14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე – უანგარო, რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა.
სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს.
კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ. მიხეილ სარჯველაძემ, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მხარდაჭერა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან სისხლის გაღებით ერთ ადამიანს, 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.
სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!“
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/06/14/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c/
sheniekimi.ge
