ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

საქართველოში აივ ინფექციის ეპიდემია ძირითადად კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში (ინმები, კსმ ქალები და მსმ-ები)

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში
#post_seo_title

საქართველოში აივ ინფექციის ეპიდემია ძირითადად კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში (ინმები, კსმ ქალები და მსმ-ები). ზოგად მოსახლეობაში აივ პრევალენტობა კვლავ დაბალი რჩება (0,4% 2016 წელს)

აივ ინფექციის რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 2016 წლის ბოლოს შეადგნა 6131, მათგან 1205 გარდაიცვალა.

ამავე წლისთვის აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი იყო 9600. აივ ინფექციის ეპიდემი ინარჩუნებს ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდას.

2016 წელს რეგისტრირებული იყო 719 ახალი შემთხვევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილზე  დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი განიცდის მსოფლიოში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილზე  დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი განიცდის მსოფლიოში.
#post_seo_title

აზბესტი

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილზე  დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი განიცდის მსოფლიოში.
  • ჯანმო–ს შეფასებით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის 107 000–ზე მეტი შემთხვევა შეიძლება მივაკუთვნოთ აზბესტის პროფესიულ ზემოქმედებას.

 რა არის აზბესტი?

აზბესტი არის ბუნებაში არსებული ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მრეწველობაში მისი ისეთი განსაკუთრებული თვისებების გამო, როგორიცაა: მედეგობა დაჭიმვისას, დაბალი თბოგამტარობა და გამძლეობა ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამ მიზეზების გამო აზბესტი გამოიყენება შენობებში იზოლაციისთვის; და ინგრედიენტის სახით მთელ რიგ ნაკეთობებში, როგორიცაა შენობის გადასახური მასალა (შიფერი), წყალსადენის მილები, ცეცხლდამცავი საფარები და, ასევე,  სამუხრუჭე ხუნდები, საყრდენები ავტომობილებისთვის და სხვა. აზბესტის ძირითადი ნაირსახეობაა ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი) და კროკიდოლიტი (ცისფერი აზბესტი). სხვა ნაირსახეობებია: ამოზიტი, ანტოფილიტი, ტრემოლიტი და აქტინოლიტი.

რატომ  არის აზბესტი პრობლემა ?

აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს. აზბესტის, მათ შორის, ქრიზოტილის ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას (პლევრისა და პერიტონეალური კიბო), ფილტვის, ხორხისა და საკვერცხეების კიბოს.  აზბესტის ზემოქმედება ასევე წარმოადგენს ისეთი დაავადებების მიზეზს, როგორიცაა აზბესტოზი (ფილტვის ფიბროზი), პლევრის ბალთა, გასქელება და ემფუზია. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია აზბესტის ზემოქმედების ქვეშ სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჯანმო–ს ბოლო შეფასებით, ყოველწლიურად 107 000–ზე მეტი – იღუპება  აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული  ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომისაგან. პროფესიული კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, ჯანმო–ს [1] მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება აზბესტის ზემოქმედების შედეგად სახლში. ასევე ნაჩვენებია, რომ თამბაქოს კვამლისა და აზბესტის ბოჭკოების ერთდროული ზემოქმედება არსებითად ზრდის ფილტვის კიბოს რისკს და რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მაღალია რისკიც.

 ჯანმო–ს ქმედებები

ჯანმრთელობის  მსოფლიო ასამბლეის 58.22 რეზოლუცია კიბოს პროფილაქტიკის შესახებ  წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეულ კიბოს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია წინასწარი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 60.26 რეზოლუციაში ჯანმო გვთავაზობს გლობალური კამპანიის ჩატარებას აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ელიმინაციის მიზნით, მისი სხვადასხვა ფორმის რეგულირებისადმი დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტებსა და ბოლო ფაქტიურ მონაცემებს ეფექტური ღონისძიებების გასატარებლად.

2013 წელს ჯამრთელობის მსოფლიო ანსამბლეის 66-ე სესიაზე (WHA66.10) დამტკიცდა აზბესტის ზემოქმედების შედეგად ფილტვის პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის ხარჯთეფექტური ღონისძიებები, რაც  განეკუთვნება იმ პოლიტიკურ საკითხთა რიცხვს, რომელიც მიმართულია არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გლობალური სამოქმედო გეგმის განხორციელებისაკენ (2013–2020 წ.წ.).

აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლიკვიდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის[2], რომლებიც დღემდე იყენებენ ქრიზოტილურ აზბესტს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია წარსულში ყველა სახის აზბესტის გამოყენება და მისი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. [3]

ჯანმო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სამთავრობოთაშორისო ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მუშაობს ქვეყნებთან აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრაზე შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით[4]:

  • აღიარებულია, რომ აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრის ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს ყველა ტიპის აზბესტის გამოყენების შეწყვეტა;
  • ინფორმაციის მიწოდება აზბესტის უსაფრთხო ალტერნატივების გამოყენებისა და მისი ჩანაცვლების სტიმულირებისთვის ეკონომიკური და ტექნოლოგიური მექანიზმების შემუშავების თაობაზე;
  • აზბესტის ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის შესაბამისი ზომების მიღება სამუშაო ადგილებზე, ასევე აზბესტშემცველი მასალებისაგან აშენებული ნაგებობების ნგრევის დროს;
  • შესაბამისი სამსახურების უზრუნველყოფა აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების  ადრეული დიაგნოსტიკის,  მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის;
  • აზბესტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა რეესტრის შექმნა და   სამედიცინო მეთვალყურეობის  ორგანიზება;
  • ცნობიერების ამაღლება აზბესტის შემცველი მასალების საფრთხისა და მისი სახიფათო ნარჩენებად განხილვის შესახებ.

საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია რაც შეწყდა,  თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება. მიუხედავად იმ მძიმე შედეგისა, რისი გამოწვევაც აზბესტს შეუძლია, აზბესტის შემცველი პროდუქცია მაინც აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში, როგორც კონსტრუქციული, საიზოლაციო, საჰერმეტიზაციო, გადასახური საშუალება; ცეცხლგამძლე და მჟავა გამძლე მასა სხვადასხვა ქსოვილების დასამზადებლად; ელექტროობაში, როგორც საიზოლაციო საშუალება; ქაღალდის წარმოებასა და მანქანის სამუხრუჭე სისტემაში.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N133/ნ-ის ბრძანების „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ მიხედვი აკრძალულია აზბესტის ბოჭკოს იმპორტ-ექსპორტი, რომელიც შეიცავს  კროციდოლიტს, ამოზიტს, ანტოფილტს, აქტინოლიტს, ტრემოლიტს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, ექსპორტისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის განხორციელების წესის დამტკიცების  შესახებ“, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქნება წარდგენილი საქართველოს მთავრობისადმი. აღნიშნული დადგენილების მიხედვით აქტინოლიტი, ანთოფილიტი, ამოზიტი, კროკიდოლიტი და ტრემოლიტი შეტანილია ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხაში, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში (კატეგორია: სამრეწველო, გადაწყვეტილება: აკრძალვა).

ასევე, მოქმედია შემდეგი რეგულაციები:

  • ჰიგიენური მოთხოვნები აზბესტსა და აზბესტშემცველ მასალებთან მუშაობისადმი.
  • ჰიგიენური მოთხოვნები საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოებისადმი.
  • ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსაზღვრო გადაზიდვა და მათ
  • განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ (რატიფიცირებულია 1999 წელს).
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და
  • იმპორტის შესახებ“ (1995).
  • ,,ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირებისეროვნული სტრატეგია
  • „საქართველოს  მთავრობის 2014 წ. 14 თებ. # 164 დადგენილება
  • ნარჩენების მართვის კოდექსი (2015).
  • საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართის შესახებ“ (2007).

საქართველოში აზბესტის შემცველ სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა მაღალია ბოლო წლებში ძველი შენობების რეკონსტრუქციის, დემონტაჟისა და ახალი მშენებლობების განვითარების გამო.

ამჟამად საქართველოში აზბესტი ფართოდ გამოიყენება ახალ პროდუქტებში – მანქანის მუხრუჭებსა და ფეხსაცმელებში, ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციაში, ცეცხლმაქრობ საფარებში, მეხანძრეების ცეცხლგამძლე ტანსაცმელში, სამშენებლო მასალებში, აზბესტო-ცემენტის ფირფიტებში (მათ შორის გოფრირებულ გადახურვის პანელებში), მილგაყვანილობაში, წყლის ავზებში და ა.შ. აზბესტის მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ისევ აწარმოებენ აზბესტს, აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი და სხვა.

