ზაფხული და კვება – რა პროდუქტების მიღებაა სასურველი
საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება. პროფესორ ფხაკაძეს სენეგალის დედაქალაქ დაკარში დავუკავშირდით და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

“ამჟამად ვიმყოფები სენეგალის დედაქალაქ დაკარში. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ეგიდით მაქვს საშუალება, მონაწილეობა მივიღო და გავუზიარო ინფორმაცია სენეგალის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს იმ საკითხების შესახებ, რომელიც ეხება ექიმების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას, კერძოდ ჯანმრთელობის და მიგრაციის საკითხებზე.
ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიაჰოლდინგს „შენი“, რომელიც არის პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგი საქართველოში, აქვს თანამშრომლობის პერსპექტივა – დაიწყოს თანამშრომლობა სენეგალის ჯანდაცვის პირველ მედიაჰოლდინგთან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, გავცვალოთ ინფორმაცია და გამოვაქვეყნოთ სენეგალსა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში არსებული სიახლეები. ისინი კი დაინტერესდებიან იმ საკითხებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება.
ძალიან საინტერესოა, აფრიკისა და საქართველოს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე
ტანტრუმის პრობლემა ბავშვებში! – ბავშვი ისტერიკულად ტირის, ხდება აგრესიული
ტანტრუმის პრობლემა ბავშვებში!
ბავშვი ისტერიკულად ტირის, წივის, ძირს წვება, ფეხებს აბაკუნებს, ხდება აგრესიული, სამედიცინო ენაზე ამას ჰქვია ტანტრუმი.
არის თუ არა ეს ბავშვის განვითარების განყოფელი ნაწილი და რა რჩევებს გვაძლევენ სპეციალისტები…
ჯანმოს რეკომენდაციები ფიზიკურ აქტივობასთან დაკაშირებით
გაეცანით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ფიზიკურ აქტივობასთან დაკაშირებით.
იმისთვის, რომ დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით სულაც არ არის აუცილებელი იყოთ ფიტნეს დარბაზის წევრი ან სპორტით დაკავებული.
ფიზიკური აქტივობის ფორმებია: სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, ფიზიკური შრომა, ფიზიკური ვარჯიში, სპორტი, ცეკვა, აქტიური დასვენება და თამაში და მრავალი სხვა.
ფიზიკური აქტივობის სარგებელია:
შემცირებული სტრესი- გაუმჯობესებული განწყობა
- გაუმჯობესებული ძილი
- ძლიერი იმუნური სისტემა
ფიზიკურ აქტივობას ისეთი არაგადამდები დაავადების განვითარების რისკის შემცირება შეუძლია, როგორიცაა:
- ჭარბწონიანობა და სიმსუქნე
- გულის დაავადება
- დიაბეტი
- კიბო
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია უანგარობის პრინციპს დაეფუძნება.
„მთავარი მიზანი კი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს. შეხვედრაზე დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, რათა პაციენტთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული.
სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისასალმებელია უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედება. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე – მოქალაქეების აქტიური ჩართულობა“, – აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელოვანი ექიმების გამოფენა
ხელოვანი ექიმების გამოფენა ჩატარდა.



ფოტოები: Tamuna Kutateladze
“ვენოპუნქტურა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!” – რა სიახლეს აქვეყნებს ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია”
ქუთაისში შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია / Nationwide Health Organization LLC-ის ლაბორატორიული განყოფილება აღჭურვილია ვენის მოსაძებნი აპარატით.
მოწყობილობის ფუნქციაა ვენის პოვნასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.
მოწყობილობა ზუსტად გვიჩვენებს ვენის მდებარეობას და ეხმარება სამედიცინო პერსონალს ვენოპუნქტურის განახორციელებაში. Მისი საშუალებით პროცედურა პირველივე ჯერზე წარმატებით ტარდება, რაც ამცირებს ვენოპუნქტურის ხანგრძლივობას.
მუშაობის პრინციპი: დეოქსიგენირებული ჰემოგლობინი მისი გამოყენებისას ვენა მკაფიოდ ჩანს კანზე.
💉ვენოპუნქტურა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!
📥ქ. ქუთაისი. გ.ტაბიძის 72-დ
🌐https://nhoge.com/
📅 ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდით:
☎️551166516
📧help@nhoge.com
კვლევა – კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს
კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. ეს ამ სფეროში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა. წერს BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობაზე ნეგატიური გავლენა დიდი ხანია ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.
კვლევით დადგინდა, რომ 960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.
სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.
უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული
შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი FinalSpark აცხადებს, რომ შექმნა უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული. კომპანიაში ამ ქსოვილებს მინი-ტვინებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ “ცოცხალ კომპიუტერს” სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ.
ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის “მინი-ტვინებს” კომპიუტერული თამაში ასწავლეს — ვიდეო
და, აი, ახლა მკვლევრებს მასზე დისტანციური წვდომა ექნებათ. ამ მოწყობილობით ცდების ჩატარება შეეძლებათ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც როგორც წესი, დიდ რესურსებს მოითხოვს.
“ბიოლოგიური გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნეირონებს ინფორმაციის დასამუშავებლად გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერებს. ნეირონები ამისთვის საშუალოდ მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ”, — წერს FinalSpark-ის მეცნიერი და სტრატეგიული მრჩეველი, ეველინა კურტისი.
როგორ მუშაობს სტარტაპი
სტარტაპი ტვინის ორგანოიდებს, ადამიანის ტვინის ქსოვილის მცირე ნიმუშებს იყენებს, რომლებიც ნერვული ღეროვანი უჯრედებიდან მიიღება. მკვლევრები ამ ორგანოიდებს სპეციალურ გარემოში ათავსებენ, რომელშიც ისინი ცოცხლობენ. ამის შემდეგ, ორგანოიდებს სპეციალიზებულ ელექტროდებთან აკავშირებენ. სწორედ ასე ხდება ინფორმაციის დამუშავება და გამოთვლები.
ცოცხალი კომპიუტერების კონცეფცია უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, გასულ წელს მეცნიერებმა ნეირონები ელექტრულ სქემებთან დააკავშირეს, რის შედეგადაც შეიქმნა მოწყობილობა, რომელსაც ხმის ამოცნობა შეეძლო.
ამ უჩვეულო მოწყობილობებს რამდენიმე საყურადღებო უპირატესობა აქვს. კლასიკური კომპიუტერებისგან განსხვავებით, ასეთი გამომთვლელი მექანიზმი ნახშირბადის მხრივაც ნაკლებ კვალს ტოვებს.
“ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ნეირონების გამოთვლებისთვის გამოყენება უპირატესი. გამოთვლების შესაძლებლობების გაუმჯობესების გარდა, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სათბურის ემისიებიც”, — თქვა კურტისმა.
FinalSpark-ში იმედი აქვთ, რომ ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწენ და ამ მიმართულებით მეტ დაფინანსებასაც მოიპოვებენ. მათი თქმით, მომავალი ბიოლოგიური და ციფრული გამოთვლების სინთეზშია.











