შაბათი, ივნისი 20, 2026

ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია

ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია
#post_seo_title

ფიზიოლოგიურად #პლაცენტა იმპლანტირდება (ინერგება) #საშვილოსნოს ტანში, საშვილოსნოს ყელიდან 7-8 სმ-ით ზემოთ. გამოყოფენ პლაცენტის არასწორი მდებარეობის რამდენიმე ფორმას, რომელთა კლასიფიკაცია იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაა დაშორებული პლაცენტის ქვედა კიდე საშვილოსნოს ყელს.

საშვილოსნო ღრუ ორგანოა, რომელიც სამი შრისგან შედგება.შიგნითა შრე ლორწოვანია. მას #ენდომეტრიუმს უწოდებენ. სწორედ ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული #კვერცხუჯრედის იმპლანტაცია.
შუა შრე შედგება კუნთოვანი ბოჭკოებისგან, რომლებსაც აქვს როგორც გრძივი, ისე განივი მიმართულება. კუნთოვანი შრის ასეთი წყობა განაპირობებს საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის ეფექტურობას. მესამე, გარეთა შრე კი წარმოდგენილია შემაერთებელი ქსოვილით, რომელსაც #პერიტონეუმი ეწოდება. პერიტონეუმის ფურცლით ამოფენილია მთელი მუცლის ღრუ, ერთმანეთისგანაა გამიჯნული მეზობელი ორგანოები. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ორგანოთა მთლიანობას, მეორე მხრივ კი იცავს მათ ინფექციისა თუ სხვა ზიანის ურთიერთგავრცელებისგან.
ამიტომ მნიშვნელოვანია მშობიარობის მესამე პერიოდში პლაცენტის სრული გამოძევება საშვილოსნოს ღრუდან. წილოვანი აგებულების გამო პლაცენტის ზედაპირი მჭიდროდ არ არის შეკრული, ანთებითი პროცესის შემთხვევაში მისი ნაწილი შესაძლოა ჩარჩეს ღრუში და ლოგინობის ხანის გართულები – სისხლდენა, ცხელება, სეფსისი და #ენდომეტრიტი გამოიწვიოს.
სწორად ნამართი ორსულობა ჯანმრთელი მომავალის საწინდარია
გინეკოლოგიურ ვიზიტზე ჩასაწერად დამიკავშირდით ნომერზე593719989
შეიძლება იყოს text გამოსახულება

თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გრძელვადიანი შედეგები

თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გრძელვადიანი შედეგები
#post_seo_title

თავის ტვინის ტრავმას, მსუბუქ შემთხვევებშიც კი, შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს. მან, ასევე, შეიძლება გაზარდოს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების  რისკი, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია.

თავის ტვინის ტრავმის დაუყოვნებელი ეფექტები

  • ტვინის შერყევის სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
    დაბნეულობა, გულისრევა
  • ცნობიერების დაკარგვა
  • თავის ქალას მოტეხილობები და ქალასშიდა სისხლდენა
  • ტვინის დაზიანებული რეგიონის მიხედვით, კოგნიტური, მოტორული და სენსორული ფუნქციების დაქვეითება.

გრძელვადიანი შედეგები 

თავის ტრავმული დაზიანების გრძელვადიანი შედეგები შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ უნარშეზღუდულობასთან, კოგნიტურ/ემოციურ ცვლილებებთან, ისევე, როგორც ბევრ სხვა სამედიცინო პრობლემასთან და მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგაც კი, თავის ტრავმაგადატანილ ადამიანებს აქვთ შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა და სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალების მომატებული რისკი ზოგადად მოსახლეობასთან შედარებით. მათ მეტად ემუქრებათ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, უნარშზღუდულობა, უმუშევრობა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და განიცდიან ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნების შემცირებას.

თავის ტრავმის შესაძლო გრძელვადიანი შედეგები შეიძლება იყოს:

  • კოგნიტური დეფიციტი – დაქვეითებული მეხსიერება, ყურადღება და პრობლემების მოგვარების უნარი
  • მოტორული დარღვევები – დამბლა, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა
  • სენსორული დარღვევები – მხედველობის, სმენის, წონასწორობის პრობლემები
  • კომუნიკაციის პრობლემები- აფაზია (მეტყველების მოშლა)
  • ემოციური/ქცევითი ცვლილებები – დეპრესია, შფოთვა, აგრესია
  • მეტაბოლური პროცესების დარღვევა და ჰორმონალური დისბალანსი
  • ნეიროდეგენერაციული დაავადებების გაზრდილი რისკი.

სულ უფრო მზარდი მტკიცებულებების მიხედვით, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ზრდის ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია.

კვლევები აჩვენებს, რომ თავის ზომიერი და მძიმე ტრავმული დაზიანება, საწყისი ტრავმიდან წლების შემდეგ, მნიშვნელოვნად (2.3-დან 4.5-ჯერ) ზრდის დემენციის, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. 

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალა-ტვინის მსუბუქი სახის დაზიანებამაც კი, შეიძლება, დროთა განმავლობაში, კოგნიტური დაქვეითების განვითარებას შეუწყოს ხელი.

მზარდი მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ თავის ტვინის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი დაზიანების პროცესების მთელი კასკადი, რომელიც მოიცავს ოქსიდაციურ სტრესს, ნეიროანთებას, მიტოქონდრიულ დისფუნქციას და ნეირონების აღდგენის მექანიზმების დაქვეითებას. 

ტრადიციული მედიცინა ძირითადად ფოკუსირებულია თავის ტრავმის შემდეგ პაციენტის სტაბილიზაციაზე და მწვავე სიმპტომების მართვაზე; ის არ განიხილავს   მეტაბოლურ, ანთებით და ოქსიდაციურ პროცესებს, რომლებიც საწყისი ტრავმის შემდეგ, ტვინის მეორადი დაზიანების და ნეიროდეგენერაციის ძირეულ მიზეზებად ითვლება. თუმვა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ არ მოხდა ამ უჯრედულ პათოლოგიურ პროცესებზე ფოკუსირება, მათ შეიძლება პროგრესირებადი ნეიროდეგენერაცია გამოიწვიონ. არსებული მონაცემების საფუძველზე, ტვინის დაზიანების ამ ძირეული მექანიზმების იდენტიფიცირებით და მკურნალობით, შესაძლებელია ტრავმის შემდგომი ნეიროდეგენერაციული და სხვა პათოლოგიების განვითარების რისკების მკვეთრად შემცირება.

ფუნქციური მედიცინის ინტერვენციები მიმართულია ნეიროდეგენერაციის პრევენციაზე და  გულისხმობს ოქსიდაციური სტრესის, ექსციტოტოქსიკურობის, ანთების შემცირებას და მიტოქონდრიული ფუნქციის გაუმჯობესებას, მემბრანის აღდგენას და ნეირონების რეგენერაციას.

ეს ინტერვენციებია:

1. კვებითი ჩარევები

ანთების საწინააღმდეგო დიეტა (ხმელთაშუა ზღვის, პალეო და ა.შ.)

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების, ანტიოქსიდანტების (ვიტამინები C, E, კაროტინოიდები)

მიტოქონდრიის დამხმარე ნუტრიენტების (CoQ10, ალფა-ლიპოის მჟავა, L-კარნიტინი) ჩართვა კკვების რეჟიმში.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები:

  • თევზი: სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, სარდინი, ტუნა
  • თესლეული: სელის თესლი, ჩია

ვიტამინი C:

  • ციტრუსები: ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ლიმონი
  • კენკრა: მარწყვი
  • ბოსტნეული: წიწაკა, ბროკოლი, კომბოსტო

ვიტამინი E:

  • თხილეული: ნუში, მზესუმზირა
  • მცენარეული ზეთები: მზესუმზირის ზეთი
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი

კაროტინოიდები:

  • ყვითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული: სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, კეილი

CoQ10:

  • ხორცი: საქონლის ხორცი, ღვიძლი
  • თევზი: სარდინი, ორაგული
  • თხილეული: ფისტა

ალფა-ლიპოის მჟავა:

  • წითელი ხორცი
  • ბოსტნეული: ისპანახი, ბროკოლი, პომიდორი

L-კარნიტინი:

  • წითელი ხორცი: ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი
  • რძის პროდუქტები: რძე, ყველი

2. ნუტრაცევტული და მცენარეული საშუალებები

კურკუმინი, რესვერატროლი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი – ამცირებს ანთებას/დაჟანგვას.

ლომის მანის სოკო, ბაკოპა – ხელს უწყობს ნეიროგენეზს.

3. ცხოვრების წესის ცვლილებები

ვარჯიში (აერობული და წინააღმდეგობის ვარჯიში)

სტრესის მართვა – მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები.

ადეკვატური ძილი

4. ახალი თერაპიები 

ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია – ზრდის ტვინის დაზიანებულ ქსოვილებში ზრდის ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს ოქსიდაციური სტრესს და ანთებას, რომლებიც მეორადი დაზიანების პროცესების გამომწვევია.

ის ასევე ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას, ასტიმულირებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას და აძლიერებს მიტოქონდრიულ ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს ნეირონების შეკეთებას და რეგენერაციას თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ.

ფოტობიომოდულაცია – ამცირებს ანთებას, ასტიმულირებს მიტოქონდრიებს და ხელს უწყობს ნეირონების შეკეთებას, აღადგენს მეტაბოლურ წონასწორობას და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ტვინის ჯანმრთელობას და მის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

ყურადღება:

წინამდებარე ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. იგი არ წარმოადგენს და არ ანაცვლებს პროფესიონალურ სამედიცინო რჩევას, დიაგნოზს ან მკურნალობას. ნებისმიერი სამედიცინო საკითხის ან მდგომარეობის შესახებ კითხვების ან ეჭვების შემთხვევაში, ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან სხვა კვალიფიციურ სამედიცინო სპეციალისტს. არასოდეს უგულებელყოთ პროფესიონალური სამედიცინო რჩევა ან დააყოვნოთ მისი მიღება აქ წაკითხული ინფორმაციის გამო. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას

გამოყენებული რესურსები:

https://www.ninds.nih.gov/health-information/disorders/traumatic-brain-injury-tbi

https://www.nichd.nih.gov/health/topics/tbi/conditioninfo/effects

https://jnnp.bmj.com/content/90/11/1221

https://health.mil/Reference-Center/Publications/2023/06/16/Neurodegenerative-Diseases-and-Traumatic-Brain-Injury-Information-Paper

https://health.mil/Reference-Center/Publications/2023/06/16/Neurodegenerative-Diseases-and-Traumatic-Brain-Injury-Information-Paper

https://www.alz.org/alzheimers-dementia/what-is-dementia/related_conditions/traumatic-brain-injury

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/28874921/

https://www.cdc.gov/traumaticbraininjury/pdf/moderate_to_severe_tbi_lifelong-a.pdf

https://www.thelancet.com/journals/laneur/article/PIIS1474-4422(23)00241-7/abstract

https://hms.harvard.edu/news/brain-injury-increases-risk-cardiovascular-disease

https://www.massgeneralbrigham.org/en/about/newsroom/press-releases/tbi-under-recognized-as-risk-factor-for-cardiovascular-disease

https://www.cdc.gov/traumaticbraininjury/data/index.html

https://www.ninds.nih.gov/current-research/focus-disorders/focus-traumatic-brain-injury-research

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7530840/

https://www.brainline.org/article/what-impact-will-moderate-or-severe-tbi-have-persons-life

https://healthcare.utah.edu/healthfeed/2021/12/long-term-effects-of-traumatic-brain-injury

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31480294/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC7699702/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9604531/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8746812/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8445631/

https://medicine.yale.edu/news-article/high-intensity-exercise-can-reverse-neurodegeneration-in-parkinsons-disease/

https://www.nature.com/articles/s41598-022-15565-0

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9366035/

https://www.thewellnesslab.com/hyperbaric-oxygen-and-the-brain/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8533945/

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა

კრიტიკული მედიცინის ექთნის პრაქტიკა/საქმიანობა ზოგადი მიმოხილვა
ჯანდაცვის ძალიან სწრაფი და დრამატული ცვლილებები თითქმის შეუძლებელს ხდის არსებულის შენარჩუნებას და ითხოვს პროაქტიულობას, ცვლილებებისადმი ფეხის აყოლას. ჯანდაცვის სისტემაში არსებული ქაოსი და გამოწვევები განსაკუთრებით ნათლად ჩანს კრიტიკულ პაციენტებთან მიმართებაში.

ამ სფეროში ახალი მკურნალობის მეთოდები და ტექნოლოგიები იჭრება იმ ყოველდღიურ საქმიანობაში რომლის საბოლოო მიზანიცაა უზრუნველყოფილი იქნას მკურნალობის ხარისხი და სასურველი გამოსავლები. ეფექტიანობა და ხარჯთეფექტურობა ხშირად ხდება განხილვის საგანი ჯანდაცვის ყველა სექტორში. შესაძლოა ადამიანებს მცდარი წარმოდგენა შეექმნათ და იფიქრონ, რომ პაციენტის მოვლის ხარისხი მეორეხარისხოვანია ხარჯების დაზოგვასთან მიმართებაში, ხარისხი და ხარჯთ-ეფექტურობა კი ერთმანეთთან შეუსაბამო.

კრიტიკული მედიცინის პერსონალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებთან დაპირისპირება თავისი სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ასევე მნიშვნელოვანია თანამშომლობისა და ინტერდისციპლინური მიდგომების ჩამოყალიბება.
ინტენსიურ თერაპიაში ჯანდაცვის სისტემის მუდმივად ცვალებადი გარემო სამედიცინო პერსონალსა და მომხმარებლებს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს.
ტრადიციული სტრუქტურის ჩარჩოდან და ფუნქციებიდან გამოსვლის სურვილია
ცვლილებების განხორციელების გზაზე პირველი ნაბიჯი. ცვლილებები მუდმივია.
მოქნილობა და მათთან ადაპტაციის უნარი არის აუცილებელი პერსონალური და
ორგანიზაციული ბალანსის შესანარჩუნებლად და ჯანდაცვაში დღეს არსებულ რეალობაში გადასარჩენად.სახელმძღვანელოს ეს თავი კრიტიკული მედიცინის ევოლუციის ზოგად მიმოხილვას შემოგთავაზებთ, ასევე აღწერს იმ ტენდენციებსა და
მნიშვნელოვან საკითხებს რაც გავლენას ახდენს კრიტიკული მედიცინის ექთნებისა
და ინტერდისციპლინური გუნდების მუშაობაზე.

202306075420-22-კრიტიკული-პაციენტი-i-ტომი-

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები, ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები, ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები

ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი ტერმინები „ბიომექანიკა“, „კინემატიკა“ და „დაზიანების მექანიზმი“ ხშირად ერთმა ნეთის ნაცვლად გამოიყენება, თუმცა, რეალურად, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. ფართო გაგებით, ბიომექანიკა არის „სწავლება ძალის მოქმედებისა და მისი ეფექტების შესახებ“.
კინემატიკა კი მექანიკის (ენერგიის გადაცემა) ნაწილია, რომელიც სწავლობს სხეულთა
მოძრაობას მათზე მოქმედი ძალებისა და მასის გათვალისწინების გარეშე.
დაზიანების მექანიზმი წარმოადგენს იმ მექანიზმების ერთობლიობას, რომელთა ზემოქმედების შედეგადაც გარემოდან სხეულზე ენერგიის გადაცემა ხდება (მაგ., მექანიკური ენერგიის გადაცემა ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ელექტრული ენერგიის გადაცემა ჩამრთველიდან ან ქიმიური ენერგიის გადაცემა მჟავასთან კონტაქტის შედეგად). ენერგია ეწოდება აგენტს, რომელიც იწვევს დაზიანებას. ენერგიის წყაროებია: მექანიკური/კინეტიკური, თერმული, ქიმიური, ელექტრული, დასხივება. დახრჩობა წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, როდესაც დაზიანების და/ან სიკვდილის გამომწვევი მიზეზი არის ოქსიგენაციის ნაკლებობა (იხ. ცხრილი 1.1, 1.2). მექანიკური ენერგია დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია, მაგ., ავტოავარიის, სიმაღლიდან ვარდნის, ნაკვეთი ან ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს.

202306072643-34ტრავმული-პაციენტი-10.02.2020

ახალგაზრდა ამერიკელებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა – რა არის ამის მიზეზი

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

პაპილომავირუსის ვაქცინის დამსახურებით, ახალგაზრდა ამერიკელებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა

აშშ-ში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 62%-ით შემცირდა, რაც მეცნიერებსთვის დიდი წარმატებაა. ეს ცვლილება ასოცირდება HPV (ადამიანის პაპილომავირუსის) ვაქცინა Gardasil-ის ეფექტურობასთან. კვლევები ცხადყოფს, რომ სწორედ ვაქცინამ შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები და ამან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა.

რას უკავშირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს მკვეთრი შემცირება?

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 25 წლამდე ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, რის მიზეზადაც ექსპერტებმა Gardasil-ის ვაქცინა დაასახელეს. Gardasil ვაქცინა დამტკიცდა 2006 წელს და ებრძვის ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) მომაკვდინებელ შტამებს, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს 70%-ში იწვევს.

Gardasil ვაქცინა და მისი ეფექტურობა

Gardasil ვაქცინა მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ინფიცირებული HPV-ით, ეს რეკომენდირებულია პატარა გოგონებისთვის, მაგრამ ვაქცინა უსაფრთხოა ყველა ასაკის ქალებისთვის, ასევე ბიჭებისთვისაც. იმის გამო, რომ HPV კავშირშია ანალური, პენისისა და ორალურ კიბოსთან, ვაქცინა იცავს ამ დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებსაც.

როგორ შეიცვალა მონაცემები?

კვლევა, რომელიც მოიცავს 1992-2021 წლებს, აჩვენებს, რომ 1992-1994 წლებში 100 000 ქალში 55 ახალგაზრდა კვდებოდა საშვილოსნოს ყელის კიბოთი. თუმცა, 2019-2021 წლებს შორის ეს რიცხვი 13-მდე შემცირდა. ეს სტატისტიკა აჩვენებს Gardasil ვაქცინის დრამატულ ეფექტურობას.

Gardasil ვაქცინის მსოფლიო დონეზე გამოყენება

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ HPV ვაქცინაციის მსოფლიო მასშტაბით გაფართოება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ავსტრალიაში HPV ვაქცინაცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია და 2028 წლისთვის შეიძლება ყოველ 100 000 ქალზე მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევა დარჩეს. ამის შედეგად, ქვეყანამ შესაძლოა საშვილოსნოს ყელის კიბო სრულად ამოძირკვოს

პროგნოზები და მომავალი

მსოფლიოში 149 ქვეყანაში 2100 წლისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულიად ამოძირკვა შესაძლებელი იქნება, თუ HPV ვაქცინაციის მაჩვენებელი გააგრძელებს ზრდას. ეს პროგნოზი ემყარება მიმდინარე კვლევების შედეგებს და ვაქცინის ეფექტურობას. ვაქცინა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცების და ხანდაზმული პირების დაცვას სხვადასხვა სახის კიბოსგან.

საბოლოო შეფასება

Gardasil ვაქცინა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამედიცინო გამოგონებას, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სერიოზულ შემცირებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მისი ეფექტურობა და სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი, როგორც ახალგაზრდა გოგონებში, ასევე უფროს ასაკში, ადასტურებს, რომ ვაქცინაცია წარმოადგენს პრევენციის ეფექტურ გზას. HPV ვაქცინის მიღება აუცილებელია ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობის დაცვისთვის, რადგან ის არამხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს, არამედ სხვა სახის კიბოებისგანაც იცავს.

ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა ძლიერ იმედისმომცემია და ბევრ გამოწვევას გაუმკლავდა. ახლა ის იმაზე გაცილებით მეტი სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, ვიდრე მეცნიერები ამას ოდესმე იფიქრებდნენ, რადგან მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს თავიდან აცილება.

კვლევა ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა.

რა არის გრიპისგან დაცვის საუკეთესო გზა?

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

რა არის გრიპისგან დაცვის საუკეთესო გზა?

გრიპმა შეიძლება შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა.

ბუკლეტი – გრიპი 3

ადამიანების 80% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით – რა არის ადამიანის პაპილომავირუსი

რა არის ადამიანის პაპილომავირუსი
#post_seo_title

რა არის ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ/HPV)

ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ/HPV) რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციებისა და სხვა რიგი დაავადებების გამომწვევი მიზეზია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ადამიანების 80% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით. აპვ-ს 200-ზე მეტი ტიპი
არსებობს, მათგან 12 – მაღალი სიხშირით იწვევს კიბოს.
ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, ვირუსის სპეციფიური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი ხდება.

NCDC Booklet (1)

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველი საფრთხეს უქმნის თქვენს და თქვენს გარშემომყოფთა ჯანმრთელობას

#post_seo_title

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველი საფრთხეს უქმნის თქვენს და თქვენს გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

ბრუცელოზი – კონტროლის ღონისძიებები, მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები, გადამდებლობის პერიოდი.

ბუკლეტი

ბრუცელოზი – კონტროლის ღონისძიებები, მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები, გადამდებლობის პერიოდი

ბრუცელოზი - კონტროლის ღონისძიებები, მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები, გადამდებლობის პერიოდი
#post_seo_title

ბრუცელოზი

1. ზოგადი მიმოხილვა – ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელების სხვადასხვა ტიპი (რემისიული ან ინტერმისიული ტალღისებური ცხელება, დაბალი სიცხე), ოფლიანობა – განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი), შემცივნება, მიალგია, ართრალგია, ანორექსია, ზოგადი სისუსტე, ჰეპატომეგალია, პოლილიმფადენოპათია. ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ხშირად ზოგადი და არასპეციფიურია და ფიქსირდება ხანგრძლივი პერიოდის განმავალობაში, ან ახასიათებს რემისია-რეციდივის ციკლი. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ სუბკლინიკურ, ქვემწვავე, მწვავე (ცხელება გრძელდება 5 და მეტი დღე) და ქრონიკულ (ცხელება გრძელდება 6 თვე და მეტი, შესაძლო პოლიორგანული დაზიანებებით) ფორმებს.
ბრუცელოზით, პირველ რიგში, ავადდებიან ცხოველები: ცხვრები, თხები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ირმები, ღორები და ძაღლები. ცხოველები ძირითადად ავადდებიან სქესობრივი და ფეკალურ-ორალური გზით (საკვები, წყალი). ადამიანზე დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებული ცხოველებიდან.
ცხოველებში ბრუცელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება თვითნებური აბორტებით, გართულებული მშობიარობით, ცხელებით, მასტიტებით (განსაკუთრებით თხებში), სახსრების ანთებით,  წველადობის შემცირებით, ბუღებში – სათესლე ჯირკვლის ანთებით. ცხოველის ბრუცელოზით დაავადებაზე  დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევით. ბრუცელოზით დაავადებული ცხოველის მკურნალობა არ ტარდება.
ბრუცელოზის გამომწვევი ცირკულირებს ყველა კონტინენტზე. საქართველოში წელიწადში საშუალოდ 200 შემთხვევა რეგისტრირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დაავადებას ახასიათებს სუბკლინიკური ფორმები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია.
2.  გამომწვევი აგენტი – ბრუცელას (Brucella) გვარის ბაქტერიები. დღეისათვის რვა სახეობაა ცნობილი, მათგან ოთხი – იწვევს ადამიანის დაავადებას, ესენია: B.melitensis, B. abortus, B. suis და B. canis. უფრო მეტად საშიშია B.melitensis – აფეთქებების გამომწვევი და B. abortus  – სპორადული ავადობის გამომწვევი. საქართველოში სწორედ ეს ორი სახეობაა გამოვლენილი.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – ბრუცელოზით დაავადების რისკი მაღალია დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას (მოვლა, მოწველა, მშობიარობისას დახმარება, დაკვლა), მისი თერმულად დაუმუშავებელი რძის, მისი პროდუქტების და ხორცის  საკვებად გამოყენებისას, სადგომის დასუფთავებისას წარმოქნილი მტვრის შესუნთქვისას, კონტამინირებული წყლის სასმელად გამოყენებისას.
4. რეზერვუარი – ბრუცელას ყველა სახეობას თავისი ბუნებრივი რეზერვუარი აქვს: B.melitensis – ცხვარი და თხა, B. Abortus – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, B. Suis – ღორი და B. Canis – ძაღლი.
5. გადაცემის გზები – კონტაქტური – დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი; საკვებით – ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენებით (რძე, ყველი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, ხორცი);
ვექტორული – შესაძლებელია ინფექციის გადაცემა ტკიპებით;  ასპირაციული  გზით –  ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების  პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანზე მოხვედრისას.
6. ინკუბაციური პერიოდი– ერთი კვირიდან რამოდენიმე თვემდე, უფრო ხშირად 2-4 კვირა.
7.  გადამდებლობის პერიოდი – ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია, შესაძლებელია სისხლის გადასხმისას, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას, სქესობრივი კონტაქტისას, ძუძუთი კვებისას. ავადმყოფის მოვლისას მინიმალური სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
8. მიმღებლობა – ბრუცელას მიმღებლობა საყოველთაოა. ავადდება ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი.  დაავადების გადატანის შემდეგ განვითარებული იმუნიტეტი ხანმოკლეა და სახეობასპეციფიური. რეინფექცია შესაძლებელია.
9. კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები
ბრუცელოზისაგან საუკეთესო დაცვა – თვითონ ცხოველის დაცვაა ბრუცელოზისაგან!
 ჩაუტარეთ თქვენს ცხოველს გამოკვლევები ბრუცელოზზე;
 ავადმყოფი ცხოველის გამოვლენისას დაუყოვნებლივ განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და მიმართეთ ვეტერინარს;
 ცხოველი მშობიარობისას იყოლიეთ იზოლირებულად. ნაადრევი ან/და გართულებული მშობიარობისას მიმართეთ ვეტერინარს;
 დაიცავით პირადი უსაფრთხოება და ცხოველების მოვლისას გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი), განსაკუთრებით მშობიარობის, დაკვლა-დამუშავების, სადგომის დასუფთავების,   მატყლის დამზადების დროს;
 ნუ მიიღებთ აუდუღარ რძეს, აუდუღარი რძით დამზადებულ რძის პროდუქტებს, ჭყინტ ყველს და თერმულად დაუმუშავებელ ხორცს  საკვებად;
 ბრუცელოზით დაავადებული შინაური ცხოველის რძით დამზადებული ყველი მოათავსეთ მინიმუმ 60 დღე მარილწყალში;
 ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ თქვენს შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია.
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
ბრუცელოზი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ერთეული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.
ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.
კონტაქტებად უნდა ჩაითვალონ ის პირები რომელთაც ქონდათ იგივე ექსპოზიცია რაც ავადმყოფს (იგივე პროდუქტის საკვებად გამოყენება ან კონტაქტი იმავე ცხოველთან). მათი მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა დაავადების (განსაკუთრებით სუბკლინიკური ფორმების) დროულად გამოსავლენად.
გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ინფექციის წყაროს მოძიება და ლიკვიდაცია.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – არ შეესაბამება
ე) საერთაშორისო ღონისძიებები-სათანადო კონტროლი ცხოველებისა და მათი პროდუქტების ექსპორტ/იმპორტზე.
შესაძლებელია ბრუცელას განზრახ გავრცელება. მისი თვისება, დააავადოს როგორც ადამიანი, ისე ცხოველი და დაბალი ინფექციური დოზა (10-100 მიკრობი) ზრდის  საფრთხეს.

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით
#post_seo_title

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით.

რატომ ასეთი ხანგრძლივი ინტერვალი ვარჯიშებს შორის (თავად ავტორი კრის ბირდსლი, ამას იმით არგუმენტირობს, რომ 28 დღიანი შესვენების შემდეგ კონკრეტული კუნთოვანი ჯგუფის შემთხვევაში ბოჭკოები მთლიანად განახლდება, ყველა ანთებითი პროცესი დასრულებული იქნება და  ბიოქიმიური პარამეტრი ნორმალიზებული.

ასევე გამოირიცხება სუპერკომპენსაციის ეფექტი. ორგანიზმი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას რაც საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად შევაფასოთ ორგანიზმის პასუხი პირველ და მეორე ვარჯიშს შორის.

თუმცა ეს კვლევა არაერთმა სპეციალისტმა გააკრიტიკა.

პირველი მიზეზი არის ის, რომ კუნთები და იმუნური სისტემა მგრძნობიარე ხდება ვარჯიშის თავდაპირველი სტრესული ზემოქმედების მიმართ დიდი შესვენების შემდეგ.  ვარჯიშის განმეორებითი სტრესის ზემოქმედების დროს იზრდება კუნთებში ანთებითი უჯრედების ინფილტრაცია.

2) 28 დღე საკმაოდ დიდი ინტერვალია კუნთის ნებისმიერი ჯგუფისათვის. ანთებითი პროცესი ამ შემთხვევაში არის გარდაუვალი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც არ ვარჯიშობს.

3) მიუხედავად იმისა, რომ ბიოფსია აღებული იყო გაიდლაინების მიხედვით, რათა უზრუნველყოფილიყო წინა ბიოფსიების გავლენა ანთებით მარკერებზე (პირველი ბიოფსიის აღება მოხდა დაახლოებით 15 სმ სიშორით vastus lateralis-ის პროქსიმალურად კუნთის მიმაგრების ადგილიდან. შემდგომი ბიოფსია ჩატარდა ფეხზე, რომელმაც მიიღო დატვირთვა,  წინა ბიოფსიასთან შედარებით 3-5 სმ პროქსიმალურად), თავად ბიოფსია არის ანთებითი პროცესის მაპროვოცირებელი პროცედურა კუნთების დაზიანების გამო.

დასკვნა

ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივი დასვენების ინტერვალი ნებისმიერი კუნთების ჯგუფზე დატვირთვის შემდეგ გამოიწვევს ინტენსიურ ანთებით პროცეს და შეაფერხებს მის აღდგენას დიდი დროის განმავლობაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights