შაბათი, ივნისი 20, 2026

ამინდზე დაკვირვების ისტორიაში 2024 წელი სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნება

ამინდზე დაკვირვების ისტორიაში 2024 წელი სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნება
#post_seo_title

მიმდინარე წელი დიდი ალბათობით ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი გახდება. ინფორმაციას BBC ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურ კოპერნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე პირველად გახდება 1,5 გრადუსით მეტი, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება პირველ რიგში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია. კერძოდ, საწვავის გამოყენება სათბურის გაზების მოცულობას ზრდის.

მსოფლიოში ტემპერატურაზე გავლენა ბუნებრივ ფაქტორებსაც აქვს, მაგალითად ელ-ნინიოს, რომელიც წყნარი ოკეანის ზედა ფენებში ტემპერატურის ცვალებადობას უკავშირდება. 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იმდენად მაღალი იყო, რომ ახალი რეკორდის დამყარებას მხოლოდ „წარმოუდგენლად მკვეთრი“ აციება შეუშლის ხელს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება ჰაერში სათბურის გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრემალური ტემპერატურები გაძლიერდება, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ეკოსისტემებისა და კაცობრიობისთვის.

ადამიანის აფრიკული ტრიპანოსომოზი (ძილის დაავადება)

ადამიანის აფრიკული ტრიპანოსომოზი (ძილის დაავადება)
#post_seo_title

ზოგადი მიმოხილვა – ადამიანის აფრიკული ტრიპანოსომოზი, იგივე ძილის დაავადება ტრანსმისიული, პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი  Trypanosoma-ს გვარის  უმარტივესი პარაზიტია.

ადამიანის დაინფიცირება ხდება საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცეს კბენის შედეგად. თვით ბუზი ცეცე ინვაზირდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვისას.

ძილის დაავადება ჯანმოს ინფორმაციით საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე მსოფლიოს 36 ქვეყანაში აღირიცხება. ავად ძირითადად სოფლის მეურნეობაში, მეთევზეობაში და ნადირობით დასაქმებული პირები ხდებიან და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობაში ავადობა ქალაქის მოსახლეობისგან განსხვავებით მაღალია. დაავადებასთან სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივმა ბრძოლამ უკვე  2009 წლისთვის შედეგები გამოიღო და ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად აღირიცხა 10000 შემთხვევამდე,  ხოლო უკვე 2015 წელს აღრიცხულ-რეგისტრირებულ იქნა 2804 დაავადებული. დაავადების ლაბორატორიული დიაგნოსტირების სირთულის გამო, განსაკუთრებით მაღალკვალიფიური პერსონალია საჭირო. აფრიკაში ბოლო ერთ საუკუნეში ადგილი ქონდა სამ ეპიდემიას: 1896-1906 წწ. უგანდაში, 1920 წელს და 1970-იანი წლებიდან და 1990-იან წლებამდე რამდენიმე ქვეყანაში. გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება.  მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ჯანმოს მიერ აფრიკულ სახელმწიფოთა მონაწილებით შემუშავებულია 2020 წლისთვის დაავადების ლიკვიდაციის ფართომასშტაბიანი პროგრამა.

ბოლო ათწლეულში ძილის დაავადების შემთხვევების 70% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღირიცხა. ეპიდემია ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე ეკონომიკური სიტუაციის შედეგია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღირიცხება 200 შემთხვევამდე. ანგოლაში, ბურკინა-ფასოში, გაბონში, განაში, გვინეაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, კამერუნში, მალავიში, ნიგერიაში, კოტ დ ივუარში, ტანზანიაში, უგანდაში, ეკვატორიულ გვინეაში და სამხრეთ სუდანში აღირიცხება 100 შემთხვევაზე ნაკლები, ხოლო სხვა აფრიკული ქვეყნები დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენას ოფიციალურად უარყოფენ.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ომის, შიმშლის, სიდუხჭირის და სხვა მიზეზების გამო მოსახლეობის როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ქვეყნებს შორის დიდი მიგრაცია.

გამომწვევი აგენტი: 3 სახეობისაა:

ა)Trypanosoma brucei gambiense, გავრცელებულია აფრიკის 24 სახელმწიფოში და მასზე მოდის აღრიცხულ დაავადებათა 97%, ახასიათებს დაავადების ქრონიზაცია.

ბ) Trypanosoma brucei rhodesiense გვხვდება აფრიკის 13 სახელმწიფოში და მასზე მოდის დაავადების შემთხვევების დანარჩენი 3%.

გ) ტრიპანოსომების მე-3 სახეობა (Tripanosoma cruzy) გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და მისგან გამოწვეული დაავადება ცნობილია შაგასის (ჩაგასის), ანუ ამერიკული ტრიპანოსოსმოზის სახელით.

რეზერვუარი: აფრიკაში ადამიანისთვის პათოგენური ორივე სახეობის ტრიპანოსომების რეზერვუარს შინაური და გარეული ცხოველები წარმოადგენენ. გამბიური ტიპის ტრიპანოსომებისთვის, როგორც რეზერვუარი ცხოველების როლი საბოლოოდ შესწავლილი და დადასტურებული არაა. შინაური ცხოველებში, განსაკუთრებით მსხვილფეხა საქონლში არსებული ეპიზოოტია მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.

ტრიპანოსომების სხვა სახეობები პათოგენურია ცხოველებისთვის, თუმცა მათ ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა არ აქვთ. ცხოველებში ტრიპანოსომებით გამოწვეული დაავადებაა ,,ნაგანა“.

გადაცემის გზები: ბუზი ცეცეს არაერთი სახეობა გავრცელებულია საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში, თუმცა დაავადების გადამტანი რამდენიმეა. დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, ზოგიერთ ტერიტორიებზე სადაც ცეცე ფართოდაა გავრცელებული აფრიკული ტრიპანოსოსმოზის (ძილის დაავადების) შემთხვევები არ გვხვდება. დაავადების კერების გავრცელება ერთი სოფლის, ან რაიონის ტერიტორიით შემოიფარგლება. დაავადების გავრცელების ინტენსივობა ორ მეზობელ სოფელს შორის შესაძლოა იყოს სრულიად განსხვავებული.

დაავადების ბუნებრივი (ბუზი ცეცე) გადაცემის გარდა აღწერილია დედიდან ნაყოფზე დაავადების გადაცემა პლაცენტარული ბარიერის გავლით. არაა გამორიცხული სხვა სისხლისმწოვი მწერებით გადაცემაც. აღწერილია პაციენტების სისხლით დაბინძურებული ნემსის უნებლიედ ჩხვლეტით ლაბორატორიის თანამშრომელთა ინფიცირება. ასევე აღწერილია სქესობრივი კონტაქტით დაავადების გადაცემის უიშვიათესი შემთხვევა.

ინკუბაციური პერიოდი: კონკრეტულად განსაზღვრული არაა, შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდე. კლინიკური ნიშნების გამოვლენა დაავადების ბოლო სტადიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების თანხვედრილია.

დაავადების საწყის ეტაპზე ტრიპანოსომები მრავლდებია კანქვეშა ქსოვილებში, სისხლსა და ლიმფაში და ჰემოლიმფური ფაზა ეწოდება. დამახასიათებელია ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი და ქავილი.

დაავადების მეორე ეტაპზე ტრიპანოსომები ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვით აღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს ნევროლიგური, ან მენინგოენცეფალიტური სტადიაა. ამ დროს ვლინდება ქცევის შეცლა, ცნობიერების დაბინდვა, სენსორული დარღვევები და კოორდინაციის მოშლა. ძილის ციკლის დარღვევა დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. მკურნალობის გარეშე დაავადება როგორც წესი სიკვდილით მთავრდება. აღწერილია ე.წ.  პარაზიტების ჯანმრთელი მტარებლობის შემთხვევებიც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის T.b.gambiense-სთვის გამოიყენება სეროლოგიური სკრინინგი. მნიშვნელოვანია თავ-ზურგ-ტვინის სითხის გამოკვლევა.

მკურნალობის ტიპი და ხანგრძლივობა დაავადების სტადიაზე დამოკიდებული. საწყისი სტადიის დროს გამოყენებული მედიკამენტები შედარებით ნაკლებ ტოქსიურია. მკურნალობის შემდეგ პაციენტზე მეთვალყურეობა წესდება 24 თვის განმავლობაში. სიცოცხლის უნარიანი პარაზიტი ორგანიზმში შესაძლოა იყოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც განაპიროებს რეციდივებს.

დაავადების მეორე სტადიის მკურნალობისას გამოიყენება ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის უნარის მქონე ტოქსიური პრეპარატები, რაც მათი გამოყენებისთვის პრობლემებსა და სირთულეებს ქმნის. ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით სამკურნალოდ მოწოდებულია: პენტამიდინი, სურამინი, მელარსორპოლი, ეფლორნიტინი, ნიფურმიტოქსი.

გადამდებლობის პერიოდი:  კონკრეტული პერიოდი დაზუსტებული არაა.ხანგრძლივი და უსიმპტომო დაავადების პირველი სტადიის გამო რეკომენდებულია რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის აქტიური, ფართომასშტაბიანი და ძვირადღირებული სკრინინგი, ინფიცირებულთა გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დასაწყებად.

მიმღებლობა: საყოველთაოა, გაცილებით ხშირად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები.

კონტროლის ღონისძიებები: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ინვაზირებულ პირთა დროული გამოვლენა და დროული მკურნალობის დაწყებაა. ეფექტურად გამოიყება გადამტანების პოპულაციური კონტროლის მეთოდები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ცხოველებში დაავადების გამოვლენა და მკურნალობა. აქტიურად ხორციელდება სამედიცინო და ვეტერინალური პროფილის სპეციალისტების სწავლება-მომზადება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით და აღნიშნულ ღონისძიებათა განმახორცილებელი სტრუქტურების კოორდინაცია. ჯანმო აქტიურადაა ჩართულია ამ ქმედებებში და ქვეყნებს შორის ახორციელებს მეთოდურ-პრაქტიკულ კოორდინაციას. დაავადების ლიკვიდაციის პროგრამაში ჩართულნი არიან და მონაწილეობენ ისეთი მძლავრი საერთაშორის დონორები როგორიცაა: სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაცია (FAO), ,,მაგატე“, სანოფი-პასტერი, ბაიერი, აფრიკულ სახელმწიფოთა კავშირი და სხვა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება წნევის მომატებასა და ვენურ დაავადებებს და არის თუ არა ამ პოზაში ჯდომა ორსულებისათვის სახიფათო

იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება წნევის მომატებასა და ვენურ დაავადებებს და არის თუ არა ამ პოზაში ჯდომა ორსულებისათვის სახიფათო
#post_seo_title

იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება წნევის მომატებასა და ვენურ დაავადებებს და არის თუ არა ამ პოზაში ჯდომა ორსულებისათვის სახიფათო

ფეხის ფეხზე გადადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კომფორტული პოზაა.  ასე ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება, ვარიკოზული ვენების დაავადება და შექმნას სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.

ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” გიორგის ლორია და ლევან ქარაზანიშვილი საუბრობენ.

ფეხის ფეხზე გადადების გავლენა წნევაზე

გიორგი ლორია აღნიშნავს, რომ დიდხანს ფეხის ფეხზე გადადება და ასე ჯდომა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. ასეთი პოზიცია არასწორად და არათანაბრად ტვირთავს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, განსაკუთრებით წელის, ბარძაყისა და დუნდულას კუნთებს. გარდა ამისა, ეს პოზა გრძელვადიან პერიოდში შეიძლება იყოს მავნე, რადგან სხეულის სტრუქტურა განიცდის გადატვირთვას, რაც ურეგულირებს მის ბუნებრივ ბალანსს.

ლევან ქარაზანიშვილი აღნიშნავს, რომ ბევრი კვლევით დადასტურებულია, როცა ფეხი მუხლთან გადადებულია, შესაძლოა, წნევამ მოიმატოს, რადგან ეს პოზა გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე. თუმცა, როდესაც კოჭები გადაჯვარედინდება, წნევა ჩვეულებრივად არ იცვლება. ამიტომ, უკეთესია, რომ წნევის გაზომვის დროს თავიდან ავიცილოთ ფეხის ფეხზე გადადება.

ფეხის ფეხზე გადადება და ვენური დაავადებები

გიორგი ლორია იმავე გადაცემაში ასევე განმარტავს, რომ ფეხის ფეხზე გადადება არ იწვევს ვენურ დაავადებებს. ვარიკოზული ვენები ამ დაავადების დროს გამოწვეულია ვენების სარქვლების პრობლემებით, რომლებიც სისხლის სწორად მიმოქცევას უშლიან ხელს. შესაბამისად, მხოლოდ ფეხის გადადება არ წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ ადამიანს ვარიკოზული ვენები განუვითარდეს.

ლევან ქარაზანიშვილი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მჯდომარე მდგომარეობა, იქნება ეს ფეხის ფეხზე გადადება თუ სხვა პოზაში ყოფნა, შესაძლოა იყოს მავნე, რადგან ეს იწვევს ვენებში წნევის მატებას. თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ვენური სარქვლების დეფექტისკენ ან უკვე აქვს ვარიკოზული დაავადებები, ამ სიტუაციამ შესაძლოა გააძლიეროს და პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.

ორსულობა და ფეხის ფეხზე გადადება

არსებობს მოსაზრება, რომ ფეხის ფეხზე გადადება ორსულებისთვის შესაძლოა საშიში იყოს. თუმცა, გიორგი ლორია ამბობს, რომ ეს არ არის სიმართლე. ის აღნიშნავს, რომ არ არსებობს კონკრეტული პოზიცია, რომელიც ორსულსა და ნაყოფს ზიანს მიაყენებს. თუმცა, ორსულობის პერიოდში ხშირად იზრდება საშვილოსნოს ზომა, რაც თეძოს და მენჯის ვენებს აწვება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება. მაგრამ, ეს პრობლემა თავად ფეხის ფეხზე გადადებით არ არის გამოწვეული.

ლევან ქარაზანიშვილი აღნიშნავს, რომ ფეხების შეშუპება ორსულებში ჩვეულებრივი მოვლენაა და გამოწვეულია მექანიკური სტაზით, ხოლო ჯდომის პოზის შეცვლა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ორსულებისთვის უბრალოდ საჭიროა, რომ მათთვის კომფორტული იყოს პოზიცია და არ დაიღალონ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა?

გიორგი ლორია გვირჩევს, რომ ყოველ 30-40 წუთში პოზა შევცვალოთ, ავდგეთ, გავიაროთ და რამდენიმე წუთით ფეხები გავჭიმოთ. ეს ეხება ყველას, არა მხოლოდ ორსულებს და მათ, ვინც ვენური დაავადებებით იტანჯება. პოზის ხშირად შეცვლა და აქტიური მოძრაობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სხეულის გადატვირთვის თავიდან აცილებას.

ახალი კვლევა – ბავშვები რობოტებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადამიანებს

ახალი კვლევა - ბავშვები რობოტებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადამიანებს
#post_seo_title

ბავშვობაში, როცა აქტიურად ვიწყებთ სამყაროს აღქმას და ვასრულებთ ჩვენი ცნობიერების ფორმირებას, ხვდებით, რომ ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია აღწევს ჩვენამდე. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ როგორ ვარჩევთ რეალურ ფაქტებს ტყუილისაგან. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა საინტერესო კვლევა ჩაატარა.

იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მცირეწლოვნებს ამგვარი მონაცემების სხვადასხვა წყაროს მიმართ, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა კვლევა ჩაატარა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მთავარი კითხვა ისაა, როგორ არჩევენ ბავშვები, ვისგან მიიღონ ცოდნა, როცა სხვადასხვა წყაროსგან შეიძლება ინფორმაციის მიღება, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

კვლევის დეტალები

კვლევაში 3-დან 6 წლამდე ასაკის 111 ბავშვი მონაწილეობდა. ბავშვებს აჩვენეს ვიდეოები, რომელშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტების სახელებს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის უკვე ცნობილი იყო, ზოგის კი არა. მკვლევარები სპეციალურად აჩვენებდნენ რამდენიმე შეცდომას, რათა გაეგოთ, როგორ აისახება ეს ბავშვების აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე.

შეცდომები:

მეცნიერებმა ბავშვები 2 ჯგუფად დაჰყვეს და თითოეულს აჩვენეს ვიდეოები, რომლებშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტის სახელს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის ისედაც ცნობილი იყო, ზოგის სახელი კი არ იცოდნენ. პირველ შემთხვევაში მკვლევრები ადამიანებსა და რობოტებს შეუსაბამო სიტყვას ათქმევინებდნენ, მაგალითად თეფშს “კოვზს” უწოდებენ. ამას მცირეწლოვნების ნდობაზე უნდა ემოქმედა.

რობოტები ან ადამიანების მიმართ ნდობა

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, როგორც წესი, რობოტებს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წყარო (რობოტი და ადამიანი) თანაბრად სანდოდ იყო წარმოდგენილი, ბავშვების უმეტესობას მაინც რობოტის ნათქვამი უფრო სჯეროდა. მეტიც, როდესაც ჰკითხეს, ვის აირჩევდნენ საიდუმლოს გასაზიარებლად, უფრო ხშირად რობოტებს ასახელებდნენ.

როგორ რეაგირებდნენ ბავშვები შეცდომებზე?

ბავშვები სხვაგვარად რეაგირებდნენ, როცა შეცდომას უშვებდნენ ადამიანები და რობოტები. ადამიანის შეცდომას ისინი ამას განზრახ მოქმედებად აღიქვამდნენ. თუმცა რობოტის შემთხვევაში შეცდომის გამოტანა არ გახდა მიზეზი მათთვის რობოტის უნდობლობისა.

ასაკობრივი განსხვავებები

მკვლევრებმა ასევე დააკვირდნენ ასაკობრივ განსხვავებებს. აღმოჩნდა, რომ მოზრდილ ბავშვებს, რომელთა ასაკი 5-6 წელი იყო, მეტად ენდობოდნენ ადამიანებს, ვიდრე უფრო პატარა ასაკის ბავშვები. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, როცა რობოტი უფრო არასანდოდ იყო წარმოჩენილი. ძირითადად, მიუხედავად ასაკისა, ბავშვები მაინც უფრო მეტად ენდობოდნენ რობოტებს.

მიზეზები და დასკვნები

მეცნიერთა აზრით, მიზეზი, თუ რატომ ენდობიან ბავშვები უფრო რობოტებს, ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული. თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ ცოცხალ ინტერაქციაში უფრო კარგად გამოიკვეთება ეს საკითხი. ისინი გეგმავენ, მომავალში სხვა ტიპის კვლევების ჩატარებას, რომელიც უფრო ცოცხალ გარემოში იქნება შესრულებული, რათა უკეთ გაიგონ, რატომ არიან ბავშვები რობოტის მხარეს მაშინ, როცა მიახლოებული მტკიცებები არსებობს.

ავტორების თქმით, მეტის გასაგებად კვლევა არა ვიდეო ფორმატის გამოყენებით, რამედ ცოცხალი ინტერაქციით უნდა ჩატარდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Computers in Human Behavior გამოქვეყნდა.

#drpkhakadze

ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?
#post_seo_title

ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ.

ყველამ იცის, რომ ვარჯიში გვიხსნის დაძაბულობას, ზრდის კუნთებს, აუმჯობესებს გულის და ფილტვების მუშაობას, ახდენს დემენციის პრევენციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და აძლიერებს ტვინის მიერ ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას. თუმცა, ვარჯიშს სხვა სარგებელიც აქვს, რომლის შესახებაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს:
1. ვარჯიში გვეხმარება მუცლისა და კანქვეშა ქსოვილში კონცენტრირებული თეთრი ცხიმის გარდაქმნაში ყავისფერი ცხიმის მსგავს სუბსტანციად. ჩვენი სხეულის ცხიმის უმეტესი ნაწილი თეთრი ცხიმისგან შედგება, რომელიც ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს. ყავისფერი ცხიმი აძლიერებს მეტაბოლიზმს. ის ძირითადად მდებარეობს კისერსა და მხრებზე, ანაწევრებს სისხლში არსებულ შაქრის და ცხიმის მოლეკულებს, გამოიმუშავებს სითბოს და წვავს კალორიებს
2. ვარჯიში ცვლის ათასობით გენის გამოხატულებას. გენები, როგორიცაა მაგალითად, ADRB2, ვარჯიშის საპასუხოდ არეგულირებენ წონას. როდესაც კვირაში სამ საათზე მეტს ვვარჯიშობთ, ხდება APOA1 გენის “ჩართვა”, რომელიც მონაწილეობს HDL-ის ანუ კარგი ქოლესტერინის წარმოებაში. ვარჯიში “გამორთავს” FTO გენს, რაც ეხმარება ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის ნორმალიზებას.
ეპიგენეტიკა არის სწავლება, რომლის მიხედვით, ჩვენი გარემო, ცხოვრების წესი და დიეტა გავლენას ახდენენ ჩვენი გენების მუშაობაზე და შეუძლიათ სპეციფიური გენების “ჩართვა” ან “გამორთვა” დნმ-ის ცვლილების გარეშე.
3. ვარჯიში ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და კარგი ქოლესტერინის, HDL-ის დონეს სისხლში. ვარჯიშის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია “გამოვრთოთ” დიაბეტის გენები.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აქტიურ ქალებს, რომლებსაც აქვთ LIPC-ის გენის ერთ-ერთი ვარიანტი, უუმჯობესდებათ HDL-ის დონე და ინფარქტის უფრო ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე აღნიშნული გენის იგივე ვარიანტის მქონე არააქტიურ ქალებს.
4. აუმჯობესებს მეთილაციას. მეთილაცია არის უჯრედში მიმდინარე ქიმიური პროცესი, რომელიც ეპიგენეტიკის საფუძველია და გადამწყვეტ როლს ასრულებს გენის ექსპრესიისა და სხვადასხვა ბიოლოგიური ფუნქციის რეგულირებაში. მეთილაცია უმჯობესდება ერთჯერადი ვარჯიშის შედეგადაც კი. რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში, მით მეტ ცვლილებებს იწვევს მეთილაციის და ეპიგენეტიკური თვალსაზრისით, რაც კუნთებს ეხმარება უკეთ აითვისონ სისხლში არსებული შაქარი და გაძლიერდნენ.
5. ვარჯიში აქვეითებს არტერიულ წნევას. მე მაქვს მაღალი წნევის ოჯახური ისტორია. თუმცა, ჩემთვის გამოსავალი არის ვარჯიში. გენი, სახელად ენდოთელინ-1 ( EDN1 ) სისხლძარღვების ძლიერ შევიწროვებას იწვევს, რაც წნევის მომატებასთანაა კავშირში.
EDN1 გენის ჩემი ვარიანტი ჰიპერტენზიის მაღალი რისკის ქვეშ მაყენებს თუ ფიზიკურად არააქტიური ვიქნები; სანამ რეგულარულად ვვარჯიშობ, ჩემი წნევა არ მოიმატებს.
6. ვარჯიში ზრდის ჰორმონ ირისინის დონეს, რომელიც კუნთების მიერ ვარჯიშის საპასუხოდ გამომუშავდება და რომელსაც, ვარჯიშის ჰორმონსაც უწოდებენ.
ირისინი “ატყუებს” თეთრ ცხიმს, მოიქცეს ყავისფერი ცხიმის მსგავსად, აყალიბებს კუნთებს, ააქტიურებს წონის კლებას და ბლოკავს დიაბეტს.
მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ინტერვალურ შიმშილთან კომბინაცია ზრდის ჰორმონის დონის მომატებასაც უწყობს ხელს.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
https://www.cell.com/cel…/fulltext/S1550-4131%2814%2900006-0https://www.frontiersin.org/…/10.3389/fphys.2021.772894/fullhttps://www.researchgate.net/…/Short-term-exercise…https://www.nytimes.com/…/how-exercise-may-fight-obesity-by…https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4443300/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5844200/https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/17938376/https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/3127426/https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6687775/

ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს

ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს
#post_seo_title

მეტაბოლიზმი გულისხმობს მთელ პროცესს, რომლითაც საკვები გარდაქმნება ენერგიად, რათა ჩვენი ორგანიზმის მიერ მისი გამოყენება მოხდეს სხვადასხვა ფუნქციებისთვის.

ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა, მაგალითად:
ინსულინისადმი წინააღმდეგობა (როდესაც
ორგანიზმის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას), სიმსუქნე, დისლიპიდემია,
ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება,
მეტაბოლური სინდრომი (მეტაბოლური დარღვევების ჯგუფი, მათ შორის მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მომატებული დონე, მაღალი ქოლესტერინი და მუცლის ცხიმის მომატება).
მეტაბოლურმა დარღვევებმა უამრავი ქრონიკული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს, მეორე ტიპის დიაბეტიდან დაწყებული, საკვერცხის პოლიკისტოზით და უნაყოფობით დამთავრებული.
რა კავშირია ნაწლავის ჯანმრთელობას და მეტაბოლურ ჯანმრთელობას შორის?
მეტაბოლური დისფუნქცია ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ბარიერის გამტარიანობის გაზრდით.
ნაწლავის ბარიერი ნაწლავის შიგთავსს სისხლის ნაკადისგან ჰყოფს. როდესაც ნაწლავის ბარიერი, სხვადასხვა მიზეზებით, ზედმეტად გამტარი ხდება, საკვები ნივთიერებების გარდა, ენდოტოქსინი, ლიპოპოლისაქარიდიც (LPS) ხვდება სისხლის მიმოქცევაში. ლიპოპოლისაქარიდი ააქტიურებს ანთების გამომწვევ ციტოკინებს და იწვევს ქრონიკულ, დაბალი ხარისხის ანთებას, რაც ასოცირდება როგორც წონის მატებასთან, ასევე უზმოზე გლუკოზის მაღალ დონესთან.
ლორწოს ფენა, რომელიც ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიდა კედელს, გადამწყვეტ როლს ასრულებს ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობისგან დაცვაში. ზოგიერთი ბაქტერია, როგორიცაა, მაგალითად, Akkermansia muciniphila, იკვებება ლორწოს ფენის შემადგენელი გლიკოპროტეინებით, მუცინებით. როდესაც Akkermansia muciniphila მოიხმარს მუცინს, ნაწლავის კედელი აძლიერებს მუცინების გამომუშავებას, რითაც ხელს უწყობს დამცავი ფენის შევსებას და შენარჩუნებას. ეს აძლიერებს ნაწლავის ბარიერის მთლიანობას და ხელს უწყობს ზოგადად ნაწლავის ჯანმრთელობას.
შესაბამისად, ნაწლავის დისბიოზმა, ანუ ნაწლავში აკერმანსიას და სხვა ბაქტერიების არარსებობამ ან სიმცირემ, შეიძლება ზემოთ ნახსენები ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობა, ეგრეთ წოდებული “მჟონავი ნაწლავი” გამოიწვიოს.
ნაწლავის ბარიერის მთლიანობის გარდა, მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ნაწლავში გარკვეული მეტაბოლიტების, განსაკუთრებით კი ბუტირატის წარმოება.
ბუტირატი არის მოკლე ჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის ბაქტერიების მიერ ბოჭკოვანი საკვების დუღილის (ფერმენტაციის) შედეგად. მას უამრავი სარგებელი აქვს, მათ შორის ანთების შემცირება, ნაწლავის ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესება, მადის დარეგულირება და ინსულინისადმი მგრძნობელობის გაზრდა. ეს ეფექტები ხელს უწყობს წონის და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციას და აუმჯობესებს მეტაბოლურ ჯანმრთელობას.
როგორც ვხედავთ, ნაწლავს მნიშვნელოვანი როლი აქვს მეტაბოლურ ჯანმრთელობაში. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნება და ბოჭკოთი მდიდარი დიეტა გადამწყვეტია წონის კლებისთვის, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, მეტაბოლური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Metabolic dysfunction can partially result from an increase in the permeability of the gut barrier, which separates the contents of the gut from the bloodstream. When the gut barrier becomes too permeable, levels of lipopolysaccharide (LPS) from Gram-negative bacteria in the bloodstream increase. This triggers the activation of pro-inflammatory cytokines, leading to chronic low-grade inflammation. This inflammation is associated with weight gain and higher fasting glucose levels.
The mucus layer that coats the inner wall of the digestive tract plays a crucial role in protecting against gut barrier permeability. Certain bacteria, such as Akkermansia muciniphila, thrive on mucins found in the mucus layer. When Akkermansia muciniphila consumes mucin, the host increases its production of mucins, helping to replenish and maintain the protective layer. This enhances the integrity of the intestinal barrier and contributes to overall gut health.
In addition to the protective role of the gut barrier, the production of specific metabolites, particularly butyrate, also influences metabolic health. Butyrate is a short-chain fatty acid produced by gut bacteria during the fermentation of dietary fibers. It provides numerous benefits, including reducing inflammation, improving gut barrier function, and increasing insulin sensitivity. These effects contribute to metabolic health and can help regulate weight and blood glucose levels.
So, we can see that, the gut has a critical role in mediating metabolic health through the protection of the gut barrier and the production of beneficial metabolites like butyrate. Maintaining a healthy gut microbiome and consuming a fiber-rich diet are crucial for optimizing these mechanisms and promoting overall metabolic well-being.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9459697/https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7230435/https://www.frontiersin.org/…/10.3389/fnut.2023.1120168/fullhttps://www.mdpi.com/2227-9059/10/1/83

რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე? – პოდაგრა: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე? - პოდაგრა: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა
#post_seo_title

პოდაგრა: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხშირად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალებში გვხვდება. ეს დაავადება ვითარდება ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით კი პურინული ცვლის დარღვევის შედეგად. პოდაგრა ჩვეულებრივ გამოწვეულია შარდმჟავას მაღალი დონით, რომელიც ხელს უწყობს მისი კრისტალიზაციას სახსრებსა და რბილ ქსოვილებში.

პოდაგრას სიმპტომები: როგორ აღვიქვათ პირველი შეტევა?

პოდაგრის კლასიკური შეტევა ხასიათდება უეცარი სახსრის შესივებით, ძლიერი ტკივილით, სიწითლით და მოძრაობის შეზღუდვით. ხშირად ეს ტკივილი იწყება ტერფის პირველი, წინატერფ-ფალანგთაშორისი სახსრის მიდამოში, განსაკუთრებით ღამის საათებში. პაციენტები ხშირად აღწერენ ამ შეტევას როგორც უსიამოვნო და ძალიან მტკივნეულ მდგომარეობას. შეტევები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, თუმცა, შეტევის დასრულების შემდეგ, სახსარი სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება პირველ მდგომარეობას, და პაციენტს შემდეგი შეტევის დაწყებამდე აღარ აწუხებს.

პოდაგრის დიაგნოზი: რა ტესტები უნდა ჩაიტაროთ?

პოდაგრის დიაგნოზირება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდის საშუალებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტესტი არის სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოდაგრის შეტევის დროს შარდმჟავას დონე შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან ბევრად დაბალიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება განხორციელდეს სწორედ შეტევის განმავლობაში, რასაც რევმატოლოგი გაითვალისწინებს.

პოდაგრის დასამოწმებლად ასევე გამოიყენება სახსრიდან სინოვიალური სითხის ასპირაცია და მისი შემდგომი კვლევა პოლარიზებული მიკროსკოპით. ამ ტექნიკით შესაძლებელია კრისტალების აღმოჩენა, რომლებიც მიუთითებს პოდაგრაზე.

პოდაგრის მკურნალობა: როგორ ხდება მართვა?

პოდაგრის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ეტაპზე. მწვავე შეტევის დროს გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ანთებას ასუსტებს და ტკივილს ამცირებს. ხოლო შემდგომი შეტევების პრევენციისთვის ინიშნება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც შარდმჟავას დონის დამცირებას იწვევს სისხლში.

მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია აპურინული დიეტის დაცვა, რომელიც გულისხმობს იმ საკვების შეზღუდვას, რომლებიც მდიდარია პურინებით. ამ საკვები შეიძლება გააძლიეროს შარდმჟავას დონე და შეცვალოს პოდაგრის მიმდინარეობა.

პოდაგრის პრევენცია: შესაძლებელია თუ არა თავიდან ასაცილებელი?

პოდაგრის პრევენცია გულისხმობს რეგულარულ შარდმჟავას დონის მონიტორინგს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განიცდიან ჰიპერურიკემიას (შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში). თუ ასიმპტომური ჰიპერურიკემია დროულად გამოვლინდა და სათანადო ზომები იქნა მიღებული, ეს ხელს შეუწყობს პოდაგრის დებიუტის გაადრებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და დაავადების განვითარებაზე ყურადღების გამახვილება.

პოდაგრის რისკ ჯგუფები: ვისია ყველაზე მეტად საფრთხე?

პოდაგრა ძირითადად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალებში ვითარდება. რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც არიან გადაჭარბებული წონის, ალკოჰოლის ზედმეტად მოხმარება, და არაქტიურობა. ასევე, ზოგიერთი გენეტიკური ფაქტორი და სხვა დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ასევე ზრდის პოდაგრის განვითარების რისკს.

დასკვნა

პოდაგრა არის რთული, მაგრამ კარგად მართვადი დაავადება, რომელიც საჭიროებს დროულ დიაგნოზირებას და მკურნალობას. მკურნალობის სწორად არჩევისას, პაციენტებმა შეიძლება შეძლონ დაავადების კონტროლი, რათა შეამცირონ მწვავე შეტევების სიხშირე და გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი.

კვლევა – ახალ სისტემას შეუძლია, ენის ფოტოს მიხედვით ზუსტი დიაგნოზები დასვას

კვლევა - ახალ სისტემას შეუძლია, ენის ფოტოს მიხედვით ზუსტი დიაგნოზები დასვას
#post_seo_title

სამედიცინო მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელსაც ენის ფოტოს მიხედვით თითქმის უშეცდომოდ შეუძლია გაიგოს, რა აწუხებს პაციენტს.

სამედიცინო მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელიც თითქმის უშეცდომოდ ახერხებს პაციენტების ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოზირებას ენის ფოტოს მიხედვით. ახალი სისტემა იყენებს მათემატიკურ ალგორითმებს და მანქანური დასწავლის მეთოდებს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ენის ფერისა და ფორმის მიხედვით ადვილად დაიდგინოს დაავადებები, იქნება ეს COVID-19, მომნელებელი სისტემის პრობლემები თუ სხვა ჯანმრთელობის გართულებები.

როგორ მუშაობს AI ალგორითმი?

მკვლევარებმა ალგორითმი შექმნეს იმისთვის, თუ როგორ ახერხებს ენის ფერი და მისი სხვა მახასიათებლები ჯანმრთელობის პრობლემების განმარტებას. AI-ს სისტემას 98.71%-იანი სიზუსტით შეუძლია განსაზღვროს პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი ენით ფოტოს მიხედვით. ამ პროცესში გამოიყენება 5,200 ფოტო, რომელშიც თითოეული ფოტო ასოცირებულია შესაბამის დიაგნოზთან.

მანქანური დასწავლის მეთოდები

სისტემის შექმნისთვის გამოყენებული იყო მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმი. მათი დახმარებით, მკვლევრებმა შეძლეს სისტემის გაზრდილი სიზუსტე, რომლის მიხედვითაც ყველაზე არაზუსტმა მეთოდმაც კი (naïve Bayes) 91%-იანი სიზუსტით შეძლო დიაგნოზის სწორი დასმა. ყველაზე ზუსტი შედეგები კი XGBoost ალგორითმმა აჩვენა, რომლის სიზუსტეც 98.71%-ს შეადგენდა.

მკვლევრების თქმით, მათ გამოიყენეს 2000 წლის წინანდელი ჩინური სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც ენის ფერს იყენებდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად. ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა, განაცხადა, რომ ენის ფერი, ფორმა და სისქე ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას აჩვენებს, რაც თანამედროვე AI ტექნოლოგიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დაადგინა, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა პაციენტს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მათი ენის ფერის მიხედვით გააკეთა.

სისტემის შესაქმნელად მეცნიერებმა მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმს მიაწოდეს ფოტოები და შესაბამისი დიაგნოზები, სულ 5 200 ფოტო. სურდათ გაეგოთ, რამდენად ზუსტად შეძლებდა ისინი “ენის ფერის პროგნოზირებას ნებისმიერი განათების პირობებში”. შეფასება ყველაზე არაზუსტმა სისტემამაც (naïve Bayes-ის მეთოდოლოგია) კი 91%-იანი სიზუსტით შეძლო, ხოლო ყველაზე ზუსტი XGBoost კარკასი აღმოჩნდა — მან შემთხვევათა 98.71%-ში შეძლო დიაგნოზის სწორად დასმა.

ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა (პროფესორის თანაშემწე ბაღდადის საშუალო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში), განაცხადა, რომ გუნდი ორიათასი წლის ჩინურმა სამედიცინო პრაქტიკამ შთააგონა, რომლის მეშვეობითაც დღესაც საკმაოდ ზუსტი დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი.

“ენის ფერმა, ფორმამ და სისქემ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეიძლება გამოავლინოს”, — განაცხადა ალ-ნაჯიმ.

რადგან სიზუსტე უკვე მიღწეულია, მკვლევრები სამომავლოდ ამ AI-ს მქონე მობილური აპლიკაციის შექმნას გეგმავენ, რომლითაც პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობას სახლის პირობებში შეაფასებენ.

ჯავაან ჩალის, კვლევის თანაავტორის, თქმით, “ენის კომპიუტერიზებული ანალიზი” არამხოლოდ უსაფრთხო და ეფექტიანია, არამედ “თანამედროვე მეთოდებს საუკუნეების წინანდელი პრაქტიკით უმაგრებს ზურგს”.

სამომავლო გეგმები

როდესაც სიზუსტე უკვე დამტკიცებულია, მკვლევრები აპირებენ შექმნან მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარ ენას ფოტოგრაფიული ანალიზის მეშვეობით, სახლში შეაფასონ. ჯავაან ჩალი, კვლევის თანაავტორი, აღნიშნავს, რომ ენის კომპიუტერიზებული ანალიზი არამხოლოდ უსაფრთხოა და ეფექტურია, არამედ ის უწყვეტ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას აერთიანებს, რაც საუკუნეების წინანდელი ჩინური პრაქტიკის მეშვეობით მიღწეულ წარმატებებს ერთდროულად ასაბუთებს.

ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის

AI-ს ალგორითმების მეშვეობით, მომავალში შესაძლებელი გახდება ენით დიაგნოსტიკის სწრაფი და ზუსტი პროცესი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტთა პირველადი დახმარების პროცესს და დაეხმარება მათ სხვადასხვა დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაში. ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლი თანდათან იზრდება და ამჟამად ამ ტექნოლოგიებს უკვე აქტიურად იყენებენ პაციენტთა მონიტორინგსა და დიაგნოზირებაში.

დასკვნა

ამ AI-ს სისტემის გამოყენება გახდება დიდი ნაბიჯი მობილური ჯანდაცვის სფეროში, რადგან მომხმარებლებს გააჩნიათ შესაძლებლობა, საკუთარი ჯანმრთელობა სრულყოფილად და ზუსტად შეაფასონ, მხოლოდ ენით ფოტოს საშუალებით. არაოფიციალური მონაცემებით, ეს ტექნოლოგია შეცვლის არა მხოლოდ დიაგნოსტიკის მეთოდებს, არამედ პაციენტთა თვითმმართველობას ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ნაშრომი ჟურნალ Technologies-ში გამოქვეყნდა.

ჯოზეფ პილატესმა შეიმუშავა ვარჯიშების სისტემა, რომელიც აერთიანებდა ფიზიკური ვარჯიშის, იოგასა და ტანვარჯიშის ელემენტებს სხეულის ბალანსის, ძალისა და მოქნილობის მისაღწევად

ჯოზეფ პილატესმა შეიმუშავა ვარჯიშების სისტემა, რომელიც აერთიანებდა ფიზიკური ვარჯიშის, იოგასა და ტანვარჯიშის ელემენტებს სხეულის ბალანსის, ძალისა და მოქნილობის მისაღწევად
#post_seo_title

პილატესის ისტორია დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში და უკავშირდება გერმანელ ფიზიოთერაპევტს, ჯოზეფ პილატესს. ჯოზეფ პილატესმა შეიმუშავა ვარჯიშების სისტემა, რომელიც აერთიანებდა ფიზიკური ვარჯიშის, იოგასა და ტანვარჯიშის ელემენტებს სხეულის ბალანსის, ძალისა და მოქნილობის მისაღწევად.

დაზუსტებული ისტორიული ცნობები ჯოზეფ პილატესის შესახებ არ არსებობს, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი რამ დაიკარგა. ახალგაზრდობაში მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, აწუხებდა ასთმა და რაქიტი.

ცუდი ჯანმრთელობის გამო მან დაიწყო სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის შესწავლა, რაც სხეულის გაძლიერებაში და ეხმარებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჯოზეფ პილატესი ინგლისში მსახურობდა, რა დროსაც დააკავეს. ამის შემდეგ ის თავის სისტემას სხვა იზოლირებულ პირებს ასწავლიდა. ის იყენებდა საწოლებსა და ზამბარებს, რათა დაკავებულებს დახმარებოდა ვარჯიშში, მაშინაც კი, თუ მათ მოძრაობის შეზღუდული შესაძლებლო ბები ჰქონდათ.

ომის შემდეგ პილატესი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და თავის მეუღლესთან, კლარასთან ერთად ნიუ-იორკში დააფუძნა პილატესის სტუდია. ამ სტუდიამ სწრაფად მიიპყრო მოცეკვავეებისა და არტისტების ყურადღება, რადგან პილატესი მათ ეხმარებოდა ტრავმებისაგან გამოჯანმრთელებასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში.

პილატესის სისტემა განვითარდა და გაუმჯობესდა ჯოზეფ პილატესის სიცოცხლის განმავლობაში. ავტორმა მას „კონტროლირებადი მოძრაობები“ უწოდა. მან შეიმუშავა პილატესის ძირითადი პრინციპები, როგორიცაა: კონტროლი, ცენტრირება, კონცენტრაცია, სიზუსტე, სუნთქვა და მოძრაობათა ნაკადი.

1967 წელს ჯოზეფ პილატესი გარდა იცვალა, მისი მეთოდი კი კვლავ ვითარდებოდა და ვრცელდებოდა მთელმსოფლიოში. დღეს პილატესი ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას, მოქნილობის გაუმჯობესებას, კოორდინაციას.

პილატესი დადებითად მოქმედებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტზე, როგორიცაა, მაგალითად:

  1. კუნთების გაძლიერება:

პილატესი მოიცავს ვარჯიშებს, რომელთა მიზანია კუნთების სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერება და ტონუსი, განსაკუთრებით, სხეულის ცენტრში, მუცლის კუნთების, ზურგისა და დუნდულების ჩათვლით. ეს ხელს უწყობს ტანადობის გაუმჯობესებას, ხერხემლის სტაბილურობის შენარჩუნებას და სხეულის გაძლიერებას.

  1. მოქნილობა: პილატესი მოიცავს

გაჭიმვას და ვარჯიშებს მოქნილობისა და სახსრების მობილობის გასავითარებლად.

ეს ხელს უწყობს მოძრაობის დიაპაზონის გაუმჯობესებას, კუნთების დაძაბულობის მოხსნას და სხეულის პლასტიკურობის გაზრდას.

  1. კოორდინაცია და ბალანსი:

პილატესის ვარჯიშები ხელს უწყობს მოძრაობებისა და ბალანსის უკეთესი კოორდინაციის განვითარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცემისა და ტრავმების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში.

  1. ტანადობის გაუმჯობესება:

პილატესი ხელს უწყობს კარგი ტანადობისა და სწორი ხერხემლის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია ზურგის ტკივილის შესამცირებლად, ხერხემლისა და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

  1. სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება:

პილატესში ყურადღება ექცევა სწორ სუნთქვას, რაც ხელს უწყობს სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებას, ფილტვების ტევადობის გაზრდას და აუმჯობესებს სხეულის მიერ ჟანგბადის მოხმარებას.

  1. სტრესის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება:

პილატესი მოიცავს კონცენტრაციის, გაცნობიერებულობისა და მოდუნების ელემენტებს, რაც ხელს უწყობს სტრესის დონის შემცირებას, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას.

  1. რეაბილიტაცია და ტრავმების

პროფილაქტიკა:

პილატესი ფართოდ გამოიყენება რეაბილიტაციის მიზნით, ტრავმებისა და ოპერაციების შემდგომი აღდგენისათვის, ასევე – განმეორებითი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ის სუსტი კუნთების გაძლიერებას უწყობს ხელს, მოქნილობის გაუმჯობესებას და ფუნქციური მოძრაობების აღდგენას.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას
#post_seo_title

მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა, საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მიხეილ სარჯველაძემ ლაშა ქარდავას წარმატებები უსურვა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights