ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიაკრედიტაცია"აკრედიტაციის პროცესში ჩართულია ბატონი გიორგი ფხაკაძე და კომუნიკაცია უფრო გვიადვილდება" - კლინიკა...

“აკრედიტაციის პროცესში ჩართულია ბატონი გიორგი ფხაკაძე და კომუნიკაცია უფრო გვიადვილდება” – კლინიკა “ჰერას” გენერალური დირექტორი, ირაკლი მაჭარაძე

2024 წლის 27 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კლინიკა “ჰერა 2011”-ის წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” ჰერა 2011″ის გენარალურ დირექტორს, მედიცინის დოქტორ, მეან-გინეკოლოგ ირაკლი მაჭარაძეს ესაუბრა:

“აკრედიტაცია კანადა” ავირჩიეთ, რადგან გავარკვიეთ, რომ იქნებოდა მათი მხრიდან დახმარება იმ საკითხებში, რაც ჩვენთვის ახალი მოთხოვნა იყო.

 პროცესში ჩართულია ბატონი გიორგი ფხაკაძე და აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია უფრო მარტივია… გავაკეთეთ არჩევანი “აკრედიტაცია კანადაზე” მას შემდეგ, რაც მათ მიერ აკრედიტებული საავადმყოფოების რაოდენობას და გატარებულ ღონისძიებებს გავეცანით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტები და ადგილზე გაცნობა სიტუაციისა. თვითშეფასების პერიოდი დავარულეთ, გადაგზავნილია. ახლა ვამოწმებთ, სწორად არის თუ არა ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოები, კიდევ რა დაგვრჩა გასაკეთებელი, სწორი მიმართულებით მივდივართ და ა.შ. ეს შუალედური დასკვნა საინტერესოა შემდგომი ნაბიჯებისთვის…

 პროცესის შუა ნაწილში ვართ და უკვე ვხვდებით, რომ აკრედიტაცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დარგისთვის, სადაც ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი ყველა ნაბიჯი პაციენტის შემოსვლიდან პაციენტის გაწერამდე.

რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, 2000-2001 წლიდან ფუნქციონირებს, გვაქვს დამოუკიდებელი, კერძო ახლად შექმნილი კლინიკა, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა 2012 წლიდან, როდესაც ახალ შენობაში გადმოვედით.

ყველა ინოვაციას ჩვენ ვნერგავთ, ვაგრძელებთ და ვითვალისწინებთ ახალ პროტოკოლებსა თუ გაიდლაინებს. დავამატეთ 2012 წლიდან ქირურგიული განყოფილება, ახალშობილთა რეანიმაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო არის არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, სადაც უამრავი ახალი მიმართულება და მიდგომაა ნადრევი ახალშობილის მკურნალობის, გამოზრდის მხრივ.

 ქორურგიის ნაწილში შემიძლია ვისაუბრო თანამედროვე ტექნოლოგიებზე: ლაპარასკოპიულ ოპერაციებზე, ორგანოს შემანარჩუნებელ, დამზოგველ ოპერაციებზე, რომლებიც დღეს არის წამყვანი ქირურგიაში და კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს სამეანოში, ქირურგიაშიც, ახალშობილთა მიმართულებითაც.

გვინდა რამდენიმე სერვისის დამატება – ინვიტრო განყოფილების მხრითაც წავიდეთ, თუმცა ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ფართო ტერიტორია და ყველა გვირჩევს, რომ დროა გაფართოების. 

ჩვენს კლინიკაში მართლაც დიდი ნაკადია პაციენტების, მსურველების და ფართის ნაკლებობის გამო ზოგჯერ უარის თქმაც გვიწევს.

  ბოლოს აკრედიტაციის საკითხს დავუბრუნდები და მინდა, გამოვხატო კმაყოფილება ჩვენს არჩევანზე, “აკრედიტაცია კანადას” ორგანიზაციაზე, ბატონ გიორგისთან ერთად იმიტომ, რომ თავიდან ბევრი რამ იყო გაურკვეველი, რომლის აღქმაც რთული იყო. თუმცა ახლა ყველაფერი ნათელია, ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ყველა კითხვაზე პასუხს ვიღებთ.”

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ფიზიკური აქტივობა კიბოს მკურნალობაში — ახალი სტანდარტი კოლორექტალური კიბოსთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights