ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

Innovative Patient and Family Council Initiative: A Case Study from Georgia

#post_seo_title

8 October 2024, Tbilisi, Georgia
Professor Giorgi Pkhakadze, PHIG Chair

The Georgian healthcare system is undergoing a significant transformation focused on improving the quality and safety of care through patient and family involvement. This transformation is spearheaded by the introduction of the Patient and Family Council (PFC) initiative, officially launched in January 2024 by the Public Health Institute of Georgia (PHIG), which serves as the official representative of Accreditation Canada (AC) in Georgia. This initiative, now implemented in over 20 hospitals in Tbilisi, Kutaisi, and Batumi, represents a major advancement toward creating a more patient-centered healthcare system in Georgia.

Medcentr Patient Council

PHIG’s Role as the Official Representative of Accreditation Canada

Since 2014, PHIG has worked closely with Accreditation Canada to drive healthcare reforms in Georgia, with a particular focus on improving patient safety and care quality. As the official representative of Accreditation Canada in Georgia, PHIG plays a pivotal role in assisting hospitals to meet international accreditation standards. This collaboration gained even more importance with the recent legal requirement that all healthcare facilities obtain international accreditation by January 1, 2025, to qualify for state funding.
As part of its efforts to enhance patient safety and care quality, PHIG introduced the Patient and Family Council (PFC) model in early 2024. The model offers patients and their families a structured platform to engage in healthcare decision-making, ensuring their voices are heard and their concerns addressed.

Pineo Patient Council

The Patient and Family Council Initiative

The PFC initiative follows a patient-centered approach that brings together healthcare providers, patients, and family members to collaborate on improving healthcare quality. The model is based on international best practices, adapted to fit the unique needs of the Georgian healthcare system. Currently implemented in over 20 hospitals in Tbilisi, Kutaisi, and Batumi, the initiative is set to expand to additional healthcare facilities across the country.

The primary objectives of the PFC model include:

1. Enhancing Patient Safety: By involving patients and families in discussions about hospital policies, safety protocols, and practices, the councils play a key role in identifying potential safety risks and proposing solutions.
2. Improving Communication: PFCs foster open dialogue between healthcare providers and patients, helping to build trust and improve transparency in healthcare settings.
3. Advocating for Patient Rights: The councils raise awareness of patient rights and ensure that these rights are respected within healthcare facilities.
4. Providing Feedback for Quality Improvement: PFCs offer valuable insights into patient experiences, which are used to inform hospital policies and drive continuous improvements in care quality.

JO ANN Patient Council

Creation of the PFC Secretariat

In January 2024, along with launching the PFC initiative, PHIG established a dedicated Patient and Family Council Secretariat. The Secretariat plays a crucial role in ensuring the success of the PFC model across Georgian hospitals by providing ongoing support and coordination.

The key roles and responsibilities of the PFC Secretariat include:

1. Training and Capacity Building: The Secretariat organizes training sessions for patients, family members, and healthcare staff who participate in the councils. These programs cover topics such as patient safety, effective communication, and patient rights. This ensures that all council members have the necessary skills and knowledge to contribute meaningfully to discussions and decisions.
2. Logistical Support: The Secretariat manages all logistical aspects of the councils, such as scheduling meetings, coordinating with hospital management, and ensuring that meeting materials are available. It also handles administrative tasks such as maintaining meeting records and tracking action items.
3. Patient Satisfaction Surveys: The Secretariat is responsible for conducting regular patient satisfaction surveys, essential for gathering feedback from patients and families about their healthcare experiences. These surveys help identify areas for improvement and assess the impact of the PFC initiative on patient outcomes.
4. Media and Public Awareness: The Secretariat collaborates with Sheni, Georgia’s leading independent public health news agency, to promote the work of the PFCs through various media channels. This includes publishing articles, sharing success stories, and educating the public about the importance of patient and family involvement in healthcare.
5. Support for Accreditation: The Secretariat helps hospitals working towards international accreditation by offering guidance on incorporating patient and family involvement into hospital policies and practices. Feedback from PFCs is crucial for hospitals seeking accreditation, as it demonstrates a commitment to patient-centered care.
6. Technical Assistance: The Secretariat provides ongoing technical support to ensure the councils operate effectively. This includes advising hospitals on how to integrate feedback from PFCs into quality improvement processes and resolving any challenges that may arise during the councils’ implementation.

What PFCs Do
The activities of PFCs include:
• Holding monthly meetings with 5–10 patients and family members, 1–2 hospital representatives, and a PHIG Secretariat representative providing logistical support.
• Reviewing patient satisfaction survey reports provided by the PHIG Secretariat, offering comments and recommendations for improvement.
• Providing general feedback to hospital management regarding issues such as services, renovations, and patient comfort.
• Receiving ongoing training from the PHIG Secretariat on patient rights, communication, and safety protocols.
• Sharing recommendations with hospital management, patients, and the public through channels managed by the PHIG Secretariat.

Case Study: Successful Implementation in Tbilisi, Kutaisi, and Batumi Hospitals
The PFC initiative has been successfully implemented in hospitals across Georgia’s three largest cities—Tbilisi, Kutaisi, and Batumi—leading to noticeable improvements in patient satisfaction and care quality.
• Tbilisi: Hospitals such as Hera 2011, Concilium Medulla, Jo Ann University Hospital, Pineo Ecosystems, and NQurion+ have fully integrated the PFC model into their daily operations. By engaging patients and families in care processes, these hospitals have reported enhanced communication, improved adherence to safety protocols, and greater focus on patient needs.
• Kutaisi: Hospital Ksenoni in Georgia’s second-largest city has benefited from the PFC model by bridging the gap between healthcare providers and patients. Councils have played a key role in improving discharge planning and follow-up care, resulting in better continuity of care and higher patient satisfaction.
• Batumi: The largest regional medical network, MedCenter, has embraced the PFC model to build trust between healthcare providers and the local community. PFCs have served as a forum for addressing patient concerns, resulting in more patient-centered care practices and a significant increase in patient satisfaction scores.

Looking Ahead: The Future of Patient and Family Councils in Georgia
The Patient and Family Council initiative, with the support of PHIG, marks a significant milestone in improving healthcare quality and safety in Georgia. By involving patients and families in decision-making processes, the PFC model has the potential to transform Georgia’s healthcare system into a more transparent, responsive, and patient-centered model.

As the initiative expands, PHIG plans to extend the PFC model to more hospitals across Georgia, with a particular focus on rural areas. The lessons learned from the initial roll-out in Tbilisi, Kutaisi, and Batumi will be applied to ensure the model’s success in diverse healthcare settings across the country.

In conclusion, the Patient and Family Council Secretariat plays a critical role in the success of this initiative by providing essential training, logistical support, and technical assistance. With PHIG’s ongoing support, Georgia’s healthcare system is on a path to becoming more patient-centered, with patients and their families playing an active role in care decisions.

#drpkhakadze #sheneikimi

რას უნდა ავარიდოთ თავი, რათა შევამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი?

რას უნდა ავარიდოთ თავი, რათა შევამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი?
#post_seo_title

ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.

რას უნდა ავარიდოთ თავი, რათა შევამციროთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი?
– ალკოჰოლი
– თამბაქო
– ჭარბწონიანობა და სიმსუქნე
– არაჯანსაღი კვება
– ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ძუძუს კიბოს განკურნების მაღალი მაჩვენებელი აქვს ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.
#BreastCancerAwarenessMonth #ძუძუსკიბო

შეიძლება იყოს text გამოსახულება

#drpkhakadze

რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას – მიზეზები, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას - მიზეზები, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა
#post_seo_title

ყლაპვის გაძნელება (დისმფაგია) არის პრობლემა, რომელიც მრავალ ადამიანზე მოქმედებს და მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ფაქტორები და პირობები იწვევს ყლაპვის გაძნელებას და რა ღონისძიებებს შეიძლება მიმართოს სპეციალისტმა. რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას,  როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

ყლაპვის გაძნელების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება საყლაპავის პათოლოგიით იყოს გამოწვეული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. ფუნქციურს წარმოადგენს ე.წ. საყლაპავის სპაზმი, აქალაზია და ასე შემდეგ,- ამის შესახებ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” სპეციალისტები საუბრობენ.

ყლაპვის გაძნელების მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემაა. სინამდვილეში, ყლაპვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაღეჭილი ლუკმა საყლაპავ მილში თავისუფლად გაივლის და კუჭში ჩადის. ის არ რჩება საყლაპავში და არ ეჩხირება ადამიანს ყელში. მხოლოდ შეგრძნება გახლავთ. ეს შეგრძნება შეიძლება, ადამიანს არა მხოლოდ ყლაპვისას, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ჰქონდესა,-ამბობს რეზო ომიაძე.

რატიანის განმარტებით, ჰიპოკრატე ამ სიმპტომს ,,ისტერიულ სიმპტომს“ ეძახდა, ვინაიდან ის დამახასიათებელი იყო ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ფსიქო-ემოციური სტატუსი წინა პლანზე ჰქონდათ გამოწეული. როცა ადამიანები უფრო ცუდ ხასიათზე არიან, შფოთვა, დეპრესია აქვთ, შეგრძნება მათთან უფრო ხშირად ვითარდება.

რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას, მოისმინეთ სრული განმარტება და მოგვარების გზები ნამდვილი ექიმებისგან:

დასკვნა

ყლაპვის გაძნელება მრავალი მიზეზის შედეგად შეიძლება წარმოიშვას. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს პრობლემა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

 

#drpkhakadze

2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, გენების მარეგულირებელ მიკრო-რნმ-ის აღმომჩენებს გადაეცა —

2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, გენების მარეგულირებელ მიკრო-რნმ-ის აღმომჩენებს გადაეცა —
#post_seo_title

შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადაეცემა ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს — მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისათვის და მისი როლის განსაზღვრისთვის პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში.

ნობელის წლევანდელი პრემია პატივს მიაგებს ორ მეცნიერს იმ ფუნდამენტური პრინციპის აღმოჩენისთვის, რომელიც მართავს გენების აქტივობის რეგულირებას.

ჩვენს ქრომოსომებში შენახული ინფორმაცია შეიძლება შევადაროთ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის ინსტრუქციის სახელმძღვანელოს. ყოველი უჯრედი ერთნაირ ქრომოსომას შეიცავს და შესაბამისად, ყველა უჯრედი შეიცავს გენების ზუსტად ერთნაირ კრებულს და ინსტრუქციათა ზუსტად ერთნაირ ნაკრებს. თუმცა, სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, მაგალითად, კუნთისა და ნერვულ უჯრედებს ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. როგორ ჩნდება ასეთი სხვაობები? პასუხი გენების რეგულირებაში იმალება, რაც თითოეულ უჯრედს მხოლოდ შესაფერისი ინსტრუქციის შერჩევის საშუალებას აძლევს. ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ გენების მხოლოდ სწორი კრებული იყოს აქტიური უჯრედთა თითოეულ ტიპში.

გააგრძელეთ კითხვა

 

#drpkhakadze

ახალი კვლევა – მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას, რა უნდა იცოდეთ

ახალი კვლევა - მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას, რა უნდა იცოდეთ
#post_seo_title

მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას. რა უნდა იცოდეთ

ახალი კვლევის თანახმად, თუკი გასული 30 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, 2050 წლისთვის 740 მილიონ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება ობიექტების შორ მანძილზე დანახვა გაუჭირდეს.

კვლევის შეჯამება

ამ შემაშფოთებელ პროგნოზებზე დაყრდნობით, ჩინეთის სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 50 ქვეყანაში ჩატარებული 276 კვლევა, რომელიც მოიცავს 5,4 მილიონ ბავშვსა და მოზარდს. კვლევამ აჩვენა, რომ 1990-დან 2023 წლამდე, 5-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში მიოპიის მაჩვენებელი 24%-დან 36%-მდე გაიზარდა.

  • ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: იაპონიაში – 86% ბავშვებისა და მოზარდების.
  • ყველაზე დაბალი მაჩვენებელი: პარაგვაიში – 0.84%.

ეპიდემიის ზრდის მიზეზები

თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, 2050 წლისთვის ახალგაზრდების თითქმის 40% შეიძლება ახლომხედველი იყოს. განსაკუთრებით მწვავედ დგას სიტუაცია აზიაში, სადაც მიოპიის მაჩვენებელი შესაძლოა 70%-მდე გაიზარდოს.

კვლევა ასევე მიუთითებს, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ბავშვებში მხედველობის გაუარესება კიდევ უფრო მწვავედ მოხდა. მაგალითად, ჰონგ-კონგში 2020 წელს დაფიქსირდა სწრაფი ზრდა 6-8 წლის ბავშვებში.

მიოპიის გენეტიკური ფაქტორები

მიუხედავად იმისა, რომ მიოპიაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების საკმარისი დრო გარეთ გატარება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ მშობლები ახლომხედველები არიან, თუმცა ბავშვი მეტი დრო გარეთ ატარებს, მიოპიის განვითარება 60%-ით მცირდება.

საჭიროებები და შედეგები

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია მონაცემების შეგროვება მიოპიის გავრცელების გასაზომად, რადგან აშკარა სხვაობებია ეთნიკურ და გეოგრაფიულ ჭრილში. მაგალითად, აფრიკაში მიოპიის მაჩვენებელი შვიდჯერ დაბალია, ვიდრე აზიაში.

მნიშვნელოვანია, რომ გამოვავლინოთ, რატომ იზრდება მიოპიის მაჩვენებელი ახალგაზრდებში და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები მომავალ თაობებში მხედველობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

ჯერ არავინ იცის, რატომ ხდება ასე, მაგრამ არსებობს კორელაცია სწავლა-განათლების ხანგრძლივობასა და მიოპიის გაჩენას შორის. სინგაპურსა და ჰონგ-კონგში, 2-3 წლის ბავშვები, სკოლაში შესვლამდეც აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში.

„შესაძლებელია, რომ ფორმალური განათლების პრაქტიკის ადრეულ ასაკში დაწყება გავლენას ახდენდეს ბავშვობაში მიოპიის განვითარებაზე. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დროთა განმავლობაში მიოპიის ტენდენციაში გასარკვევად, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ახლომხედველობის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება“, — წერენ მკვლევრები.

დასკვნა

ახალი კვლევა ხაზს უსვამს ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის სერიოზულობას, რამაც უახლოეს წლებში შეიძლება მავნედ იმოქმედოს ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. საჭიროა მეტი ინფორმაცია და აქტიური მიდგომები, რათა შევცვალოთ არსებული ტენდენციები და დავიცვათ მომავალი თაობები.

კვლევა British Journal of Ophthalmology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ბარიატრიული ქირურგია: ეფექტური მეთოდი ჭარბწონიანობისთვის და მისი რისკები – „წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ განმეორებითი ოპერაციის ჩატარება რთული პროცესია“

ბარიატრიული ქირურგია: ეფექტური მეთოდი ჭარბწონიანობისთვის და მისი რისკები - „წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ განმეორებითი ოპერაციის ჩატარება რთული პროცესია“
#post_seo_title

ბარიატრიული ქირურგია: ეფექტური მეთოდი ჭარბწონიანობისთვის და მისი რისკები

ბარიატრიული ქირურგია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საქართველოში როგორც ჭარბწონიანობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი. თუმცა, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ამ ოპერაციასაც ახლავს გარკვეული რისკები და გართულებები, რის შესახებაც პაციენტების ინფორმირება აუცილებელია.

ოპერაციის ძირითადი რისკები

ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტის, ექიმ დავით აბულაძის განცხადებით, მიუხედავად ყველა რეკომენდაციის დაცვისა და ოპერაციის სწორად ჩატარებისა, გართულებების რისკი ყოველთვის არსებობს.

ზოგიერთი ძირითადი რისკი მოიცავს:

  • ქირურგიული სისხლდენა: 0.9% – 1% ალბათობა.
  • ნაკერების უკმარისობა: 0.6% ალბათობა.
  • თრომბოემბოლია: 0.1% – 0.2% ალბათობა.

ოპერაციის შემდგომი გართულებები

ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა გართულებები, რომლებიც განსხვავდება ოპერაციის ტიპის მიხედვით:

  • ასტროეზოფაგური რეფლუქსი 15%-მდე პაციენტებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა კონტროლირებადია.
  • კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციების (ბაიპასი):
    • პეპტიური წყლულის რისკი 12-16%.
    • დემპინგის სინდრომის განვითარების რისკი 10%.
    • რკინისა და მიკროელემენტების დეფიციტი 5-7%.
    • ნაღვლის რეფლუქსი 25-30%.

დაბალი ხარისხის ოპერაციები

ექიმი აბულაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თურქეთში არსებულ პრაქტიკაზე, სადაც იაფფასიანი ოპერაციები ფართოდ გავრცელდა. მსგავსი ოპერაციების შემდეგ, პაციენტები ხშირად აწყდებიან სერიოზულ გართულებებს, რაც შეიძლება დიდხანს არ ვლინდებოდეს, მაგრამ საჭიროებდეს მკურნალობას.

განმეორებითი ოპერაციების სირთულე

დავით აბულაძე ამბობს, რომ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ განმეორებითი ოპერაციის ჩატარება რთული პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ცხოვრების სტილი შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორებითი ოპერაცია შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს.

დასკვნა

ბარიატრიული ქირურგია წარმოადგენს სერიოზულ გადაწყვეტილებას და საჭიროებს ინფორმირებულ არჩევანს. ოპერაციის შედეგების გარდა, პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ პოსტოპერაციული მოვლა და ცხოვრების წესის ცვლილების მნიშვნელობა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.

გიორგი ფხაკაძემ ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. პაციენტები, რომლებიც განიხილავენ წონის დაკლების ოპერაციას, უნდა გაითვალისწინონ  ოპერაციის შემდგომი პრობლემები. პაციენტებმა ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია სასურველია გაიკეთონ თავიანთივე ქვეყნებში.

„ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთე საქართველოში!
(არა თურქეთში)
სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, თუ BMI -35-ზე ნაკლები გაქვს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს

კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს
#post_seo_title
კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს.
ფილმში ნახავთ “სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებულ ექსკულზიურ დოკუმენტებს, რომელიც აღწერს იაშვილის კლინიკაში ანტისანიტარიასა და ინფექციების გავრცელებას, მაშინ, როცა 3 წლის მართა ოპერაციის შემდგომ მძიმე სეფსისს ებრძოდა.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის საავადმყოფომ ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, დაწესებულება რეგიონის მასშტაბით პირველი პედიატრიული ცენტრია, რომელმაც პაციენტების უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა.

“იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დასავლურ სტანდარტთან შესაბამისობას და ითვალისწინებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და მოვლის ხარისხის მიმართულებით მუდმივ განვითარებას. რეაბილიტაციის პროექტი ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურული მოწყობის ამერიკულ გაიდლაინებს დაეფუძნა,”- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაშვილის საავადმყოფოს დირექტორის თამარ ვახტანგაძის განცხადებით, აკრედიტაცია პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის არის გარანტია, მიიღონ სრულფასოვანი, საერთაშორისო დონის პედიატრიული სამედიცინო მომსახურება რეგიონში.

AACI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“(ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. AACI-ის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო ხდება.

ინოვაციური “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” – ისტორიული ნაბიჯი საქართველოს ჯანდაცვაში

#post_seo_title

2024 წლის 8 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG), თავმჯდომარე

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, რომელიც ფოკუსირებულია პაციენტთა და ოჯახის წევრთა ჩართულობის გზით მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.

ბათუმის მედცენტრის პაციენტთა საბჭო

ეს ტრანსფორმაცია ინიცირებულია პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოს (PFC) ინიციატივით, რომელიც ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის იანვარში “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) მიერ. PHIG წარმოადგენს Accreditation Canada (AC)-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ეს ინიციატივა, რომელიც უკვე განხორციელებულია 20-ზე მეტ საავადმყოფოში თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად საქართველოში.

PHIG-ის როლი როგორც Accreditation Canada-ის ოფიციალური წარმომადგენლისა
PHIG 2014 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს Accreditation Canada-თან, რათა წაახალისოს ჯანდაცვის რეფორმები საქართველოში, განსაკუთრებული აქცენტით პაციენტთა უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. როგორც Accreditation Canada-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, PHIG მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილებაში დახმარებით. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონის მოთხოვნით, რომ ყველა ჯანდაცვის დაწესებულება ვალდებულია, მიიღოს საერთაშორისო აკრედიტაცია 2025 წლის 1 იანვრამდე, რათა მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება.

PHIG-მა, როგორც პაციენტთა უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის დასაწყისში შემოიტანა პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოს (PFC) მოდელი.
ეს მოდელი პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს სტრუქტურულ პლატფორმას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ მონაწილეობა ჯანდაცვის გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უზრუნველყოფს, რომ მათი ხმები იქნება მოსმენილი და მათი საჭიროებები გათვალისწინებული.
თბილისის საპატრიარქოს კლინიკის პაციენტთა საბჭო

პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოს ინიციატივა

PFC ინიციატივა არის სტრუქტურირებული, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის პროვაიდერებს, პაციენტებს და ოჯახის წევრებს, რათა ერთობლივად გააუმჯობესონ ჯანდაცვის ხარისხი. ეს მოდელი ემყარება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და ადაპტირებულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის უნიკალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ამჟამად, PFC-ები ინერგება 20-ზე მეტ საავადმყოფოში თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, და იგეგმება მისი გაფართოება ქვეყნის მასშტაბით.

PFC მოდელის ძირითადი მიზნებია:

1. პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესება: პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობით საავადმყოფოს პოლიტიკების, უსაფრთხოების პროტოკოლებისა და პრაქტიკების განხილვაში, საბჭოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოტენციური რისკების იდენტიფიცირებაში და გადაწყვეტილებების შემუშავებაში.
2. კომუნიკაციის გაუმჯობესება: PFC-ები ხელს უწყობს ღია დიალოგს ჯანდაცვის პროვაიდერებსა და პაციენტებს შორის, რაც აძლიერებს ნდობას და ამაღლებს გამჭვირვალობას ჯანდაცვის გარემოში.
3. პაციენტთა უფლებების დაცვა: საბჭოები ხელს უწყობენ პაციენტთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფენ, რომ ეს უფლებები დაცული იყოს ჯანდაცვის დაწესებულებებში.
4. ხარისხის გაუმჯობესებაზე უკუკავშირის მიწოდება: PFC-ები უზრუნველყოფს პაციენტთა გამოცდილების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოს პოლიტიკების დასადგენად და მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობისთვის.

PFC-ის სამდივნოს შექმნა

2024 წლის იანვარში, PFC ინიციატივის დაწყების პარალელურად, PHIG-მა დააფუძნა სპეციალური პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოს სამდივნო. სამდივნო მნიშვნელოვან როლს ასრულებს PFC მოდელის წარმატების უზრუნველყოფაში ქვეყნის საავადმყოფოებში, მუდმივი მხარდაჭერისა და კოორდინაციის გზით.
PFC სამდივნოს ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები მოიცავს:

1. ტრენინგი და შესაძლებლობების განვითარება: სამდივნო ორგანიზებას უწევს ტრენინგებს პაციენტებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ჯანდაცვის პერსონალისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საბჭოებში. ეს პროგრამები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა პაციენტთა უსაფრთხოება, ეფექტური კომუნიკაცია და პაციენტთა უფლებები. ეს უზრუნველყოფს, რომ საბჭოების ყველა წევრს ჰქონდეს შესაბამისი უნარები და ცოდნა, რათა ისარგებლოს განხილვებში და გადაწყვეტილებებში.
2. ლოგისტიკური მხარდაჭერა: სამდივნო მართავს საბჭოების ყველა ლოგისტიკურ ასპექტს, როგორიცაა შეხვედრების დაგეგმვა, საავადმყოფოს მენეჯმენტთან კოორდინაცია და შეხვედრის მასალების ხელმისაწვდომობა. ის ასევე მართავს საბჭოების ადმინისტრაციულ დავალებებს, როგორიცაა შეხვედრების ჩანაწერების შენახვა და ქმედებების მონიტორინგი.
3. პაციენტთა კმაყოფილების კვლევები: სამდივნო პასუხისმგებელია რეგულარული პაციენტთა კმაყოფილების კვლევების ჩატარებაზე, რაც აუცილებელია პაციენტებისა და მათი ოჯახების გამოცდილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისთვის. ეს კვლევები გამოიყენება გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის და PFC ინიციატივის შედეგების გასაზომად.
4. მედია და საზოგადოებრივი ცნობიერება: სამდივნო თანამშრომლობს Sheni-თან, საქართველოს წამყვან დამოუკიდებელ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საინფორმაციო სააგენტოსთან, რათა გააუმჯობესოს PFC-ის მუშაობა მედიაში.
ეს მოიცავს სტატიების გამოქვეყნებას, წარმატების ისტორიების გაზიარებას და პაციენტთა და ოჯახის წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საზოგადოების განათლებას.
5. აკრედიტაციის მხარდაჭერა:
სამდივნო ეხმარება საავადმყოფოებს საერთაშორისო აკრედიტაციისკენ მიმავალ გზაზე, გზამკვლევის მიწოდებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს პაციენტთა და ოჯახის წევრთა ჩართულობა საავადმყოფოს პოლიტიკებში და პრაქტიკაში. PFC-ის უკუკავშირი კრიტიკულია საავადმყოფოებისთვის, რომლებიც ცდილობენ აკრედიტაციას, რადგან ის წარმოადგენს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვისადმი ვალდებულების დემონსტრაციას.
6. ტექნიკური დახმარება: სამდივნო უწევს მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს საბჭოების ეფექტური ფუნქციონირება. ეს მოიცავს საავადმყოფოებისთვის რჩევების მიწოდებას, თუ როგორ ინტეგრირდეს PFC-ის უკუკავშირი ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში და გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საბჭოების განხორციელებისას.
ჯო ენის ჰოსპიტლის პაციენტთა საბჭო

რას აკეთებს PFC

PFC-ის საქმიანობა მოიცავს:
• თვიურ შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობს 5-10 პაციენტი და ოჯახის წევრი, 1-2 საავადმყოფოს წარმომადგენელი და PHIG-ის სამდივნოს წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკურ მხარდაჭერას.
• პაციენტთა კმაყოფილების კვლევების ანგარიშების განხილვას, რომელსაც PHIG-ის სამდივნო აწვდის და მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიწოდებას.
• საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის ზოგადი უკუკავშირის მიწოდებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომსახურებები, რენოვაცია და პაციენტთა კომფორტი.
• PHIG-ის სამდივნოსგან მიმდინარე ტრენინგების მიღებას პაციენტთა უფლებებზე, კომუნიკაციაზე და უსაფრთხოების პროტოკოლებზე.
• რეკომენდაციების გაზიარებას საავადმყოფოს მენეჯმენტთან, პაციენტებთან და საზოგადოებასთან, სამდივნოს მიერ მართული არხების მეშვეობით.

ქუთაისის ჯანმრთელობის ორგანიზაციის პაციენტთა საბჭო

საქმის შესწავლა: წარმატებული განხორციელება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საავადმყოფოებში
PFC ინიციატივა წარმატებით განხორციელდა საქართველოს სამი უდიდესი ქალაქის საავადმყოფოებში—თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, რასაც მოჰყვა პაციენტთა კმაყოფილებისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
• თბილისი: საავადმყოფოები, როგორიცაა Hera 2011, Concilium Medulla, Jo Ann University Hospital, Pineo Ecosystems და NQurion+, სრულად ინტეგრირებულია PFC მოდელში. პაციენტებისა და ოჯახის წევრების ზრუნვის პროცესებში ჩართულობით, ამ საავადმყოფოებმა გააუმჯობესეს კომუნიკაცია, უკეთ დაიცვეს უსაფრთხოების პროტოკოლები და მეტი ყურადღება დაუთმეს პაციენტთა საჭიროებებს.
• ქუთაისი: Ksenoni Hospital-მა, რომელიც მდებარეობს საქართველოს მეორე უდიდეს ქალაქში, ასევე სარგებლობს PFC მოდელით, პაციენტებისა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის ხარვეზების შევსების გზით. საბჭოებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამწერის დაგეგმვის და შემდგომი ზრუნვის გაუმჯობესებაში, რაც უკეთეს ზრუნვის უწყვეტობას და პაციენტთა კმაყოფილების ზრდას განაპირობებს.
• ბათუმი: რეგიონში ყველაზე დიდი სამედიცინო ქსელი, MedCenter, მიიღო PFC მოდელი, რათა გაზარდოს ნდობა ჯანდაცვის პროვაიდერებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის. PFC-ებმა უზრუნველყვეს პაციენტთა შეშფოთების საკითხებზე დისკუსიის პლატფორმა, რამაც ხელი შეუწყო პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის პრაქტიკას და პაციენტთა კმაყოფილების მნიშვნელოვანი ზრდა.

მომავლის პერსპექტივები: პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოების როლი საქართველოში

პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოს ინიციატივა, PHIG-ის მხარდაჭერით, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოში ჯანდაცვის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების გზაზე. პაციენტებისა და მათი ოჯახების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვით, PFC მოდელს აქვს პოტენციალი შეცვალოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უფრო გამჭვირვალე, რეაგირებადი და პაციენტზე ორიენტირებული მოდელისკენ.

პინეოს პაციენტთა საბჭო

როგორც ინიციატივა გაფართოვდება, PHIG გეგმავს PFC მოდელის დანერგვას საქართველოს სხვა საავადმყოფოებში, განსაკუთრებული აქცენტით სოფლად მდებარე დაწესებულებებზე. საწყისი განხორციელების შედეგებიდან მიღებული გამოცდილება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გამოყენებული იქნება მოდელის წარმატების უზრუნველსაყოფად ქვეყნის სხვადასხვა ჯანდაცვის გარემოში.

დასასრულს, პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოს სამდივნო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ინოვაციური ინიციატივის წარმატებაში. სამდივნო უზრუნველყოფს აუცილებელ ტრენინგებს, ლოგისტიკურ მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას, რაც უზრუნველყოფს საბჭოების ეფექტურ ფუნქციონირებას. PHIG-ის მუდმივი მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უფრო პაციენტზე ორიენტირებული გახდება, სადაც პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ხმები ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ზრუნვის პროცესში.

#drpkhakadze #sheniekimi

ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით

ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით
#post_seo_title

ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით.

ქალებს არაერთი აღმოჩენა ეკუთვნით, რომელმაც შეცვალა როგორც სამყარო, ასევე მეცნიეერება.
გავიხსენოთ წარსული დროის ის ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მეცნიერების განვითარებაში.
ქალი, რომელმაც 1898 წელს მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად ქიმიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა, პოლონელი მარია კიური იყო.
პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მეცნიერების ორ დარგში, – ფიზიკასა და ქიმიაში.
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით | შენი ექიმი
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი როზალინდ ფრანკლინი მამის პროტესტის მიუხედავად მეცნიერი გახდა და მთელი მისი ცხოვრება ადამიანის სიცოცხლის შესწავლას მიუძღვნა. მისი მიღწევები საკმაოდ დიდი იყო როგორც ქიმიაში, ასევე ვირუსების სტრუქტურის კვლევაში. განსაკუთრებით ცნობილი კი დეენემის კვლევით გახდა. მან ქრომოსომების  შემადგენელი ნაწილი აღმოაჩინა, რაც გენეტიკურ ინფორმაციას შიფრავს. თუმცა იმის გამო, რომ ის ქალი იყო, პატრიარქალურ გარემოში მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით | შენი ექიმი
გრეის ჰოპერი კი ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ქალი გახლდათ, რომლის ამბავიც ყველაზე კარგად აღწერს 60-იანი წლებში ტექნოლოგიებში მყოფი ქალების მდგომარეობას.
1969 წელს მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ ჰოპერის წვლილი კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა. რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არ არსებობდა. გრეის დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე კომპიუტერული ენის ჩამოყალიბებაში. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კომპიტერულ პრობლემას ბაგი უწოდა.
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით | შენი ექიმი
ლიზა მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად ხელმძღვანელობდა მეცნიერების მცირე ჯგუფს,, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი. მათ აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომბირთვის ორ მცირე ბირთვად გაყოფისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. აღნიშნული საფუძვლად დაედო ბირთვულ რეაქტორებში სითბოს და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავებას. ისევე როგორც ბირთვული იარაღის შექმნას.
სიცოცხლის განმავლობაში მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა. თუმცა 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის კოლეგას ოტო ჰანთს მიენიჭა.
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით | შენი ექიმი
მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ მეცნიერ ქალებსაც. ერთ-ერთი მათგანი კი ბარბარე ყიფიანია.
პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა და ამის შესახებ არაერთი ევროპული გამოცემაც წერდა. ის იყო აკაკი შანიძის თანაშემწე და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი.
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით | შენი ექიმი
ეკატრინე ჯანდიერი-მაჭავარიანი აგრონომი იყო, რომელმაც შვეიცარიიდან არაერთი ტექნიკა ჩამოიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
1907 წელს ეკატერინემ ლონდონის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი სახსრებით ააშენა ბიბლიოთეკა, სკოლა, შექმნა საგლეხო ბანკი, მოაწყო ლაბორატორია.
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით | შენი ექიმი
ბუნებრივია, ქალი მეცნიერების სია უსასრულოა. დღემდე არაერთი მათგანი ქმნის სასწაულებს და ცვლიან სამყაროს უკეთესობისაკენ…
ლუკა ვადაჭკორიას სიუჟეტი.

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
#post_seo_title

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 140 ქვეყანა ჯანმრთელობას ადამიანის კონსტიტუციურ უფლებად აღიარებს. ამავე დროს, არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანის ეს ფუნდამენტური უფლება კონსტიტუციურად გამყარებული არ არის და ჯანმრთელობისათვის საჭირო სერვისებზე მოსახლეობას წვდომა ამ დრომდე შეზღუდული აქვს. კონკრეტულად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 4,5 მილიარდი ადამიანი – მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი – არსებითი ჯანდაცვის სერვისებით 2021 წელს სრულად არ იყო დაფარული.

სწორედ ამ ტიპის გამოწვევების გადასაჭრელად, 2024 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემად და მთავარ სლოგანად „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება“ განისაზღვრა. აღნიშნულით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაქსიმალურად ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე, განათლებაზე, ინფორმაციაზე, უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე და სხვა.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სქემებით მოცულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ქირურგიული მომსახურებები და სხვა;
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება, როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები დაფინანსდება 25 000-ლარიანი ლიმიტის გარეშე და პაციენტთათვის ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობის სრული კურსი;
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
საყოველთაოა ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ახორციელებს ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის, იშვიათი დაავადებების,დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო არაერთ პროგრამას;
სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ამოქმედებულია ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურებების ახალი სანებართვო პირობები. გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights