რა უნდა ვიცოდეთ კისრის და თავის ტვინის (ბრაქიოცეფალური) სისხლძარღვებზე.




„რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომში აჩენს ახალ თვალსაწიერებს, ახალ ჰორიზონტებს. საქართველო რა თქმა უნდა კვლავაც გააგრძელებს ამ გამოწვევებთან ბრძოლას და გამკლავებას. ვფიქრობ, რომ მომავალი წარმატებებიც ძალიან ახლოს არის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა.



ამ მიგნების საფუძველი ნაწლავის მიკრობი და მისი მიერ საჭმლის მონელების პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებებია.
ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიაბეტით დაავადებულ თაგვებში კონკრეტული მიკრობების ზრდამ ხელი შეუწყო გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ის (GLP-1) გამოყოფას. ეს ჰორმონი ბუნებრივად ეხმარება სხეულს შაქრის დონის კონტროლში და პასუხისმგებელია ნაყროვანების განცდაზე. GLP-1-ის დონე, შესაძლოა, ნაწლავში მიკრობების გავლენით გაიზარდოს, რაც ადამიანების შაქრის დონის კონტროლში დაგვეხმარება.
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ GLP-1-ის არასრულფასოვანი ფუნქციონირება, რაც შაქრის დონის კონტროლს ართულებს. ამის გამო, მედიკამენტები, რომლებიც მსგავსი ეფექტის მქონე ჰორმონებს ასაზრდოებენ, ეფექტურად გამოიყენება დიაბეტის მართვისთვის. კვლევები კი იმაზე მუშაობს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზმმა თავად გაზარდოს GLP-1-ის დონე.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაწლავის მიკრობი Bacteroides vulgatus და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ტკბილეულის მიმართ მოთხოვნილების რეგულირებაში. ექსპერიმენტებმა აჩვენა, როცა თაგვებს არ ჰქონდათ საკვები ცილა Ffar4-ის წარმოქმნის უნარი, B. vulgatus-ის რაოდენობა მცირდებოდა. ამან გამოიწვია FGF21 ჰორმონის ნაკლები გამოყოფა, რომელიც ტკბილეულისადმი სწრაფვას აკონტროლებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ Ffar4-ის გენეტიკური ვარიანტები, უფრო ძლიერი მოთხოვნილება ჰქონდათ ტკბილეულის მიმართ. ეს მიგნება შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც დიაბეტის განვითარების რისკს აძლიერებს.
მეცნიერებმა წარმატებით გამოიყენეს B. vulgatus-ის მეტაბოლიტი, რომელმაც GLP-1-ის სეკრეცია გააძლიერა და FGF21-ის გამოყოფა გაზარდა. ეს ორი ფაქტორი ერთობლივად ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს და ტკბილეულის მიმართ ნაკლებ მოთხოვნილებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები ჯერ მხოლოდ თაგვებზე განხორციელებულ ექსპერიმენტებში გამოიკვეთა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კვლევამ შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დიაბეტის პრევენციის სტრატეგიებში.
ახალი კვლევა მნიშვენლოვან პერსპექტივას სთავაზობს დიაბეტის პრევენციას და შაქრის დონის კონტროლს. ნაყოფიერი აღმოჩენები ნაწლავის მიკრობების როლზე აჩვენებს, რომ შესაძლოა, ბუნებრივი გზებით მოხდეს შაქრის დონის რეგულირება და ტკბილეულის მიმართ მოთხოვნილების შემცირება, რაც არა მხოლოდ დიაბეტის, არამედ სხვა მეტაბოლური დაავადებების რისკს შეამცირებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Microbiology გამოქვეყნდა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს და დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის აღმასრულებელ განკარგულებას.