პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროთბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე მესხს, წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს.
ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, განახლდა შეხვედრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights