სტრესული შარდის შეუკავებლობა;
· რეფლექტორული შარდის შეუკავებლობა;
· ღამით შარდის შეუკავებლობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
· ყაბზობა;
· ქრონიკული ხველა;
· ხერხემლის ტრავმები;
· ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა;
· ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდეგ თეძოს კუნთების მოდუნება;
· თეძოს ორგანოების თანდაყოლილი დეფექტი;
· ნერვული სისტემის დაავადებები.
ღამით შარდის შეუკავებლობის მიზეზები შეიძლება იყოს:
· შარდის ბუშტის მცირე ზომა;
· ნერვული აშლილობა;
· ბავშვისთვის ქოთანზე ან ტუალეტში მოშარდვის ნაადრევად სწავლება;
· საშარდე სისტემის ინფექციები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შარდვის ხშირი მოთხოვნილება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· შარდის ანალიზი, დათესვა;
· საშარდე გზების ულტრა-ბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· ცისტოსკოპია.
მკურნალობა
· არამედიკამენტოზური მეთოდები;
· მედიკამენტოზური მეთოდები;
· ქირურგიული მეთოდები
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გარკვეული დროის შუალედებში შარდის ბუშტის დაცლა;
· კოფეინის შემცველი ალკოჰოლისა და სასმელის დალევისგან თავის შეკავება;
· მოწევაზე უარის თქმა;
· თეძოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება.
შარდის შეუკავებლობა
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
