მეცნიერება ცხადყოფს: ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს!


სინესტე
ნესტი შენობებში აქტუალური პრობლემაა, რომლის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით: ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში შენობების შიგნით ნესტი მერყეობს 10-დან 50%–მდე. გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგალითად ხეობები, მდინარეები და სანაპიროები) ტენიანობა კიდევ უფრო მაღალია.
დადგენილია, რომ ნესტი და ობი წარმოადგენს შენობების შიგნით არსებული ჰაერის უხარისხობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი პოპულაციის ჯანმრთელობაზე. ევროპის რეგიონში ოჯახების 20%-ზე მეტი ბინადრობს ისეთ საცხოვრებელში, სადაც ნესტი და ობი მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისათვის. ამ პრობლემის შემცირებისა და აღკვეთის ღონისძიებები უკვე შემუშავებულია, თუმცა არსებობს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიების გაძლიერების საჭიროება. ევროპის რეგიონის წევრ სახელმწიფოთა გათვითცნობიერებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2010 წელს შემუშავებულ იქნა შენობებს შიგნით არსებული ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელო.
ობი და მისი თვისებები
ობი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან და წარმოადგენს მცირე ორგანიზმებს, რომლის პოვნა შესაძლებელია როგორც შინ, ისე გარეთ. ობი შეიძლება იყოს: შავი, თეთრი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ვარდისფერი. სოკოების სახეობის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, დაახლოებით 10–300 ათასამდე მერყეობს.
ობი ყველაზე კარგად იზრდება სითბოსა და ნესტიან გარემოში, ხოლო მისი გამრავლება და გავრცელება ხდება სპორების მეშვეობით. ობის სპორები გამძლეა კლიმატური პირობებისადმი. Cladosporium, Penicillium, Alternaria და Aspergillus მიკროსკოპული სოკოებია, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების (შენობის, ქაღალდის, ტყავის, საკვები პროდუქტების და სხვ.) ზედაპირზე. ახასიათებთ საჰაერო მიცელიუმის ინტენსიური განვითარება. იწვევენ ზედაპირების გაფუჭებას, მცენარეების ზოგიერთ დაავადებას, ხოლო ზოგიერთი მათგანი (მაგ., Aspergillus flavus) გამოყოფს ძლიერ ტოქსინებს.
ნესტითა და ობით გამოწვეული პრობლემები
დახურულ სივრცეში ობისა და მისგან გამოწვეული ბიოლოგიური აგენტების ზრდა დამახასიათებელი ატრიბუტია საცხოვრებელი სახლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღინიშნება სინესტე და არის არასაკმარისი ვენტილაცია. დახურულ სივრცეში ჰაერის ხარისხის პრობლემა ცნობილია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი დაბალ- საშუალო- და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. საცხოვრებელ სახლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჰაერის დაბინძურება მძიმე ზეგავლენას ახდენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, მათი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. ოთახებში მცირე ნესტიც კი ზრდის ასობით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებისა და ობის სოკოების გავრცელების შესაძლებლობას. სხვადასხვა კლიმატურზონებში ჩატარებული ეპიდკვლევების შედეგების მიხედვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დიდ დროს ატარებდა სახლში და იმყოფებოდა ნესტიან გარემოში, აღენიშნებოდა რესპირატორული სიმპტომები, ალერგიული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ინფექციები, ასთმა და იმუნოლოგიური რეაქციები.
არსებობს კლინიკური მტკიცებულებები იმისა, რომ ობსა და ნესტთან დაკავშირებული მიკრო აგენტების ზემოქმედება ზრდის ისეთი იშვიათი დაავადებების რისკს, როგორიცაა: ჰიპერსენსიტიური პნევმონია, ალერგიული ალვეოლიტი, ქრონიკული რინოსინუსიტი და ალერგიული სოკოვანი სინუსიტი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკური შეფასებით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების 8–20% ასოცირებულია ნესტისა და ობის ზემოქმედებასთან.
მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ აშშ–ში ასთმით დაავადებულთა 21,8 მილიონი შემთხვევიდან 4,6 მლნ. შემთხვევა დაკავშირებულია სინესტისა და ობის ზეგავლენასთან.
ასევე, აღსანიშნავია აშშ-ის ოჰაიოს შტატში ასთმით დაავადებულ ბავშთა შორის 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ბავშვებში, რომლის მშობლებმაც რეკომენდაციის გათვალისწინებით, სინესტით გამოწვეული დაზიანებები აღადგინეს გამოშრობით, გათბობით, ვენტილაციითა და საჰაერო კონდენცირების სისტემის დამონტაჟებით, ობის რაოდენობა 50%–დან 70%–მდე შემცირდა, რესპირატორული დაავადებები შესაბამისად შემცირდა 50%–ით, ხოლო მათში, ვინც მხოლოდ ასთმის საწინააღმდეგო რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, რესპირატორული დაავადებები შემცირდა 15%–ით.[[1]] ნესტისგან გათავისუფლებულ სახლებში სასწრაფო დახმარების ვიზიტებიც შემცირდა საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით. ზემოაღნიშნული კვლევის შედეგი კიდევ უფრო ადასტურებს ადრე აღწერილ სტატისტიკურ მტკიცებულებას, რომ სინესტე და ობი ზრდის რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს.
ადგილები სადაც მაღალია ობის ზემოქმედება
ადამიანის ორგანიზმში ობის მოხვედრის მექანიზმი
ბუნებაში ობი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის განაპირობებს მკვდარი ფოთლების დაშლას; თუმცა, მცირე ზომის სპორები მუდმივად მოგზაურობენ ქარის საშუალებით. შესაბამისად, ადამიანები ყოველდღე განიცდიან ობის ექსპოზიციას. მცირე რაოდენობით ობის სპორები უვნებელია, მაგრამ როდესაც ისინი ხვდებიან მათთვის ხელსაყრელ გარემოში, როგორიცაა ნესტიანი ადგილები, იწყებენ ზრდას. სხვადასხვა ზედაპირზე გაზრდილი სპორები ხვდებიან ჰაერში, საიდანაც რესპირატორული გზით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს ზრდის, განსაკუთრებით ობისადმი მგრძნობიარე ადამიანებში.[2]
ობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები
შენობის შიდა ზედაპირებზე მუდმივი ნესტი და მიკრობების ზრდა უნდა იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
სინესტისა და მიკრობების ზრდის ინდიკატორს წარმოადგენს კონდენსატის პროცენტული მაჩვენებელი შენობების ზედაპირებზე; ხილული ობი; დამახასიათებელი ობის სუნი და წყალგაყვანილობის დაზიანების, გაჟონვის ან შეღწევის ნიშნები. ტენიანობის მართვა მოითხოვს ტენიანობის და ვენტილაციის სათანადო კონტროლს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი სინესტე, კონდენსატი ზედაპირებზე და ჭარბი ტენიანობა სამშენებლო მასალებში. ეფექტური ჰაერის ვენტილაცია მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს შენობის მთელ ფართობზე.
შენობების მესაკუთრეები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ ჯანსაღი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი ტენიანობა და ობის წარმოქმნა. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან წყალგაყვანილობის, გათბობის, ვენტილაციის სისტემისა და სხვადასხვა ტექნიკის ისე დამონტაჟებაზე, რომ არ გამოიწვიოს ნესტისა და ობის წარმოქმნა.
რეკომენდაციები სხვადასხვა რეგიონისათვის, კლიმატის შესაბამისად, სხვადასხვაა. შენობებში ნესტის წარმოქმის თავიდან ასაცილებალად აუცილებელია მუდმივი საკონტროლო ღონისძიებების გატარება.
სინესტე და ობი განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი ჯანმრთელობის რისკები იმ ღარიბ მოსახლეთა ჯგუფებში, რომელთაც ისედაც გაზრდილი აქვს ავადობის ტვირთი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ობითა და ნესტით გამოწვეული მავნე შედეგების თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა შენობასა და შიდა ინტერიერის ზედაპირებზე ნესტის წარმოქმნის პრევენცია ან მინიმუმამდე შემცირება შემდეგი მეთოდებით:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შიდა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაგრამ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და შეფასება ძნელია რამდენიმე მიზეზის გამო: შიდა სივრცეების მრავალგვარობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება და, კერძო საცხოვრებლების შემთხვევაში, მთავრობის შეზღუდული უფლებამოსილება ინტერვენციებზე. პრაქტიკულად ხაზგასმულ იქნა სინესტისა და ობის პრობლემების პრევენციის, შემცირებისა და შერბილების სხვადასხვა მიდგომები და ქმედებების მექანიზმები. ჯანმოს მიერ განსაკუთრებით ხაზგასმულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ნესტისა და ობის განვითარებაზე. მათ შორისაა საინფორმაციო კამპანიების ჩატარება დევიზით “გააკეთე ეს შენით“.
მნიშვნელოვანია საინფორმაციო საქმიანობები, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობაზე სინესტისა და ობის გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდისაკენ.
როგორ უნდა შევამციროთ ობის ექსპოზიციის დონე
მგრძნობიარე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც მაღალია ობის გავრცელების რისკი. თუ სახლში ობია, საჭიროა მისი გაწმენდა და გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ წარმოიქმნება. მყარი ზედაპირებიდან მისი მოშორება შედარებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობი ახალი გაჩენილია. საჭიროა შენობას სწრაფად 24–დან 48 საათის განმავლობაში მოცილდეს ობი და გაიწმინდოს სინესტისაგან. ხშირად უნდა გაიღოს კარებები და ფანჯრები.
სპეციფიკური რეკომენდაციები
2009 წლის 9–10 თებერვალს, გერმანიაში ქალაქ ბონში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა შეხვედრაზე, შემუშავდა რეკომენდაციები ნესტისა და ობის შემცირებასთან დაკავშირებით.[3] რაც შეეხება საქართველოს, დღეის მდგომარეობით ადამიანის ჯანმრთელობაზე სინესტისა და ობის გავლენის შემსწავლელი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, აქედან გამომდინარე, არ არის შემუშავებული ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოს შესაბამისად განსაზღვრული ნორმები, საჭიროა მათი დროული შემუშავება და ასახვა ჰაერის ხარისხის მარეგულირებელ შესაბამის ეროვნულ ნორმატიულ დოკუმენტებში.
[1] http://www.iaqscience.lbl.gov/
[2] http://www.webmd.com/women/home-health-and-safety-9/mold-mildew?page=1#2
[3] Technical and policy recommendations to reduce health risks due to dampness and mould / WHO Regional Office for Europe. – DK-2100 Copenhagen Ø, Denmark 2010.
[4] WHO guidelines for indoor air quality : dampness and mould / WHO. – Copenhagen Ø, Denmark : WHO Regional Office for Europe, 2009.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით – „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა.
საკვები დანამატი
საკვები დანამატი — ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომლებიც ეძლევა პროდუქტს მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, რათა გააუმჯობესოს მისი ხარისხი, გემო, დაცვა და კონსერვაცია.
ნებისმიერი საკვები დანამატი, სანამ პროდუქტში მოხვდება, უნდა გაიაროს შემოწმება სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც დგინდება მათი უსაფრთხოება. თითქმის ყველა საკვები დანამატი ხელოვნური გზით მიღებული ქიმიური ნივთიერებაა. ამიტომ შეიძლება ყველაზე უსაფრთხომაც კი მგრძნობიარე ორგანიზმზე ინდივიდუალური რეაქცია გამოიწვიოს.
საკვებ დანამატებს შემდეგი ტექნოლოგიური ფუნქციები გააჩნია:
1953 წელს მოხერხებულობის თვალსაზრისით ევროპაში შემოიღეს საკვები დანამატების კლასიფიკაცია ფუნქციონალური ჯგუფების მიხედვით. თითოეულს მიანიჭეს თავისი უნიკალური ნომერი, რომელიც Е ინდექსით იწყება, რაც ევროპას (Europe) აღნიშნავს.
ინდექსის შემდეგმი წერილი სამნიშნა კოდი განსაზღვრავს კატეგორიას, რომელსაც დანამატი მიეკუთვნება:
საღებავები – არსებოებს ორი ტიპის საღებავის დანამატი: ბუნებრივი (მაგალითად E120, E102) და სინთეზური, რომელიც მიიღება ქიმიური რეაქციებით. ისინი ნატურალური საღებავების ზუსტი ასლებია.
კონსერვანტები – არსებობს ორი სახის კონსერვანტი: ნატურალური (რომლებიც არ არის კოდირებული): მარილი, სპირტი, შაქარი, ძმარი და ქონი. მეორე არის ქიმიური წარმოშობის არანატურალური დანამატი: Sorbic acid E200 და სხვა.
ანტიოქსიდანტები– გამოიყენება უსიამოვნო სუნის გასაქრობად, არომატიზატორებად და უსიამოვნო ფერის შესაცვლელად. მაგალითად, ანტიოქსიდენებს იყენებენ ბანანის პიურეს წარმოებაში.
ყველაზე მეტად გამოყენებადი ანტიოქსიდანტებია:
ემულგატორი – ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას და აგრეთვე ადიდებს მის მდგომარეობას.
ემულგატორი (ჟელატინი და მრავალი სხვა სინთეზური ნაერთები) არის საკვები დანამატი, რომლისგან შექმნილი ემულსიის საშუალებით საკვები ხდება გემრიელი, დიდხანს შენახვადი, პლასტიკური. იმ უამრავი ემულგატორიდან, რომლებიც ამ მიზნებით გამოიყენება საკვები პროდუქტების დამზადებისას,
საკვები დანამატები ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხის შემცველობის მიხედვით იყოფა 3 ძირითად ჯგუფად:
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ქვეყანაში შემოტანილ თუ ადგილზე წარმოებულ პროდუქციაში არ უნდა იყოს გამოყენებული (იკრძალება) შემდეგი საკვები დანამატები: E-121, E-123, E-240, E-924 a და b.
მეტად საყურადღებოა ბავშვების დაცვა ისეთი პროდუქტების მოხმარებისაგან, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ დანამატებს. საკვები პროდუქტების ყიდვის (მოხმარების) წინ აუცილებელია სათანადო ინფორმაციის მიღება მისი შემადგენლობის შესახებ, რომელიც პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს განთავსებული. ძალიან ძნელია დღეს მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას ისეთ საკვებზე გააკეთო არჩევანი, რომლის შემადგენლობაში „Е“ საკვები დანამატი არ ერიოს.
რჩევები მოსახლეობას: სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დააკვირდით საკვებზე მითითებულ საკვები დანამატების ჩამონათვალს და ისე აარჩიეთ პროდუქტი, რათა საფრთხე არ შეუქმნათ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას. თუ არ შეგიძლიათ Е დანამატებიან საკვებზე უარის თქმა, მაშინ ამოირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავენ ორზე მეტ ასეთ დანამატს მაინც. უფრო მეტი საკვები დანამატის შემთხვევაში მოარიდეთ ასეთი საკვები ბავშვებს და მოზარდებს. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება პირადი საკითხია, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და შემდეგ, ამ ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, გააკეთოს სწორი არჩევანი, მისი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.




მისი განმარტებით, ადამიანი ჩვეულებრივი სიარულისას, რა დროსაც 200-მდე კუნთს იყენებს, ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კუნთს — გულს ავარჯიშებს. შესაბამისად, რეგულარული სიარული, ათობით სამეცნიერო კვლევის თანახმად, ამცირებს არტერიულ წნევას და 20-40%-ით აქვეითებს ინსულტის ალბათობას. ხოლო როცა ადამიანი უკუღმა დადის, ჯანმრთელობისთვის სარგებელი ლამის ორმაგდება, ზედმეტი ცხიმები კი უფრო სწრაფად და ეფექტურად იწვება.
მაკნამარას თქმით, უკუღმა სიარული აუმჯობესებს მუხლის სახსრის ოსტეოართროზის მქონე ადამიანების მდგომარეობას. საქმე ისაა, რომ ამ დროს ადამიანი უფრო ხშირ და მოკლე ნაბიჯებს დგამს, ფეხები ნაკლებად გააქვს განზე და შესაბამისად, სახსრებზე დატვირთვა მცირდება.
უკუღმა სიარულის სარგებელი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა, რომელშიც 70-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველა მათგანს მუხლის სახსრის ოსტეოართროზი ჰქონდა.
ექსპერიმენტის მონაწილეები კვირაში სამი დღე, 10-10 წუთით დადიოდნენ ზურგშექცევით. ექვსი კვირის შემდეგ მათ ბევრად ნაკლებად აწუხებდათ მუხლების ტკივილი და უფრო უკეთესადაც მოძრაობდნენ.
გარდა ამისა, უკუღმა სიარული სასიკეთო გავლენას ახდენს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:
პლანტარული ფასციიტი, ანუ ქუსლის დეზი;
წელის ქრონიკული ტივილები;
ნევროლოგიური დავადებები.
გარდა ამისა, ზურგშექცევით სიარული ხელს უწყობს:
ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას — კვლევებმა აჩვენა, რომ კვირაში სამჯერ 30-30 წუთიანი უკუღმა სიარული მოკლე დროში აღადგენს ბალანსის შეგრძნებას, აუმჯობესებს კიდურების მუშაობას და მოძრაობის სიჩქარეს;
წონაში კლებას — ამ დროს 40%-ით მეტი კალორია იწვება და ამასთან ცხიმების „ჩალაგებაც“ იკლებს.
უკუღმა სიარულის წესები
ზურგშექცეულ სიარულში თითქოს რთული და გაუგებარია არაფერია, მაგრამ, როგორც ჯეკ მაკნამარა ამბობს, ამას თავისი წესები აქვს.
მისი თქმით: უნდა იაროთ მხოლოდ უსაფრთხო ადგილას, სადაც ვერც ვერაფერს დაეჯახებით და არც წაიქცევით (იდეალურია სარბენი ბილიკი); უკუღმა სიარულში ვარჯიში დაბალი სიჩქარით უნდა დაიწყოთ და დროთა განმავლობაში აჩქარდეთ; თავი უნდა გეჭიროთ სწორად და იყურებოდეთ მხოლოდ წინ — არ უნდა ატრიალოთ აქეთ-იქით; ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაჭიმეთ ცერა თითი და ტერფი თითებიდან ქუსლის მიმართულებით გადააგორეთ; ნუ შეეცდებით, ერთ ჯერზე უწყვეტად იაროთ დიდი ხნის განმავლობაში — სჯობს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეოროთ; როდესაც უკუღმა სიარულს იმდენად შეეჩვევით, რომ თავს უკვე კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ უკუღმა სირბილზეც გადახვიდეთ — ოღონდ მხოლოდ სარბენ ბილიკზე, რომელსაც სახელურები აქვს.
როგორც იაშვილი კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გვარცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.