სამშაბათი, ივნისი 16, 2026

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.

პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე მესხს, წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს.
ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.

ანელებს თუ არა D ვიტამინი დაბერების პროცესს — ახალი კვლევა

როგორ არის შესაძლებელი დაბერების შენელება ან სხეულის ბიოლოგიური საათის უკან გადაწევა ასაკის მატების მიუხედავად. წარმოიდგინეთ, რომ ეს ისეთი მარტივი შეიძლება იყოს, როგორც დღეში ერთი აბის დალევაა.

რატომ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდანვე?

რა მოხდება თუ ბავშვს თავისუფლებას შევუზღუდავთ? რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი? ამ თემაზე გვესაუბრება პიროვნული განვითარების ცენტრ “კარპე დიემის” ფსიქოლოგი ნინო მჟავანაძე

რას გულისხმობს ბავშვის დამოუკიდებლობა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ცნების სწორად განსაზღვრა. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს შეუზღუდავ თავისუფლებას, ის გულისხმობს ადამიანის მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას.
დამოუკიდებლობა, როგორც უნარი, შეგვიძლია განვიხილოთ ორ ჭრილში: ბავშვს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები: თვითმოვლა, გადაადგილება, დასუფთავება, კვება,ფულის გამოყენება და ა.შ. და ასევე, დამოუკიდებლობაში იგულისხმება ისეთი უნარების განვითარება, როგორიც არის: პრობლემის გადაწყვეტა, ემოციების მართვა, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი?

ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარების ყველა ეტაპზე ბავშვს ჰქონდეს გარკვეული სახის დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები თავად იჩენენ ინიციატივას დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ქცევა. თუ გავიხსენებთ 2 წლამდე ასაკის პერიოდს, ამ დროს ბავშვი ხშირად იყენებს სიტყვას „მე“ ,„მე თვითონ“ და უარს ამბობს დახმარებაზე. ამ ქცევით თითქოს ის ერთი მხრივ, საზღვარს ავლებს მასსა და სხვა ადამიანს შორის და მეორე მხრივ, ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. უფროსების მხრიდან მოცემული ინიციატივების ხელშეწყობამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს შემდგომში ბავშვის პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე. სასურველია ბავშვი დაბალი ასაკიდანვე მივაჩვიოთ გადაწყვეტილების მიღებას, ამისათვის შეგვიძლია შევთავაზოთ მას სხვადასხვა სახის არჩევანი. მაგალითად: რომელი ტანისამოსის ჩაცმა ურჩევნია, რომელი ფერი მოსწონს მეტად, სასეირნოდ ურჩევნია წასვლა თუ კინოში და ასე შემდეგ. უფროსისთვის სასურველი ორი ალტერნატივიდან ბავშვის მიერ ერთის არჩევა, ბავშვს მეტად დააფიქრებს საკუთარ ინტერესებზე და ასევე გაუჩენს განცდას, რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რაზეც თავად არის პასუხისმგებელი.

რა როლი ეკისრება მშობელს ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაში?

ყველა მშობლის განზრახვას და მიზანს წარმოადგენს საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ამ მიზნის მიღწევის პროცესში ბავშვის პირადი სივრცის საზღვრები დაირღვეს. მართალია, მცირე ასაკში მოტორული განვითარების გამო, კვების უნარი არ არის ისეთი დახვეწილი, როგორც მოგვიანებით, მაგრამ სამაგიეროდ მშობლის მხრიდან ამ ქცევის წახალისება, ბავშვს აღმოაჩენინებს, რომ მას უფროსის დახმარების გარეშე უკვე შეუძლია სხვადასხვა ქცევის განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკში რაიმეს კეთების მოტივაცია ბავშვებში ძალიან მაღალია, მაგალითად: სიარულის სწავლისას, მიუხედავად ხშირი დავარდნისას მიღებული წარუმატებლობისა, ბავშვი მაინც დგება და აგრძელებს სიარულს. უფროსები უნდა ვეცადოთ, სწორედ ეს მოტივაცია შევანარჩუნებინოთ სხვადასხვა ქცევასთან მიმართებაში და არ დავუწესოთ შეზღუდვები.
საქართველოში ხშირია, სქესის სტერეოტიპული შეზღუდვა, როდესაც მამრობითი სქესის ბავშვი ინტერესდება ცოცხით ან ჭურჭლით, ამ დროს ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიც არის: „ეს ბიჭის საქმე არ არის“, „გოგო ხომ არ ხარ“ და ასე შემდეგ. ეს იწვევს ბავშვში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების დაბლოკვას.

რა მოხდება, თუ ბავშვს არ მივცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განახორციელოს სხვადასხვა ქმედება

მოზარდის მაგივრად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა ერთი მხრივ გარკვეული კომფორტი შეუქმნას ბავშვს და მეორე მხრივ შესაძლოა შეაფერხოს იმ უნარების განვითარება, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელია. უფროსები სულ შვილების გვერდით, სამწუხაროდ, ვერ ვიქნებით და საჭიროა მათი მომზადება ამისთვის. მუდმივმა ჰიპერმზრუნველობამ მშობლის მხრიდან შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ შედეგებამდე, როგორიც არის:
•    განცდა, რომ ნებისმიერი ქმედებისთვის მჭირდება დახმარება და არ მაქვს საკმარისი უნარი თავად შევძლო იგივე. ასევე ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს თვითრწმენის, თვითცნობიერების და თვითშეფასების ნაკლებობა.
•    ჰიპერმზრუნველობისას ბავშვში იკლებს მოტივაცია და უხეშად რომ ვთქვათ, ეს იწვევს მდგომარეობას, რასაც სიზარმაცეს ვეძახით. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მის მაგივრად ყველაფერს ყოველთვის სხვა გააკეთებს.

როგორ უნდა შეძლოს მშობელმა, მხარი დაუჭიროს ბავშვის დამოუკიდებლობას?

სანამ ბავშვი დამოუკიდებლად მისაღები გადაწყვეტილების წინაშე მარტო აღმოჩნდება, მნიშვნელოვანია მას მანამდეც მივცეთ საშუალება გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯები. ამ პროცესში ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება გამოხატოს საკუთარი თავი და შეფასების გარეშე გავუზიაროთ ჩვენი დამოკიდებულებები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა და თანადგომა, მასთან ერთად გავიზიაროთ ბედნიერი წუთები და შეცდომების დაშვებისას კი თანავუგრძნოთ. უფროსის მიერ ბავშვისთვის ნათქვამი ფრაზები: „ხომ გეუბნებოდი“, „ვიცოდი, რომ ცუდად დამთავრდებოდა“ „სულ ისე იქცევი, როგორც შენ გინდა“ და ასე შემდეგ, არასდროს გვაქცევს ბავშვების მეგობრად და ისეთ ადამიანად, რომელსაც დასახმარებლად და რჩევისათვის მიმართავენ.

რა უნარები შეიძლება განუვითაროს ბავშვს დამოუკიდებლობის ხელშეწყობამ?

დამოუკიდებლობის მიცემა მხოლოდ ყოფითი ცხოვრებისეული უნარების ათვისებას არ გულისხმობს. ბავშვმა უნდა ისწავლოს პრობლემების გადაწყვეტა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის უნარი არის საფუძველი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბებისა. ადამიანის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს შესაბამისი შედეგი მოჰყვება და ამ შედეგების მიხედვით წარიმართება შემდეგ ჩვენი ცხოვრება. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს პასუხისმგებლობის განცდა ჩამოუყალიბდეთ და მომავალში საკუთარ ცხოვრებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, აუცილებელია მივცეთ საშუალება, გაგვიზიარონ საკუთარი სურვილები და მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები.
საინტერესოა, რომ „ცხოვრების უნარები“ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ WHO (1999) განისაზღვრა, როგორც პოზიტიური და ადაპტური ქცევის განხორციელებისათვის საჭირო უნარები, რომლებიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად გაუმკლავდეს ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნებსა და სირთულეებს. მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია „ცხოვრების უნარების“ ძირითადი ჩამონათვალი, რომელიც მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი:

• გადაწყვეტილების მიღება;
•კრეატიული აზროვნება;
•ეფექტური კომუნიკაცია;
•თვითცნობიერება;
•ემოციების მართვა/გამკლავება;
•პრობლემის გადაჭრა;
•კრიტიკული აზროვნება;
• ინტერპერსონალური ურთიერთობების უნარები;
• ემპათია;
•სტრესთან გამკლავება;

აღსანიშნავია, რომ ეს კომპეტენციები უფრო მეტია, ვიდრე ცოდნა და უნარი. ის მოიცავს შესაძლებლობას, რომ ინდივიდმა დაძლიოს გარემოდან წამოსული ყველანაირი მოთხოვნები და მოახდინოს ფსიქოსოციალური რესურსების მობილიზება სიტუაციის გათვალისწინებით.
დამოუკიდებლობის უნარი ასევე ეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს იმედგაცრუებას და შეცდომები მიიღოს, როგორც გამოცდილება და სწავლის გზა.

რამდენად სასურველია, ყველა გარემოში მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლობა? 

დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეალობა საკმაოდ დაუცველად გამოიყურება. მშობლებისათვის, ბუნებრივია, რთულია, ყველა გარემოში ერთნაირად მიანიჭონ ბავშვს დამოუკიდებლობა, მაგრამ აუცილებელია ყოველთვის მოხდეს იმ მიზეზების ახსნა, თუ რატომ შეიძლება დავუწესოთ ბავშვს რაიმე სახის შეზღუდვა.
უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის სასიამოვნო გარემოში ყოფნა ამარტივებს ახალი ინფორმაციის ათვისებას და საჭირო უნარებისა განვითარებას.

რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

მუცლის კედლის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ის პოპულაციის 1.5-2%-ს უვითარდება, თუმცა მისი განვითარების რისკი, მოსახლეობის დაახლოებით 4-5%-ს აქვს. გარდა იმისა, რომ თიაქარი პაციენტს დიდ დისკომფორტს უქმნის, მან, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

რა არის მუცლის კედლის თიაქარი და რა ახდენს მის პროვოცირებას? როგორია დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? – პათოლოგიაზე დეტალურად თოდუას კლინიკის აბდომინური ქირურგი, ბესარიონ მეტონიძე გვესაუბრა.

გთხოვთ, პირველ რიგში, აგვიხსენით, რა არის მუცლის კედლის თიაქარი?

მკითხველისთვის გასაგებად რომ ავხსნათ, მუცლის კედელი რამდენიმე შრისგან შედგება, ესენია: ე.წ. პერიტონეუმი, რომლითაც დაფარულია მუცლის ღრუს ორგანოები; ფასციები ანუ შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფურცლები, რომელთა შორისაც არის მოთავსებული კუნთები და რომლებიც ქმნის მყარ გარსს მუცლის კედლისთვის; კანქვეშა ცხიმი და კანი. უმეტესად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შრეების შეერთება ხდება, შეიძლება გაჩნდეს დეფექტი ხვრელის სახით. ამ ხვრელების საშუალებით კი მუცლის ღრუს ორგანოები კანქვეშა სივრცეში გამოდიან, რაც გამობერილობას ქმნის. სწორედ ამ პათოლოგიას ვუწოდებთ თიაქარს.

თიაქარი შედგენა შემდეგი კომპონენტებისგან: თიაქრის კარი, თიაქრის პარკი, თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს სახით).

როგორია მუცლის კედლის ძირითადი თიაქრების ჩამონათვალი?

თავისი ლოკალიზაციის მიხედვით გამოვყოფთ: ეპიგასტრიუმის, ჭიპის, საზარდულის, ბარძაყის, პოსტოპერაციულ ანუ ინციზიურ თიაქრებს. მუცლის კედლის თიაქრებს, ასევე, განეკუთვნება შპიგელის ხაზის თიაქარი, რომელიც სწორი კუნთის ბუდის ლატერალურად ვითარდება და ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტიპებს შორის ყველაზე იშვიათია. აღსანიშნავია ისიც, რომ საზარდულის თიაქარი უფრო მეტად კაცებშია გავრცელებული, ბარძაყის თიაქარი კი უმეტესად ქალებში გვხდება.

რა ახდენს ამ პათოლოგიის პროვოცირებას?

მუცლის კედლის თიაქრების მთავარი მაპროვოცირებელი მუცლის ღრუში წნევის მატებაა, რაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია, ძლიერი ქრონიკული ხველა, ორსულობა, არასწორი ვარჯიში, სიმძიმეების აწევა და ა.შ. საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში წნევის მატებისა და კედლის დაჭიმულობის დროს, ჩვენს მიერ აღწერილ ზონებში, ხდება ან დეფექტების გაჩენა ან არსებული ხვრელების გაგანიერება, რომლებიც შემდგომში წარმოადგენენ თიაქრის კარს.

რა გართულებებამდე შეიძლება მივიდეს არანამკურნალები თიაქარი?

ხშირად, როცა პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაშია, მუცლის კედელზე გამოსული ორგანოები თავისით ან ხელის დახმარებით უბრუნდება ჩვეულ ადგილს, მუცლის ღრუში. თუმცა არის შემთხვევები, როცა თიაქარი იჭედება და ვეღარ ხერხდება ორგანოს უკან ჩაბრუნება. ასეთ დროს, შესაძლოა, მის ირგვლივ წარმოიქმნას შეშუპება და ანთებითი პროცესი, რაც შემდგომში ისეთ სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორებიცაა ჩაჭედილი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა,  განგრენა პერფორაციით, პერიტონიტი, გაუვალობა და ა.შ. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვისთანავე აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ადეკვატური მკურნალობა.

რა სიმპტომებით გამოიხატება მუცლის კედლის თიაქარი?

ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი მუცლის კედელზე თვალით ხილული გამობერილობაა. მას, ასევე, შეიძლება ახლდეს პერიოდული ტკივილი, მოქაჩვის შეგრძნება, დისკომფორტი, შებერილობა, ნაწლავების მოქმედების გაძნელება, ბოყინი და ა.შ. თიაქრის ჩაჭედვის დროს კი ნაწლავთა მოქმედება, შესაძლოა, სრულიად შეჩერდეს და სახეზე გვქონდეს გაუვალობა.

რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ თიაქრის დროს?

დიაგნოსტირება თავდაპირველად ხელით გასინჯვით იწყება. თიაქრებს ძალიან დამახასიათებელი აღწერილობა აქვს, ამიტომ ქირურგი მათ ამოცნობას ხშირად მარტივად ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევებში ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტულ კვლევებს, როგორებიცაა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი დახმარებით განვსაზღვრავთ თიაქრის ზომას, მის შიგთავსსა და ა.შ. საბოლოოდ, ამგვარი ინფორმაცია მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში გვეხმარება.

როგორ ხდება თიაქრების მკურნალობა?

თიაქრის დროს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს – ქირურგიას მივმართავთ. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია წესით, ლაპარასკოპიული ან რობოტ ასისტირებული მიდგომით. ცხადია, უმჯობესია, მკურნალობა მცირე ინვაზიური პროცედურით წარიმართოს, თუმცა, ზოგჯერ თიაქრის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერაციის ღია წესით ჩატარება უფრო უპრიანია. ძირითადად თიაქრების გიგანტური ზომების და მოსალოდნელი ძლიერი შეხორცებების შემთხვევაში. მთავარია, ქირურგმა სწორად შეარჩიოს მეთოდი და, რაც მთავარია, ხელი მიუწვდებოდეს ყველა შესაძლო ოპერაციულ მიდგომაზე. საბედნიეროდ, თოდუას კლინიკაში, გვაქვს საშუალება ჩავატაროთ ოპერაციები როგორც ღია წესით, ისე მცირე ინვაზიური მიდგომით.

ოპერაციას, პირველ რიგში, თიაქრის გაკვეთით (თიაქარკვეთით) ვიწყებთ. სიცოცხლისუნარიანი ორგანოები და ქსოვილები  უკან, მუცლის ღრუში ბრუნდება. თუ ორგანო დაზიანებულია, მისი რეზექცია ანუ ამოკვეთა ხდება. ოპერაციის  შემდეგი ეტაპია თიაქარპლასტიკა, რაც დეფექტის გამაგრებას გულისხმობს. ამისთვის ვიყენებთ როგორც პაციენტის საკუთარ ქსოვილებს, ისე სპეციალურ ხელოვნურ ბადეებს, რაც კარგ შედეგს გვაძლევს – ისინი ერთად უფრო მყარ დაბრკოლებას ქმნის და მინიმუმამდე ამცირებს თიაქრის ხელახლა გაჩენის (რეციდივის) ალბათობას.

რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტისთვის?

რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის იყო თიაქარი და რა მიდგომით ჩატარდა ოპერაცია. ე.წ. ღია წესის დროს, პაციენტს შეიძლება 3-4 დღე მოუხდეს კლინიკაში დაყოვნება. ლაპარასკოპიის შემთხვევაში კი, ხშირად პაციენტებს მეორე დღესვე ვწერთ. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ პოსტოპერაციული ქამრის ტარება 2-3 თვის განმავლობაში.

რეაბილიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების დაცვაც, რომელსაც ექიმი ოპერაციის შემდეგ გასცემს. აუცილებელია, პაციენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს სიმძიმეების აწევისგან, ვარჯიშისგან ან ისეთი ფიზიკური აქტივობისგან, რაც მუცლის კედლის ძლიერ დაჭიმულობა

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება გაზაფხულზე – ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებები

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება გაზაფხულზე

ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებები

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში“პირადი ექიმი” :

„ზამთარსა და ზაფხულს შორის გარდამავალი პერიოდი დგება. ორგანიზმი ცდილობს, ზამთრის “საჩუქრებისაგან” გათავისუფლდეს და ზაფხულისთვის მოემზადოს. ზამთრის “საჩუქართა” შორისაა: კვების რაციონი, კვების რეჟიმი და ულუფა.

ყველა იმ პროდუქტს, რომლებშიც სხვადასხვა დანამატია, ერთი მთავარი ხიბლი აქვს – ის ბავშვებს იზიდავს. ფერითაც, სუნითაც, გემოვნური თვისებებითაც, კონსისტენციითაც… რაც მთავარია, სიამოვნების განცდით, რომელსაც მსგავსი პროდუქტები აღძრავს. ბავშვები არა მარტო ზამთრის პერიოდში, არამედ სხვა დროსაც მიირთმევენ.

გაზაფხულზე ხომ ახალი პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული შემოდის და სწორედ ამით შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ სიამოვნება და ზამთრის კვების მოდელი ინერციით არ გავაგრძელოთ. ასეთი მოდელი არც ზამთარშია გამართლებული, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა. ხშირად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ცხოველურ ცილებს, ცხიმებს იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში უამრავი ნაერთი გროვდება, რომლებიც გაწმენდას მოითხოვს. ეს ეხება მშრალი ცილით დატვირთვის შემთხვევაში პროდუქტების მოხმარებასაც. ლობიოს, თავისი ცილოვანი შემადგენლობით, B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, თუ ჩვენ ზამთრის განმავლობაში ბევრ მშრალ ლობიოს, ხორცეულს, ცხიმიან პროდუქტს მივიღებთ, ჩვენს ორგანიზმს მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რომ გაზაფხულზე გასუფთავდეს.

მეთოდებში შედის:

  • უპირველეს ყოვლისა, წყლის ადეკვატური მოხმარება. უნდა გავითვალისწინოთ, გაზაფხულის დადგომა ორგანიზმის არა მარტო გაწმენდას, არამედ გაზრდილ ტემპერატურასთან ორგანიზმის ადაპტაციას გულისხმობს. გარემოს ტემპერატურა იმატებს, უფრო მეტ დროს გარეთ ვატარებთ, უფრო აქტიურები ვხდებით და ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე იზრდება. ეს მოხმარებული წყლის რაოდენობაზე აუცილებლად უნდა აისახოს. თუ შარდი ჩამუქდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს უფრო მეტი სითხის მოხმარება სჭირდება.
  • ამ სეზონზე წყალუხვი პროდუქტებიც უნდა გავითვალისწინოთ. წყალუხვია ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით წყალუხვი შეიძლება სეზონურად აქტიური პროდუქტები იყოს. ამ მხრივ ამერიკის კვებისა და დიეტ-აკადემიის მიერ ბავშვებისთვის, საგაზაფხულოდ შემუშავებულ რეკომენდაციებს საგანგებოდ გამოვყოფდი.
  • ბავშვებისთვის ჩვენს მიწა-წყალზე მოყვანილი სეზონური, წყალუხვი პროდუქტები მნიშვნელოვანია. ხშირად, ზამთარში, თოვლიან ამინდშიც შეგვიძლია მარწყვის მირთმევა, ან ისპანახის დაგემოვნება. მაგრამ, თუ ბუნებრივი ციკლის შესაბამისად ვიმსჯელებთ, მაშინ სწორედ ახლაა დრო, როდესაც მწვანეფოთლოვანი მცენარეები ცოცხლდებიან. ამ პროდუქტებში ფოლიუმის მჟავა, C ვიტამინი, K ვიტამინი, A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებები – კაროტინები და უამრავი მინერალია. მათ შორის, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და მანგანუმიც კი. ისპანახი, ან საზამთრო 95-99% წყალს შეიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის რაციონში ამ პროდუქტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ისპანახი ნიგვზით იქნება, მცირე რაოდენობით მცენარეულ ცხიმთან, სმუზის, ან სალათის შემადგენელი ფორმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია.
  • ჭარხალი და ჭარხლის ფოთოლი ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და სასარგებლო პროდუქტია.
  • მარწყვისა და ალუბლის სწორი გამოყენება არ დაგავიწყდეთ. ალუბალი მელატონინის ბუნებრივი შემავსებელია, რაც ბავშვის ძილისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარწყვი  იოდის წყაროა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
  • ტყემალი და ალუჩა С ვიტამინით, K ვიტამინით, სხვადასხვა სახის მინერალითაა დატვირთული და ამავე დროს, სისხლის ბუნებრივად გამათხელებლებს შეიცავს, რაც ტემპერატურის მატებასთან, დათბობასთან ერთად სისხლის შესქელებისაგან მნიშვნელოვნად გვიცავს.
  • არ დაგვავიწყდეთ მცენარეული ბოჭკო, –  ბავშვის ნაწლავს, ტვინსა და ყველა სისტემას, მათ შორის, გუნება-განწყობასაც აწესრიგებს.

ქარხნული თუ სახლში დამზადებული კონსერვები? – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კონსერვების მომზადებისას

xr:d:DAGB0EEP1sk:10,j:4927810731584212,t:24040809

ქარხნული თუ სახლში დამზადებული კონსერვები?…

„ბოტულიზმის განვითარებისთვის, საჭიროა შინ დამზადებული კონსერვირებული პროდუქტი და აგრეთვე კუსტარულად შებოლილი თევზეულობა, ძეხვი და ა.შ.

56 შემთხვევიდან 6 შემთხვევა უკავშირდებოდა თევზის პროდუქტებს…“

 

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ჯანმო – ფრინველის გრიპის ადამიანებში მზარდი გავრცელება შემაშფოთებელია – მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინების…

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა H5N1 ფრინველის გრიპის მზარდი გავრცელების გამო ახალ სახეობებზე, მათ შორის ადამიანებზე, რომლებსაც სიკვდილიანობის „მაღალი მაჩვენებელი“ აქვთ.
”ვფიქრობ, ეს უზარმაზარ შეშფოთებას იწვევს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა ჯერემი ფარარმა.
ფრინველის გრიპის ამჟამინდელი აფეთქება 2020 წელს დაიწყო და ათობით მილიონი ფრინველის დაღუპვა გამოიწვია, დაინფიცირდნენ გარეული ფრინველებიც, ასევე ხმელეთისა და ზღვის ძუძუმწოვრები.
ამ სიას ცოტა ხნის წინ ძროხები და თხებიც შეუერთდნენ, რამაც სპეციალისტების გაკვირვება გამოიწვია, რადგან მანამდე ისინი ამ ტიპის გრიპის მიმართ მგრძნობიარეებად არ მიიჩნეოდნენ.
„A (H5N1) შტამი გლობალური ზოონოზური ცხოველების პანდემია გახდა“, – აღნიშნაფარარმა.
მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ვირუსი ადამიანების დაინფიცირების უნარს იძენს, შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანზეგადაცემაც დაიწყოს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ A(H5N1) ტიპის გრიპის ვირუსი  ადამიანებს შორის ვრცელდება.
ჯერემი ფარარის განმარტებით, ასობით შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ცხოველებთან კონტაქტის შედეგადდაინფიცირდნენ, “სიკვდილობის მაჩვენებელი არაჩვეულებრივად მაღალია”, თქვა ფარარმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წლიდან მიმდინარესწლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, მსოფლიოს 23 ქვეყანაში, ადამიანების დაინფიცირების 889 შემთხვევიდან 463ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 52 პროცენტი შეადგინა.
ჯერემი ფარარმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა H5N1-ის ვირუსისვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შემუშავების მიზნით და დასძინა, რომ აუცილებელია, რეგიონულ და ეროვნულ ჯანდაცვის ორგანოებს მთელ მსოფლიოში ვირუსის დიაგნოსტიკის საშუალება ჰქონდეთ.
მისი თქმით, ეს იმისთვის არის აჭირო, რომ თუ H5N1 ვირუსი ადამიანებიდან ადამიანებზე გადასვლას დაიწყებს, მსოფლიო „მყისიერი რეაგირების პოზიციაში“ იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინებზე, თერაპიულ საშუალებებსა და დიაგნოსტიკაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არსებობდეს.

წყარო : sciencealert.com

რატომ არ უნდა მოწიოთ? – რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას?

რატომ არ უნდა მოწიოთ?

მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას პატარა ბავშვიც გეტყვით. ჩვენი გარემო სავსეა სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საშუალებების ანტიპროპაგანდით. რეკლამები, ბანერები, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სურათები თუ უბრალოდ მშობლების გაფრთხილებები – მოწევის მავნებლობაზე, ბევრი გზით შეიძლება გაგეგოთ. თუმცა, დაინტერესებულხართ ამის მიზეზით?

დღეს ჩვენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მრავალსახეობაა, როგორიცაა “ელექტრონული სიგარეტი, აიქოსი, კლასიკური სიგარეტები”.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკის ადამიანები გახადონ დამოკიდებული ნიკოტინზე და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკის ან როგორი ჯანმრთელობის მქონე იქნება მათი მომხმარებელი, მთავარია მათი ყულაბა სისტემატურად გამდიდრდეს კიდევ რამდენიმე ლარით, რადგან მწეველი ადამიანი ყოველთვის იყიდის სიგარეტს.

მოკლედ რომ აგიხსნათ, თუ რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას.

ეს ასე გამოიყურება:

ნიკოტინს შეიცავს თამბაქოს მცენარე და ის ერთგვარი დაცვითი მექანიზმია მისთვის, რადგან ზუსტად ნიკოტინი, თავისი მომწამვლელი თვისებებით, არ აძლევს პარაზიტებს მცენარის დაზიანების საშუალებას.

ალბათ, თქვენ ასევე გსმენიათ მითი იმის შესახებ, რომ ნიკოტინს ჩვენი ორგანიზმიც გამოყოფს! ეს, რა თქმა უნდა, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მორიგი მარკეტინგული ხრიკია.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმის მიერ ხდება ვიტამინ b-3-ის სინთეზირება (ნეოცინი-ნიკოტინის მჟავა), რომელსაც არანაირი საერთო აქვს რეალურ ნიკოტინთან.

(ადიქცია)

ნიკოტინი იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.

“სიამოვნებიდან აბსტინენციამდე მოკლე გზაა”!

თამბაქოზე ფიზიკური დამოკიდებულების ფორმირება ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით. მთავარი ნივთიერება, რომელიც გადასცემს იმპულსებს ცენტრალური ნერვული სისტემის ბირთვებსა და უჯრედებს შორის, არის ნეიროტრანსმიტერი დოფამინი. თუ ბევრი დოფამინი გამოიყოფა, ადამიანი განიცდის სიამოვნებას, ხოლო როდესაც დოფამინის რაოდენობა იკლებს, ის განიცდის აბსტინენტურ სიმპტომს. მოწევიდან 7-10 წამის შემდეგ ნიკოტინი ხვდება ტვინში. საწყისი მოხმარების შემდეგ ნიკოტინი ზრდის დოფამინის გადაცემას, რეგულარული მოწევა ცვლის დოფამინის გადაცემის კომპლექსს, ნიკოტინი ხდება ამ კომპლექსის ნაწილი, ანუ ამ ნივთიერების გარეშე დოფამინის გადაცემა არ მოხდება. და ამ მექანიზმის აღდგენას დრო ჭირდება.

ზუსტად ამ დროის მონაკვეთის გადალახვა უჭირს მწეველს.

უკვე ორ საათში (ეს დრო არის საჭირო, რომ სისხლში ნიკოტინის რაოდენობის  შემცირება დაიწყოს) თქვენ დაგეწყებათ  ნიკოტინის ახალი დოზის მოთხოვნის შეგრძნება.

ყველაზე რთული გადასალახი არის პირველი 48 საათი,შემდგომ აბსტინენტური სინდრომი სუსტდება. თუმცა, თქვენი ტვინი აგრძელებს ბრძოლას სიამოვნებისათვის.

“საკუთარი ტვინის ხაფანგში”

(რომ მოვინდომო დავანებებ!)

(ყველა ეწევა!)

(ვიღაცის ბაბუა 80 წლამდე ეწეოდა!)

(ერთსაც მოვწევ და ვაგდებ!)

(ვერ ვანებებ, მიჭირს!)

(აი, ზაფხულში გადავაგდებ!)

(მე არ მაწუხებს!)

შეგვიძლია უამრავი ასეთი ფრაზა მოგიყვანოთ მაგალითად, მაგრამ დასკვნა ერთი იქნება, ნიკოტინთან შერკინება არც თუ ისე მარტივი საქმეა!

1.ის ყველგან იშოვება,

2. გარშემო ბევრი ეწევა და აბსტინენტური სინდრომი ამით უფრო მკვეთრი ხდება.

3. ფიზიკური დისკომფორტი, როგორიცაა უძილობა, შფოთვა, გაღიზიანება და სხვა სასიამოვნო შეგრძნებები.

გახსოვდეთ, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ასე ადვილად არ გაგიშვებენ ხელიდან!

საით გაგიწევიათ?

გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი, ინოვაციური და უსაფრთხო პროდუქტი – ვეიპი და ელექტრონული ერთჯერადი სიგარეტი!

ის არ შეიცავს მხუთავებს და სხვა ქიმიკატებს, რაც უხვადაა სიგარეტში!

ყველა დანამატი, რომელსაც შეიცავს ელექტრონული სიგარეტი, არის უსაფრთხო!

მაგალითად, პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი და ნატურალური არომატიზატორები!

ასევე, ორი ტიპის ნიკოტინი ვეიპებზე:

1. “ტუტე ნიკოტინი”, რომელიც ყვითელი შეფერილობისაა და არ გადის ბევრ ქიმიურ დამუშავებას;

2. “მარილოვანი ნიკოტინი”, რომელიც გადის ხანგრძლივ ქიმიურ დამუშავებას და არის ძალიან კონცენტრირებული. ის პირველივე ნაფაზიდან რამდენიმე წამში ხვდება სისხლში და იწვევს ეიფორიის შეგრძნებას, სწრაფად განვითარებად დამოკიდებულებას.

“ტუტე ნიკოტინის“ შეწოვას ჭირდება 3-დან 5 წუთამდე.

შედეგი ერთია, თქვენ ისევ ნიკოტინზე ხართ დამოკიდებული, ოღონდ ამ ყველაფერს ემატება “პროპილენგლიკოლის, გლიცეროლის 300გრადუსზე გაცხელების შედეგად მიღებული ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგად თქვენ იღებთ კანცეროგენს (ფორმალდეგიდს)!” ეს აზიანებს თქვენს ფილტვებს და ბრონქიოლებს  და ამის შესახებ თქვენ არ მოგიყვებათ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია.

წარმოიდგინეთ, რომ ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანს შესთავაზო უფრო უსაფრთხო ტრანსპორტი ამ ჰეროინის მის ორგანიზმში მოსახვედრად და ეს გაამართლო იმით, რომ ამგვარად ის უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო ფორმით იღებს ნარკოტიკს.

დაფიქრდით, ვისზეა გათვლილი “ვეიპები“ და ელექტრონული სიგარეტები –  არომატული, ტკბილი გემოებითა და ფერადი შეფუთვით!

დიახ, ის გათვლილია მოზარდებზე! თქვენს შვილებსა და ნათესავებზე!

ელექტროსიგარეტები ორგანიზმს ჩვეულებრივზე არანაკლებ, შეიძლება მეტადაც კი, აზიანებენ.

როგორც კი ნიკოტინი ხვდება ტვინში, ის ცვლის აცეტილქოლინს, ბუნებრივ ნეიროტრანსმიტერს, რომელიც წარმოიქმნება ტვინის მიერ და პასუხისმგებელია ნერვული სიგნალების გადაცემაზე. ნიკოტინი ამ ნივთიერების მსგავსია და ამიტომ ასტიმულირებს აცეტილქოლინის რეცეპტორებს.

როცა ჩვენ უარს ვამბობთ ნიკოტინზე, დრო არის საჭირო, რომ ამ რეცეპტორების ფუნქცია დაუბრუნდეს

თავის ბუნებრივ ფორმას.

თამბაქო და მისი შემცველი პროდუქტები მხოლოდ ფილტვების დაავადებებს არ იწვევს. მოწევის შედეგები მთლიან სხეულზე და მის მუშაობაზე აისახება. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ და, ამის მიუხედავად, მაინც ეწევით, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ეს ქმედება კუნთის ზრდაზეც შეიძლება აისახოს.

  “სიგარეტი და კუნთის ჰიპერტროფია”

კუნთის ზრდაში მრავალი ჰორმონი იღებს მონაწილეობას, მათ შორის,  ზრდის ჰორმონი, ტესტოსტერონი, ინსულინი და ასე შემდეგ.

დადასტურებულია, რომ მწეველთა სისხლში მნიშვნელოვნად იზრდება მიოსტატინის დონე, ორგანიზმში სინთეზირებული პეპტიდი, რომელიც თრგუნავს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას და დაყოფას (ჰიპერპლაზიას). მიოსტატინი წარმოიქმნება კუნთებში და შემდეგ გამოიყოფა სისხლში, ის  ნეგატიურ გავლენას ახდენს კუნთებზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიოსტატინის მოქმედების ბლოკირება იწვევს კუნთოვანი მასის მნიშვნელოვან ზრდას, სხეულის ცხიმის პრაქტიკულად არარსებობის გარეშე. ამრიგად, მოწევასთან და ბოდიბილდინგთან ერთად, მიოსტატინის გაზრდილი დონე უბრალოდ ანელებს კუნთების ზრდას.

გარდა ამისა, ნიკოტინი აქვეითებს პროლაქტინის, გონადოტროპინის, ტესტოსტერონის დონეს

და ზრდის  თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის – კორტიზოლის რაოდენობას სისხლში.

ჟანგბადის მტერი – ნიკოტინი

„ფიზიოლოგიის ჟურნალში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მოწევა იმ მცირე სისხლძარღვების რაოდენობას ამცირებს, რომლებსაც ფეხის კუნთებში ჟანგბადი და საჭირო ნივთიერებები გადააქვს. რა კავშირშია კუნთამდე ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების გადატანა?

საქმე იმაშია, რომ მოძრაობის ოპტიმალურად შესრულებისთვის თქვენს ორგანიზმს, კერძოდ, გულს, ფილტვებსა და კუნთებს, ჟანგბადით მდიდარი სისხლი სჭირდებათ. როდესაც თამბაქოს გამონაბოლქვს შეისუნთქავთ, ნახშირბადის მონოოქსიდი სისხლის წითელ უჯრედებს ეკვრის, ჟანგბადს ადგილს უცვლის და ეს უკანასკნელი ქსოვილში ვეღარ აღწევს. თავის მხრივ, ამით რძემჟავას დონეც იზრდება. აღსანიშნავია, რომ რძემჟავა კუნთში წვის, დაღლილობისა და ვარჯიშის შემდგომი ტკივილის შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი.

ახლა ჩაიხედეთ სარკეში და ჰკითხეთ თქვენს თავს: ”არ გრცხვენია?” ასეთი უნიკალური შესაძლებლობის მქონე არსებას, რომელსაც მთავარ პრიზად სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერგო, ასე უპასუხისმგებლოდ და ზედაპირულად ეპყრობი ამ საჩუქარს! შენ, კონკრეტულად შენ, და არა ხვალ და არა ზეგ! დღეს! შეწყვიტე ეს დესტრუქცია და თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების გამდიდრება!

ავტორი (ვალიტა გორელჩანიკი)

როდის არის ინფორმირებული თანხმობა ნამდვილი მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

წინა სტატიაში ნინო ლიპარტია განმარტავდა, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში.
ახლა კი განგიმარტავთ იმას, თუ როდის არის ინფორმირებული თანხმობა ნამდვილი:

“პაციენტის თანხმობა უნდა იყოს თავისუფალი, ინფორმირებული და გაცხადებული პასუხისმგებელი მედიკოსის მიერ პაციენტისათვის მიწოდებული დაგეგმილი ჩარევის ან მისი ალტერნატივის ხასიათისა და პოტენციური შედეგების შესახებ ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე.

1997 წელს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ევროპული კონვენცია. ის არის პირველი სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მთელი რიგი პრინციპებითა და აკრძალვებით, ბიოლოგიური და სამედიცინო მიღწევების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

ამ კონვენციის მეხუთე მუხლის მიხედვით:

„ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, აგრეთვე შედეგებისა და საფრთხის შესახებ.

კონვენციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი აღნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც პაციენტისათვის უნდა იქნას მიწოდებული, თუმცა ის არ არის ამომწურავი. ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ინტერვენციის მიზანს, ხასიათს, შედეგებსა და რისკებს, ინფორმაციას ჩარევის ან სხვა შეთავაზებული ალტერნატიული კურსის რისკების შესახებ.

ინფორმაცია უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ ზოგადი ხასიათის რისკებს, არამედ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს, როგორებიცაა ასაკი ან რაიმე პათოლოგია. პაციენტთა მიერ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დასმულ შეკითხვებზე სათანადო პასუხი უნდა იქნას გაცემული.

ინფორმაციული თანხმობის დოქტრინა ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტებს: ინფორმაციის მიწოდება, გაგება, ნებაყოფლობითობა, კომპეტენცია და შეთანხმება შემოთავაზებული პროცედურის ან ჩარევის შესახებ.

თანხმობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნამდვილად, თუ:

ა) ის გაცხადებულია თავისუფალი ნების გამოვლინებით. მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო გადაწყვეტილების მიღებისათვის და გამოირიცხოს სხვა პირთა (მათ შორის ოჯახის წევრთა) ზეწოლა;

ბ) ექიმის მიერ უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია არსებითი რისკების შესახებ;

გ) შეთავაზებული პროცედურა უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული. მითითება „ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს“ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი შემთხვევისათვის. ამასთან, ამ ფრაზის გამოყენების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს შენიშვნა მასში განხილული საკითხების შესახებ;

დ) თანხმობა უნდა ეკუთვნოდეს უფლებამოსილ პირს, როგორც წესი, ეს უნდა იყოს პაციენტი, სანამ თავად იგი არ მიუთითებს უფლებამოსილების ნაკლზე;

ე) იგი უნდა მოიცავდეს გარკვეულ შეფასებას ან მითითებას, რომ პაციენტს აქვს გააზრებული შემოთავაზებული პროცედურის ან მკურნალობის შესახებ.

გამოხატული თანხმობა შეიძლება გაცხადებულ იქნეს ვერბალურად ან წერილობით. ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენცია არ ითვალისწინებს თანხმობის სავალდებულო ფორმას.

ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ჩარევის ხასიათზე. ამასთან, ერთ თანხმობაში არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული რამდენიმე სამედიცინო ჩარევის შესახებ. ნებისმიერი ფორმის თანხმობისას აუცილებელია ჩანდეს, რომ პაციენტი დაეთანხმა კონკრეტულ ჩარევას.

აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ადამიანი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ფლობდა შესაბამის ცოდნას და გაიაზრა შემოთავაზებული სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობის შესახებ.

პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ცხადი და პაციენტისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემული. პაციენტმა უნდა შეძლოს ტერმინებით მიწოდებული ინფორმაციის გაგება, სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის გააზრება, რათა შეაფასოს ჩარევის შემდგომი შედეგისა და სასარგებლო თვისებების უპირატესობა თანმდევ რისკებთან, უსიამოვნებასთან ან ტკივილთან.

აუცილებელია, პაციენტმა სრულად უნდა გაიგოს შეთავაზებული პროცედურის ხასიათი, შესაბამისად, მხოლოდ ექიმს აქვს უფლებამოსილება და კომპეტენცია, სწორად მიაწოდოს ინფორმაცია და უპასუხოს პაციენტის კითხვებს. ინფორმაციის სრულად და გასაგებ ენაზე მიწოდების შემდგომ პაციენტზე გადადის მიღებული გადაწყვეტილების რისკი, მათ შორის უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში.

ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 72 წლის ჯანმრთელი პირის განგრენის გამო ქვედა კიდურის ამპუტაციაზე უარი ჩაითვალა ნამდვილად.

კლინიკა მიიჩნევდა, რომ პაციენტის უარი აუცილებელ ამპუტაციაზე იყო „ნორმალური ქცევიდან გადახვეული.“ სასამართლომ განმარტა, რომ შეიძლება, პაციენტის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს არაგონივრულად, თუმცა ამ პაციენტისათვის აგრესიული ქირურგიული ჩარევა იყო მიუღებელი.

შესაბამისად, კლინიკა ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა პაციენტის ნება. პაციენტის პიროვნულობის პატივისცემის უფლება გადაწონის სახელმწიფოს ინტერესს – დაიცვას მისი სიცოცხლე.

რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights