3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად:


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე პირველად გახდება 1,5 გრადუსით მეტი, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება პირველ რიგში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია. კერძოდ, საწვავის გამოყენება სათბურის გაზების მოცულობას ზრდის.
მსოფლიოში ტემპერატურაზე გავლენა ბუნებრივ ფაქტორებსაც აქვს, მაგალითად ელ-ნინიოს, რომელიც წყნარი ოკეანის ზედა ფენებში ტემპერატურის ცვალებადობას უკავშირდება. 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იმდენად მაღალი იყო, რომ ახალი რეკორდის დამყარებას მხოლოდ „წარმოუდგენლად მკვეთრი“ აციება შეუშლის ხელს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება ჰაერში სათბურის გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრემალური ტემპერატურები გაძლიერდება, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ეკოსისტემებისა და კაცობრიობისთვის.
ადამიანის დაინფიცირება ხდება საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცეს კბენის შედეგად. თვით ბუზი ცეცე ინვაზირდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვისას.
ძილის დაავადება ჯანმოს ინფორმაციით საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე მსოფლიოს 36 ქვეყანაში აღირიცხება. ავად ძირითადად სოფლის მეურნეობაში, მეთევზეობაში და ნადირობით დასაქმებული პირები ხდებიან და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობაში ავადობა ქალაქის მოსახლეობისგან განსხვავებით მაღალია. დაავადებასთან სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივმა ბრძოლამ უკვე 2009 წლისთვის შედეგები გამოიღო და ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად აღირიცხა 10000 შემთხვევამდე, ხოლო უკვე 2015 წელს აღრიცხულ-რეგისტრირებულ იქნა 2804 დაავადებული. დაავადების ლაბორატორიული დიაგნოსტირების სირთულის გამო, განსაკუთრებით მაღალკვალიფიური პერსონალია საჭირო. აფრიკაში ბოლო ერთ საუკუნეში ადგილი ქონდა სამ ეპიდემიას: 1896-1906 წწ. უგანდაში, 1920 წელს და 1970-იანი წლებიდან და 1990-იან წლებამდე რამდენიმე ქვეყანაში. გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ჯანმოს მიერ აფრიკულ სახელმწიფოთა მონაწილებით შემუშავებულია 2020 წლისთვის დაავადების ლიკვიდაციის ფართომასშტაბიანი პროგრამა.
ბოლო ათწლეულში ძილის დაავადების შემთხვევების 70% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღირიცხა. ეპიდემია ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე ეკონომიკური სიტუაციის შედეგია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღირიცხება 200 შემთხვევამდე. ანგოლაში, ბურკინა-ფასოში, გაბონში, განაში, გვინეაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, კამერუნში, მალავიში, ნიგერიაში, კოტ დ ივუარში, ტანზანიაში, უგანდაში, ეკვატორიულ გვინეაში და სამხრეთ სუდანში აღირიცხება 100 შემთხვევაზე ნაკლები, ხოლო სხვა აფრიკული ქვეყნები დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენას ოფიციალურად უარყოფენ.
დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ომის, შიმშლის, სიდუხჭირის და სხვა მიზეზების გამო მოსახლეობის როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ქვეყნებს შორის დიდი მიგრაცია.
გამომწვევი აგენტი: 3 სახეობისაა:
ა)Trypanosoma brucei gambiense, გავრცელებულია აფრიკის 24 სახელმწიფოში და მასზე მოდის აღრიცხულ დაავადებათა 97%, ახასიათებს დაავადების ქრონიზაცია.
ბ) Trypanosoma brucei rhodesiense გვხვდება აფრიკის 13 სახელმწიფოში და მასზე მოდის დაავადების შემთხვევების დანარჩენი 3%.
გ) ტრიპანოსომების მე-3 სახეობა (Tripanosoma cruzy) გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და მისგან გამოწვეული დაავადება ცნობილია შაგასის (ჩაგასის), ანუ ამერიკული ტრიპანოსოსმოზის სახელით.
რეზერვუარი: აფრიკაში ადამიანისთვის პათოგენური ორივე სახეობის ტრიპანოსომების რეზერვუარს შინაური და გარეული ცხოველები წარმოადგენენ. გამბიური ტიპის ტრიპანოსომებისთვის, როგორც რეზერვუარი ცხოველების როლი საბოლოოდ შესწავლილი და დადასტურებული არაა. შინაური ცხოველებში, განსაკუთრებით მსხვილფეხა საქონლში არსებული ეპიზოოტია მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.
ტრიპანოსომების სხვა სახეობები პათოგენურია ცხოველებისთვის, თუმცა მათ ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა არ აქვთ. ცხოველებში ტრიპანოსომებით გამოწვეული დაავადებაა ,,ნაგანა“.
გადაცემის გზები: ბუზი ცეცეს არაერთი სახეობა გავრცელებულია საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში, თუმცა დაავადების გადამტანი რამდენიმეა. დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, ზოგიერთ ტერიტორიებზე სადაც ცეცე ფართოდაა გავრცელებული აფრიკული ტრიპანოსოსმოზის (ძილის დაავადების) შემთხვევები არ გვხვდება. დაავადების კერების გავრცელება ერთი სოფლის, ან რაიონის ტერიტორიით შემოიფარგლება. დაავადების გავრცელების ინტენსივობა ორ მეზობელ სოფელს შორის შესაძლოა იყოს სრულიად განსხვავებული.
დაავადების ბუნებრივი (ბუზი ცეცე) გადაცემის გარდა აღწერილია დედიდან ნაყოფზე დაავადების გადაცემა პლაცენტარული ბარიერის გავლით. არაა გამორიცხული სხვა სისხლისმწოვი მწერებით გადაცემაც. აღწერილია პაციენტების სისხლით დაბინძურებული ნემსის უნებლიედ ჩხვლეტით ლაბორატორიის თანამშრომელთა ინფიცირება. ასევე აღწერილია სქესობრივი კონტაქტით დაავადების გადაცემის უიშვიათესი შემთხვევა.
ინკუბაციური პერიოდი: კონკრეტულად განსაზღვრული არაა, შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდე. კლინიკური ნიშნების გამოვლენა დაავადების ბოლო სტადიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების თანხვედრილია.
დაავადების საწყის ეტაპზე ტრიპანოსომები მრავლდებია კანქვეშა ქსოვილებში, სისხლსა და ლიმფაში და ჰემოლიმფური ფაზა ეწოდება. დამახასიათებელია ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი და ქავილი.
დაავადების მეორე ეტაპზე ტრიპანოსომები ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვით აღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს ნევროლიგური, ან მენინგოენცეფალიტური სტადიაა. ამ დროს ვლინდება ქცევის შეცლა, ცნობიერების დაბინდვა, სენსორული დარღვევები და კოორდინაციის მოშლა. ძილის ციკლის დარღვევა დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. მკურნალობის გარეშე დაავადება როგორც წესი სიკვდილით მთავრდება. აღწერილია ე.წ. პარაზიტების ჯანმრთელი მტარებლობის შემთხვევებიც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის T.b.gambiense-სთვის გამოიყენება სეროლოგიური სკრინინგი. მნიშვნელოვანია თავ-ზურგ-ტვინის სითხის გამოკვლევა.
მკურნალობის ტიპი და ხანგრძლივობა დაავადების სტადიაზე დამოკიდებული. საწყისი სტადიის დროს გამოყენებული მედიკამენტები შედარებით ნაკლებ ტოქსიურია. მკურნალობის შემდეგ პაციენტზე მეთვალყურეობა წესდება 24 თვის განმავლობაში. სიცოცხლის უნარიანი პარაზიტი ორგანიზმში შესაძლოა იყოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც განაპიროებს რეციდივებს.
დაავადების მეორე სტადიის მკურნალობისას გამოიყენება ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის უნარის მქონე ტოქსიური პრეპარატები, რაც მათი გამოყენებისთვის პრობლემებსა და სირთულეებს ქმნის. ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით სამკურნალოდ მოწოდებულია: პენტამიდინი, სურამინი, მელარსორპოლი, ეფლორნიტინი, ნიფურმიტოქსი.
გადამდებლობის პერიოდი: კონკრეტული პერიოდი დაზუსტებული არაა.ხანგრძლივი და უსიმპტომო დაავადების პირველი სტადიის გამო რეკომენდებულია რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის აქტიური, ფართომასშტაბიანი და ძვირადღირებული სკრინინგი, ინფიცირებულთა გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დასაწყებად.
მიმღებლობა: საყოველთაოა, გაცილებით ხშირად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები.
კონტროლის ღონისძიებები: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ინვაზირებულ პირთა დროული გამოვლენა და დროული მკურნალობის დაწყებაა. ეფექტურად გამოიყება გადამტანების პოპულაციური კონტროლის მეთოდები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ცხოველებში დაავადების გამოვლენა და მკურნალობა. აქტიურად ხორციელდება სამედიცინო და ვეტერინალური პროფილის სპეციალისტების სწავლება-მომზადება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით და აღნიშნულ ღონისძიებათა განმახორცილებელი სტრუქტურების კოორდინაცია. ჯანმო აქტიურადაა ჩართულია ამ ქმედებებში და ქვეყნებს შორის ახორციელებს მეთოდურ-პრაქტიკულ კოორდინაციას. დაავადების ლიკვიდაციის პროგრამაში ჩართულნი არიან და მონაწილეობენ ისეთი მძლავრი საერთაშორის დონორები როგორიცაა: სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაცია (FAO), ,,მაგატე“, სანოფი-პასტერი, ბაიერი, აფრიკულ სახელმწიფოთა კავშირი და სხვა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
ფეხის ფეხზე გადადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კომფორტული პოზაა. ასე ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება, ვარიკოზული ვენების დაავადება და შექმნას სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” გიორგის ლორია და ლევან ქარაზანიშვილი საუბრობენ.
ფეხის ფეხზე გადადების გავლენა წნევაზე
გიორგი ლორია აღნიშნავს, რომ დიდხანს ფეხის ფეხზე გადადება და ასე ჯდომა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. ასეთი პოზიცია არასწორად და არათანაბრად ტვირთავს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, განსაკუთრებით წელის, ბარძაყისა და დუნდულას კუნთებს. გარდა ამისა, ეს პოზა გრძელვადიან პერიოდში შეიძლება იყოს მავნე, რადგან სხეულის სტრუქტურა განიცდის გადატვირთვას, რაც ურეგულირებს მის ბუნებრივ ბალანსს.
ლევან ქარაზანიშვილი აღნიშნავს, რომ ბევრი კვლევით დადასტურებულია, როცა ფეხი მუხლთან გადადებულია, შესაძლოა, წნევამ მოიმატოს, რადგან ეს პოზა გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე. თუმცა, როდესაც კოჭები გადაჯვარედინდება, წნევა ჩვეულებრივად არ იცვლება. ამიტომ, უკეთესია, რომ წნევის გაზომვის დროს თავიდან ავიცილოთ ფეხის ფეხზე გადადება.
ფეხის ფეხზე გადადება და ვენური დაავადებები
გიორგი ლორია იმავე გადაცემაში ასევე განმარტავს, რომ ფეხის ფეხზე გადადება არ იწვევს ვენურ დაავადებებს. ვარიკოზული ვენები ამ დაავადების დროს გამოწვეულია ვენების სარქვლების პრობლემებით, რომლებიც სისხლის სწორად მიმოქცევას უშლიან ხელს. შესაბამისად, მხოლოდ ფეხის გადადება არ წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ ადამიანს ვარიკოზული ვენები განუვითარდეს.
ლევან ქარაზანიშვილი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მჯდომარე მდგომარეობა, იქნება ეს ფეხის ფეხზე გადადება თუ სხვა პოზაში ყოფნა, შესაძლოა იყოს მავნე, რადგან ეს იწვევს ვენებში წნევის მატებას. თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ვენური სარქვლების დეფექტისკენ ან უკვე აქვს ვარიკოზული დაავადებები, ამ სიტუაციამ შესაძლოა გააძლიეროს და პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.
ორსულობა და ფეხის ფეხზე გადადება
არსებობს მოსაზრება, რომ ფეხის ფეხზე გადადება ორსულებისთვის შესაძლოა საშიში იყოს. თუმცა, გიორგი ლორია ამბობს, რომ ეს არ არის სიმართლე. ის აღნიშნავს, რომ არ არსებობს კონკრეტული პოზიცია, რომელიც ორსულსა და ნაყოფს ზიანს მიაყენებს. თუმცა, ორსულობის პერიოდში ხშირად იზრდება საშვილოსნოს ზომა, რაც თეძოს და მენჯის ვენებს აწვება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება. მაგრამ, ეს პრობლემა თავად ფეხის ფეხზე გადადებით არ არის გამოწვეული.
ლევან ქარაზანიშვილი აღნიშნავს, რომ ფეხების შეშუპება ორსულებში ჩვეულებრივი მოვლენაა და გამოწვეულია მექანიკური სტაზით, ხოლო ჯდომის პოზის შეცვლა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ორსულებისთვის უბრალოდ საჭიროა, რომ მათთვის კომფორტული იყოს პოზიცია და არ დაიღალონ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში.
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა?
გიორგი ლორია გვირჩევს, რომ ყოველ 30-40 წუთში პოზა შევცვალოთ, ავდგეთ, გავიაროთ და რამდენიმე წუთით ფეხები გავჭიმოთ. ეს ეხება ყველას, არა მხოლოდ ორსულებს და მათ, ვინც ვენური დაავადებებით იტანჯება. პოზის ხშირად შეცვლა და აქტიური მოძრაობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სხეულის გადატვირთვის თავიდან აცილებას.
იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მცირეწლოვნებს ამგვარი მონაცემების სხვადასხვა წყაროს მიმართ, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა კვლევა ჩაატარა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მთავარი კითხვა ისაა, როგორ არჩევენ ბავშვები, ვისგან მიიღონ ცოდნა, როცა სხვადასხვა წყაროსგან შეიძლება ინფორმაციის მიღება, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
კვლევის დეტალები
კვლევაში 3-დან 6 წლამდე ასაკის 111 ბავშვი მონაწილეობდა. ბავშვებს აჩვენეს ვიდეოები, რომელშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტების სახელებს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის უკვე ცნობილი იყო, ზოგის კი არა. მკვლევარები სპეციალურად აჩვენებდნენ რამდენიმე შეცდომას, რათა გაეგოთ, როგორ აისახება ეს ბავშვების აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე.
შეცდომები:
მეცნიერებმა ბავშვები 2 ჯგუფად დაჰყვეს და თითოეულს აჩვენეს ვიდეოები, რომლებშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტის სახელს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის ისედაც ცნობილი იყო, ზოგის სახელი კი არ იცოდნენ. პირველ შემთხვევაში მკვლევრები ადამიანებსა და რობოტებს შეუსაბამო სიტყვას ათქმევინებდნენ, მაგალითად თეფშს “კოვზს” უწოდებენ. ამას მცირეწლოვნების ნდობაზე უნდა ემოქმედა.
რობოტები ან ადამიანების მიმართ ნდობა
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, როგორც წესი, რობოტებს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წყარო (რობოტი და ადამიანი) თანაბრად სანდოდ იყო წარმოდგენილი, ბავშვების უმეტესობას მაინც რობოტის ნათქვამი უფრო სჯეროდა. მეტიც, როდესაც ჰკითხეს, ვის აირჩევდნენ საიდუმლოს გასაზიარებლად, უფრო ხშირად რობოტებს ასახელებდნენ.
როგორ რეაგირებდნენ ბავშვები შეცდომებზე?
ბავშვები სხვაგვარად რეაგირებდნენ, როცა შეცდომას უშვებდნენ ადამიანები და რობოტები. ადამიანის შეცდომას ისინი ამას განზრახ მოქმედებად აღიქვამდნენ. თუმცა რობოტის შემთხვევაში შეცდომის გამოტანა არ გახდა მიზეზი მათთვის რობოტის უნდობლობისა.
ასაკობრივი განსხვავებები
მკვლევრებმა ასევე დააკვირდნენ ასაკობრივ განსხვავებებს. აღმოჩნდა, რომ მოზრდილ ბავშვებს, რომელთა ასაკი 5-6 წელი იყო, მეტად ენდობოდნენ ადამიანებს, ვიდრე უფრო პატარა ასაკის ბავშვები. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, როცა რობოტი უფრო არასანდოდ იყო წარმოჩენილი. ძირითადად, მიუხედავად ასაკისა, ბავშვები მაინც უფრო მეტად ენდობოდნენ რობოტებს.
მიზეზები და დასკვნები
მეცნიერთა აზრით, მიზეზი, თუ რატომ ენდობიან ბავშვები უფრო რობოტებს, ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული. თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ ცოცხალ ინტერაქციაში უფრო კარგად გამოიკვეთება ეს საკითხი. ისინი გეგმავენ, მომავალში სხვა ტიპის კვლევების ჩატარებას, რომელიც უფრო ცოცხალ გარემოში იქნება შესრულებული, რათა უკეთ გაიგონ, რატომ არიან ბავშვები რობოტის მხარეს მაშინ, როცა მიახლოებული მტკიცებები არსებობს.
ავტორების თქმით, მეტის გასაგებად კვლევა არა ვიდეო ფორმატის გამოყენებით, რამედ ცოცხალი ინტერაქციით უნდა ჩატარდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Computers in Human Behavior გამოქვეყნდა.
პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხშირად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალებში გვხვდება. ეს დაავადება ვითარდება ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით კი პურინული ცვლის დარღვევის შედეგად. პოდაგრა ჩვეულებრივ გამოწვეულია შარდმჟავას მაღალი დონით, რომელიც ხელს უწყობს მისი კრისტალიზაციას სახსრებსა და რბილ ქსოვილებში.
პოდაგრას სიმპტომები: როგორ აღვიქვათ პირველი შეტევა?
პოდაგრის კლასიკური შეტევა ხასიათდება უეცარი სახსრის შესივებით, ძლიერი ტკივილით, სიწითლით და მოძრაობის შეზღუდვით. ხშირად ეს ტკივილი იწყება ტერფის პირველი, წინატერფ-ფალანგთაშორისი სახსრის მიდამოში, განსაკუთრებით ღამის საათებში. პაციენტები ხშირად აღწერენ ამ შეტევას როგორც უსიამოვნო და ძალიან მტკივნეულ მდგომარეობას. შეტევები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, თუმცა, შეტევის დასრულების შემდეგ, სახსარი სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება პირველ მდგომარეობას, და პაციენტს შემდეგი შეტევის დაწყებამდე აღარ აწუხებს.
პოდაგრის დიაგნოზი: რა ტესტები უნდა ჩაიტაროთ?
პოდაგრის დიაგნოზირება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდის საშუალებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტესტი არის სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოდაგრის შეტევის დროს შარდმჟავას დონე შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან ბევრად დაბალიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება განხორციელდეს სწორედ შეტევის განმავლობაში, რასაც რევმატოლოგი გაითვალისწინებს.
პოდაგრის დასამოწმებლად ასევე გამოიყენება სახსრიდან სინოვიალური სითხის ასპირაცია და მისი შემდგომი კვლევა პოლარიზებული მიკროსკოპით. ამ ტექნიკით შესაძლებელია კრისტალების აღმოჩენა, რომლებიც მიუთითებს პოდაგრაზე.
პოდაგრის მკურნალობა: როგორ ხდება მართვა?
პოდაგრის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ეტაპზე. მწვავე შეტევის დროს გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ანთებას ასუსტებს და ტკივილს ამცირებს. ხოლო შემდგომი შეტევების პრევენციისთვის ინიშნება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც შარდმჟავას დონის დამცირებას იწვევს სისხლში.
მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია აპურინული დიეტის დაცვა, რომელიც გულისხმობს იმ საკვების შეზღუდვას, რომლებიც მდიდარია პურინებით. ამ საკვები შეიძლება გააძლიეროს შარდმჟავას დონე და შეცვალოს პოდაგრის მიმდინარეობა.
პოდაგრის პრევენცია: შესაძლებელია თუ არა თავიდან ასაცილებელი?
პოდაგრის პრევენცია გულისხმობს რეგულარულ შარდმჟავას დონის მონიტორინგს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განიცდიან ჰიპერურიკემიას (შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში). თუ ასიმპტომური ჰიპერურიკემია დროულად გამოვლინდა და სათანადო ზომები იქნა მიღებული, ეს ხელს შეუწყობს პოდაგრის დებიუტის გაადრებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და დაავადების განვითარებაზე ყურადღების გამახვილება.
პოდაგრის რისკ ჯგუფები: ვისია ყველაზე მეტად საფრთხე?
პოდაგრა ძირითადად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალებში ვითარდება. რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც არიან გადაჭარბებული წონის, ალკოჰოლის ზედმეტად მოხმარება, და არაქტიურობა. ასევე, ზოგიერთი გენეტიკური ფაქტორი და სხვა დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ასევე ზრდის პოდაგრის განვითარების რისკს.
დასკვნა
პოდაგრა არის რთული, მაგრამ კარგად მართვადი დაავადება, რომელიც საჭიროებს დროულ დიაგნოზირებას და მკურნალობას. მკურნალობის სწორად არჩევისას, პაციენტებმა შეიძლება შეძლონ დაავადების კონტროლი, რათა შეამცირონ მწვავე შეტევების სიხშირე და გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი.
სამედიცინო მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელიც თითქმის უშეცდომოდ ახერხებს პაციენტების ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოზირებას ენის ფოტოს მიხედვით. ახალი სისტემა იყენებს მათემატიკურ ალგორითმებს და მანქანური დასწავლის მეთოდებს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ენის ფერისა და ფორმის მიხედვით ადვილად დაიდგინოს დაავადებები, იქნება ეს COVID-19, მომნელებელი სისტემის პრობლემები თუ სხვა ჯანმრთელობის გართულებები.
როგორ მუშაობს AI ალგორითმი?
მკვლევარებმა ალგორითმი შექმნეს იმისთვის, თუ როგორ ახერხებს ენის ფერი და მისი სხვა მახასიათებლები ჯანმრთელობის პრობლემების განმარტებას. AI-ს სისტემას 98.71%-იანი სიზუსტით შეუძლია განსაზღვროს პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი ენით ფოტოს მიხედვით. ამ პროცესში გამოიყენება 5,200 ფოტო, რომელშიც თითოეული ფოტო ასოცირებულია შესაბამის დიაგნოზთან.
მანქანური დასწავლის მეთოდები
სისტემის შექმნისთვის გამოყენებული იყო მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმი. მათი დახმარებით, მკვლევრებმა შეძლეს სისტემის გაზრდილი სიზუსტე, რომლის მიხედვითაც ყველაზე არაზუსტმა მეთოდმაც კი (naïve Bayes) 91%-იანი სიზუსტით შეძლო დიაგნოზის სწორი დასმა. ყველაზე ზუსტი შედეგები კი XGBoost ალგორითმმა აჩვენა, რომლის სიზუსტეც 98.71%-ს შეადგენდა.
მკვლევრების თქმით, მათ გამოიყენეს 2000 წლის წინანდელი ჩინური სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც ენის ფერს იყენებდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად. ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა, განაცხადა, რომ ენის ფერი, ფორმა და სისქე ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას აჩვენებს, რაც თანამედროვე AI ტექნოლოგიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
დაადგინა, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა პაციენტს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მათი ენის ფერის მიხედვით გააკეთა.
სისტემის შესაქმნელად მეცნიერებმა მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმს მიაწოდეს ფოტოები და შესაბამისი დიაგნოზები, სულ 5 200 ფოტო. სურდათ გაეგოთ, რამდენად ზუსტად შეძლებდა ისინი “ენის ფერის პროგნოზირებას ნებისმიერი განათების პირობებში”. შეფასება ყველაზე არაზუსტმა სისტემამაც (naïve Bayes-ის მეთოდოლოგია) კი 91%-იანი სიზუსტით შეძლო, ხოლო ყველაზე ზუსტი XGBoost კარკასი აღმოჩნდა — მან შემთხვევათა 98.71%-ში შეძლო დიაგნოზის სწორად დასმა.
ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა (პროფესორის თანაშემწე ბაღდადის საშუალო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში), განაცხადა, რომ გუნდი ორიათასი წლის ჩინურმა სამედიცინო პრაქტიკამ შთააგონა, რომლის მეშვეობითაც დღესაც საკმაოდ ზუსტი დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი.
“ენის ფერმა, ფორმამ და სისქემ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეიძლება გამოავლინოს”, — განაცხადა ალ-ნაჯიმ.
რადგან სიზუსტე უკვე მიღწეულია, მკვლევრები სამომავლოდ ამ AI-ს მქონე მობილური აპლიკაციის შექმნას გეგმავენ, რომლითაც პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობას სახლის პირობებში შეაფასებენ.
ჯავაან ჩალის, კვლევის თანაავტორის, თქმით, “ენის კომპიუტერიზებული ანალიზი” არამხოლოდ უსაფრთხო და ეფექტიანია, არამედ “თანამედროვე მეთოდებს საუკუნეების წინანდელი პრაქტიკით უმაგრებს ზურგს”.
სამომავლო გეგმები
როდესაც სიზუსტე უკვე დამტკიცებულია, მკვლევრები აპირებენ შექმნან მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარ ენას ფოტოგრაფიული ანალიზის მეშვეობით, სახლში შეაფასონ. ჯავაან ჩალი, კვლევის თანაავტორი, აღნიშნავს, რომ ენის კომპიუტერიზებული ანალიზი არამხოლოდ უსაფრთხოა და ეფექტურია, არამედ ის უწყვეტ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას აერთიანებს, რაც საუკუნეების წინანდელი ჩინური პრაქტიკის მეშვეობით მიღწეულ წარმატებებს ერთდროულად ასაბუთებს.
ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის
AI-ს ალგორითმების მეშვეობით, მომავალში შესაძლებელი გახდება ენით დიაგნოსტიკის სწრაფი და ზუსტი პროცესი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტთა პირველადი დახმარების პროცესს და დაეხმარება მათ სხვადასხვა დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაში. ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლი თანდათან იზრდება და ამჟამად ამ ტექნოლოგიებს უკვე აქტიურად იყენებენ პაციენტთა მონიტორინგსა და დიაგნოზირებაში.
დასკვნა
ამ AI-ს სისტემის გამოყენება გახდება დიდი ნაბიჯი მობილური ჯანდაცვის სფეროში, რადგან მომხმარებლებს გააჩნიათ შესაძლებლობა, საკუთარი ჯანმრთელობა სრულყოფილად და ზუსტად შეაფასონ, მხოლოდ ენით ფოტოს საშუალებით. არაოფიციალური მონაცემებით, ეს ტექნოლოგია შეცვლის არა მხოლოდ დიაგნოსტიკის მეთოდებს, არამედ პაციენტთა თვითმმართველობას ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ნაშრომი ჟურნალ Technologies-ში გამოქვეყნდა.
დაზუსტებული ისტორიული ცნობები ჯოზეფ პილატესის შესახებ არ არსებობს, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი რამ დაიკარგა. ახალგაზრდობაში მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, აწუხებდა ასთმა და რაქიტი.
ცუდი ჯანმრთელობის გამო მან დაიწყო სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის შესწავლა, რაც სხეულის გაძლიერებაში და ეხმარებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ჯოზეფ პილატესი ინგლისში მსახურობდა, რა დროსაც დააკავეს. ამის შემდეგ ის თავის სისტემას სხვა იზოლირებულ პირებს ასწავლიდა. ის იყენებდა საწოლებსა და ზამბარებს, რათა დაკავებულებს დახმარებოდა ვარჯიშში, მაშინაც კი, თუ მათ მოძრაობის შეზღუდული შესაძლებლო ბები ჰქონდათ.
ომის შემდეგ პილატესი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და თავის მეუღლესთან, კლარასთან ერთად ნიუ-იორკში დააფუძნა პილატესის სტუდია. ამ სტუდიამ სწრაფად მიიპყრო მოცეკვავეებისა და არტისტების ყურადღება, რადგან პილატესი მათ ეხმარებოდა ტრავმებისაგან გამოჯანმრთელებასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში.
პილატესის სისტემა განვითარდა და გაუმჯობესდა ჯოზეფ პილატესის სიცოცხლის განმავლობაში. ავტორმა მას „კონტროლირებადი მოძრაობები“ უწოდა. მან შეიმუშავა პილატესის ძირითადი პრინციპები, როგორიცაა: კონტროლი, ცენტრირება, კონცენტრაცია, სიზუსტე, სუნთქვა და მოძრაობათა ნაკადი.
1967 წელს ჯოზეფ პილატესი გარდა იცვალა, მისი მეთოდი კი კვლავ ვითარდებოდა და ვრცელდებოდა მთელმსოფლიოში. დღეს პილატესი ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას, მოქნილობის გაუმჯობესებას, კოორდინაციას.
პილატესი დადებითად მოქმედებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტზე, როგორიცაა, მაგალითად:
პილატესი მოიცავს ვარჯიშებს, რომელთა მიზანია კუნთების სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერება და ტონუსი, განსაკუთრებით, სხეულის ცენტრში, მუცლის კუნთების, ზურგისა და დუნდულების ჩათვლით. ეს ხელს უწყობს ტანადობის გაუმჯობესებას, ხერხემლის სტაბილურობის შენარჩუნებას და სხეულის გაძლიერებას.
გაჭიმვას და ვარჯიშებს მოქნილობისა და სახსრების მობილობის გასავითარებლად.
ეს ხელს უწყობს მოძრაობის დიაპაზონის გაუმჯობესებას, კუნთების დაძაბულობის მოხსნას და სხეულის პლასტიკურობის გაზრდას.
პილატესის ვარჯიშები ხელს უწყობს მოძრაობებისა და ბალანსის უკეთესი კოორდინაციის განვითარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცემისა და ტრავმების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში.
პილატესი ხელს უწყობს კარგი ტანადობისა და სწორი ხერხემლის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია ზურგის ტკივილის შესამცირებლად, ხერხემლისა და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
პილატესში ყურადღება ექცევა სწორ სუნთქვას, რაც ხელს უწყობს სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებას, ფილტვების ტევადობის გაზრდას და აუმჯობესებს სხეულის მიერ ჟანგბადის მოხმარებას.
პილატესი მოიცავს კონცენტრაციის, გაცნობიერებულობისა და მოდუნების ელემენტებს, რაც ხელს უწყობს სტრესის დონის შემცირებას, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას.
პროფილაქტიკა:
პილატესი ფართოდ გამოიყენება რეაბილიტაციის მიზნით, ტრავმებისა და ოპერაციების შემდგომი აღდგენისათვის, ასევე – განმეორებითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ის სუსტი კუნთების გაძლიერებას უწყობს ხელს, მოქნილობის გაუმჯობესებას და ფუნქციური მოძრაობების აღდგენას.