ინფორმაცია საქართველოში აზბესტის წლიური მოხმარებისა და იმპორტის მოცულობების შესახებ (ჯამური და გამოყენების ძირითადი ფორმებისა და ცალკეული სახეობების გამოყოფით) არ არსებობს.

ასევე არ არსებობს მონაცემები საქართველოში აზბესტშემცველი მტვრის ზემომქედების ქვეშ მყოფ მომუშავეთა რიცხვის შესახებ. არ მიმდინარეობს სამუშაო ადგილებზე სამუშაო ზონის ჰაერის მტვერში აზბესტის კონცენტრაციის განსაზღვრა; არ მიმდინარეობს აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედებასთან დაკავშირებული დაავადებათა გავრცელების გამოვლენა.

სავარაუდოდ, საქართველოში მრეწველობის ის დარგები, სადაც მომუშავეთა უმრავლესობა განიცდის აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედებას, შემდეგია:

  • მშენებლობა
  • ენერგეტიკა
  • ქაღალდის წარმოება
  • ავტოტექმომსახურეობის ობიექტები
  • თავდაცვითი მრეწველობა
  • საავიაციო მრეწველობა
  • გემთმშენებლობა/შეკეთება
  • მეტალურგია

 

ეროვნული ცენტრის 2014 წლის  მონაცემების შესაბამისად,  ავთვისებიანი სიმსივნეების ახალ შემთხვევათა რაოდენობა ლოკალიზაციის მიხედვით  (ტრაქეა, ბრონქები და ფილტვები) შეადგენს 501-ს.

პროფესიული კიბოს სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ყოველწლიურად გამოწვეულია შენობებში არსებული აზბესტის შემცველი მასალების ზემოქმედებით. დღეის მდგომარეობით საქართველოში არ ხდება პროფესიულ აზბესტოზს,  ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომის დიაგნოზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და შესაბამისად არ არსებობს მასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია.

საქართველოში აზბესტით განპირობებული დაავადებების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია (ეკონომიკური გაანგარიშებები არ არის ჩატაებული); ასევე არ ჩატარებულა ეპიდემიოლოგიური კვლევები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შექმნილია სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა უწყებების, სამინისტროებისა და დარგის ექსპეტრების მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს აზბესტის ეროვნულ პროფილს და სამოქმედო გეგმას  „აზბესტით განპირობებული დაავადებების (აგდ) აღმოფხვრა/მინიმიზაციისათვის  საქართველოში“.

 

[1] http://www.who.int/occupational_health/topics/asbestos_documents/en/

[2] http://www.who.int/cancer/modules/Prevention%20Module.pdf?ua=1

[3]http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/occupational-health/publications/2012/national-programmes-for-elimination-of-asbestos-related-diseases-review-and-assessment (EN and RUS)

[4] http://www.who.int/ipcs/features/10chemicals_en.pdf?ua=1

http://www.cancer.gov/about-cancer/causes-prevention/risk/substances/asbestos/asbestos-fact-sheet#q3

რომელი მინერალის ნაკლებობა შეიძლება გქონდეთ, თუ ნაადრევად გაჭაღარავდით

რომელი მინერალის ნაკლებობა შეიძლება გქონდეთ, თუ ნაადრევად გაჭაღარავდით
#post_seo_title

ჭაღარა თმა, როგორც წესი, უფრო ხშირია ასაკთან ერთად – რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო თავიდან აცილების გზა არ არსებობს – ეს უფრო შესამჩნევია მუქი თმის მქონე ადამიანებზე.

თუმცა, თუ გრძნობთ, რომ ნაადრევად გაჭაღარავდით, შესაძლოა, რაიმე ნივთიერების დეფიციტი გქონდეთ. როგორც ექიმი გვირჩევს, ამ დროს საჭიროა გადაიმოწმოთ სპილენძის დონე. 

რა არის სპილენძი?

„სპილენძი აუცილებელია ენერგიის მეტაბოლიზმისთვის, კოლაგენის წარმოებისთვის და ასევე რკინის შეწოვისთვის“, – განმარტა ექიმმა და დასძინა, რომ ადამიანს, რომელსაც რკინის ქრონიკული დაბალი დონე აქვს – მიუხედავად დანამატების მიღებისა – შეიძლება ჰქონდეს სპილენძის დაბალი დონეც.

როგორ მოქმედებს სპილენძის დეფიციტი ჭაღარა თმაზე?

როგორც ჩანს, სპილენძის დაბალ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს მელანინის წარმოებაზე, რომელიც პასუხისმგებელია თმის პიგმენტზე ( Halthline- ის მიხედვით ). თუმცა, ამ სფეროში მეტი კვლევებია საჭირო.

„დღეში ერთი სუფრის კოვზი [კაკაოს ფხვნილი] მოგცემთ ყველა საჭირო სპილენძს,” – განმარტავს ექიმი.

მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო

#post_seo_title

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.

ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა – გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები (CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები, უფასოდ გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას რეგიონებში ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა – დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს…

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა - დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს...
#post_seo_title
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.
დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს:
  • სიბრმავე
  • თირკმლის უკმარისობა
  • გულის შეტევა
  • ინსულტი
  • ქვედა კიდურების ამპუტაცია

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს  145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა მოიცავს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა  მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცი  A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო – ცისფერი წრე – დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

მიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებზე იმსჯელა

კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 მნიშვნელოვნად ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს ბავშვებში

დიაბეტის განკურნება შესაძლებელია! – პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

მწარე პოლიფენოლებმა მცენარეულ საკვებში შეიძლება შეამცირონ სიმსუქნისა და დიაბეტის რისკი

„ჭკვიანი ინსულინი“ დიაბეტის მართვას გაადვილებს

დიაბეტური თირკმელი – ქუთაისის „ჯანმრთელობის ორგანიზაციის“ ექიმის რეკომენდაციები

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

დიაბეტური ტერფი – დაავადება აზიანებს რბილ ქსოვილებს, სახსრებს და ჩნდება წყლულის სახით

დიაბეტური რეტინოპათია – თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ჩნდება დიაბეტის დროს

დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, რაც იწვევს პაციენტის ნერვული სისტემის დაზიანებას

შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპის)

შაქრიანი დიაბეტი (მეორე ტიპის)

შაქრიანი დიაბეტი

რა დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი?

დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს

დიაბეტური რეტინოპათია – სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას

ენდოკრინოლოგიას ეძახიან მედიცინის მათემატიკას – დიაბეტი, პრევენციიდან მკურნალობამდე

2050 წლისთვის დიაბეტი 1.3 მილიარდ ადამიანს ექნება…

მომდევნო 30 წელიწადში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდებარა

დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი?

„ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ეპილეპსია, პარკინსონი, შაქრიანი დიაბეტი, ქმნის მნიშვნელოვან ტვირთს როგორც ავადობის კუთხით, ასევე ფინანსურად“

ბენეფიციარებს გლაუკომის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, „ტიპი 2“ დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, პარკინსონისა და ეპილეფსიის მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ

კვლევა – მეცნიერები აღმოაჩინეს მეორე ტიპის დიაბეტის მიზეზი

მსოფლიოში პირველი კვლევა – ართრიტის წამალს შეუძლია დიაბეტის განკურნება

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა – დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა

შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ…

პროექტის მიზანი დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესებაა – შაქრიანი დიაბეტის მიმართულებით

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად გარდაქმნეს, რამაც თაგვებში დიაბეტი

უფასოდ გაცემა დაიწყო – შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის…

ვაქცინის უფრო ეფექტური ეფექტები დაფიქსირდა დიაბეტის პრევენციაში

მომდევნო 30 წელიწადში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება

კოვიდით გამოწვეული დიაბეტის ახალი ეპიდემია – გიორგი ფხაკაძე

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“ – „ნამდვილად ვერაგია…“

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი – საგანგაშო…

“მე როცა ვთქვი, რომ დიაბეტის შესახებ კარგი ახალი ამბავი გვექნება მეთქი, დამესივნენ” – გიორგი ფხაკაძე

კორონავირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

კოვიდით გამოწვეული დიაბეტის ახალი ეპიდემია – გიორგი ფხაკაძე

გლუკოზის სისტემატური მონიტორინგი (CGM): ახალი გზა სისხლში შაქრის კონტროლისთვის – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

დიაბეტური ფეხების მოვლა: გართულებების პრევენცია- საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ჰიპოგლიკემია: სისხლში შაქრის ამოცნობა და მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

დიაბეტის პრევენცია – საინფორმაციო ბუკლეტი (ჯანმრთელობის პრევენცია)

დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (ქრონიკული დაავადებები)

ქრონიკული დაავადებების მართვა სახლის პირობებში – საინფორმაციო ბუკლეტი (ჯანდაცვა სახლის პირობებში)

ქრონიკული დაავადებების მართვა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად

აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად
#post_seo_title

აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა (ჩინეთი, კორეა, იაპონია).  ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გამოჩნდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში და სწრაფად გავრცელდა. ამჟამად ის უკვე გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზული მავნებლია.

ევროპაში პირველად გამოვლენილ იქნა 2008 წელს, შვეიცარიაში. 2014 წელს დაფიქსირდა რუსეთში – სოჭის ოლქში. 2015 წლიდან გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში) და 2016 წლიდან მასიურად დაიწყო  გავცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. 
აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) პოლიფაგი მავნებელი მწერია. აზიანებს თესლოვან და კურკოვან  ხეხილს, კეკნკროვნებს, მინდვრის კულტურებს,  ბოსტნეულს, დეკორატიულ  მცენარეებს. ინტენსიურად გამრავლების შემთხვევაში მასშტაბურ ზარალს აყენებს გარემოსა და სოფლის მეურნეობას. ფაროსანას გამოზამთრება მიმდინარეობს იმაგოს (ზრდასრული) ფაზაში. ზრდასრულ მწერს შეუძლია დღეში 35 კმ მანძილზე ფრენა და მისი გადაადგილება კულტურებზე და ტერიტორიებზე ძნელად პროგნოზირებადია. აქვს რეპროდუქციის მაღალი უნარი. საქართველოში ჩატარებული დაკვირვებით, დასავლეთ საქართველოში მწერის ორი სრული თაობა ვითარდება.  რაც მთავარია, საქართველოს ეკო-სისტემაში ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული მავნებლის ბუნებრივი მტერი, რომელიც შეძლებს მისი რაოდენობის კონტროლს. 2016-2017 წწ. მნიშვნლოვნად დააზიანა თხილი, სიმინდი, ციტრუსები.  2017 წ. ბოლოს გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოშიც.  2016-2017 წლებში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თანამშრომლობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს. სტარატეგიის განმახორციელებელია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით შექმნილი   სამთავრობო კომისია.
მნიშვნელოვანია: 
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს;
აზიურ ფაროსანას არ გადააქვს ადამიანთა და ცხოველთა დაავადებები;
შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანი იყოს ალერგიული და/ან მგრძნობიარე ,,სუნიანი ხოჭოს“ მიერ გამოყოფილი ნივთიერების მიმართ, თუმცა ეს არაა სიცოცხლისთვის სახიფათო;
ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე აზიური ფაროსანა პარაზიტობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ნარგავებზე;
შემოდგომამდე აზიური ფაროსანა ჩვეულებრივ არ შედის ადამიანების საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში;
აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გაითვალისწინეთ და განახორციელეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები:
-თუ თქვენ, თქვენი საცხოვრისის გარშემო მექანიკური ან სხვა საშუალებებით შეძლებთ შეამციროთ აზიური ფაროსანას რიცხოვნობა – შემოდგომაზე ნაკლებ შემაწუხებელი იქნება მათი შემოჭრა სახლებში;
-შემოდგომაზე აზიური ფაროსანა იწყებს გამოსაზამთრებელი ადგილის ძებნას. ესეთი ადგილი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ცხოველთა სადგომები და ყველა ის შენობა, სადაც მშრალი და თბილი გარემოა, განსაკუთრებით მიტოვებული შენობები;
-შენობებში აზიური ფაროსანას შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, ხოლო შემოჭრის შემთხვევაში, მისი რაოდენობის შესამცირებელად მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება – გაჭყლეტვის გარეშე;
-ფაროსანას მექანიკური განადგურებისთვის ფრთხილად დაიჭერეთ და ჩაყარეთ საპნიან ხსნარში;
-ფაროსანას შესაგროვებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფაროსანას არასასიამოვნო სუნი დიდხანს რჩება მტვერსასრუტში, ამიტომ მტვრის შესაგროვებელი პარკების ცვლა და მილების გარეცხვა ხდება საჭირო;
-სასურველია ფანჯრების აბადვა არა მხოლოდ ფაროსანასგან, არამედ ზოგადად მწერებისაგან თავის დასაცავად;
-ფაროსანების მისატყუებლად და შესაგროვებლად შესაძლებელია 2-4 ნახვრეტიანი და კარგად შეკრული მუყაოს ყუთების განთავსება შენობების აივნებზე ან შენობებთან ახლოს დასველებისგან დაცულ ადგილას. ფაროსანას შენობებში შეღწევის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყუთი დაწვით, ან მთლიანად ჩაყურსეთ საპნიან წყალში;

-ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას – სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის;
-სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში;
-სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება
-გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები;
ნებისმიერი სადეზინსექციო  საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია  უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა:
-არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე;
-აკრძალულია  პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა  და საკვების/წყლის მიღება;
-პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
-დაუშვებელია  პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება;

ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს;
საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ვებგვერდზე:  http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ:
1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“
2.,,K-Othrine SC 50“
3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“
4.,,დიხლოფოსი ეკო”
5.,,Insecticida Mugal Forte“
6.„სახლის პროშკა გელი“
7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“
8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ
9.,,სოლფისანი“
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
შენიშვნა: ინფორმაცია აზიური ფაროსანას შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე   http://nfa.gov.ge/ge/presrelizebi-eng-75/saxelmwifo-shesyidvebis-wliuri-gegma-eng-145

VIDEO: პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან

VIDEO: პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან
#post_seo_title

ცნობილია, რომ ტვინს აქვს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ახლახან, პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან, როგორ რეაგირებს მათთან; შესაბამისად, ახალი კვლევა შეიძლება, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.

როგორ მუშაობს ტვინის წმენდის სისტემა?

ტვინს აქვს „ნარჩენების გასუფთავების სისტემა“, რომელიც ბიოლოგიური გზებით ებრძვის ტოქსიკურ და მკვდარ ნეირონებს. ამ პროცესს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ტვინი ეხმარება საკუთარ თავს, ხანდახან იფეთქოს და ახალი სტიმული მიიღოს განახლების პროცესში.

თუმცა, ეს პროცესები მრავალ ფაქტორებზეა დამოკიდებული, და მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, რამდენად გავს ეს პროცესი ადამიანის ტვინში ისეთივე მექანიზმებს, როგორც ცხოველებში.

ახალი კვლევა: პირველი ნაბიჯი

იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგმა ხაიმე გრუცენდლერმა აღნიშნა, რომ ეს აღმოჩენა ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში პირველად დაფიქსირდა. ეს არის დიდი ნაბიჯი ნევროლოგიური კვლევების მიმართულებით, რადგან ადრე მსგავსი კვლევები მხოლოდ ცხოველებზე იყო შესაძლებელი.

მეცნიერების თქმით, ვიდეო-რეგისტრაცია წარმოადგენს იმას, რაც ადრე მხოლოდ თეორიულად იყო წარმოდგენილი. ამ აღმოჩენამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტვინის დაზიანების აღდგენაში.

რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ აღმოჩენას?

თუ მეცნიერები უფრო მეტად გაერკვევიან, როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა, შესაძლოა სრულიად შეცვალოს ჩვენი გაგება ნევროლოგიური დაავადებების და ასაკთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობაში. კონკრეტულად, საქმე ეხება ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი, რომლებიც დაკავშირებულია ნეირონების სიკვდილთან და მათ სისტემურ გაწმენდასთან.

ასევე, ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი ნევროლოგიური მედიკამენტების და რეგენერაციული თერაპიების შექმნას. თუ გაირკვევა, რომ ტვინი რეალურად ახდენს „გადასუფთავებას“, ეს შეიძლება გახდეს უფრო ადრეული დიაგნოზისა და უფრო ეფექტური მკურნალობის საფუძველი.

მეცნიერების სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები გააგრძელებენ კვლევები, რათა გაარკვიონ, როგორ ხდება ტვინის დასუფთავების პროცესი ცოცხალი ორგანიზმების შიგნით. ახალმა აღმოჩენებზე უფრო დეტალურმა დაკვირვებამ, შესაძლოა, გამოავლინოს ახალი მეთოდები ნევროლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად და მათი ეფექტური მკურნალობისათვის.

დასკვნა

ეს ახალი აღმოჩენა, რომელიც ეხება ტვინის “დასუფთავების” პროცესს, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯი ნევროლოგიის მომავალში. ახალი ტექნოლოგიები და ვირუსული მოდელები სავარაუდოდ ეხმარება მეცნიერებს ადამიანების ტვინის მუშაობის უკეთ აღქმაში, რაც შეუწყობს ხელს ნევროლოგიური დაავადებების სწორად გამოკვლევას და მათი კვალიფიციური მკურნალობის შემუშავებას.

გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც; ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია – შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია - შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი
#post_seo_title

ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპის მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს.

როგორც New York Times იუწყება, სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.

ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპი Profluent მკვლევართა გუნდი აცხადებს, რომ მათ გამოიყენეს გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისათვის. როგორც New York Times-ი იუწყება, სტარტაპის გუნდმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM), რათა შეექმნათ ახალი, უფრო ეფექტური და ქმედუნარიანი CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ტექნოლოგია. მათი მიზანი არის ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და პათოგენები.

AI და CRISPR-ის შერწყმა: რევოლუცია გენეტიკაში

Profluent-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგია OpenCRISPR-1 წარმოადგენს პირველი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ CRISPR ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის იქნა გამოყენებული. სტარტაპი აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის მიერ ნულიდან შეიქმნა, რაც გახსნის ახალ შესაძლებლობებს სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევებისათვის. როგორც Profluent-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალი მადანი ამბობს, AI-ის გამოყენება გენური რედაქტირების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

როგორ მუშაობს OpenCRISPR-1?

OpenCRISPR-1 არის AI-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, გენური რედაქტირების პროცედურების ახალ დონეზე გადადის. სტარტაპი ხაზს უსვამს, რომ მათი მიდგომა არის უფრო ეფექტური და მოქნილი, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. AI-ს გამოყენებით, გენების რედაქტირების პროცესი უფრო ზუსტია და მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების შემცირება შესაძლებელია.

Profluent აცხადებს, რომ მათი მიზანია, აღნიშნული ტექნოლოგია მიაწოდონ სხვა მკვლევარებს და ბიოლოგებს, რათა დაიწყონ აღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენება და სისტემის გაუმჯობესება. მსგავსი ინოვაციური მიდგომა შესაძლებლობას იძლევაა, შეიქმნას უფრო უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო საშუალებები.

მეცნიერების პროგნოზები და გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ CRISPR ტექნოლოგია და გენეტიკური რედაქტირება დიდ პროგრესს აღწევს, ბევრი ექსპერტი კვლავ ფრთხილად ეკიდება ადამიანის დნმ-ის რედაქტირებას. როგორც მკვლევარები განმარტავენ, პრეკლინიკური კვლევების სიმცირე არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ხელს უშლის ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას. OpenCRISPR-1 შესაძლოა შეიცავდეს ულტრათანამედროვე შესაძლებლობებს, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური კვლევებით იქნება შესაძლებელი საბოლოოდ დადასტურდეს, რომ ტექნოლოგია რეალურად ხელს უწყობს სამედიცინო გადარჩენას.

ხელოვნური ინტელექტის როლი გენური რედაქტირების მომავალში

Profluent-ის ახალი ინიციატივა ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რევოლუციური ცვლილებების შეტანა  გენური რედაქტირების სფეროში. AI მოდელების მეშვეობით შესაძლებელია უფრო ზუსტი გენეტიკური ცვლილებების დიზაინი და უფრო სწრაფი განვითარება. სტარტაპის მიერ წარმოებული მოდელი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების სფეროში დაინტერესებას იწვევს, არამედ მისი განვითარება სხვა მეცნიერებისათვის ახალი შესაძლებლობების კარი გახსნის.

დასკვნა

AI ტექნოლოგიები და CRISPR-ის გენური რედაქტირება ერთად ქმნიან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულების ბაზას სამედიცინო კვლევებში. Profluent-ის ინოვაციური მიდგომა და OpenCRISPR-1 ტექნოლოგია უკვე ასახავს მომავალი მედიცინის სურათს, რომელიც შესაძლებელს გახდის დაავადებების და პათოგენების თავიდან აცილებას. თუმცა, ბიოლოგიური და კლინიკური კვლევები აუცილებელია, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ეს ტექნოლოგიები, რაც მთლიანად შეცვლის გენეტიკური რედაქტირების მიდგომებს მომავალში.

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს
#post_seo_title

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ მკვლევრებმა ხელოვნურ ენა შექმნეს, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ხელოვნურ ენას ბაქტერიების აღმოჩენისთანავე მათი განადგურება შეუძლია.

ენა ქიმიურ სენსორებს იყენებს და აქედან თითოეული სენსორი განსხვავებულად რეაგირებს.

ყველა სენსორისგან მიღებული მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება დადგინდეს, თუ რა სახის ბაქტერიებთან გვაქვს საქმე.

ბაქტერიული ინფექციები სახიფათოა

ბაქტერიული ინფექციები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზია.

დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. სტომატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა კარიესი და პაროდონტიტი, ასევე მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და იწვევს სისტემურ დაავადებებს.

მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ბაქტერიების აღმოჩენისა და განადგურების გაადვილებაზე. ეს იმიტომ, რომ ბაქტერიების ტრადიციული გამოვლენის ტექნიკა კომპლექსურ კვლევებს საჭიროებს და შესაბამისად, რთულია.

როგორ მუშაობს ხელოვნური ენა

როდესაც სტომატოლოგი ფიქრობს, რომ ბაქტერია სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ღრუს ან ღრძილების დაავადება, უნდა გაირკვეს რომელი ბაქტერიაა დამნაშავე.

ეს ბაქტერიების ლაბორატორიაში დათესვას მოითხოვს. არის კიდევ ერთი საშუალება, რა დროსაც უშუალოდ პირის ღრუში იკვლევენ ბაქტერიების სპეციფიკურ ნიშნებს. თუმცა, არცერთია მარტივი, ამიტომ მკვლევრებს უფრო მარტივი გზის გამონახვა სურდათ.

მათ სურდათ შეექმნათ სენსორების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების ერთდროულად გამოვლენას შეძლებდა.

მკვლევრებმა ამისთვის პაწაწინა ნაწილაკები, ნანოზიმები გამოიყენეს. ნანოზიმი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფერმენტი. როდესაც ნანოზიმებს სპეციალური სითხე და ფერის შემცვლელი საღებავი დაამატეს, ნანოზიმებმა სითხე ლურჯად აქციეს.

თუმცა, თუ ბაქტერია ნანოზიმების დნმ-ს დაფარავდა, სითხე ლურჯი აღარ ხდებოდა. შესაბამისად, ნანოზიმების სხვადასხვა ტიპის დნმ-ით დაფარვამ ბაქტერიების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი. რაც მთავარია, სხვადასხვა ტიპის ბაქტერია განსხვავებულ ფერს იძლევა.

მკვლევრებმა ეს სისტემა პირის ღრუს 11 ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. კვლევამ წარმატებით ჩაიარა და მკვლევრებმა ბაქტერიების დაფიქსირებასთან ერთად, მათი ტიპებიც გაარჩიეს.

რაც შეეხება ბაქტერიების განადგურებას: მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ნანოზიმების ბაქტერიების შემცველ ხსნარებში დამატება სამი გავრცელებული ტიპის ბაქტერიას ანადგურებს.

როდესაც მკვლევრებმა ბაქტერიები მძლავრი მიკროსკოპის გამოყენებით შეისწავლეს, დაინახეს, რომ ნანოზიმებმა დააზიანა მათი გარე შრეები. ეს ნიშნავს, რომ ახლად შემუშავებული სისტემა გამოსადეგია როგორც ბაქტერიების მიერ გამოწვეული სტომატოლოგოიური პრობლემების აღმოსაჩენად, ისე ამ ბაქტერიების გასანადგურებლად.

ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ მოთავსდება ხელოვნური ენა პირის ღრუში, მაგრამ ამ ინოვაციას ბევრი პრობლემის გადაჭრის პოტენციალი აქვს.

კვლევა ჟურნალ ACS Applied Materials & Interfaces-ში გამოქვეყნდა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights