ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

დიარეა – რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ

დიარეა - რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
#post_seo_title

დიარეა

რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ

დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად  თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს.  დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით ინფიცირების სიმპტომად ითვლება. ეს დაავადებები  ჩვეულებრივ დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, პირადი ჰიგიენის დაუცველობით და არასწორი კვებით ვრცელდება. თუმცა  დიარეა შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე საკვებისა და მედიკამენტის აუტანლობამ, ნაწლავების ქრონიკულმა დაავადებებმა და ფუნქციურმა დარღვევებმაც, სხვა ქრონიკულმა დაავადებებმა მაგ: ტოქსიურმა ჩიყვმა. ზოგჯერ დიარეა ემართებათ ტურისტებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს მათთვის უჩვეულო საკვების ან წყლის მიღების გამო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (ჯანმო) განვითარებად ქვეყნებში დიარეა  ძირითადად ინფექციური დაავადებების მიზეზითაა გამოწვეული, რადგან დაახლოებით 2,5 მილიარდ ადამიანს აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვის საშუალებები არ გააჩნია და დაახლოებით 1 მილიარდს კი ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ დიარეის სამ ტიპს:
•    მწვავე წყლიანი დიარეა-გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე,
•    მწვავე სისხლნარევი დიარეა,
•    გახანგრძლივებული დიარეა-გრძელდება 14 და მეტი დღე.

მძიმე დიარეამ შეიძლება  ორგანიზმის გაუწყლოვანება გამოიწვიოს, რომელიც  სერიოზულ საფრთხეს უქმნის ავადმყოფს, განსაკუთრებით კი ჩვილი ბავშვებისა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების სიცოცხლეს .
მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი დიარეით მიმდინარე დაავადების შემთხვევა ფიქსირდება.  დიარეა 5 წლამდე ასაკის  ბავშვებში სიკვდილიანობის მეორე ძირითად მიზეზად ითვლება და ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილონი ბავშვი იღუპება, აქედან 80% 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. დიარეის დროს სიცოცხლისათვის აუცილებელი წყალი და მასში გახსნილი მარილების შემადგენელი ელექტროლიტები (ნატრიუმი, ქლორი, კალიუმი და ბიკარბონატი) ორგანიზმიდან ღებინებით, წყლიანი განავლით და შარდით გამოიყოფა. ორგანიზმის გაუწყლოვანება ხდება, მაშინ როცა დეჰიდრატაციის პარალელურად წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების  შევსება (რეჰიდრატაცია) არ მიმდინარეობს.

როგორ მივხვდეთ ავადმყოფს დიარეის შედეგად დეჰიდრატაცია აქვს თუ არა,   და  რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

მსუბუქი დეჰიდრატაცია  რაიმე ნიშნებით და სიმპტომებით არ ვლინდება. დიარეის დაწყებისთანავე, თუ  კონსულტაციისათვის ექიმთან კონტაქტს ვერ ვახერხებთ და სამედიცინო დაწესებულებაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივდივართ, ავადმყოფს სახლის პირობებშიც შეუძლია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და რეჰიდრატაციული საშუალებები (რეჰიდრონი).

საშუალო  სიმძიმის  დეჰიდრატაციას მოსდევს წყურვილი, მოუსვენრობა და გაღიზიანება, კანის ელასტიურობის დაქვეითება, თვალების ჩაცვენა.

მძიმე დეჰიდრატაციის დროს კი ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო ღრმავდება, იწყება შოკური მდგომარეობა: იბინდება გონება, შარდის გამოყოფა წყდება, კიდურები სველი და გაყინულია, გახშირებული და შესუსტებულია პულსი, დაბალი ან გაურკვეველია სისხლის არტერიული წნევა, კანი ფერმკრთალია. საშუალო და განსაკუთრებით მძიმე დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოვანება და ავადმყოფის სიკვდილი, თუ არ მოხდება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

დიარეის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები  გულისხმობს:
•    სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას,

•    ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას,

•    პირადი ჰიგიენის დაცვას. თუ ადამიანი არ იცავს  პირად ჰიგიენას, ის თვითონ ხდება ინფეექციის წყარო (მაგალითად დაუბანელი ხელებით ავრცელებს ინფექციას),

•    ინფექციური დაავადებების გავრცელების მიზეზებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე ჯანდაცვის მუშაკების მიერ სისტემატიურ  საგანმანათლებო მუშაობას,

•    როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:

•    დიარეის პრევენციისა და მკურნალობის პოლიტიკის ხელშეწყობა დაბალი და საშუალო ეკონომიური განვითარების ქვეყნებში (ჯანმოს მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში დიარეით მიმდინარე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, სხვა ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობებს შორის 6.9% შეადგინს),
•    სამეცნიერო კვლევების განხორციელება ახალი სტრატეგიების შემუშავების მიზნით, ამ სფეროში სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად,

•    ახალი ღონისძიებების შემუშავება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, კერძოდ, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის დანერგვაში,

•    ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე .

წყარო:

http://www.who.int/topics/diarrhoea/ru/

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs330/ru/index.html

მოამზადა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველომ

დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს

დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენ
#post_seo_title

დეპრესია – დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს

ძირითადი ფაქტები

  • დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს. მისგან, ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან, 350 მილიონი ადამიანი იტანჯება.
  • დეპრესია მსოფლიოში ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს და დიდი „წვლილი“ შეაქვს ფსიქიკური დაავადებების გლობალურ ტვირთში.
  • დეპრესიით ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან,  ვიდრე მამაკაცები.
  • დეპრესიის მძიმე ფორმამ ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,
  • დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები არსებობს.

დეპრესია შეიძლება სერიოზული  მიზეზი გახდეს  ჯანმრთელობის  დარღვევის, განსაკუთრებით, მაშინ როცა დიდხანს გრძელდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თვითმკვლელობაც შეიძლება გამოიწვიოს.  ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონი თვითმკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინას აქვს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, სხვადასხვა მიზეზებით (სამკურნალო რესურსების არ არსებობა, არაკვალიფიციური სამედიცინო სამსახური, დაგვიანებული ან არზუსტი დიაგნოსტიკა, სტიგმა და სხვა) დაავადებულთა თითქმის ნახევარი ვერ იტარებს სათანადო მკურნალობას.

დეპრესიის სახეები და სიმპტომები

დეპრესიის ეპიზოდი, ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით  შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე. განსხვავებაა აგრეთვე, იმ ადამიანების,რომელთაც ადრე ჰქონდათ მანიის ფაზის ეპიზოდი,დეპრესიასა და იმ ადამიანების დეპრესიას შორის რომელთაც ადრე არ ჰქონდათ ასეთი ეპიზოდი. დეპრესიის ორივე ტიპი შეიძლება იყოს ქრონიკული და მიმდინარეობდეს რეციდივებით, განსაკუთრებით მაშინ თუ არ ტარდება სათანადო მკურნალობა.

უნიპოლარული დეპრესია:  ტიპიური დეპრესიული ეპიზოდების დროს ადამიანი იმყოფება მოწყენილ ხასიათზე, უქვეითდება ინტერესი და არ გამოხატავს სიხარულს. სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებას მიჰყავს აქტივობის შემცირებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ ორი კვირა. ზოგი განიცდის შფოთვას, ძილისა და მადის დაქვეითებას, აქვს დანაშაულის შეგრძნება, უკიდურესად უღირს ადამიანად მიაჩნია თავს.  სიმპტომების რაოდენობისა და სიმძიმის მიხედვით დეპრესიული ეპიზოდი შეიძლებე კვალიფიცირებულ იქნას, როგორც  მსუბუქი, საშუალო ან მძიმე.  ადამიანმა მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდის დროს შეიძლება  შეძლოს ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება და საზოგადოებასთნ ურთიერთობა. მძიმე დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში კი ნაკლებად სავარაუდოა მის მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების, მუშაობისა და საოჯახო საქმის შესრულების უნარი.

ხასიათის ბიპოლარული დარღვევა: დეპრესიის ეს ტიპი ჩვეულებრივ შედგება როგორც მანიის ფაზის ისე დეპრესიული ეპიზოდებისაგან. მანიის ფაზის ეპიზოდები მოიცავს: აღფრთოვანებულ ან გაღიზიანებულ განწყობას, ზედმეტ აქტიურობას, გაუჩერებლად ბევრ ლაპარაკს, თავმოყვარეობის ზედმეტად გამოხატვას, უძილობას (საერთოდ არ უნდა ძილი).

დიაგნოსტიკა და მკურნალობა:  არსებობს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. კვალიფიციურ ექიმს ყოველთვის შეუძლია ზუსტი/დროული დიაგნოზის დასმა და ეფექტური მკურნალობის დანიშვნა. საშუალო და მძიმე ფორმის დეპრესიის მკურნალობის დროს  ანტიდეპრესანტებთან ერთად რეკომენდირებულია დაავადებულის ფსიქისოციალური მხარდაჭერა ან ფსიქოთერაპია, ისეთი როგორიცაა ქცევის შემეცნების თერაპია, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია ან  პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული თერაპია.

მსუბუქი დეპრესიის დროს პირველ რიგში ეფექტურია ფსიქოსოციალური თერაპია. მედიკამენტოზური და ფსიქოსოსოციალური თერაპიის კომბინაცია კი საჭიროა საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს.

ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეფექტურია საშუალო და მძიმე დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა მათი გამოყენება მსუბუქი ფორმის დროს არ ითვლება პირველი რიგის თერაპიად. ანტიდეპრესანტები დიდი სიფრთხილით  უნდა იქნას გამოყენებული და არ მიიჩნევა პირველი რიგის თერაპიად  ბავშვებსა და მოზარდებში.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას და მათი პროფილაქტიკა:

დეპრესიის განვითარება დამოკიდებულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური  ფაქტორების  ურთიერთმოქმედების შედეგზე. დეპრესიამ თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს სტრესი, დაარღვიოს ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება, გააუარესოს სიტუაცია და ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დეპრესიის უფრო მძიმე ფორმა.

არსებობს ურთიერთ დამოკიდებულება დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით. დადგენილია რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის პროგრამების დანერგვა საგრძნობლად ამცირებს ამ დაავადებების ტვირთს. საჭიროა დეპრესიის პრევენციისათვის  ადგილობრივ დონეებზე გათვლილი ეფექტური მიდგომები, მაგალითად სკოლებში ძალადობის თავიდან აცილების პროგრამები ან პროგრამები, რომლებიც გააუმჯობესებს ბავშვების შემეცნებით და სოციალურ უნარებს, აგრეთვე  ასწავლის მათ პრობლემების გადაჭრას.

ღონისძიებებს, რომლებიც გათვლილია მშობლების ქცევებზე,  შეუძლიათ შეამცირონ მშობლებში დეპრესიული სიმპტომები და დადებითი რეზულტატი მივიღოთ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში.  ხანდაზმულთათვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობის პროგრამები, ასევე სასარგებლოა მათთვის დეპრესის პროფილაქტიკისათვის.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

გულის არეში ტკივილი: რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?

გულის არეში ტკივილი: რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?
#post_seo_title

გულის არეში ტკივილი: რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?

გულის არეში ტკივილი ხშირად მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემაზე, თუმცა ყოველთვის გულის დაავადებასთან არ არის დაკავშირებული. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ხერხემლის ან გულმკერდის სხვა ორგანოების მდგომარეობით. იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ტკივილის სახე და მისი გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია მკვეთრი დიფერენციაცია, რომელიც მხოლოდ კვალიფიციურ ექიმებს შეუძლიათ.

გულის არეში ტკივილის ძირითადი მიზეზები

ტკივილი გულის არეში შეიძლება იყოს როგორც კარდიული (გულისთან დაკავშირებული), ასევე არაკარდიული (გულისთან დაკავშირებული არ არის) მიზეზებით გამოწვეული. ამგვარი ტკივილის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია, რათა დადგინდეს სწორი დიაგნოზი და დაინიშნოს საჭირო მკურნალობა.

კარდიული (გულის) ტკივილი

გულის არეში ტკივილი, რომელიც კარდიული მიზეზებით არის გამოწვეული, შეიძლება იყოს:

  • ძლიერი სიმძიმე და მოჭერა გულმკერდის არეში.
  • ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს.
  • შეგრძნება სუნთქვის გაძნელებისა და ჰაერის უკმარისობის დროს.
  • მწვავე, უეცარი ტკივილი ზურგის არეში.
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, წოლის ან ღრმა სუნთქვის დროს და სუსტდება წინა გადახრილ პოზაში.

ასეთი სიმპტომები შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, გულმკერდის აორტის განშრევება და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

არაკარდიული ტკივილი

გულის არეში ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს არაკარდიული მიზეზებით, როგორიცაა:

  • ტკივილი, რომელიც უმჯობესდება ან ძლიერდება სხეულის პოზიციის შეცვლისას.
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღრმა სუნთქვის ან ხველების დროს.
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება მკერდზე ზეწოლის დროს.
  • ტკივილი, რომელიც გრძელდება მრავალი საათის განმავლობაში.

არაკარდიული ტკივილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭის პრობლემებთან, მაგალითად გულძმარვასთან, ან სხვა სისტემურ დარღვევებთან.

პირველი დახმარება გულის არეში ტკივილის დროს

თუ გულმკერდის არეში ტკივილი გაჩნდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ სცადოთ ტკივილის მიზეზის თავად განსაზღვრა. თუ ტკივილი სერიოზული მდგომარეობითაა გამოწვეული, დროული დახმარებით შეიძლება გადაარჩინოთ სიცოცხლე.

რას არ უნდა ვაკეთოთ?

  • არ ეცადოთ თვითმკურნალობას. მკურნალობის მცდელობა ამ შემთხვევაში შესაძლოა მავნე შედეგებით დასრულდეს.
  • არ გაამყაროთ თვითდადგენა. სირთულეა, თუ ტკივილი გულის ან სხვა ორგანოების პრობლემებითაა გამოწვეული, საჭიროა პროფესიონალის დახმარება.

პრევენცია

გულის ტკივილის პრევენცია შესაძლებელია სწორი ცხოვრების წესით. აქ არის რამდენიმე მთავარი რეკომენდაცია:

  • შეწყვიტეთ მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
  • თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ან მაღალი ქოლესტერინი, კონტოლირეთ ეს პრობლემები და რეგულარულად ჩაიატარეთ სამედიცინო ტესტები.
  • ბალანსირებული დიეტა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

დასკვნა

გულის არეში ტკივილი შესაძლოა არ იყოს გულის დაავადების მტკიცე ინდიკატორი, მაგრამ მისი უმეტესობა მაინც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას და ექიმის კონსულტაციას. რეგულარული კონტროლი, სიცოცხლის წესის სწორად დაცვა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

რა არის დეპრესია?

რა არის დეპრესია?
#post_seo_title

დეპრესია

რა არის დეპრესია?

დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

დეპრესია – (ლათ. დათრგუნული) არის ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს. ამ დროს ქვეითდება გუნება-განწყობილება, თვითშეფასების უნარი, ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესს;  დეპრესია ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის უნარს, აუარესებს მადას, ძილს და .შ.

ჯანმოს მონაცემებით, 2020 წლისათვის,  დეპრესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.  გლობალურად, დეპრესიით  121 მილიონი ადამიანია დაავადებული.

დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდ მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკასა და ცხოვრების წესს.

აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული სტიგმა: ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დეპრესიის მიზეზი სისუსტისა და სიზარმაცის მაჩვენებელია და მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. ადამიანები ცდილობენ დამალონ დეპრესია, არავის გაუმხილონ თავისი მდგომარეობა და დამოუკიდებლად გაუმკვლავდნენ. ამან შესაძლებელია პაციენტი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.  საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების შეცვლასა და ამაღლებას, აწვდის მათ სათანადო ინფორმაციას დეპრესიის სიმპტომების, ფორმების, მკურნალობის მეთოდების შესახებ და შესაბამისად, ეხმარება ამ  მძიმე დაავადების დაძლევაში.

ფაქტები

დეპრესია, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი და კიბო ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს. დეპრესია ემართება ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უმიზეზოდ,  ასევე გარკვეული მიზეზების –  მაგ. ახლობლის, სამსახურის დაკარგვის ან  სოციალური ფაქტორის  გამო.

დეპრესიით დაავადებული ადამიანი აუცილებლად ექიმ-ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს.  თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკვლავდება დეპრესიას; პაციენტების 80% სრულად იკურნება. მკურნალობის ძირითად მიმართულებებს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპია წარმოადგენს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დეპრესიის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის  და მას არაეფექტური ტრადიციული მეთოდებით ებრძვიან; მკურნალობის გარეშე კი დეპრესია შესაძლებელია რამდენიმე კვირის, თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

დეპრესიის ფორმები

არსებობს დეპრესიის სხვადასხვა ფორმა:

  • დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენა  ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ხდება
  • პერიოდულად მორეციდივე ფორმა
  • ქრონიკული ფორმა

გავრცელება

დეპრესიით დაავადებულია მსოფლიოს 40-50 წლის მოსახლეობის 10 %,  მათი 2/3 ქალია. 65 წლის შემდგომ დეპრესია დახლოებით სამჯერ ნაკლები სიხშირით ვითარდება.

საქართველოში, 2013 წელს, ფსიქიატრიული დისპანსერის კონტიგენტის მოძრაობის წლიური სტატისტიკური ანგარიშით, დეპრესიული ეპიზოდით წლის მანძილზე სულ დაფიქსირდა  1694 პაციენტი; პირველად დადგენილი დიაგნოზით – 181, მათ შორის 20-59 ასაკის პაციენტების რაოდენობა შეადგენდა-134-ს, ხოლო  ქალების – 95-ს.

რისკ-ფაქტორები:

  • სქესი – დეპრესია  2-3-ჯერ ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით;
  • სოციალური ფაქტორი (სიღარიბე);
  • გენეტიკური განწყობა;
  • ძალადობა;
  • ოჯახური მდგომარეობა (განქორწინება);
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები

თავის მხრივ, დეპრესია  ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს  წარმოადგენს, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შიდსი; ხელს უწყობს ტოქსიკომანიის, ნარკომანიის განვითარებას მოზარდებში, თვითმკვლელობას, უბიძგებს მათ ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული.

 რეკომენდაციები:

  • ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ირბინეთ, იცურავეთ;

გახსოვდეთ: ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმტომებს!

  • ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს;
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი:
  • მიიღეთ სრულფასოვანი საკვები:  მარცვლეული, ცილები, ახალი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ცხიმის შემცველ პროდუქტებს;
  • ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში; მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ  ოჯახის წევრს, ახლო მეგობარს;
  • მიუხედავად თქვენი განწყობილებისა, ეცადეთ არ გაირიყოთ საზოგადოებისაგან;
  • აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისათვის
  • მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის და თვითნებურად ნუ შეწყვეტთ დანიშნული ანტიდეპრესიული პრეპარატების მიღებასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს;

ყოველთვის მოუსმინეთ დეპრესიით დაავადებულ ადამიანს! აგრძნობინეთ რომ ამ რთულ მომენტში მარტო არ არის, უთანაგრძვნეთ, დაეხმარეთ პრობლემის დაძლევაში.

გახსოვდეთ, დეპრესიიდან სუიციდამდე ერთი ნაბიჯია!

თბილისში არსებული სისხლის ბანკები

ზოგადი ინფორმაცია - უსაფრთხო სისხლი
#post_seo_title

თბილისში არსებული სისხლის ბანკები:

დაუკავშირდით და გახდით უანგარო დონორი მარტივად:

რა ხდება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო რაოდენობის სისხლი არაა:

რა ხდება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო რაოდენობის სისხლი არაა:
#post_seo_title

რა ხდება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო რაოდენობის სისხლი არაა:

სასწრაფო ოპერაციები გაურკვეველი ვადით გადაიდება

დონაცია – რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

დონაცია - რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
#post_seo_title

დონაცია

რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

ყველა დონორი გმირია!

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე თუ:

  • ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებულ იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის. ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ  ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ საკუთარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოდ.
  • სისხლი შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს. მისი საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, ანემიების, სიმსივნეების დროს.
  • თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ჰეპატიტი B ან C, შიდსი,  სიფილისი;
  • არ ხართ დაავადებული აივ ინფექციით, სიფილისით, მალარიით
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი

სისხლს ვერ ჩააბარებთ, თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

  • სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე, თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე, სისხლის მარაგის შესაქმნელად კი საჭიროა ადმიანთა გარკვეული რაოდენობა აბარებდეს სისხლს.
  • გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
  • გქონიათ სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონია B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
  • გაკეთებული გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა;
  • გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
  • გქონიათ კონტაქტი სხვის სისხლთან;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე გქონიათ ორსულობა

დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

რატომ უანგარო დონორი?

  • სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა.
  • უსაფრთხოობისა და სანდოობის მაღალი გარანტი;
  • არ მალავენ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • ხდებიან “გმირები” მათთვის, ვისაც სისხლის გადასხმა ესაჭიროება

დამატებითი ინფორმაცია დონორობის მსურველთათვის:

  • სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია, სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
  • სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა კითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
  • სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია;
  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია და 10-იოდე წუთი გრძელდება.
  • დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ათაშანგზე, ჰეპატიტებსა და შიდსის ვირუსზე;
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა;
  • სისხლის დონაციის შემდეგ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
  • ორი თვის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ იხსნათ სიცოცხლე!

გმადლობთ, რომ ზრუნავთ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!

  • სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
  • სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ სისხლის გადასხმას!
  • სისხლის დონორობა ადამიანური სოლიდარობის გმირული აქტია, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა;
  • თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე, თუ გახდებით სისხლის უანგარო დონორი!
  • სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელს მსოფლიოში საამაყო და საპატიოა!
  • გახდი სისხლის უანგარო დონორი, გაიღე სისხლი, გადაურჩინე სიცოცხლე!

ცხელი ხაზი: 15-05, 116001

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მ. ასათიანის 9, თბილისი 0177; ტელ: 231 17 50

 

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა მოგზაურობისას

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა მოგზაურობისას
#post_seo_title

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა მოგზაურობისას

მიირთვით მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული საკვები

იდენტიფიცირებულია მოზრდილთა ADHD-ის ყველაზე ეფექტური მკურნალობა

იდენტიფიცირებულია მოზრდილთა ADHD-ის ყველაზე ეფექტური მკურნალობა
#post_seo_title

მოზრდილებში ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) ამჟამად ხელმისაწვდომი ყველა ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური თერაპიისგან, მხოლოდ სტიმულატორები და ატომოქსეტინი არიან ეფექტური ძირითადი სიმპტომების შესამცირებლად, აჩვენებს დიდი ყოვლისმომცველი მეტა-ანალიზის შედეგები.

113 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის კვლევამ ADHD-ის ოფიციალური დიაგნოზით 15000 ზრდასრულთან ერთად ასევე აჩვენა, რომ ატომოქსეტინი ნაკლებად მისაღებია პაციენტებისთვის და რომ არაფარმაკოლოგიური სტრატეგიების ეფექტურობის შედეგები არათანმიმდევრულია.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ADHD თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობის შესახებ მონაცემები აკლია, ამიტომ ეს შედეგები ეხება მხოლოდ მოკლევადიან ეფექტურობას.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით ბევრი კამათია, ამიტომ ეს საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია და, რა თქმა უნდა, აძლიერებს მედიკამენტების როლს, როგორც ADHD-ის სამკურნალოდ“, – თქვა კვლევის მკვლევარმა სამუელ კორტეზემ, მედიცინის დოქტორი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან, ინგლისი. დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო მედია ცენტრის მიერ გამართულ პრეს ბრიფინგზე, სადაც დასკვნები გამოქვეყნდა.

შედეგები ასევე მიუთითებს „არაფარმაკოლოგიური ინტერვენციების შესაძლო როლზე, რომელიც ამჟამად კარგად არ არის ჩამოყალიბებული მიმდინარე გაიდლაინებში. თუმცა, საჭიროა უკეთესი მტკიცებულება, რომ სრულად გავიგოთ ამ არაფარმაკოლოგიური ჩარევების ზუსტი ეფექტი“, – აღნიშნა კორტეზემ.

კვლევა ონლაინ გამოქვეყნდა 17 დეკემბერს The Lancet Psychiatry-ში.

წყარო:

“აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით, მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი მიიღეს” – სასამართლომ 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

#post_seo_title

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას.

ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩდენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო იურიდიულ პირს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights