ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

“აკრედიტაცია კანადის” გუნდმა “ISQua 2024”-ზე საქართველოს ჯანდაცვის ტრანსფორმაციის წარმატებაზე ისაუბრა

#post_seo_title

“Accreditation Canada”-ს წარმომადგენლებმა იულია შჩერბინამ და კატერინა ტარასოვამ ISQua-ს მე-40 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სტამბულში, თურქეთში, 2024 წლის 25-27 სექტემბერს იმართება,  “აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada) და მისი პარტნიორების – “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” და “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშეს” (PHIG/ASF) ერთობლივი მიღწევები წარადგინეს.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პარტნიორობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელს უწყობს ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქვეყანაში.

“აკრედიტაცია კანადა”, როგორც ISQua-ს დამფუძნებელი წევრი, წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძალაა ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში. ISQua-ს როლი ამ სფეროში განუზომელია, რადგან ის წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ექსპერტებსა და ლიდერებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან, რათა გაზარდონ ჯანდაცვის სტანდარტების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ISQua-ს ფარგლებში არსებული შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებშიც შესაძლებელია.

კონფერენციაზე “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ “Accreditation Canada”-სა და “PHIG”-ის თანამშრომლობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 20-ზე მეტი ორგანიზაცია საქართველოში წარმატებით გადის “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტების დანერგვის პროცესს. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობის მიუხედავად, შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მიღწევა და განხორციელება, რაც უდიდესი პროგრესის ნიშანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის.

” PHIG-ის გუნდი, რომელიც ადგილობრივად შეიქმნა და დატრენინგდა, თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში ამ პროცესის წარმატებით იმპლემენტაციაში.”

ძლიერი ადგილობრივ კონსულტანტთა გუნდი უზრუნველყოფს საქართველოს საავადმყოფოებში აკრედიტაციის პროცესების მხარდაჭერას ქართული ენისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ადაპტაციისა და ლოკალიზაციის პროცესს მეტად ამარტივებს და ეფექტურს ხდის.

“ISQua 2024” არის კიდევ ერთი შანსი იმის წარმოსაჩენად, რომ “PHIG/ASF”-ისა და “აკრედიტაციის კანადასთან” პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების ლოკალიზაციას, არამედ ქმნის მასშტაბურ მოდელს, რომელიც გამოყენებადია სხვა განვითარებად ქვეყნებშიც. ეს მოდელი არა მხოლოდ ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ აყალიბებს ახალ გლობალურ სტანდარტს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში.

  აღსანიშნავია, რომ PHIG-ის გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს ადგილობრივი მრჩევლების მომზადებასა და აკრედიტაციის პროცესის კონსულტაციებს საქართველოს საავადმყოფოებში, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება. ეს პროცესები არა მხოლოდ სისტემურ გაუმჯობესებებს შეუწყობს ხელს, არამედ პაციენტთა უსაფრთხოებისა და ზრუნვის ხარისხის სტანდარტების ამაღლებასაც – აღნიშნა “აკრედიტაცია კანადის” გუნდმა კონფერენციაზე.

ცნობისთვის:

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის იანვრამდე კანონი საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია.

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ. კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა

“აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას. 

როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლების მორიგი ვიზიტი „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლების მორიგი ვიზიტი „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება | შენი ექიმი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლების მორიგი ვიზიტი „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება | შენი ექიმი

Accreditation Canada-ს 🇨🇦 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

#drpkhakadze #sheniekimi

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოპერაცია სიმღერის თანხლებით ჩატარდა

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოპერაცია სიმღერის თანხლებით ჩატარდა
#post_seo_title

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოპერაცია სიმღერის თანხლებით ჩატარდა. სიმღერა ექთანმა ლელა ლომიძემ შეასრულა.

„ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ექთანი ოპერაციის დროს უსმენდნენ მუსიკას, ამ გზით ისინი ქმნიან უფრო მშვიდ პირობებს, განიცდიან ნაკლებ სტრესს და იზრდება პროდუქტიოლობაც“.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურმა გადაუდებელი დახმარების ცენტრმა აირჩია სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადა“. კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

საქართველო არის პირველი კანადის შემდეგ, სადაც ინერგება კანადური სტანდარტი. აკრედიტაცია კლინიკის პაციენტზე ორიენტაციის მუდმივ გაღრმავებას გულისხმობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა კლინიკამ გაიაროს აკრედიტაცია.

სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და 20-ზე მეტი კლინიკის საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

🇨🇦 სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

მუსიკა ხელს უწყობს თვითკონცენტრაციას, ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობას. მიუხედავად ამისა, ეს პრაქტიკა არც თუ ისე გავრცელებულია პაციენტებს შორის.

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს.

სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე.

წერს BBC-მ რამდენიმე მაგალითსა და კვლევაზე დაყრდნობით. 

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიინა გრაფი ამბობს, რომ მუსიკა ტვინს ემიციური ფონისგან ათავისუფლებს და ახალისებს ნერვულ სისტემას.

ოქსფორდში მდებარე ჯონ რედკლიფის საავადმყოფოს ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ოპერაციის დროს მუსიკის მოსმენა პროცედურის შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ბრიტანელი სპეციალისტების აზრით,ადგილობრივი ანესთეზიის დროს  მუსიკა პაციენტებს დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მეტი ეფექტურობისთვის მშვიდი მუსიკალური კომპოზიციის ჩართვაა საჭირო.

აღნიშნულ დასკვმადე სპეციალისტები 96 პაციენტის დაკვირვების  დროს მივიდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარს ოპერაციის დროს მუსიკას ასმენინებდენ. პროცედურის შემდეგ პაციენტებს სთხოვეს მოეთხროთ, თუ რამდენად ღელავდნენ საოპერაციო მაგიდაზე წოლისას.

აღმოჩნდა, რომ დაძაბულობის განცდა იმ ჯგუფის ავადმყოფებში ერთი მესამედით ნაკლები იყო, რომლებსაც მუსიკა მოასმენინეს. ისინი გაცილებით ნაკლები სიხშირით სუნთქავდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის წევრები.

მუსიკა ტკივილის სიძლიერეს ამცირებს და პაციენტებს სუნთქვას უადვილებს. ასევე, საიდუმლო არაა, რომ სტრესი ნეგატიურად აისახება ოპერაციის მსვლელობაზე და რეაბილიტაციის პროცესს აჭიანურებს. მუსიკა კი, სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე.

მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ. მაგალითად, საბერძნეთში, ეპიდავროსის ტაძარში, ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერად დაავადებულთა სამკურნალოდ. პითაგორას თქმით: „მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას“.

ძველი დროის ექიმები – ჰიპოკრატე, თეოფრასტე, ცელსიუსი, აურელიანუსი, გალენი და სხვები – თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას.

როგორ მოვიქცეთ, როცა ორგანიზმს კოლაგენი აკლია? 

როგორ მოვიქცეთ, როცა ორგანიზმს კოლაგენი აკლია? 
#post_seo_title

როგორ მოვიქცეთ, როცა ორგანიზმს კოლაგენი აკლია?

კოლაგენი არის უმნიშვნელოვანესი ბოჭკოვანი სტრუქტურის ცილა, რომელიც ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს სიმყარესა და ელასტიკურობას ისეთ ქსოვილებში, როგორიცაა ძვალი, ხრტილი, დერმისი, მყესები და სხვა.

კოლაგენის სარგებელი ჯანმრთელობისათვის

კანის ჯანმრთელობა

  • ელასტიურობა: კოლაგენი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას, ასწორებს კანის მიკრორელიეფს და სახეს აძლევს თანაბარ ტონს.
  • გამაახალგაზრდავებელი ეფექტი: კოლაგენს ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი თვისებები, რაც ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას.

ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობა

  • ძვლების გაძლიერება: კოლაგენი ამაგრებს ძვლებს და ამცირებს მოტეხილობების რისკს.
  • ხერხემლის მხარდაჭერა: ის ამსუბუქებს სახსრების მიდამოში ანთებით პროცესს და ტკივილს.

წონის კონტროლი

  • ცხიმების წვა: კოლაგენი ხელს უწყობს ცხიმების წვას და შიმშილის გრძნობის  შემცირებას.
  • საუკეთესო შეთვისება: ორგანიზმი კოლაგენის ბოჭკოებს უკეთ ითვისებს, ვიდრე სხვა ცილის ბოჭკოებს.

ოპტიმალური კოლაგენის დონე

კოლაგენის ოპტიმალური რაოდენობა:

  • აძლიერებს კანის ტონუსს.
  • ამცირებს თმის ცვენას.
  • აუმჯობესებს ძილს.
  • დადებითად მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე ოსტეოპოროზისა და სხვა პათოლოგიების დროს.
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
  • აღადგენს ჰორმონულ ბალანსს.

კოლაგენის დამატებითი წყაროები

კოლაგენით მდიდარი პროდუქტებია:

  • ქათამი და ინდაური
  • თევზი (ორაგული, კალმახი)
  • კვერცხი
  • პომიდორი
  • ავოკადო
  • კენკრა
  • კაკალი, ნუში, გოგრის თესლი
  • კომბოსტო, ისპანახი
  • ჟელატინი
  • ნიორი
  • ციტრუსები
  • ბროკოლი
  • წითელი წიწაკა

როგორ გავზარდოთ კოლაგენის გამომუშავება?

ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება ხდება სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების დახმარებით:

  • ვიტამინი C: ციტრუსები, ასკილი, მოცვი.
  • ვიტამინი D: თევზის ქონი, ზღვის პროდუქტები.
  • ვიტამინი E: მცენარეული ზეთი, ბროკოლი, შოკოლადი.
  • ვიტამინი K: მწვანე ბოსტნეული, ავოკადო.
  • ომეგა-3: თევზი, კაკალი, სელის თესლი.

თუ საკვებით საკმარისი რაოდენობით ვერ მიიღებთ საჭირო ნივთიერებებს, შეგიძლიათ მოიძიოთ სპეციალური დანამატები.

დასკვნა

კოლაგენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს კანის, ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას. უზრუნველყეთ საკუთარი სხეული კოლაგენით მდიდარი პროდუქტებითა და საჭირო ვიტამინებით, რათა მაქსიმალურად ისარგებლოთ მისი სარგებლისგან.

ტვინის აქტივობის ცვლილება შესაძლოა ალცჰეიმერის დაავადების ნიშანი იყოს სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე

ქალებში ალცჰაიმერის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში
#post_seo_title

ამჟამად, ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი ყველაზე ფართოდ მიღებული თეორია მოიცავს ტვინში ამილოიდ-ბეტა და ტაუ ცილების დაგროვებას. ტვინის აქტივობის ცვლილება შესაძლოა ალცჰეიმერის დაავადების ნიშანი იყოს სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე

ალცჰეიმერის დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი დემენციისა, რომლის გამომწვევი მიზეზების კვლევა მეცნიერების მიერ  კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად ყველაზე ფართოდ მიღებული თეორია, –  მოიცავს ტვინში ამილოიდ-ბეტა და ტაუ ცილების დაგროვებას.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ შეიძლება ამ ორმა ცილამ გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადება.
მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტვინში ამილოიდ-ბეტა და ტაუ პროტეინების გაზრდილი დონე, შეიძლება გამოიწვიოს ტვინის აქტივობის შეცვლა ალცჰეიმერის დაავადების კოგნიტური სიმპტომების გამოვლენამდე.
ამჟამად, ყველაზე ფართოდ მიღებული თეორია იმის შესახებ, თუ რა იწვევს ალცჰეიმერის დაავადებას, ტრიალებს ტვინში ორი პროტეინის – ამილოიდი-ბეტა და ტაუს – დაგროვების გარშემო.

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს ამ ტიპის დემენცია ამილოიდურმა დაფებმა და ტაუმა.

“ამილოიდი-ბეტა და ტაუ ცილების როლი ალცჰეიმერის დაავადებაში კარგად არის დამკვიდრებული ათწლეულების განმავლობაში”, – ამბობს სილვენ ბაილე, დოქტორი, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის პროფესორი და კომპიუტერული მეცნიერებების ასოცირებული დეკანი მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კანადის მაკგილის უნივერსიტეტმა Medical News Today-ს განუმარტა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამილოიდი თავის ტვინში ადრევე იწყებს დაგროვებას, მხოლოდ ის არ არის საკმარისი ალცჰეიმერის დაავადების გამოწვევისთვის. ტაუს დაგროვება მოგვიანებით ხდება და ეს ცილები ერთად გვხვდება ალცჰეიმერის დაავადებულთა ტვინში. თუმცა, როგორ მოქმედებს ორივე ცილის ადრეული დეპოზიტები ადამიანებში ტვინის აქტივობაზე, განსაკუთრებით კოგნიტური სიმპტომების გამოვლენამდე, კარგად არ იყო გასაგები“, – თქვა მან.

Baillet არის ახალი კვლევის უფროსი ავტორი, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature NeuroscienceTrusted Source, რომელიც გვთავაზობს ახალ ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ტვინში ამილოიდ-ბეტა და ტაუ პროტეინების გაზრდილმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის აქტივობის შეცვლა ალცჰეიმერის დაავადების შემეცნებითი სიმპტომების გამოვლენამდე.

ფოკუსირება ამილოიდ-ბეტა და ტაუ პროტეინებზე
ამ კვლევისთვის მკვლევარებმა შეიყვანეს 104 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ ალცჰეიმერის დაავადების ოჯახური ისტორია. კვლევის ყველა მონაწილემ მიიღო პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფია (PET) ტვინში ორი ცილის რაიმე ნიშნის მოსაძებნად, ასევე მაგნიტოენცეფალოგრაფია (MEG) სანდო წყარო ტვინის აქტივობის ჩასაწერად იმ ადგილებში, სადაც ცილები იყო.

„ამილოიდი-ბეტა და ტაუ პროტეინები ბუნებრივად გვხვდება ტვინში, მაგრამ ალცჰეიმერის დაავადების დროს ისინი იწყებენ დაგროვებას, შესაძლოა იმის გამო, რომ ტვინის აქტივობა იცვლება დაავადების დასაწყისში და/ან ეს დაგროვება ცვლის ტვინის აქტივობას, რაც იწვევს პათოლოგიურ ფორმას. ჯაჭვური რეაქცია“, – განმარტა ბაილეტმა.

ამილოიდი-ბეტა ტაუ ცილების წინააღმდეგ
„ამილოიდი-ბეტა არის ცილა, რომელიც შეიძლება გახდეს წებოვანი და წარმოქმნას დაფები ტვინის უჯრედებს შორის. ეს დაფები ბლოკავს უჯრედებს შორის კომუნიკაციას და შეიძლება გამოიწვიოს ანთება, რაც დროთა განმავლობაში აზიანებს ტვინს. ტაუ არის ცილა, რომელიც ჩვეულებრივ ხელს უწყობს ტვინის უჯრედების შიდა სტრუქტურის მხარდაჭერას. ალცჰეიმერის დროს, ტაუს პროტეინები იწყებენ ჩახლართულ უჯრედებში, არღვევენ მათ ფუნქციას და საბოლოოდ იწვევს უჯრედების სიკვდილს.
– სილვენ ბაილე, დოქტორი

დასკვნა

ალცჰეიმერის დაავადების კვლევები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. დროული დიაგნოზი და სწორი მიდგომები შეიძლება დაეხმაროს დაავადების განვითარებას.

წყარო:

2024 წელს კიბოს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება დიაგნოზირებული – კიბოს 5.4% ალკოჰოლის მოხმარებას მიეკუთვნება

2024 წელს კიბოს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება დიაგნოზირებული - კიბოს 5.4% ალკოჰოლის მოხმარებას მიეკუთვნება
#post_seo_title

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში 1991-დან 2021 წლამდე დაფიქსირდა კიბოს სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის შემცირება, კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2024 წელს კიბოს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება დიაგნოზირებული. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემებით, ყველა კიბოს 5.4% ალკოჰოლის მოხმარებას მიეკუთვნება. 2024 წელს კიბოს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება დიაგნოზირებული

კიბოთი სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, რომელიც შეერთებულ შტატებში 1991-დან 2021 წლამდე დაფიქსირდა, კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2024 წელს კიბოს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება დიაგნოზირებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეერთებულ შტატებში ყველა კიბოს 40% დაკავშირებულია შეცვლილ რისკ ფაქტორებთან.

გარდა მოწევისა და სხეულის ჭარბი წონისა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემებით, ყველა კიბოს 5.4% ალკოჰოლის მოხმარებას მიეკუთვნება.
მკვლევარები აცხადებენ, რომ კიბოს კვლევისა და მკურნალობის ბოლოდროინდელი მიღწევების მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ბარიერები ადრეული გამოვლენისა და ვაქცინით პრევენციისთვის.
კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის კიბოს პროგრესის ანგარიშის 2024 წლის გამოცემის თანახმად, კიბოს კვლევისა და მკურნალობის მიღწევებმა ხელი შეუწყო შეერთებულ შტატებში ასაკობრივად მორგებული კიბოს სიკვდილიანობის 33%-ით შემცირებას 1991-დან 2021 წლამდე.

თუმცა, გარკვეული პრევენციული საშუალებების, როგორიცაა ვაქცინები და ადრეული სკრინინგები, ისევე როგორც არაჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევანი – როგორიცაა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება – აიძულებს მკვლევარებს იწინასწარმეტყველონ, რომ 2024 წელს აშშ-ში კიბოს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება დიაგნოზირებული.

“აღსანიშნავი პროგრესი იქნა მიღწეული კიბოს სიკვდილიანობის შემცირების კუთხით ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც მოხდა რიგ ფრონტებზე ძლიერი, შეთანხმებული ძალისხმევის შედეგად”, – ამბობს ერნესტ ჰოუკი, მედიცინის დოქტორი, MPH, კიბოს პრევენციისა და მოსახლეობის მეცნიერებების ხელმძღვანელი უნივერსიტეტში. ტეხასის მედიცინის დოქტორი ანდერსონის კიბოს ცენტრმა, რომელიც არ იყო ჩართული ამ მოხსენებაში, განუცხადა Medical News Today-ს.

”ეს მოიცავს თამბაქოს ეფექტურ კონტროლს, კიბოს სკრინინგის უფრო მეტ ინფორმირებულობასა და ათვისებას, რათა მოხდეს მრავალი კიბოს ადრეული იდენტიფიცირება უფრო განკურნებად სტადიაზე და უფრო ეფექტურ მკურნალობას, რომელიც ხშირად შეიძლება ჩატარდეს ტოქსიკურობის მინიმიზაციისას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამაიმედებელია, ბევრი ინციდენტის კიბოს მაჩვენებლის მზარდი მაჩვენებელი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ”- აღნიშნა ჰოუკმა.

MNT ესაუბრა კიბოს ოთხ ექსპერტს, რათა განეხილათ მოხსენების ყველაზე გასაოცარი აღმოჩენები. აი, რა უნდა ეთქვათ.

კიბოს 40% დაკავშირებულია მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან
კიბოს პროგრესის უახლესი ანგარიშის თანახმად, აშშ-ში კიბოს ყველა დიაგნოზის 40% დაკავშირებულია მოდიფიცირებულ რისკ ფაქტორებთან.

„ვფიქრობ, მოხსენება ნამდვილად ხაზს უსვამს იმას, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის – აშშ-ში კიბოს 40% დაკავშირებულია მოდიფიცირებულ რისკ-ფაქტორებთან“, – მედიცინის დოქტორი ვაელ ჰარბი, ბორტზე სერტიფიცირებული ჰემატოლოგი და სამედიცინო ონკოლოგი MemorialCare კიბოს ინსტიტუტიდან. Orange Coast-ში და Saddleback სამედიცინო ცენტრებში Orange County, CA, განუცხადა MNT-ს მოხსენების განხილვის შემდეგ. ”ასე რომ, ამ რისკების შემცირებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ კიბო მთლიანად.”

„ეს მოიცავს მოწევის შეწყვეტას, ალკოჰოლის მოხმარების ზომიერებას, ჯანსაღი დიეტისა და წონის შენარჩუნებას, ფიზიკურად აქტიურობას და კანის დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან“, – განმარტა ჰარბმა.

„ამ საკითხების გათვალისწინებით, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს კიბოს განვითარების რისკი – [ეს] ნამდვილად მნიშვნელოვანია მისი ადრეული გამოვლენა ან თავიდან აცილება, ასე რომ, ჩვენ არ გავუმკლავდეთ კიბოს მოწინავე სიტუაციებს. “ – ხაზგასმით აღნიშნა მან.

დასკვნა

შეერთებულ შტატებში კიბოს ახალი შემთხვევების ზრდა კრიტიკულია, რაც საჭიროებს საზოგადოების აქტიურ ჩართვას ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და გაუზიარეთ ეს ინფორმაცია სხვებს!

 

წყარო:

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლების მორიგი ვიზიტი „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება

#post_seo_title

2024 წლის 24 სექტემბერს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ მორიგი ვიზიტი გამართეს.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე ჯო ენის ჰოსპიტალში

ჰოსპიტალში პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის – „აკრედიტაცია კანადა“-ს მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა უკვე შექმნა პაციენტთა საბჭო, რომელიც პერიოდულად იკრიბება და მსჯელობს პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირებულობასა და კმაყოფილებაზე.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
 ასევე, შექმნილია პაციენტის კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. ჰოსპიტალში გამოკრულია სტიკერები და ანონიმური შეტყობინების ყუთები, რომლებზეც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს ანონიმურად შეუძლიათ შეავსონ კითხვარი. შემოსული შეტყობინებები კი განხილება პაციენტთა საბჭოს შეხვედრებზე.
ჯო ენი
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტთა გამოკითხვის QR კოდი
 ჰოსპიტალმა წლიური ანგარიშის პრეზენტაცია სწორედ პაციენტთა საბჭოზე, აღნიშნულ შეხვედრაზე წარადგინა. უახლოეს ხანში კი ჰოსპიტლის თანამშრომლებსაც წარედგინება და აიტვირთება „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ვებგვერდზე.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
პაციენტთა საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე, სამედიცინო დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადის“ მრჩეველი თათია გოჩაძე, საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ თანამშრომლები.
თამარ ბოდოკია
ანგარიში წარადგინა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის PR და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ბოდოკიამ.
აკრედიტაცია კანადის ესპერტები ჯო ენის ჰოსპიტალში
როგორც აღვნიშნეთ, აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში ჰოსპიტალმა დანერგა პაციენტთა კმაყოფილების კვლევა. ამასთან, დანიშნა პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორები; შექმნა პაციენტთა საბჭო.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ცნობისთვის, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის იანვრამდე კანონი საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია.

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ. კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა

“აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას. 

როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “პინეოში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “პინეოში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “პინეოში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

 

Accreditation Canada-ს 🇨🇦 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “პინეოში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

ალესანდრო ბურიანი აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “პინეოში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა “პინეოში” მორიგი ვიზიტი გამართეს – კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად. რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ეტაპზე.

კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება

შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ

შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა

 

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

წყალნაკლებობა ორსულობის დროს: რა უნდა იცოდეთ – პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გართულებები

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

წყალნაკლებობა – ორსულობის დროს წარმოადგენს პრობლემას, რომელიც მოწმობს გარკვეული პათოლოგიების არსებობას ნაყოფის ტარების პერიოდში. პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გართულებები. წყალნაკლებობა ამ შემთხვევაში გულისხმობს ნაყოფის გარშემო სანაყოფე წყლების – ამნიოტური სითხის, არასაკმარის რაოდენობას, რომელიც რეალურად წარმოადგენს ნაყოფის კვების მთავარ წყაროს და ბავშვის დამცავ საფარს ინფექციებისა და სხვა დაავადებებისგან. წყალნაკლებობა ორსულობის დროს: რა უნდა იცოდეთ

ამნიოტური სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ორსულობის პერიოდზე. მაგალითად ფეხმძიმობის მე-3 ტრიმესტრში სითხის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 1000-1500 მლ-ს. წყალნაკლებობა ორსულობის დროს: რა უნდა იცოდეთ

 მიზეზები
სანაყოფე წყლების უკმარისობის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს:

ნაყოფის ანომალიური განვითარება;
ეპითელიუმის არასაკმარისი განვითარება;
ფეხმძიმობისას მაღალი არტერიული წნევა;
გადატანილი ან უყურადღებოდ დატოვებული ბაქტერიული დაავადებები;
მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა;
ქალის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მაგალითად სიმსუქნის გამო.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:

მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება ბავშვის მოძრაობისას;
საშვილოსნოს ზომის დარღვევა, რომელიც არ შეეფერება ფეხმძიმობის ვადებს;
ფეხმძიმობის პერიოდისთვის შეუფერებელი მუცლის გარშემოწერილობა;
ფეხმძიმეს საერთო მდგომარეობის გაუარესება;
არტერიული წნევის აწევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

გინეკოლოგიური დათვალიერება;
საშვილოსნოს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
დოპლეროგრაფიის ჩატარება;
საშვილოსნოს ანალიზი ბაქტერიებზე და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე;
ნაყოფის კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს ბავშვის მდგომარეობა;
აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის სტაციონარში მოთავსება.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-გინეკოლოგი ადგენს შესაბამისი მკურნალობის მეთოდებს. მკურნალობის პროცესი მოიცავს პირველ რიგში პლაცენტის მუშაობის დამარეგულირებელი მედიკამენტების მიღებას და სხვა რეკომენდაციებს:

კვების მკაცრი რეჟიმის დაცვას;
სამოძრაო აქტივობის შეზღუდვას;
ფეხმძიმეს ათავსებენ სტაციონარში ან მკურნალობას ატარებენ ამბოლატორიულად;
ყოველკვირეული ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, დოპლეროგრაფია, ნაყოფის რიგგარეშე კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს დედისა და ბავშვის მდგომარეობა;
თუ სანაყოფე წყლების სიმცირე საფრთხეს წარმოადგენს ნაყოფისთვის, სპეციალისტმა შეიძლება დანიშნოს დაჩქარებული მშობიარობისთვის საკეისრო კვეთა, რა თმქა უნდა თუ ამის საშუალებას იძლევა ფეხმძიმობის ვადები.

საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს ნაყოფის სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ბაქტერიებისა და დაავადებების მკურნალობა, რომელბიც გადადის სქესობრივი გზით – აღნიშნული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს დაფეხმძიმებამდე;
დედას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი;
დაფეხმძიმებამდე საშვილოსნოს და სასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა;
სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება.

დასკვნა

წყალნაკლებობა ორსულობის დროს სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, თუმცა დროული დიაგნოზითა და სწორი ზომებით შეგიძლიათ აღკვეთოს გართულებები. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

“აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა “ჰერაში” – იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი

#post_seo_title

2024 წლის 23 სექტემბერს კლინიკა “ჰერა 2011”-ში მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – Accreditation Canada-ს მრჩევლებმა:

აკრედიტაცია კანადის ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი
აკრედიტაცია კანადის საქართველოს ადგილობროვ მრჩეველთა გუნდი

თამარ თალაკვაძემ, სულხან ინაიშვილმა, ირინე ფხაკაძემ, ანა ბოლქვაძემ, სოფიო ქუთათელაძემ, თამარ კრავეიშვილმა, ირაკლი აფშინაშვილმა, იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ საქმიანი ვიზიტი გამართეს.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები ჰერაში
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების გუნდი კლინიკა ჰერა 2011-ში

“ჰერა 2011” პირველია იმ კლინიკებს შორის, სადაც სულ მალე საერთაშორისო აკრედიტაციის დასკვნითი ეტაპი დაიწყება.

“აკრედიტაცია კანადის” გუნდმა ერთობლივი ვიზიტის დროს კლინიკას კიდევ ერთხელ მიაწოდა კვალიფიციური რეკომენდაციები საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგი სტანდარტების შესახებ. კლინიკის მმართველი გუნდისა და მააკრედიტირებელი ორგანიზაციის ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ერთობლივი ნაყოფიერი მსჯელობა შეეხებოდა აკრედიტაციის პროცესში დასანერგი სტანდარტების ერთობლიობას.

აკრედიტაცია კანადის გუნდი კლინიკა "ჰერაში"
სულხან ინაიშვილი, იოსებ დემეტრაშვილი, თამარ კრავეიშვილი, თამარ თალაკვაძე კლინიკა ჰერაში

ცნობისთვის, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის იანვრამდე კანონი საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია.

კლინიკა ჰერას გენერალური დირექტორი ირაკლი მაჭარაძე და აკრედიტაცია კანადის მრჩევლები

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს გადამწყვეტი კომპონენტი იქნება.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლების ვიზიტი კლინიკა ჰერაში

შეხვედრის შემდეგ sheniekimi.ge “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებს ესაუბრა:

თამარ თალაკვაძე – პროფესორი, აკრედიტაცია კანადის ექსპერტი:

თამარ თალაკვაძე

“1 წლის შეფასება ძალიან რთულია.  ჩვენ – გუნდის წევრები სწორედ ერთი წელია, ვმუშაობთ ჩვენი პროექტების ფრაგლებში. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გუნდი მზად არის კვალიფიციური რეკომენდაციისთვის, იმართება ერთიანი, ასევე – ინდივიდუალური შეხვედრებიც.

ახლა საბოლოო შეფასება ხდება, რათა საბოლოო რეკომენდაციები იყოს გაცემული.

კლინიკა მზაობას გამოხატავს. ეს არის საუკეთესო მაგალითი გუნდის ყველა წევრის და მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართულობისა. ეს დადასტურებულია სხვადასხვა შეხვედრით. წარმატებებს ვუსურვებ ,,ჰერას.” ეს გამარჯვება იქნება როგორც ,,ჰერასი” ისე ჩვენი – ერთიანი გუნდის.”

თამარ თალაკვაძე და ირინე ფხაკაძე

ირინე ფხაკაძე –  მედიცინის დოქტორი, აწსუ-ს პროფესორი;
„აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

ირინე ფხაკაძე

” სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის სისტემური პროცესი ჯანდაცვის სერვისებისა და პაციენტის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა და ეს პროცესი საქართველოში აქტიურად დაიწყო.
საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადის“ გუნდი ერთ წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების დანერგვასა და არსებული მიდგომების ცვლილებებზე.
თითოეულ კლინიკაში, რომლის შეფასებაც მოხდება „აკრედიტაცია კანადის“ საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული საანგარიშო პერიოდი საზოგადოების საჭიროებების შესწავლასა და მათ დაკმაყოფილებაზე, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სწავლებასა და გადამზადებაზე, ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, ხარისხის მართვის შესაძლებლობების დახვეწაზე.
აღნიშნული და სხვა მრავალი მიღწევა შევაფასეთ შეხვედრაზე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დასრულდა თვითშეფასება, დასრულდა სტანდარტების იმპლემენტაციის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი და მააკრედიტირებელი ორგანიზაციის ექსპერტთა ვიზიტის წინა დღეებში თვალნათლივ ვნახეთ, თუ როგორ განსხვავებულად აცნობიერებენ გუნდის წევრები დაწესებულების მისიას, ხედვასა და ღირებულებებს…

ირინე ფხაკაძე

ერთობლივად განიხილავენ და ქმნიან განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ავლენენ სანდოობას და ანგარიშვალდებულებას, თანმიმდევრულად ქმნიან პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებსა და უსაფრთხო გარემოს აბსოლუტურად შეცვლილი დამოკიდებულებებით.
მიხარია, ჩვენი გუნდის მცდელობის შედეგად აუცილებლად დაკმაყოფილდება რა, მოვლის მაღალი ხარისხის კრიტერიუმები, დამყარდება ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ქართველი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ვფიქრობ, მიმდინარე 2024 წელს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესების მასშტაბების გათვალისწინებით, მიეცემა ნიშანდობლივი შეფასება.”

 სოფიო ქუთათელაძე – ექიმი-ეპიდემიოლოგი; “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

სოფიო ქუთათელაძე

“აკრედიტაციის პროცესი ძალიან კარგი წამოწყებაა – განაპირობებს კლინიკების განვითარება/გაზრდას და ბევრ სასიკეთო საქმეს. საკითხი, რომელშიც კონკრეტულად მე ვმონაწილეობ – ინფექციის კონტროლის მიმართულება, ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია სამედიცინო სფეროში, ყოველ ჯერზე საჭიროებს განახლებას…  “აკრედიტაცია კანადის” ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტის უსაფრთხოებისთვის, პრევენციული ღონისძიებისთვის და თვითონ პერსონალისთვის, რომელიც იზრდება პროფესიულად ამ მუშა პროცესში…
ეს იყო 1-წლიანი პროცესი მუდმივი ჩართულობით ყველა რგოლთან და ეს არის გუნდური მუშაობის ყველაზე კარგი გამოცდილება.”

ანა ბოლქვაძე – “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი  საქართველოში:

ანა ბოლქვაძე

“აკრედიტაციის პროცესში ჩართული კლინიკები ემზადებიან საბოლოო შეფასებისთვის. პირველი ამ შეფასებას გადის კლინიკა ,,ჰერა”, სადაც გავმართეთ ვიზიტი “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველების გუნდმა. ფაქტობრივად, შევაჯამეთ კლინიკაში მიმდინარე პროცესები; პასუხი გაეცა კლინიკაში არსებულ კრიტიკულ და აქტუალურ საკითხებს;

დაიგეგმა შემდგომი ქმედებები
აკრედიტაციის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყება. მთელი გუნდი ჩართულია და მზად არის –  მობილიზებულია კლინიკა.

მრჩეველთა გუნდის მიერ რეკომენდაციების გაზიარებით საბოლოოდ გაივლიან ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

ზოგადად, აკრედიტაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც არეგულირებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს ქვეყანაში. უკვე მრავალი წელია, საერთაშორისოდ არის მიჩნეული და აღიარებული
დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ხარისხი შესაბამის კლინიკებში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. პრაქტიკულად, პირველად ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ასეთი ხაზგასმა ხარისხზე.”

სულხან ინაიშვილი – ასოცირებული პროფესორი, “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

სულხან ინაიშვილი

” ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პირველი კლინიკა, რომელიც დაიწყებს აკრედიციის დასკვნით ეტაპს.

განვიხილეთ და შევაჯამეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც მათ დასჭირდებათ აკრედიტაციის შეფასების დროს.

მე მაქსიმალურად ვეცადე, გამეზიარებინა გამოცდილება, რომელიც შევიძინე ამ პროცესის შეფასებისას საერთაშორისო დონეზე – კერძოდ, ბელგიაში.

განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა: უსაფრთხოება იდენტიფიკაცია, ეთიკური კომისია, ხარისხის მენეჯმენტი და ა.შ. რაც სავალდებულო საკითხებია – დავრწმუნდით გუნდის მზაობაში.

რაც შეეხება, ზოგადად, აკრედიტაციის მნიშვნელობას – ვინმემ რომ ნახოს დაწესებულება აკრედიტაციამდე, აკრედიტაციის პროცესში და აკრედიტაციის შემდეგ – ეს იგივეა, რომ შევადაროთ ფეხბურთის მესამე ლიგიდან პირველში გადასვლას.

პერსონალის მზაობა, პაციენტებისამდი დამოკიდებულება და ა. შ. ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ერთიდაიგივე პროცესი შეიძლება განხორციელდეს სულ სხვადასხვა დონეზე და ხარისხში.

ხარისხი არის ის, რაც იზომება. ჩვენ ვქმნით ამ ხარისხს მოცემული სტანდარტების მიხედვით.

ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მსგავსად უწყვეტი განათლებისა, რომელიც ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს.

ვისურვებდი, რომ კლინიკებმა ეს პროცესი არ გაიარონ მხოლოდ სერტიფიკატისთვის…”

თამარ კრავეიშვილი  – ექიმი, კარდიოლოგი; “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

თამარ კრავეიშვილი

“გუნდმა ძალიან დიდი შრომა გასწია, მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თუნდაც იმით, რომ გადაწყვიტეს – ყოფილიყვნენ პირველი “აკრედიტაცია კანადის” მოპოვების პროცესში.

ჩვენს გუნდში უპირატესობა გვაქვს ბატონი სულხანის სახით, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ბელგიაში აკრედიტაციის პროცესში და გაგვიზიარა თავისი გამოცდილება – როგორც გუნდს, ასევე კლინიკა “ჰერას” წარმომადგენლებს.

რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ კლინიკა იქნება წარმატებული აკრედიტაციის პროცესში. ვინაიდან ჩართულობა გუნდისა არის ძალიან მაღალი, ყველა დონეზე – დაწყებული მმართველობიდან, გაგრძელებული შემსრულებლებით. არიან ჩართულები, მოტივირებულები, იცნობენ სტანდარტებს…
აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისთვის.

თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ “აკრედიტაცია კანადას” საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს დადგენილი და ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა არის გარანტი, რომ ნაკლები იქნება პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისად – პრობლემებიც.”

ირაკლი აფშინაშვილი – ექიმი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი:

ირაკლი აფშინაშვილი
გიორგი ფხაკაძე ირაკლი აფშინაშვილი თამარ თალაკვაძე

“ჩემი შეფასებით, აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს კლინიკებში. ყველა კლინიკა მაქსიმალურად ცდილობს, ჩაერთოს და მობილიზება გაუკეთონ მათ რესურსს – როგორც ადამიანურს, ასევე მატერიალურს და ფინანსურს.

პროცესში საკმაოდ ბევრმა კლინიკამ აღმოაჩინა ახალი კადრები, ტექნიკა, ადგილი ან ოთახი, რომლებსაც არ იყენებდნენ და ახალი მნიშვნელობა მიანიჭეს. აღმოაჩინეს ისეთი პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათ მუშაობას. ეს ყველაფერი ჩემთვისაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს პროცესი ახალია საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.

ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ექიმისთვის, ამ პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მე, ფაქტობრივად, ვიქმნი ჩემს სამუშაო გარემოს და ვეხმარები ჩემს კოლეგებს, შეიქმნან ის სამუშაო გარემო, რომელიც მათთვის იქნება მისაღები, კომფორტული, სანდო და რა თქმა უნდა, მათი პაციენტებისათვისაც.”

იოსებ დემეტრაშვილი – “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი:

იოსებ დემეტრაშვილი

“აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი აქტიურ შეხვედრებს ვმართავთ ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით გადის აკრედიტაციის პროცესს. ჩვენ – მრჩევლები ვაწვდით კლინიკებს ყველა საჭირო ინფორმაციას და აქტიურად ვთანამშრომლობთ კლინიკების წარმომადგენლებთან.

მოხარული ვართ, რომ აღნიშნულმა კლინიკებმა აირჩიეს უმაღლესი სტანდარტი – “აკრედიტაცია კანადა”.

სამედიცინო დაწესებულებებს ვუსურვებ, ღირსეულად მიეღოთ აკრედიტაციის დამადასტურებელი სტატუსი…”

ირაკლი აფშინაშვილი თამარ თალაკვაძე

მაშასადამე, “აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

 სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას.

 როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე

#drpkhakadze #sheniekimi

კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან

კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან
#post_seo_title

იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, ადამიანებზე ცდებს წამალზე, რომელსაც შეუძლია კბილების აღდგენა. იაპონური მედიის ცნობით, კლინიკური კვლევა მომავალ წელს დაიწყება, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, რეგენერაციისთვის საჭირო პრეპარატი 2030 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021 წელს კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომლითაც ვიგებთ, რომ თაგვებში USAG-1-ის სახელით ცნობილი ცილა კბილების ამოსვლას აფერხებს. დადგინდა, რომ ამ ცილის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლებით მღრღნელებში კბილების რეგენერაცია შედგა.

მეცნიერების მიზანია კბილების აღდგენის მეთოდების გაუმჯობესება, რაც მომავალში კბილის დანაკარგების თავიდან აცილებას და ფუნქციონალური სიხარულის დაბრუნებას მოუტანს ხალხს.

იმავე გუნდმა სათანადო პრეპარატი შექმნა, რომელიც USAG-1-ის ფუნქციას ბლოკავს და თაგვებში ახალი კბილების გაზრდას უწყობს ხელს. იგივე შედეგი დაფიქსირდა ქრცვინებშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური მახასიათებლები აქვთ.

ავტორები ფიქრობენ, რომ ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შემდეგ, ახლა უკვე ადამიანთა ჯერია. კვლევის ახალი ეტაპის დაწყება 2024 წლის ივლისში იგეგმება.

„ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა დანტისტის ოცნებაა. ამაზე დამამთავრებელი კურსიდან მოყოლებულია, ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგს მივაღწევდი. იმედი გვაქვს, მედიკამენტის კლინიკურ გამოყენებამდე გზას გავკვალავთ”, – აცხადებს მეცნიერი კაცუ ტაკაჰაში.

ასაკის მატებასთან ერთად, კბილების დაკარგვის რისკი იზრდება და, სარძევე კბილებისგან განსხვავებით, მათ ახალი წყება აღარ ანაცვლებს. ზემოხსენებული თერაპიით კი შესაძლოა, ე.წ. მესამე თაობის რეგენერაციას მივაღწიოთ. შედეგები იმედის მომცემია და არაა გამორიცხული, პრეპარატი რამდენიმე წელში ფართო გამოყენებისთვის მზად იყოს.

დასკვნა

იაპონელი მეცნიერების ეს ინოვაცია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს dentistry-ში და კბილების რეგენერაციის ახალ შესაძლებლობებს მოიტანოს. 2030 წელი შესაძლოა მნიშვნელოვანი ეტაპი გახდეს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე
#post_seo_title

ჰიბრიდული ღონისძიება: გაეროს შტაბ-ბინა, საკონფერენციო დარბაზი 12; პირდაპირი ტრანსლაცია გლობალურად ნიუ-იორკიდან, აშშ. ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ანტიმიკრობული საშუალებების ბოროტად გამოყენებისა და გადაჭარბებული გამოყენებით. ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე

ღონისძიების დეტალები

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ანტიმიკრობული საშუალებების ბოროტად გამოყენებისა და გადაჭარბებული გამოყენებით. ის გავლენას ახდენს ყველა რეგიონსა და შემოსავლის დონეზე, მისი გავლენა გაუარესდა სიღარიბისა და უთანასწორობის გამო, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობების მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობისა და მიგრაციის საკითხებთან თანამშრომლობით, ეს გვერდითი ღონისძიება, რომელიც გაიმართა გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის მიჯნაზე, ეფუძნება ძირითად ეტაპები, მათ შორის 2016 წლის გაეროს პოლიტიკური დეკლარაცია AMR-ის შესახებ, მინისტერიალის თანმიმდევრული შეხვედრები და გლობალური ლიდერების ჯგუფის (GLG) დაარსება. იგი ასევე ხაზს უსვამს ძირითად მტკიცებულებებსა და დასკვნებს ჯანმო-ს გლობალური მტკიცებულებების მიმოხილვის მეოთხე ანგარიშიდან ჯანმრთელობისა და მიგრაციის შესახებ, „დევნილთა და მიგრანტთა პოპულაციაში აუცილებელი ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომობის მტკიცებულებების აღება“.
ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო პოლიტიკური ვალდებულების მობილიზებას AMR-თან საბრძოლველად, განსაკუთრებული აქცენტით რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობაზე, მათ შორის მიგრანტებსა და ლტოლვილებზე. ის მხარს უჭერს სამართლიანი ჯანდაცვის პოლიტიკას, იკვლევს AMR-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეს და აგვარებს გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები.

ძირითადი დაინტერესებული მხარეები, მათ შორის წევრი სახელმწიფოები, გაეროს სააგენტოები, არასახელმწიფო აქტორები და კერძო სექტორი, გაუზიარებენ მტკიცებულებებს, საუკეთესო პრაქტიკას და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობას, ხაზს უსვამს ქმედითი პოლიტიკის მოსაზრებებს და ხელს შეუწყობს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მორგებულ სტრატეგიებს. დისკუსიები მიზნად ისახავს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დამყარებას ან გაღრმავებას ანტიბიოტიკების განვითარებასთან დაკავშირებული რისკებისა და ხარჯების გადასაჭრელად და მონაწილეთა მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების კატალიზაციას, რათა უზრუნველყონ მუდმივი პროგრესი AMR-ის გამოწვევების გადაჭრაში მოსახლეობის ყველა ჯგუფში, მათ შორის ლტოლვილებსა და მიგრანტებში.

ამ ღონისძიებას აფინანსებენ ბრაზილია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ინდონეზია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიგერია, ომანი, პორტუგალია, სლოვაკეთი, შვედეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, IOM, UNHCR.

მონაწილეობის დეტალები
რეგისტრაცია ყველასთვის ღიაა და ღონისძიება გლობალურად იქნება პირდაპირი ტრანსლაცია. პირადად მონაწილეობა ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს UNHQ-ის შენობაში მოქმედი წვდომა UNGA-ის განმავლობაში (რეგისტრირებული მონაწილეები).

The event is broadcasted through UN Web TV.

წყარო:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights