სამშაბათი, ივნისი 16, 2026

ინდოეთში უცნობი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა – დაინფიცირებულიდან 17 გარდაიცვალა ტვინის შეშუპების შედეგად

ინდოეთში უცნობი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა
#post_seo_title

ინდოეთის ჯამუ და ქაშმირის შტატში უცნობი ვირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ექიმებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ძლიერი ტოქსინი, მაგრამ მისი ბუნება საიდუმლოდ რჩება. ყველა ინფიცირებულს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა და ზოგადი სისუსტე, ხოლო მათ, ვინც ვერ გადარჩა, აღენიშნებოდა ცერებრალური შეშუპება. იმის გამო, რომ ინდოეთში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია, რუსეთის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების შესახებ.

სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გამშვებ პუნქტებზე მუდმივად მუშაობს ავტომატური საინფორმაციო სისტემა „პერიმეტრი“, რომელიც აანალიზებს ეპიდემიის რისკებს და ეხმარება ინფექციური დაავადებების ნიშნების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან.

რუსმა ტურისტებმა SHOT-ს განუცხადეს, რომ ინფექცია მხოლოდ „თეთრებს“ აწუხებს. დამსვენებლების თქმით, პლაჟებზე ახლა მხოლოდ ადგილობრივები ჩერდებიან. – ინფორმაციას SHOT ავრცელებს

რობოტული ქირურგია: ინოვაციური ნაბიჯი თანამედროვე მედიცინაში

რობოტული ქირურგია: ინოვაციური ნაბიჯი თანამედროვე მედიცინაში
#post_seo_title

რობოტული ქირურგია სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტური მეთოდი ქირურგიული ჩარევების დროს.

ეს ტექნოლოგია გულისხმობს ქირურგის მიერ სპეციალური რობოტული სისტემის მართვას, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების მაღალ სიზუსტეს და მინიმალურ ინვაზიურობას.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ ხდება რობოტული ქირურგია თანამედროვე ქირურგიული მკურნალობის შეუცვლელი ნაწილი და როგორ უზრუნველყოფს იგი პაციენტების ჯანმრთელობისა და კომფორტის გაუმჯობესებას.

რა არის რობოტული ქირურგია?

რობოტული ქირურგია არის პროცედურა, სადაც ქირურგი მართავს სპეციალურ რობოტულ ხელსაწყოებს ოპერაციის დროს.

ყველაზე გავრცელებული სისტემა ამ სფეროში არის “da Vinci” (აშშ) და „Toumai“ (ჩინეთი) რობოტული სისტემა, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტით და მრავალმხრივი ფუნქციებით.
ქირურგს შეუძლია უფრო ზუსტი და კონტროლირებადი მოძრაობები განახორციელოს, რაც ხელს უწყობს ოპერაციის ეფექტურობასა და პაციენტის გამოჯანმრთელებას.

რა არის რობოტული ქირურგიის უპირატესობები?

1. მაღალი სიზუსტე – რობოტული სისტემები საშუალებას აძლევს ქირურგს იმუშაოს უმაღლესი სიზუსტით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ ოპერაციებში, სადაც მინიმალური დაშვება არის კრიტიკული.
2. მინიმალური ინვაზიურობა – ღია ოპერაციები ხშირად მოითხოვს დიდ ჭრილობებს, რაც ზრდის ტკივილს და შეხორცების პერიოდს. რობოტული ქირურგია, პირიქით, უზრუნველყოფს მცირე ჭრილობებს, რაც ამცირებს პაციენტის ტკივილს და ინფექციის რისკს.
3. სწრაფი გამოჯანმრთელება – მცირე ზომის ჭრილობები ნიშნავს, რომ პაციენტებს ნაკლები დრო სჭირდებათ საავადმყოფოში ყოფნისთვის და მათ შეუძლიათ სწრაფად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
4. ნაკლები სისხლის დანაკარგი – რობოტული ქირურგიის დროს ნაკლები სისხლის დაკარგვა ხდება, რაც ამცირებს ანემიისა და სხვა გართულებების რისკს. ტკივილის სიმცირე კი ხელს უწყობს პოსტოპერაციულ სწრაფ აღდგენას.
5. ადამიანური შეცდომისგან დაცვა – მაგალითად ქირურგის ხელის ტრემორი (კანკალი)

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

რობოტული ქირურგიის დროს ქირურგი ზის სპეციალურ მართვის კონსოლთან და უყურებს ოპერაციის არეს 3D მაღალი გარჩევადობის ეკრანზე. რობოტი იმეორებს ქირურგის თითოეულ მოძრაობას სიზუსტით, რომელიც ადამიანის ხელისთვის მიუწვდომელია. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით სასარგებლოა რთული ოპერაციების დროს, სადაც სიზუსტე გადამწყვეტია –მაგალითად, უროლოგიური ოპერაციების დროს.

პაციენტისთვის რობოტული ქირურგიის სარგებელი

• ხანმოკლე საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი – პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ რობოტული ქირურგია, ხშირად 2-3 დღეში შეუძლიათ დაბრუნდნენ სახლში.
• სწრაფი რეაბილიტაცია – პაციენტები სწრაფად უბრუნდებიან ყოველდღიურ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
• ესთეტიკური უპირატესობები – მცირე ზომის ჭრილობების გამო ნაკლებად აღინიშნება ნაწიბურები, რაც ესთეტიკური თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი.

დასკვნა 

რობოტული ქირურგია წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ მიღწევას. მისი სიზუსტე, უსაფრთხოება და პაციენტისთვის სასარგებლო შედეგები ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი მომავლის ქირურგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რობოტული სისტემების გამოყენება ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ ოპერაციები ჩაატარონ უფრო მაღალ დონეზე, რაც ზრდის წარმატების შანსებს და ამცირებს გართულებების რისკებს. ეს ტექნოლოგია წარმოადგენს მედიცინის იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად ვითარდება და მრავალი პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწრაფი გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების დროს.

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გახლავთ კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც ოპერაციები რობოტული სახით ტარდება.
დაგვიკავშირდით: ☎ ტელ.: 0322 23 40 23 ✉ ელფოსტა: info@mmt.ge
ან ჩაეწერეთ მითითებულ ბმულზე – mmt.ge/visit
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის ცენტრალური ფილიალი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქუჩა #1
ვაკე-საბურთალოს ფილიალი უნივერსიტეტის ქუჩა N24
ჩვენი ფილიალები ქვეყნის მასშტაბით:
ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 35
ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. 124
ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. 9 (ყოფილის სტალინის ქუჩა)

 

როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემა?

როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემა?
#post_seo_title

როგორ შეიძლება გადაიჭრას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემა?

ვიდეოში, ცნობილი პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რობოტული ქირურგი, ონკო-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი გვიზიარებს ინფორმაციას ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემის გადაჭრის შესახებ.
“მაშასადამე, ჯამში გვაქვს 3 ტიპის შეუკავებლობის მიზეზი: ეს არის ურგენტული შეუკავებლობა, რომელიც ინკურნება მედიკამენტოზურად.
მეორე ეს არის სტრესშეუკავებლობა, სიმძიმის აწევისას, შრომისას, რომელსაც ჭირდება ქირურგიული ჩარევა და არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის მინიმალური ინვაზიური ქირურგიული ჩარევა.
მესამე ეს არის ფისტულები, რომელიც, არც თუ ისე იშვიათად, წარმოადგენს გართულებას გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ. ამისთვის შესაძლებელია რობოტ-ასისტირებული ქირურგიული ჩარევები“,- გურამ ქარაზანაშვილი.
რამდენად ხშირია ქალებში შარდის შეუკავებლობა?
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გადაბრძანდით ბმულზე: https://shorturl.at/pdmDC
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
📞 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑
📲 ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირად შეტყობინებაში და ჩვენ დაგიკავშირდებით.
💻 ონლაინ ჩაწერისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://mmt.ge/visit/
ან მობრძანდი ჩვენს ცენტრალურ ფილიალში:
ქ. თბილისი, ჩაჩავას ქუჩა #1
ვაკე-საბურთალოს ფილიალი უნივერსიტეტის ქუჩა N24

როგორ მივიღოთ გეგმური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში

როგორ მივიღოთ გეგმური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში
#post_seo_title

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და საინფორმაციო სააგენტო „პრაიმთაიმი“ წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას – „თქვენი ჯანმრთელობისთვის“. რუბრიკის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს და მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია #თქვენიჯანმრთელობისთვის.

გეგმური ამბულატორიული მომსახურება და მისი მიღების პირობები

თუ ხართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ჯანდაცვის სოციალური სტატუსის შესაბამისად, გიფინანსდებათ გეგმური ამბულატორიული მომსახურება.

რას არის ამბულატორიული მომსახურება?

გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში, დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა, სტაციონარში მოთავსების გარეშე.

გეგმური ამბულატორია მოიცავს, ოჯახის/სოფლის ექიმის დანიშნულებით:

  • ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას;
  • ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:

  • როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით მოსარგებლე,
  • რეგისტრირებული უნდა იყოთ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში;
  • მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება უცილებელია.

ოჯახის/სოფლის ექიმთან კონსულტაცია უფასოა.

რეგისტრაციის წესი:

პროგრამის მოსარგებელს, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, შეუძლია დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, რისთვისაც საჭიროა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.ანუ პირს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სასურველი სამედიცინო დაწესებულება.

არასრულწლოვნის ან შშმ პირის რეგისტრაციის შემთხვევაში – ნდობით აღჭურვილმა პირმა, უნდა წარადგინოს წარმომადგენლობისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შეცვლა შესაძლებელია პირველადი რეგისტრაციიდან 2 თვის გასვლის შემდეგ;

დაუშვებელია, პროგრამის მოსარგებლე პირი ერთდროულად რეგისტრირებული იყოს ერთზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.

რეგისტრირებულ პირს შეუძლია მიიღოს გეგმური ამბულატორიული პაკეტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება, თანაგადახდით ან მის გარეშე;

თანაგადახდის ოდენობა დამოკიდებულია ბენეფიციარის მიმდინარე  ჯანდაცვის სოციალურ სტატუსზე, ხოლო მომსახურების ნუსხა განსაზღვრულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე  https://nha.moh.gov.ge/ge/news/gegmuriambulatoria2024

ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!

დიაბეტის სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება

დიაბეტის სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
#post_seo_title

დიაბეტი 2 ტიპი სისხლში შაქრის მაღალი დონის გამო სერიოზულ გართულებებს იწვევს. ექსპერტები ასახელებენ სამ ძირითად სიმპტომს, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება და შესაძლოა, ამ მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.

დიაბეტის 2 ტიპის ძირითადი ნიშნები
ეს ქრონიკული დაავადება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზებია ორგანიზმის მიერ ინსულინის არასათანადოდ გამოყენება ან კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ არასაკმარისი ინსულინის გამომუშავება.

რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად არიან:

  • ისინი, ვისაც ოჯახში დიაბეტის ისტორია აქვთ, ჭარბწონიანები, დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე პირები
  • ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმსა და მარილს იღებენ, სისხლში შაქრის მაღალი დონე სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, თუმცა სამი ნიშანი განსაკუთრებით ღამით ხშირდება ან მძაფრდება.

ღამის 3 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ

ხშირი შარდვა – მაღალი შაქრის დონე თირკმელებს აიძულებს, ზედმეტი შაქარი ორგანიზმიდან შარდის სახით გამოდევნოს, რის გამოც ღამით ხშირად იღვიძებთ და ტუალეტში გასვლა გჭირდებათ.

თავის ტკივილი გაღვიძებისას – ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე) შეიძლება დილით გაღვიძებისთანავე ძლიერი თავის ტკივილით გამოვლინდეს.

გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება – როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება შარდის გზით, ეს გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ადამიანს მუდმივად წყურვილის შეგრძნება აწუხებს.

შაქრის მაღალი დონე ასევე ძილის დარღვევებსაც იწვევს, რაც გამოიხატება:

დაძინების გაძნელებითგაღვიძების შემდეგ დაღლილობის, გაღიზიანებისა და დაბნეულობის შეგრძნებითმოულოდნელად გახშირებული ან შენელებული სუნთქვითგულისცემის აჩქარებით

წონაში დაკლების შემდეგ, რატომ ბრუნდება კილოგრამები?

წონაში დაკლების შემდეგ, რატომ ბრუნდება კილოგრამები?
#post_seo_title

წონაში დაკლების შემდეგ, რატომ ბრუნდება კილოგრამები?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე , საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
წონაში დაკლების სიხარული ხშირად იმედგაცრუებით სრულდება, რადგან წონის დაკლების შემდეგ ადამიანები კვლავ იმატებენ კილოგრამებს. მეცნიერებმა ამ ფენომენს „იო-იო ეფექტი“ უწოდეს. ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ორგანიზმის „მეხსიერებას“, რომელიც უჯრედულ დონეზე ინახება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს წონის კვლავ მატებაში.
რატომ ხდება ასე?
წონის დაკლება ადამიანისთვის მხოლოდ გარეგნული ცვლილება არ არის. მას ორგანიზმის ფუნქციონირების სიღრმისეული ცვლილებები მოჰყვება, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მაგალითად:
1. უჯრედული მეხსიერება:
კვლევები აჩვენებს, რომ ცხიმოვანი უჯრედები „იმახსოვრებენ“ წინა მდგომარეობას. ეს უჯრედული მეხსიერება ხელს უწყობს წონის ზრდას მაშინ, როცა ორგანიზმი კალორიულობის შემცირებაზე რეაგირებს (1).
2. მეტაბოლიზმის შენელება:
წონის დაკლებისას ორგანიზმი ნაკლებ კალორიას წვავს, რაც მომავალში წონის შენარჩუნებას ურთულებს (2).
3. ჰორმონალური ცვლილებები:
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონების, მაგალითად, გრელინისა და ლეპტინის ბალანსი, რაც შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებაზე აისახება (3).
საქართველოში არსებული მდგომარეობა
საქართველოში სიმსუქნე და ჭარბი წონა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. 2022 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ჭარბი წონით იყო დატვირთული (4). ეს ტენდენცია განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მოზრდილებში იზრდება, რაც ჯანდაცვის სისტემაზე დიდ ზეწოლას ქმნის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„ჩვენი ყოველდღიური ჩვევები და ცხოვრების წესი ხშირად არ უწყობს ხელს წონის კონტროლს. თუმცა, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი მიდგომები ამ პრობლემის მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.“
გამოსავალი – ჯანმრთელი წონის შენარჩუნება
წონის კონტროლი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. პროფესორი გიორგი ფხაკაძე რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გამოყოფს:
1. ცნობიერი კვება და ფიზიკური აქტივობა:
„ჩვენ ხშირად ვიწყებთ დიეტას ან ვვარჯიშობთ მოტივაციის სიმძაფრეზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ცხოვრების წესი, არა – დროებითი გადაწყვეტილება.“
2. წონაზე რეგულარული მონიტორინგი:
„საკუთარი წონის კონტროლი და მისი მართვა პროცესში დაგვეხმარება. ხშირად მცირე ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს.“
3. მხარდაჭერა ჯანდაცვის სისტემიდან:
„სახელმწიფო პროგრამებმა უნდა შექმნან ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობას სწორი ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიღებაში დაეხმარება.“
მოვუწოდებთ საზოგადოებას აქტიურ მოქმედებაზე!
სიმსუქნე არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებას.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„დროა, თითოეულმა ჩვენგანმა პირადი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც მნიშვნელოვანია, რათა მომავალი თაობა ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს.“
წყაროები:
1. Cohen P, Spiegelman BM. Cell biology of obesity. Nature. Available from: https://bit.ly/4hsrAkA. Accessed January 28, 2025.
2. World Health Organization. Obesity and overweight. Available from: https://www.who.int/…/fact…/detail/obesity-and-overweight. Accessed January 28, 2025.
3. National Institutes of Health. Understanding metabolic adaptation after weight loss. Available from: https://www.nih.gov/research. Accessed January 28, 2025.
4. Georgian Ministry of Health. National Report on Non-Communicable Diseases. Available from: https://moh.gov.ge/ncd-report. Accessed January 28, 2025.
5. CDC. Obesity trends and statistics. Available from: https://www.cdc.gov/obesity/data. Accessed January 28, 2025.
6. European Commission. Obesity in Eastern Europe. Available from: https://europa.eu/health-obesity. Accessed January 28, 2025.
ბიოგრაფია
პროფესორი გიორგი ფხაკაძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. ის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის ყოფილი წევრი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის საავადმყოფოების მართვის, ხარისხის გაუმჯობესების, კომპეტენციის სტანდარტებისა და საერთაშორისო ჯანდაცვის პროექტების განხორციელებაში.

“თქვენი გული – სიცოცხლის უსაზღვრო ენერგია”

“თქვენი გული – სიცოცხლის უსაზღვრო ენერგია”
#post_seo_title

“თქვენი გული – სიცოცხლის უსაზღვრო ენერგია”

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ადამიანის გული ყოველდღიურად შთამბეჭდავ სამუშაოს ასრულებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანოდ აქცევს. დაფიქრებულხართ ოდესმე, რამდენს შრომობს თქვენი გული, რომ ორგანიზმის ყველა ნაწილი სიცოცხლით უზრუნველყოს?
გულის საოცარი ძალა
ყოველდღე, თქვენი გული 12,000 კილომეტრზე მეტი სიგრძის სისხლძარღვებში ამოძრავებს სისხლს და 7,570 ლიტრამდე (2,000 გალონი) სისხლს ტუმბავს. ეს მანძილი ოთხჯერ აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების სიგრძეს. ცხოვრების განმავლობაში, გული დაახლოებით მილიონ ბარელ (დაახლოებით 159 მილიონი ლიტრი) სისხლს ტუმბავს – ეს რაოდენობა საკმარისი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად! (1, 2).
თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მნიშვნელობა
გულის მუდმივი შრომა სიცოცხლის თითოეული წამი მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს. იგი უზრუნველყოფს ორგანოების ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყვანასა და სიცოცხლის სიჯანსაღის შენარჩუნებას.
როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„ჩვენი გული ყოველდღიურად წარმოუდგენელ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების სტილი – ცუდი კვება, ნაკლები მოძრაობა და სტრესი – სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. გულზე ზრუნვა არის საკუთარი თავისა და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა.“
როგორ დავიცვათ ჩვენი გული?
გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს ცხოვრების ჯანსაღ წესს:
1. აქტიური ცხოვრება: ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს გულის გაძლიერებას.
2. ჯანსაღი კვება: ნაკლებ ცხიმიანი საკვები, ხილი, ბოსტნეული და თევზი გულისთვის მნიშვნელოვანია.
3. სტრესის მართვა: რელაქსაცია და კარგი ძილი თქვენი გულის საუკეთესო მეგობრებია.
4. პერიოდული შემოწმება: დროული დიაგნოსტიკა სერიოზული დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს.
თქვენი გული თითოეულ წამს შრომობს თქვენი სიცოცხლისთვის. მისი დაუღალავი ძალა შთაგონებად უნდა იქცეს, რომ მეტი ვიფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მოუარეთ თქვენს გულს – ეს არის სიცოცხლის ძალის საფუძველი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი.
გამოყენებული ლიტერატურა
1. American Heart Association. Facts About the Heart. Available from: https://www.heart.org/facts. Accessed January 26, 2025.
2. National Geographic. The Incredible Power of the Human Heart. Available from: https://www.nationalgeographic.com/heart. Accessed January 26, 2025.
3. Cleveland Clinic. How Much Blood Does Your Heart Pump? Available from: https://my.clevelandclinic.org/heart-facts. Accessed January 26, 2025.
4. Mayo Clinic. Heart Health Statistics. Available from: https://www.mayoclinic.org/heart-statistics. Accessed January 26, 2025.
5. World Health Organization (WHO). Cardiovascular Disease Prevention. Available from: https://www.who.int/cardiovascular-disease-prevention. Accessed January 26, 2025.

ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, 45-წუთიანი რეანიმაციის შედეგად, ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა

ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, 45-წუთიანი რეანიმაციის შედეგად, ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა
#post_seo_title

“ბათუმის №4412 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “ტკივილი მუცლის არეში” მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი დახვდა, რომელსაც იმ მომენტისთვის ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.

პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ანამნეზის შეკრების პროცესში ეჭვი გულის პრობლემაზე მიიტანა, რაც კარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტით დადასტურდა.

პარამედიკოსმა დაუყოვნებლივ დაიწყო საჭირო პრეპარატების მიწოდება. პროცესში მოულოდნელად ქალბატონმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მონაცვლეობით ფიქსირდებოდა ასისტოლია და ფიბრილაცია. პარალელურად უტარდებოდა ადეკვატური ვენტილაცია ამბუს პარკით. ამ დროს წამოვიდა სინუსური რითმიც.

ბრიგადას წევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს პაციენტის გადაყვანა საკაცით. გადაყვანის პროცესში სადარბაზოში ისევ გაჩერდა გული, თავიდან დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც მეორედ აღდგა გულის მუშაობა.

კლინიკაში გადაყვანის დროსაც იგივე განმეორდა, პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ამჯერადაც წარმატებით შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.

რეანიმაციული ღონისძიებები ჯამში 45 წუთამდე გაგრძელდა, პარამედიკოსს 7-ჯერ დასჭირდა ელექტოშოკის გამოყენება.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც გონს მალევე მოვიდა. ნევროლოგიური დეფიციტი არ დაფიქსირდა. ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს. გვეამაყება: პარამედიკოსი დავით ჩახვაძე, ექთანი ნანა ცინცაძე, მძღოლი ირაკლი ტარიელაძე”, – წერს გვერდი “შენი სიცოცლის გადასარჩენად”.

CDC-ის თანამშრომლებს WHO-სთან კომუნიკაციის შეწყვეტა უბრძანეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ

CDC-ის თანამშრომლებს WHO-სთან კომუნიკაციის შეწყვეტა უბრძანეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ
#post_seo_title

CDC-ის თანამშრომლებს WHO-სთან კომუნიკაციის შეწყვეტა უბრძანეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანამშრომლებს უბრძანეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) კომუნიკაციის შეწყვეტა, ახალი მემოს თანახმად, რაც გლობალური ჯანდაცვის ძალისხმევისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.
ეს დირექტივა გაკეთდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 იანვრის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, რომლითაც აშშ ოფიციალურად გამოდის WHO-დან. შესაბამისი მემო, რომელიც კვირას გვიან CDC-ის გლობალური ჯანმრთელობის დეპუტატმა, დოქტორმა ჯონ ნკენგასონგმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას გაუგზავნა, CNN-მა მოიპოვა.
მემოში წერია:
„დაუყოვნებლივ, ყველა CDC-ის თანამშრომელი, რომელიც WHO-სთან თანამშრომლობს ტექნიკური სამუშაო ჯგუფების, საკოორდინაციო ცენტრების, საკონსულტაციო საბჭოების, თანამშრომლობის ხელშეკრულებების ან სხვა ფორმებით – პირადად ან ვირტუალურად – უნდა შეწყვიტოს მათი საქმიანობა და დაელოდოს შემდგომ ინსტრუქციას.“
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
• აშშ არის WHO-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელი და მისი მხარდაჭერის შეწყვეტა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ორგანიზაციის გლობალურ ოპერაციებს.
• გლობალური კოორდინაციის დაკარგვა: მარბურგის ვირუსის და H5N1 ფრინველის გრიპის გავრცელების პირობებში, საერთაშორისო კოორდინაციის არარსებობა ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
გლობალური ჯანმრთელობის ექსპერტმა დოქტორმა ლოურენს გოსტინმა CNN-ს განუცხადა:
„ეს გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა. CDC-ს მუშაობის შეჩერება WHO-სთან ნიშნავს, რომ ვირუსებთან ბრძოლის პროცესში ამერიკელები უფრო დაუცველები გახდებიან.“
პროფესორ გიორგი ფხაკაძის  კომენტარი:
„ეს არის კატასტროფული ნაბიჯი არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. WHO-სთან თანამშრომლობის გარეშე გლობალური ჯანდაცვის სისტემა დასუსტდება და განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, კიდევ უფრო დაუცველნი იქნებიან ახალი ინფექციების წინააღმდეგ. ვირუსები არ ისვენებენ და მათი შეჩერება საერთაშორისო კოორდინაციის გარეშე შეუძლებელია. ასეთი გადაწყვეტილებები, უბრალოდ, ხელს უწყობს პანდემიების გავრცელებას.“
📌 გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ყველამ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კოორდინაცია ჯანდაცვის სფეროში.

კიბოს ვაქცინები – ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში

კიბოს ვაქცინები – ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში
#post_seo_title

კიბოს ვაქცინები – ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში

კიბო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონ ადამიანს აზიანებს. დღევანდელი პროგნოზით, 2025 წლისთვის 20 მილიონზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში კიბოს დიაგნოზს მიიღებს (1). საქართველოში, კიბოს შემთხვევების რიცხვი ასევე მზარდია: 2020 წელს 9,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (2). თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინოვაციების წყალობით, მსოფლიო ახალ იმედს ეყრდნობა – კიბოს ვაქცინები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაავადების პრევენციასა და მკურნალობას.
ვაქცინაციის რევოლუცია: HPV ვაქცინის წარმატება
კიბოს ვაქცინების ეფექტურობა უკვე კარგად ჩანს ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინის მაგალითზე. HPV არის ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%-ზე მეტს (3). ამ ვაქცინამ საოცარი შედეგები აჩვენა:
• ავსტრალიაში, სადაც HPV ვაქცინაცია ფართოდ მიმდინარეობს, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები 70%-ით შემცირდა (4).
• WHO-ს მონაცემებით, HPV ვაქცინა 90%-ზე მეტად ეფექტურია ვირუსის თავიდან ასაცილებლად, რაც გარდაუვალად ამცირებს კიბოს შემთხვევებს (5).
HPV ვაქცინის წარმატება ცხადყოფს, რომ ვაქცინები არა მხოლოდ ინფექციური დაავადებების, არამედ კიბოს პრევენციაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს წარმატება არის საფუძველი, რომელიც მეცნიერებს კიდევ უფრო აძლიერებს, რათა შექმნან სხვა ტიპის კიბოს ვაქცინები.
500 მილიარდი დოლარის ინვესტიცია კიბოს წინააღმდეგ
მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგა აშშ-მ, რომელმაც ბოლო წლებში კიბოს კვლევებსა და ინოვაციებში 500 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა (6). ეს არის ისტორიული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს:
• კვლევის გაფართოებას: ათასობით კლინიკური ტესტირების დაწყებას, რომელიც პერსონალიზებული ვაქცინების ეფექტურობას შეამოწმებს.
• ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას: mRNA ვაქცინების ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს მკურნალობისთვის.
• საზოგადოების განათლებას: საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
ეს ინვესტიცია ითვალისწინებს კიბოს მრავალ ტიპზე მორგებული ვაქცინების განვითარებას. განსაკუთრებით პერსპექტიულია მელანომის, ფილტვის კიბოსა და პანკრეასის კიბოს ვაქცინები, რომლებიც კლინიკურ კვლევებში წარმატებით მუშავდება.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„500 მილიარდი დოლარი არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს გვაძლევს საშუალებას, საერთაშორისო მეცნიერები გაერთიანდნენ და თანმიმდევრული ძალისხმევით დაამარცხონ კიბო.“
mRNA ვაქცინების რევოლუცია
COVID-19 პანდემიის დროს, mRNA ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა ვაქცინებმა სამედიცინო სფეროში რევოლუცია მოახდინეს. ეს ინოვაციური მიდგომა ახლა უკვე კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოიყენება.
რა არის mRNA ვაქცინა?
mRNA ტექნოლოგია ორგანიზმს “ასწავლის,” როგორ ამოიცნოს და გაანადგუროს კონკრეტული პათოგენები. კიბოს შემთხვევაში, ვაქცინა პაციენტის ორგანიზმში “ასწავლის” იმუნურ სისტემას, როგორ ამოიცნოს და ებრძოლოს კიბოს უჯრედებს.
ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო კლინიკური კვლევა მიმდინარეობს:
• მოდერნა და მერკი მუშაობენ მელანომის სამკურნალო პერსონალიზებულ ვაქცინაზე, რომლის პირველი შედეგები იმედისმომცემია (7).
• გერმანული კომპანია BioNTech, რომელმაც COVID-19 ვაქცინაში დიდი წარმატება მოიპოვა, აქტიურად მუშაობს mRNA ვაქცინებზე კიბოს სხვადასხვა ტიპისთვის
საქართველოს პერსპექტივები
საქართველოში, სადაც კიბოს შემთხვევების ზრდა საგანგაშოა, ასეთი ვაქცინების დანერგვა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად რეგისტრირდება ახალი კიბოს შემთხვევების 70%-ზე მეტი მოგვიანებით ეტაპებზე, რაც მკურნალობის ეფექტურობას ამცირებს (9).
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
**„საქართველოში კიბოს პრევენცია უნდა გახდეს ეროვნული პრიორიტეტი. ამისთვის აუცილებელია:
1. საზოგადოებრივი განათლება კიბოს შესახებ.
2. ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების გაძლიერება.
3. საერთაშორისო პროექტებსა და ინოვაციებში აქტიური მონაწილეობა.“**
სამომავლო პერსპექტივები და გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ვაქცინები მომავალში უდიდეს იმედს იძლევა, გარკვეული გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს:
1. ინფრასტრუქტურა: ვაქცინების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ძლიერი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა.
2. განათლება: მოსახლეობის ინფორმირებულობა კიბოს პრევენციის და ვაქცინაციის შესახებ.
3. ხელმისაწვდომობა: პერსონალიზებული ვაქცინების დამზადების მაღალი ხარჯები შეიძლება დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომობას შეზღუდოს.
HPV ვაქცინის მაგალითისგან მიღებული გაკვეთილები
HPV ვაქცინის წარმატება ცხადყოფს, რომ კიბოს პრევენცია შესაძლებელია.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დასძენს:
„HPV ვაქცინის წარმატება უნდა გახდეს მაგალითი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ მსგავსი პროექტები, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის.“
დასკვნა
კიბოს ვაქცინები არის მომავლის გზა, რომელიც შეიცვლის ადამიანების ჯანმრთელობის სურათს. თუმცა, წარმატების მისაღწევად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა, მეცნიერების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა mRNA ვაქცინები, ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენს ქვეყანაში.
წყაროები
1. World Health Organization. Cancer Statistics. Available from: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cancer. Accessed January 26, 2025.
2. Georgian Ministry of Health. Cancer Reports in Georgia. Available from: https://www.moh.gov.ge. Accessed January 26, 2025.
3. Centers for Disease Control and Prevention. HPV and Cancer. Available from: https://www.cdc.gov/hpv/cancer. Accessed January 26, 2025.
4. Australian Government Department of Health. HPV Vaccination Program Impact. Available from: https://www.health.gov.au. Accessed January 26, 2025.
5. World Health Organization. HPV Vaccine Effectiveness. Available from: https://www.who.int/immunization/hpv. Accessed January 26, 2025.
6. U.S. Department of Health and Human Services. Cancer Moonshot Initiative. Available from: https://www.cancer.gov/research/key-initiatives/moonshot. Accessed January 26, 2025.
7. Moderna Inc. mRNA Cancer Vaccine Trials. Available from: https://investors.modernatx.com. Accessed January 26, 2025.
8. BioNTech SE. Cancer Immunotherapy Programs. Available from: https://www.biontech.de. Accessed January 26, 2025.
9. World Cancer Research Fund. Cancer Trends by Country. Available from: https://www.wcrf.org. Accessed January 26, 2025.
10. National Cancer Institute. Advances in Cancer Vaccines. Available from: https://www.cancer.gov. Accessed January 26, 2025.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. ის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის ყოფილი წევრი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, ჯანდაცვის სფეროში.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights