სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარიშენი ექიმი„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ...

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ დიაგნოზით მკურნალობს მხოლოდ ერთი პაციენტი“-იაშვილის კლინიკა

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში 120 ბავშვი იმყოფება.

როგორც იაშვილი კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გვარცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  "იცურეთ, რამდენიც შეგიძლიათ!" - პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights